IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

როგორ გამოიყურება მომავალი?

08.09.2020

631 ხედი

სამუშაოს მომავალი, განათლების მომავალი... ფიქრი, როგორ უნდა ვისწავლოთ ექსპონენტური ცვლილების სამყაროში.

როგორ გამოიყურება მომავალი

ყოვლისმომცველი, მობილური სუპერკომპიუტერი. ინტელექტუალური რობოტები. თვითმავალი მანქანები, ტვინის ნეიროტექნოლოგიური გაუმჯობესება, გენეტიკური რედაქტირება, დრამატული ცვლილების მტკიცებულება ყველგანაა და ეს ექსპონენციალური სიჩქარით ხდება. ჩვენ ვართ რევოლუციის პირას, რაც ფუნდამენტურად შეცვლის ჩვენი ცხოვრების სტილს, მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია.

წინა ინდუსტრიულმა რევოლუციებმა გაათავისუფლა კაცობრიობა ცხოველთა ენერგიისგან, შესაძლებელი გახადა მასობრივი წარმოება და მილიარდობით ადამიანს მიუტანა ციფრული შესაძლებლობები. მეოთხე რევოლუცია კი არის ფუნდამენტურად განსხვავებული. მას ახასიათებს მთელი რიგი ახალი ტექნოლოგიები, რომლებიც აერთიანებს ფიზიკურ, ციფრულ და ბიოლოგიურ სამყაროებს.

შედეგად მიღებული ძვრები და შეფერხებები ნიშნავს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ დიდი დაპირების და დიდი საფრთხის პერიოდში. მსოფლიოს აქვს შესაძლებლობა გააერთიანოს ადამიანები ქსელებით, გააუმჯობესოს ორგანიზაციების ეფექტურობა.

თუმცა, ცვლილება ეხება არამარტო ტექნოლოგიებს. გლობალიზაცია არის ტექნოლოგიებით მართვადი ფენომენი და მოძრაობა ადამიანების, იდეების. გლობალიზმი არის იდეოლოგია, რომელიც უპირატესობას ანიჭებს ნეოლიბერალურ გლობალურ წესრიგს ეროვნული ინტერესების ნაცვლად.

ვერავინ უარყოფს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ გლობალიზებულ სამყაროში. ჩვენ გადავდივართ მსოფლიო წესრიგიდან, რომელიც ემყარება საერთო მნიშვნელობებს, კონკურენტული ნარატივებით შექმნილ ”მრავალკონცეპტურ” სამყაროში, რომელიც ცდილობს შექმნას ახალი გლობალური არქიტექტურა. ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, სადაც ახალი პლანეტარული საზღვრებია მისი განვითარებისთვის. ჩვენ ვიმყოფებით მეოთხე ინდუსტრიულ რევოლუციაში, რომელიც ჩამოყალიბებულია მოწინავე ტექნოლოგიებით ფიზიკური, ციფრული და ბიოლოგიური სამყაროებიდან, რომელიც ერთიანდება, რომ შექმნან ინოვაციები. ეს ტრანსფორმაციები ცვლის იმას, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ადამიანები, მთავრობები და კომპანიები ერთმანეთთან და, ზოგადად, მსოფლიოსთან.

რა არის სამუშაოს მომავალი?

გლობალური დაკავშირებულობა, ჭკვიანი მანქანები და ახალი მედია არის ზოგიერთი განმსაზღვრელი ფაქტორი იმისა, თუ როგორ ვფიქრობთ სამუშაოზე, რას წარმოადგენს სამუშაო და რა უნარები დაგვჭირდება, რომ ვიყოთ პროდუქტიული მომავალში.

2011-ში IFTF, the Institute for the Future-მ გამოაქყვენა თავისი კვლევა სამუშაოს მომავლის შესახებ.

Future Work Skills 2020 რეფორთი აანალიზებს ძირითად ფაქტორებს, რაც განსაზღვრავს სამუშაოს მომავალს და ახდენს სამუშაოსთვის საჭირო უნარების იდენტიფიცირებას მომავალი 10 წლის მანძილზე.ბევრმა კვლევამ სცადა ეწინასწარმეტყველებინა სპეციფიკური სამუშაო კატეგორიები და ძირითადი მოთხოვნები. წლების მანძილზე გამოჩნდა, რომ რთულია ასეთი პროგნოზის გაკეთება. მომავალ სამუშაოებზე ფოკუსირების ნაცვლად, ეს რეფორთი ხაზს უსვამს სამუშაო უნარებს.

აქ მოცემულია რამდენიმე პროგნოზი ახალი სამუშაოების, რომელიც იქნება მოთხოვნადი 2030 წელს, ისინი არის ძალიან საინტერესო, და, ასევე, საინტერესოა მიზეზი მათ უკან და რომელი უნარები იქნება საჭირო.

  1. Trash Engineer

ეს შეიძლება იყოს უცნაური მომავალი სამუშაო, მაგრამ ეს არის ყველაზე გავლენიანი. ადამიანები ყოველწლიურად აწარმოებენ 2.6 მილიარდი ფუნტის ოდენობის ნაგავს და რა შეიძლება გავაკეთოთ ამასთან დაკავშირებით? უნდა მოვიფიქროთ, რა შეიძლება გავუკეთოთ ჩვენს მიერ დაგროვებულ ნაგავს. გვჭირდება ნაგვის ინჟინერი, რომელიც გადაჭრის დედამიწის ნარჩენების პრობლემებს მოაგვარებს. ნაგავი შეიძლება გადამუშავდეს შუშად ან მათი გამოყენება შიეძლება ახალი შენობის კონსტრუქტისთვის. საჭიროა ძლიერი გუნდური უნარები, კრიტიკული აზროვნება და მენტალური ელასტიურობა.

  1. ენერგიის კონსულტანტი

წიაღისეული საწვავით ადამიანი სამუდამოდ ვერ გადარჩება, ამიტომ ენერგიის ალტერნატიული წყარო გახდება მნიშვნელოვანი - მზის, ქარის და ჰიდროელექტრული ენერგია. კითხვა იმაშია, რომელია თქვენი სახლის შესაბამისი. თქვენ ენერგიის ექსპერტი იქნებით და გადახვალთ  ქალაქიდან ქალაქში მთელს მსოფლიოში, შეაფასებთ ენერგიის საუკეთესო წყაროს თითოეული ადგილისთვის. ამისთვის საჭიროა გუნდური მუშაობის ბექგრაუნდი, მენტალური ელასტიურობა და ადამიანებთან ურთიერთობის უნარები.

  1. სამედიცინო მენტორი

რადგან მექანიზმები და რობოტები იპყრობენ სამედიცინო სფეროს პაციენტების დიაგნოზირებით და ქირურგიით, გამოჩნდება ახალი როლი სამედიცინო სფეროში: სამედიცინო მენტორები. თქვენ იზრუნებთ პაციენტებზე სამეციდინო პროცედურების ჩატარების შემდეგ. თქვენ შეამოწმებთ მათ, დარწმუნდებით, რომ მიჰყვებიან ექიმის რჩევებს. შეხედეთ ამ როლს, როგორც მკვებავი, თერაპევტი, ვარჯიშის მრჩეველი და მეგობარი, ყველა ერთში. უნარები: გუნდური უნარები, კრიტიკული აზროვნება, ინტერდისციპლინარული უნარები.

როგორ მოვემზადოთ ჩვენ და ჩვენი შვილები მომავლისთვის?

ჯეკ მა ცოტა ხნის წინ გადადგა ალიბაბას აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან, მის მიერ შექმნილ კომპანიიდან, მან თქვა, რომ უნდა, რომ დაუბრუნდეს თავის პირველ სიყვარულს, სწავლებას. მაგრამ, სწავლება სხვანაირად. „თუ არ შევცვლით ჩვენი სწავლების  გზას, დღეიდან 30 წლის შემდეგ გვექნება პრობლემა. ის, რასაც ჩვენს შვილებს ვასწავლით, არის 200 წლის წინანდელი წარსულიდან. ის დაფუძნებულია ცოდნაზე. ჩვენ ვერ ვასწავლით შვილებს მექანიზმებთან შეჯიბრებას, ისინი უფრო ჭკვიანები არიან“.

ამის ნაცვლად, იგი ამბობს, რომ შვილებს უნდა ვასწავლოთ ღირებულებები და უნარები. თვისებები, როგორიც არის დამოუკიდებელი აზროვნება, გუნდური მუშაობა, სხვებზე ზრუნვა - ეს თვისებები უბრალოდ არ გამოყოფენ სტუდენტებს, ისინი უზრუნველყოფენ, რომ სტუდენტებს შეეძლოთ საზოგადოებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა იმ გზით, რაც მათ შეუცვლელად აქცევს. და როგორ ფიქრობს ჯეკ მა, ჩვენ შეგვიძლია გავავრცელოთ ამგვარი ცოდნა? „ვფიქორბ, რომ ჩვენს შვილებს უნდა ვასწავლოთ სპორტი, მუსიკა, მხატვრობა - ხელოვნება - იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ, რომ ისინი არიან განსხვავებულები. ყველაფერი, რასაც მათ ვასწავლით, უნდა განასხვავებდეს მათ მანქანებისგან“.

იგი საუბრობს იმაზე, თუ როგორ გადავდივართ ცოდნის კონკურენციიდან კრეატიულობის კონკურენციაზე. თუ გავაგრძელებთ სწავლას და ქცევას, როგორც მანქანები, მაშინ ისინი შეგვცვლიან ჩვენ.

ის ამბობს, რომ ჩვენ გვჭირდება IQ და EQ, ასევე, ჩვენ გვჭირდება ის, რასაც იგი უწოდებს LQ-ს.

მაღალი IQ – ცოდნა, რომ იყოთ თამაშში.

მაღალი EQ - ემოციური ინტელექტი წარმატების მიღწევისთვის.

მაღალი LQ - სიყვარული, რომ მივიღოთ და პატივს ვცემდეთ ერთმანეთს.

 

მსოფლიო ეკონომიკის ფორუმი ამბობს, რომ ჩვენ გვჭირდება ქვემოთ ჩამოთვლილი ათი უნარი 2020 წელს წარმატების მიღწევისთვის:

  • კომპლექსური პრობლემის გადაჭრის უნარი
  • კრიტიკული აროვნება
  • კრეატიულობა
  • ხალხთან ურთიერთობის უნარი
  • სხვებთან კოორდინაციის უნარი
  • ემოციური ინტელექტი
  • განსჭის უნარი და გადაწყვეტილების მიღების უნარი
  • სერვისზე ორიენტირებულობა
  • მოლაპარაკების უნარი
  • კოგნიტური მოქნილობა

 

არსებობს კარგი წიგნი “The Rules of Genius”, რაც აღწერს სამუშაოს ოთხ ტიპს:

  • კრეატიული - უნიკალური, წარმოსახვითი, არა რუტინული, ავტონომიური.
  • უნარებიანი - სტანდარტიზებული, ნიჭით განსაზღვრული, პროფესიონალური და დირექტიული.
  • Rote: ურთიერთშეცვლადი, რუტინული, აუთსორსული და მართვადი.
  • რობოტული - ალგორითმული, კომპიუტერიზირებული, ეფექტური და შეძენილი.

 

ამათგან, თქვენ გსურთ ფოკუსირდეთ კრეატიულობაზე, რადგან იქ დასაქმდებით. ყველა პროფესიონალი შეიძლება იყოს კრეატიული საკუთარ საქმეში. როდესაც თქვენს საქმეს აკეთებთ, თქვენ ქმნით ხელოვნებას. ავტორი, მერი ნუმეიერი, ამბობს: “მნიშვნელოვანია გააგრძელოთ სწავლება. სხვებს არ შეუძლიათ გაიმეორონ ან თავიდან შექმნან თქვენი ორიგინალური სამუშაო. თუ გსურთ, რომ იყოთ ორიგინალური, უნდა გახდეთ შემოქმედი და შექმნათ ფუნდამენტი თქვენი გამოგონების მონახაზის სტრუქტურის”.

McKinsey Global Institute-ის რეფორთი ამბობს, რომ ადამიანურ უნარებზე დაფუნებული სამუშაოები შეიცვლება ხელოვნური ინტელექტით. სტატია ხაზს უსვამს სამ ძირითად უნარს, რომელიც თანამშრომლებმა უნდა აითვისონ დღეიდან 2030 წლამდე.

რეფორთი უნარებს ხუთ კატეგორიად ჰყოფს: ფიზიკური, ბაზური კოგნიტური, მაღალი კოგნიტური, სოციალური და ემოციური და ტექნოლოგიური. დასაქმებულები იყენებენ ამ უნარებს სამუშაოების ფართე სფეროში.

ასე რომ, ფიზიკური უნარები მოიცავს დავალებებს, რომელთა შესრულებაც შეიძლება მოხდეს შედარებით არაკვალიფიციური შრომით, როგორიცაა მძღოლები და შეკრების ხაზის მუშები, ასევე გამოცდილი მუშაკები, მათ შორის ექთნები, ელექტრიკოსები და ხელოსნები.

კოგნიტური შესაძლებლობები, როგორიცაა ძირითადი ცოდნა, საჭიროა ისეთი მუშაკებისთვის, როგორიცაა მოლარე, მომხმარებლის მომსახურე პერსონალი და დაბალი დონის მონაცემთა შეყვანასა და დამუშავებაში ჩართული პირები, როგორიცაა მბეჭდავი და მოსამსახურეები. რეფორთში ნათქვამია, რომ ამ სახის საქმიანობით დაკავებული ადამიანები წვალობენ სამუშაოზე ყველაზე მეტად,  თუმცა, ყველა შემთხვევაში - არა. “უნარების ცვლილება სხვადასხვა სექტორში სხვადასხვანაირი იქნება, მაგალითად, ჯანდაცვაში გაიზრდება მოთხოვნა ფიზიკურ უნარებზე, იმის მიუხედავად, რომ მათზე მოთხოვნა კლებულობს”,- ნათქვამია რეფორთში.

აშშ-ში 2030 წლისთვის მაღალ კოგნიტურ უნარებზე მოთხოვნა 9%-ით გაიზრდება, 2016 წელს დამახსოვრებულ 62 მილიარდ საათთან შედარებით. სოციალურ და ემოციურ უნარებზე მოთხოვნა აშშ-ში 26%-ით გაიზრდება, თუმცა ყველაზე დიდ პროპორციულ ზრდას განიცდიან ტექნოლოგიური უნარის მქონე მუშაკები, მათ დროზე მოთხოვნა გაიზრდება 60%-ით.

Alvin Toffler-მა თქვა: “21-ე საუკუნის გაუნათლებლები არ იქნებიან ისინი, ვინც წერა-კითხვა არ იციან, არამედ ისინი - ვისაც არ შეუძლია სწავლა, ნასწავლის დავიწყება და თავიდან სწავლა”.

ხელახლა სწავლა იქნება ახალ რეალობასთან შეგუების უნარი. მაგალითისთვის ავიღოთ მობილური ტელეფონი. როდესაც ისინი პირველად გამოვიდა, ისინი მხოლოდ საკომუნიკაციო საშუალებად გამოიყენეს. კონვერგენცია მოხდა და ახლა ჩვენი სმარტფონები მიკროკომპიუტერები არიან. ხალხს უნდა გაეგო, როგორ გამოეყენებინა ტელეფონი.

ზემოთ ჩამოთვლილი 10 უნარის გარდა, ჩვენ გვჭირდება მეტის სწავლა. ეს ნიშნავს, რომ გვქონდეს სწრაფი გონება, გავუმკლავდეთ უზარმაზარი რაოდენობის ინფორმაციას და წყაროს, შევძლოთ ახალი კავშირების დამყარება, ჩვენს იდეების სწორად გადაცემა და სხვებზე გავლენის მოხდენა, შეგვეძლოს საკუთარი გზის გაკვალვა და მომავლის შექმნა.

როგორი იქნება სკოლა მომავალში?

Goldman Sachs Research- ის კვლევის თანახმად, განათლება აღწევს მწვერვალ წერტილს, ვინაიდან განსხვავება იზრდება არსებული სისტემის მიერ მიწოდებულ უნარებსა და ციფრული ეკონომიკის მოთხოვნილებებს შორის.”ჩვენ ვთვლით, რომ ვართ იმის პირას, რომ ტექნოლოგიების ინტეგრაციამ დაამსხვრიოს განათლების მიწოდების გზები და ფასი”,- ამბობს Katherine Tait, “ჩვენ ვფიქრობთ, რომ სამუშო სივრცეში ტექნოლოგიების და ავტომატიზაციის ზრდასთან ერთად, ეს საჭიროების ახალი უნარების ათვისებას და განვითარებას კარიერის”.

Max Ventilla-ს აქვს იდეა, როგორ ვამუშავოთ ეს, როგორც სოციალური ქსელი. მისი ხელოვნების სკოლა ქმნის მაღალ პერსონალიზირებული  სწავლების გამოცდილებას, რაც უმჯობესდება და ხდება უფრო იაფი, რაც უფრო მეტი სტუდენტია ჩართული მასში. ათწლეულებში, ხელოვნების სკოლა შექმნის არა მარტო რამდენიმე სკოლას, არამედ - სწავლების სისტემას.

რა არის სწავლების მომავალი? დიახ, ეს შეიძლება იყოს ონლაინ და მთელი ცხოვრების მანძილზე. მაგრამ, იქნებ პასუხი უკვე არსებობს? ახალი გზებით სწავლების პოტენცია, ახალი უნარების ათვისება, უკეთესი მომავლის შექმნა, ეს ყველაფერი უკვე ჩვენთანაა. ეს არის კაცობრიობა. გამოწვევა არაა ინფრასტრუქტურა და ინსტრუმენტები, სკოლა და პროცესი, პასუხი არის ჩვენს მიერ მაქსიმუმის გაკეთებაში.



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

STEP კომპიუტერული აკადემიის რედაქცია

AI

ChatGPT სრული სახელმძღვანელო

დაიწყეთ ChatGPT გამოყენება უფრო სწრაფად და ეფექტურად, გაიგეთ ყველაფერი, დაწყებული უფასო რეგისტრაციიდან, დამთავრებული სამეწარმეო საქმეში ChatGPT-ის ფასიანი ვერსიის გამოყენებამდე

დაიწყეთ ChatGPT გამოყენება უფრო სწრაფად და ეფექტურად, გაიგეთ ყველაფერი, დაწყებული უფასო რეგისტრაციიდან, დამთავრებული სამეწარმეო საქმეში ChatGPT-ის ფასიანი ვერსიის გამოყენებამდე   UBS-ის ანგარიშის თანახმად, ChatGPT-ის ყოველდღიურ ვიზიტორთა რაოდენობამ  100 მილიონს მიაღწია, რაც მას ისტორიაში ყველაზე სწრაფად მზარდ აპლიკაციად აქცევს. ბიზნეს სამყარო ასევეა დაინტერესებული ChatGPT-ით და ცდილობს ხე�

ШАГ логотип

პროგრამირება

რომელ ქვეყანას ჰყავს მსოფლიოს საუკეთესო პროგრამისტები?

პროგრამირება თანამედროვე დროში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა, პარალელურად პროგრამირების დროს შემოქმედებითი პროცესი შეუზღუდავია, წარმოიდგინე, წერ კოდს, რომელიც უამრავი სიმბოლოსგან შედგება, თუმცა საბოლოოდ ის სხვანაირად გამოიყურება ის საშუალებას გაძლევთ არაფრისგან შექმნათ რაღაც ახალი, უჩვეულო, ორიგინალური და კრეატიული. 

პროგრამირება თანამედროვობის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა, პარალელურად პროგრამირების დროს შემოქმედებითი პროცესი შეუზღუდავია, წარმოიდგინე, წერ კოდს, რომელიც უამრავი სიმბოლოსგან შედგება, თუმცა საბოლოოდ ის სხვანაირად გამოიყურება ის საშუალებას გაძლევთ არაფრისგან შექმნათ რაღაც ახალი, უჩვეულო, ორიგინალური და კრეატიული იმის გასარკვევად, თუ რომელი ქვეყნიდან არიან

ШАГ логотип

პროგრამირება

JavaScript: განაახლეთ ყველა პაკეტი package.json-ში NCU-ით

JavaScript: განაახლეთ ყველა პაკეტი package.json-ში NCU-ით

JavaScript-ის დეველოპმენტის სამყაროში პაკეტებისა და დამოკიდებულებების მართვა ნებისმიერი პროექტის გადამწყვეტი ასპექცია. პაკეტების განახლება არა მხოლოდ უზრუნველყოფს უახლეს ფუნქციებთან წვდომასა და ხარვეზების აღმოფხვრას, არამედ აუმჯობესებს აპლიკაციის საერთო სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. თუმცა package.json ფაილში თითოეული პაკეტის ხელით განახლება შესაძლოა იყოს ძალიან შრომატევადი �

ШАГ логотип

Techfacts

News

Starlink უკვე საქართველოშია | ფასი, ინსტალაცია, სისწრაფე

საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, სადაც Starlink-ის უსადენო სწრაფი ინტერნეტი ხელმისაწვდომია!

Starlink მსოფლიოში მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელს მსოფლიოში, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტ კავშირი დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია - ახლა ის უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია! კომპანიის გადაწყვეტილებით, თბილისის ტექნოლოგიური პ�

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა