IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

როგორ მოვაწყოთ ყავის მაგიდა საგაზაფხულოდ?

08.04.2021

269 დათვალიერება

გაზაფხულზე იმაზე ბედნიერი მომენტი არ არსებოს, რომელიც ხეხილის აყვავებისას დგება! ყველას უყვარს ტოტების თუ მინდვრის ყვავილების შეგროვება, სამზარეულოში შეტანა და ყველაფრის გადაწყობა, რომ ამ სილამაზეს მიესადაგოს. ახლა სწორედ ეს ტრენდია, მოზრდილი ტოტები, მიდვრის იები და ყვავილები სასადილო მაგიდებზე, სამზარეულოს დახლებზე და თაროებზე,  ყავის მაგიდა წელს წარმოუდგენელია სხვაგვარად იყოს მორთული

 

შეისწავლე ინტერიერის დიზაინი
მიმართულება საქართველოშიც საკმაოდ პოპულარული გახდა, ჩვენთან პროფესიონალები ავითარებენ საკუთარ შესაძლებლობებს; 2D გრაფიკოსები 3D-ზე გადადიან და ახალ უნარებს ითვისებენ, რომ მოერგონ თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებს. მოთხოვნა ინტერიერის დიზაინერებზე კი დღითიდღე კიდევ უფრო იზრდება

 დარეგისტრირდი ახლავე!

 

დავიწყოთ მთავარი მახასიათებლით: ტოტებით. აქ მოგცემთ პატარა რჩევას: მე მიყვარს იმ ტოტების განლაგება, რომლებსაც ცოტათი უფრო საინტერესო ფორმა აქვთ. ხედავთ, როგორ იხრება ტოტი მარცხენა მხარეს? იგი სასიამოვნო ორგანულ ნაკადს ანიჭებს ამ მოწყობას. დაბალი, განიერი ლარნაკის ან ქოთნის გამოყენებით დაიწყეთ, ტოტები სათითაოდ ჩაალაგეთ. ამ ყველაფრის აზრი არასრულყოფილების შენარჩუნებაშია, ამიტომ ძალიან ნუ დაწვრილმანდებით! უბრალოდ დატოვეთ სივრცე ამ მოწყობის ქვეშ სხვა ობიექტების დასადებად. თუ ვერ ახერხებთ ტოტების ერთ ადგილას გაჩერებას, გირჩევთ ყვავილების ბადისებრი ჩასაწყობის გამოყენებას ლარნაკის ძირში.

 დარეგისტრირდი ახლავე!

 

შემდეგ, ჩვენ დავამატებთ რამდენიმე ელემენტს – ყოველთვის კენტი რაოდენობით! თუ თქვენ გაქვთ ყავის პატარა მაგიდა, შეგიძლიათ გამოიყენოთ სამი ტოტი და არა ხუთი! მრგვალი მარმარილოს თასი და წიგნების დასტა ყოველთვის მომგებიანი კომბინაციაა! ობიექტების შეზავებისას, თქვენ უნდა გაითვალისწინოთ ფორმა (კვადრატული კუთხეები თუ მრგვალი), სიმაღლე (ყოველთვის კარგია, რომ მრავალფეროვნება გვქონდეს!) და განლაგება (ობიექტები იწვევს თვალს, რომ შეხედოს ყველა მათგანს?).

 

მე დავიწყე მარმარილოს თასით, როგორც ყველაზე დიდი ელემენტით. დავამატე მაღალი სანთლები სიმაღლისთვის, რაც ხელს შეუწყობს მზერის დაკავშირებას მაღალი ტოტებიდან მაგიდის უფრო დაბალ სიმაღლეზე მყოფ ელემენტებთან. ამ 'უფრო მძიმე' ელემენტის დასაბალანსებლად მარჯვნივ, წიგნების ლამაზი დასტა გამოვიყენე მარცნივ. დააკვირდით, როგორ შემოვიღეთ ახალი ფორმა ამ მართკუთხედებში!

 

მას შემდეგ, რაც ეს უფრო დიდი ელემენტები მოვიპოვე, სახლის გარშემო ნადირობა დავიწყე რამდენიმე ელემენტზე, რომლებიც პალიტრასა და წამოწყებულ სტილთან იქნებოდა შესაფერისი. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ხრიკია ვინტაჟური ხის თასის შევსება ქვის მძივებით. ამჯერად, ავირჩიე თეთრი და ვარდისფერი, ყვავილების ფერის ხაზგასასმელად! მძივები ლამაზ, ორგანულ მოძრაობას ანიჭებს ამ მოწყობას.

 

შეისწავლე ინტერიერის დიზაინი

დაიწყე მინიმუმიდან და გახდი პროფესიონალი ინტერიერის დიზაინის 6 თვიანი კურსისით, ასაკი შეუზღუდავია 15-დან 55 წლამდე

 დარეგისტრირდი ახლავე!

 

და ბოლოს, დავამატე ერთი წიგნიც. ამ ელემენტის დასამატებლად რამდენიმე მცდელობა დამჭირდა (სეზონურ სტილისტებსაც კი უწევთ ცოტა თამაში საუკეთესო მოწყობისთვის!). იმის გათვალისწინებით, რომ წიგნი საკუთარი სტილის ზედაპირია,  მასზე დავამატე სამი (ყოველთვის კენტი!) მარტივი ელემენტი, წიგნის საკუთარი სტილის ხაზგასასმელად. პატარა ლარნაკი, რომელიც უფრო მეტი ყვავილებით არის სავსე, ასანთის კოლოფი (რასაც სანთლები ანიჭებს მნიშვნელობას!) და საყვარელი ქვა (დიახ, ასეთი რამ არსებობს!) თბილ მწვანე ფერში.

 

საბოლოოდ, ბოლო ფენა დავამატე ამ მოწყობას. სანთლებთან ერთად ჩავდე მეტი ქვა, რათა თასი შემევსო და ასევე კავშირი შექმნილიყო მწვანე ქვასთან. წიგნების დასტის თავზე დავდგი ვინტაჟური სპილენძის ჭურჭელი, რომელიც შეიცავს ზღვის ნიჟარებს, და მასში კიდევ ერთი ასანთის კოლოფი. აქ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ჭიქის დასადები ან სხვა პრაქტიკული ელემენტი! მე მომწონს ისეთი კოლოფების ან თასების გამოყენება,  რომლებიც, მაგალითად, შესანიშნავად შეესაბამება ჩემი ტელევიზორის გადამრთველს.

 

დაიწყე მინიმუმიდან და გახდი პროფესიონალი ინტერიერის დიზაინის 6 თვიანი კურსისით, ასაკი შეუზღუდავია 15-დან 55 წლამდე

 

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100 ფილიალით!

+995 577 538 549 .თელავინადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 .თბილისი.ყაზბეგის 34/34 

https://www.facebook.com/itstep.g



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

STEP კომპიუტერული აკადემიის რედაქცია

AI

ChatGPT სრული სახელმძღვანელო

დაიწყეთ ChatGPT გამოყენება უფრო სწრაფად და ეფექტურად, გაიგეთ ყველაფერი, დაწყებული უფასო რეგისტრაციიდან, დამთავრებული სამეწარმეო საქმეში ChatGPT-ის ფასიანი ვერსიის გამოყენებამდე

დაიწყეთ ChatGPT გამოყენება უფრო სწრაფად და ეფექტურად, გაიგეთ ყველაფერი, დაწყებული უფასო რეგისტრაციიდან, დამთავრებული სამეწარმეო საქმეში ChatGPT-ის ფასიანი ვერსიის გამოყენებამდე   UBS-ის ანგარიშის თანახმად, ChatGPT-ის ყოველდღიურ ვიზიტორთა რაოდენობამ  100 მილიონს მიაღწია, რაც მას ისტორიაში ყველაზე სწრაფად მზარდ აპლიკაციად აქცევს. ბიზნეს სამყარო ასევეა დაინტერესებული ChatGPT-ით და ცდილობს ხე�

ШАГ логотип

პროგრამირება

რომელ ქვეყანას ჰყავს მსოფლიოს საუკეთესო პროგრამისტები?

პროგრამირება თანამედროვე დროში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა, პარალელურად პროგრამირების დროს შემოქმედებითი პროცესი შეუზღუდავია, წარმოიდგინე, წერ კოდს, რომელიც უამრავი სიმბოლოსგან შედგება, თუმცა საბოლოოდ ის სხვანაირად გამოიყურება ის საშუალებას გაძლევთ არაფრისგან შექმნათ რაღაც ახალი, უჩვეულო, ორიგინალური და კრეატიული. 

პროგრამირება თანამედროვობის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა, პარალელურად პროგრამირების დროს შემოქმედებითი პროცესი შეუზღუდავია, წარმოიდგინე, წერ კოდს, რომელიც უამრავი სიმბოლოსგან შედგება, თუმცა საბოლოოდ ის სხვანაირად გამოიყურება ის საშუალებას გაძლევთ არაფრისგან შექმნათ რაღაც ახალი, უჩვეულო, ორიგინალური და კრეატიული იმის გასარკვევად, თუ რომელი ქვეყნიდან არიან

ШАГ логотип

პროგრამირება

JavaScript: განაახლეთ ყველა პაკეტი package.json-ში NCU-ით

JavaScript: განაახლეთ ყველა პაკეტი package.json-ში NCU-ით

JavaScript-ის დეველოპმენტის სამყაროში პაკეტებისა და დამოკიდებულებების მართვა ნებისმიერი პროექტის გადამწყვეტი ასპექცია. პაკეტების განახლება არა მხოლოდ უზრუნველყოფს უახლეს ფუნქციებთან წვდომასა და ხარვეზების აღმოფხვრას, არამედ აუმჯობესებს აპლიკაციის საერთო სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. თუმცა package.json ფაილში თითოეული პაკეტის ხელით განახლება შესაძლოა იყოს ძალიან შრომატევადი �

ШАГ логотип

Techfacts

News

Starlink უკვე საქართველოშია | ფასი, ინსტალაცია, სისწრაფე

საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, სადაც Starlink-ის უსადენო სწრაფი ინტერნეტი ხელმისაწვდომია!

Starlink მსოფლიოში მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელს მსოფლიოში, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტ კავშირი დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია - ახლა ის უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია! კომპანიის გადაწყვეტილებით, თბილისის ტექნოლოგიური პ�

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა