IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

როგორ დაგეხმარებათ SEO თქვენი ბიზნესის წარმატებაში?!

23.03.2021

732 დათვალიერება

იცოდით, რომ Google-ში, საშუალოდ, დღეში 3.5 მილიარდზე მეტი ძიების ოპერაცია ხორციელდება და აქედან 33% საძიებო სისტემის პირველივე შედეგზე გადადის. წარმოგიდგენიათ რა სარგებელი შეიძლება მოგიტანოთ Google-ში ან ნებისმიერ სხვა საძიებო სისტემაში თქვენი ვებგვერდის პირველობამ? რთულად წარმოსადგენია, მაგრამ ამ შედეგის მიღწევა იმაზე მეტად რეალურია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

პირველობა Google-ში ორგანულად და არა რაიმე სახის რეკლამირებით, მიიღწევა. საქმიანობით, რომელსაც ეწოდება SEO ოპტიმიზაცია.

 

SEO (Search Engine Optimization) – საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია.  ეს არის საუკეთესო პრაქტიკა, რომ თქვენი ვებგვერდი მოხვდეს Google-ს ან ნებისმიერი სხვა საძიებო სისტემაში ტოპ პოზიციებზე.

 

SEO-ს მიზანი არის საძიებო სისტემებისთვის ვებგვერდის უკეთესი ხილვადობის შექმნა ნატურალური და ორგანული ფორმით, ანუ გვერდის “დამეგობრება” საძიებო სისტემებთან.

 

სამყაროში, სადაც ბიზნეს-კომუნიკაციამ და იმიჯმა ინტერნეტ სივრცეში გადაინაცვლა მანამ სანამ საკუთარი საქმის წამოწყებას ან გაფართოვებას დაგეგმავთ აუცილებელია ჯერ კარგად შეისწავლოთ რა შესაძლებლობებს გაძლევთ ინტერნეტში არსებული რესურსები!

 

ონლაინ სივრცეში კონკურენცია დიდია! არსებობს უამრავი ვებ-გვერდი, რომელიც შესაძლოა მომხმარებელს სწორედ იმავე პროდუქციასა და მომსახურებას სთავაზობდეს, რასაც თქვენ.

 

ხშირად ჩნდება კითხვა, რა კრიტერიუმებით არჩევს Google ( ან სხვა საძიებო სისტემა) რომელი ვებ-გვერდი  შესთავაზოს დაინტერესებულ პირს  და რა სისტემას იყენებს ამისათვის. SEO-ს ათვისება სწორედ ამ მიმართულებით დაგაწინაურებთ კონურენტებთან მიმართებაში.

 

სწორად გამართული SEO-ს დამსახურებით თქვენ შეძლებთ საკუთარი ბიზნესის ცნობადობის გაზრდასა და მისი წარმატების უზრუნველყოფას!

 

 

ჩაერთეთ ჩვენს ონლაინ აკადემიაში, შეისწავლეთ ბრენდ დიზაინი მსოფლიო ბრენდისგან

             → დარეგისტრირდი ახლავე!

 

 

 

ვებ-საიტის შიდა ოპტიმიზაცია

რას ნიშნავს ვებ-გვერდის შიდა ოპტიმიზაცია? ეს არის პროცესი, რომელიც უზრუნველყობს, რომ თქვენი გვერდი შინაარსობრივად მისაღები იყოს, როგორც საძიებო სისტემისთვის, ისე მომხმარებლისთვისაც.

 

ამის მიღწევა შესაძლებელია თუ თქვენს ვებ გვერდზე არსებულ ტექსტში სწორად იქნება გამოყენებული შესაბამისი  სიტყვები, ფრაზები, თეგები და სხვა, ამავდროულად მომხმარებლის მოსახიბლად კონტენტი შინაარსობრივად უნდა იყოს საინტერესო. სწორედ ვებ-გვერდზე არსებული  ტექსტები ეხმარება გუგლს შეაფასოს თქვენი გვერდი და მომხმარებელიც თქვენთან გადმოამისამართოს.

 

პრაქტიკა აჩვენებს, რომ Google-ი აანალიზებს იმ ინფორმაცია, რომელიც განთავსებულია კონკრეტულ საიტზე, ამოწმებს მისი სათაურის შესაბამისობას შიგთავსთან და სხვა. იმისათვის რომ Google-ის კრიტერიუმები დააკმაყოფილოთ და რეიტინგით კონკურენტებს გადაუსწროთ აუცილებელია, რომ სწორად შეარჩიოთ, განალაგოთ ვებ გვერდის ინფორმაცია, ტექსტები და სიტყვები.

 

ვებ საიტის გარე ოპტიმიზაცია

ვებ საიტის გარე ოპტიმიზაცია განსხვავდება მისი შიდა ოპტიმიზაციისაგან. ამ დროს წარმატების მისაღწევად „გარე ფაქტორების“ დახმარება გვჭირდება.

 

როდესაც Google-ში ესა თუ ის თემა იძებნება, გუგლი ამოწმებს იმ ვებ-გვერდების ავტორიტეტს, სადაც საჭირო ინფორმაცია შეიძლება მოიპოვებოდეს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი, რასაც გუგლი ყურადღებას აქცევს არის იმ საიტების ოდენობა და მნიშვნელობა, რომლებთან კავშირიც (ლინკების მეშვეობით) აქვს თქვენს საიტს. შესაბამისად აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, რაც უფრო მაღალია თქვენი ავტორიტეტი, მით უფრო მაღალ რეიტინგს მოგანიჭებთ გუგლი.

 

კეთილსინდისიერი გზები

ვებ-საიტის ოპტიმიზაციის შედეგად, მაღალი შეფასების მიღებისთვის დიდი შრომაა საჭირო! აუცილებელია თქვენი ვებ-გვერდი აკმაყოფილებდეს საძიებო სისტემების მიერ დადგენილ მაღალ სტანდარტებს. ამისათვის რამდენიმე ლეგალური ტაქტიკა არებობს. ერთ-ერთი ასეთი ტაქტიკა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სხვადასხვა თემატურად დაკავშირებული ლინკების მითითებაა.

 

ამასთან, შეიძლება დაკავშირებული ინფორმაცია არა სხვა საიტს, არამედ თქვენსავე საიტსაც უთითებდეს. მაგალითად: თქვენ გაქვთ რესტორანი და წერთ სტატიას, როგორ მოვამზადოთ კერძები ბოსტნეულისგან, ამ დროს უთითებთ თქვენსავე ბლოგს, რომელიც ინფორმაციას გვაწვდის ბოსტნეულის სასარგებლო თვისებებზე.

 

ეფექტური კონტენტის შექმნაზე დადებითად მოქმედებს საკვანძო სიტყვების სწორად გამოყენება, ვებ-გვერდზე სხვადასხვა ინფორმაციული ლინკების „ჩაშენება“ და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც შეიძლება განხილულ იყოს, როგორც დამატებითი ინფორმაციის წყარო მომხმარებლისათვის. ამავდროულად სასარგებლოა შესაბამისი თაგების განსაზღვრაც, რომლებიც დაკავშირებულია საიტის კონტენტთან.

 

თუმცა ყველაზე ძლიერი ტაქტიკა თანამედროვე SEO-ში არის ეფექტური კონტენტის დაწერა, განსაკუთრებით თუ ასეთი კონტენტი პირდაპირ კავშირში იქნება თქვენს პროდუქტებთან.

 

მაგ: თუ თქვენ ვებ-საიტის მეშვეობით ყიდით კერძო სახლებს, შეგიძლიათ განათავსოთ სტატიები ეზოს მოწყობის, რემონტის გაკეთების, ახალი სამშენებლო ტექნოლოგიების და სხვა მსგავსი თემების შესახებ.

 

რაც უფრო საინტერესო იქნება ასეთი სტატიები და რაც უფრო მეტი ადამიანი ნახავს მათ, მით უფრო მეტი ადამიანი ესტუმრება თქვენს ვებ-გვერდს საძიებო სისტემებიდან, რაც საბოლოო ჯამში მეტი კლიენტის გაჩენას შეუწყობს ხელს.

 

არაკეთილსინდისიერი გზები

ზოგიერთმა მომხმარებელმა მიიჩნია რომ წარმატებისათვის უფრო მარტივი და სწრაფი გზებიც არსებობს. მათ ამისათვის საძიებო სისტემების მოტყუება გადაწყვიტეს! არალეგალური გზებით გუგლში მოწინავე პოზიციის დასამკვიდრებლად სხვადასხვა ტექნიკაც კი შემუშავდა. ასეთია მაგალითად საკვანძო სიტყვებით მანიპულირება  , უხილავი ტექსტების შექმნა,  ინფორმაციაზე ყალბი გვერდების გამოყენება და სხვა.

 

შესაძლოა აღნიშნულმა მეთოდებმა სწრაფი და მაღალი შედეგები მოგიტანოთ, მაგრამ ასეთი მეთოდებით ვებ-გვერდის წარმატების მიღწევა გაუმართლებელი და ძალიან სარისკოცაა, ვინაიდან,  საბოლოოდ, ამგვარი ქმედების შედეგად  შეიძლება თქვენი ვებ-გვერდიც დაკარგოთ და არსებული ბიზნესიც!

 

როგორ ეფექტს ახდენს SEO თქვენს ბიზნესზე?!

როგორ იმოქმედებს SEO თქვენს ბიზნესზე დამოკიდებულია იმაზე, რომელი სტრატეგიის გამოყენებას აირჩევთ. არალეგალური გზით მოპოვებული პირველობა არასტაბილურია, მაშინ როდესაც კეთილსინდისიერი გზებით მიღწეული წარმატება მყარი და სტაბილური შემოსავლის წყარო შეიძლება გახდესა. მართალია ეს დიდ დროსთან და ფინანსებთანაა დაკვშირებული, თუმცა ლოდინი ნამდვილად ღირს!

 

არაკეთილსინდისიერი გზებით ვებ-საიტის ოპტიმიზიაციამ შეიძლება განაპირობოს, ის რომ ერთ მშვენიერ დღეს თქვენ ვებ-საიტი საერთოდ აღარ იძებნებოდეს საძიებო სისტემაში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბაზარზე, კომპანიათა უმრავლესობა, სწორედ არაკეთილსინდისიერი გზებით ახორციელებს ვებ საიტების ოპტიმიზაციას, რამაც სავალალო შედეგი შეიძლება გამოიწვიოს თქვენი ვებ-საიტისა და ბიზნესისთვის.

 

ვებ საიტის ოპტიმიზაცია და ეფექტური კონტენტ მარკეტინგის წარმოება არის მყარი საწყისი, რომელსაც აუცილებლად მოყვება თქვენი ბიზნესის წარმატება და განვითარება!

 

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100 ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge

 



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა