IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

HTML&CSS როგორც ტექნოლოგიური კარიერის საფუძვლები

22.11.2020

1139 დათვალიერება

კარიერის ტექნოლოგიური პროფესიისკენ შეცვლის მნიშვნელოვანი მიზეზი არის მოკლე დრო, რომელიც არის საჭირო ტექნოლოგიური უნარების დაუფლებისთვის და სამუშაოსთვის მომზადებისთვის. სხვა სპეფიალობებისგან განსხვავებით, რომლებშიც საჭიროა დიპლომი, ტექნოლოგიურ სფეროში სამუშო ადგილი დაფუძნებულია უნარებზე.

HTML და CSS ფუნდამენტური ტექნოლოგიური უნარებია, რომელთა გამოყენება შეგიძლიათ რეალურ პროექტებში. ეს არის ადგილი საიდანაც შეგიძლიათ დაიწყოთ თუ გსურთ ტექნოლოგიურ სფეროში მუშაობა და შეგიძლიათ იმუშოთ ფრონტ ენდ დეველოპმენტში, ბექ ენდ დეველოპმენტში, ვებ დიზაინში, ციფრულ მარეკტინგში.

HTML-ი ჰაიპერ-ტექსტ მარქაფ ენა გამოიყენება ვებგვერდის ნაწილების განსაზღვრისთვის, როგორიცაა სათაური ან ტექსტი. CSS-ი არის სტილის დამატებისთვის, როგორიცაა ფერი, ფონტის ტიპი. ისინი აწყობენ ნებისმიერ ვებსაიტს.

შემიძლია დავიწყო მუშაობა მხოლოდ HTML & CSS-ით?

ზოგი ამბობს, რომ მხოლოდ ამ ენებით შორს ვერ წახვალთ, სხვები ამბობენ რომ არის ბევრი მოთხოვნა ჯუნიორ დეველოპერებზე, რომლებიც მუშაობენ HTML & CSS-ზე.

მაგრამ თუ HTML & CSS-ი ასეთი მნიშვნელოვანია ვებ დიზაინის და დეველოპემნტისთვის, რატომ არ არის ისინი საკმარისი სამუშაოს დაწყებისთვის?

განვიხილოთ რამდენიმე არგუმენტი.

ბევრმა ადამიანმა იცის HTML & CSS-ი, ამიტომ ამ ენების სპეციალისტის პოვნა რთული არ არის.

ბევრმა დეველოპერმა იცის HTML & CSS-ი და ასევე სხვა ენები, რისი გამოყენებითაც შეუძლიათ შექმნან ინტერაქციული ფუნქციური ვებსაიტი. დამსაქმებელს შეუძლიათ აიყვანონ თამაშრომელი, რომელსაც უფრო მეტი უნარები აქვს. ამიტომ რატომ აიყვანს იგი ადამიანს რომელმაც მხოლოდ HTML & CSS იცის?

ამისთვის არის ბევრი მიზეზი. იმის მიუხედავად, რომ ბევრმა იცის ეს ენები, ისინი საჭირო უნარებია, რისთვისაც ფულს გადაიხდიან დამსაქმებლები და კლიენტები.

იმის მიუხედავად, რომ არიან უფრო განვითარებული დიზაინერები და დეველოპერები ვიდრე თქვენ, დამსაქმებლები ყოველთვის სენიორ პოზიციისთვის არ ეძებენ თანამშრომელს. ზოგჯერ ისინი ეძებენ თანამშრომელს მხოლოდ HTML & CSS უნარებით და მარტივი უნარებით, რომელიც სწრაფად შეგიძლიათ აითვისოთ.

შეგიძლიათ თავისუფლად იპოვოთ სამსახური მხოლოდ HTML & CSS-ის ცოდნით. თუმცა, ტექნოლოგიურ სფეროში ნებისმიერ სამუშოს ვერ შეასრულებთ მხოლოდ HTML & CSS ცოდნით, მოდით გადავხედოთ რა სამუშაოების შესრულება შეგიძიათ.

რა უნდა იცოდეთ ფრილანს და სრულგაკანვეთიან HTML & CSS სამუშაოებზე

Tasha Hussey, რომელიც არის ვებ დეველოპმენტის სწავლების ასისტენტი Skillcrush-ზე, მუშაოს სტუდენტებთან რომლებიც იწყებენ ახალი უნარების სამუშოზე გამომჟავნებას და მას უნახავს HTML & CSS სამუშოების დავალებები, რომლებსაც აძლევენ თანამშრომლებს.

Skillcrush-ზე ყველა სტუდენტს ურჩევენ ფრილანს სამუშაოების შესრულებას. მოდით გადავხედოთ ფრილანს სამუშაოებს რომლის მიღებაც შეგიძლიათ HTML & CSS-ის ცოდნით.

რა ფრილანს პროექტების შესრულება შემიძლია HTML & CSS-ის გამოყენებით?

ყველაზე მარტივი პასუხი არის მარტივი ვებსაიტების შექმნა კლიენტებისტის.

მოცეულია სია რომლიდანაც შეგიძლიათ აირჩიოთ რას გააკეთებთ:

1. ლენდინგ გვერდების ან გაყიდვების გვერდების შექმნა

2. სტატიკური მენიუს შექმნა რესტორნებისთვის

3. მულტი გვერდებიანი სტატიკური საიტის შექმნა სქრეჩით როგორიც არის ონლაინ რეზიუმე, მარტივი პორტფელიო ან ინფორმაციული საიტი.

4. PSD fფაილების დაკონვერტირება HTML და CSS-ზე.

5. WordPress.com ან Squarespace.com საიტის მორგება

ამისთვის დაგჭირდებათ კიდევ ცოტა რამ რომ დაასრულოთ სამუშაო. დაგჭირდებათ დამატებითი უნარები რაც დაგეხმარებათ გამოირჩეოდეთ ხალხისგან. ჩვენ ვურჩევთ სტუდენტებს ისწავლონ დიზაინი.

სად შეგვიძლია მოვძებნოთ ფრილანს HTML & CSS სამუშაოები?

თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ფრილანს სამუშოები Upwork ან Fiver-ზე. ეს კარგი გზაა გამოცდილების მისაღებად და თანხის გამომუშვებისთვის, თუმცა არა დიდი ოდენობით.

ფრილანს სამუშაოს შოვნა შეგიძლიათ მეგობრებისთვის მარტივი ვებსაიტების შექმნით. ამ გზით შოულობენ სტუდენტები თავიანთ პირველ ანაზღაურებად სამუშოს.

რა თანხის გამომუშავება შემიძლია ფრილანს HTML & CSS სამუშაოებით?

ეს დამოკიდებულია თქვენი კლიენტის მოთხოვნაზე, ბიუჯეტზე და რამდენად სწრაფად უნდათ მათ პროექტის შესრულება. შეუძლებელი არაა, რომ გამოიმუშოთ ასობით და ათასობით დოლარი HTML & CSS-ის გამოყენებით, მთავარია შესთავაზოთ თქვენი დრო და გამოცდილება რომ დაეხმაროთ კლიენტებს რომლებსაც არ აქვთ დრო და გამოცდილება სამუშოს შესრულებისთვის,-ამბობს ტაშა.

შესაძლოა ეს ნიშნავს 250$-ს სტატიკური ერთ გვერდიანი ვებსაიტისთვის, მაგრამ ტაშა ამბობს რომ სამუშოს ფასი განისაზღვრება იმით თუ რისი შეთავაზება შეგიძლიათ კლიენტისთვის.

რომელი სრულგანაკვეთიანი სამსახურებია ხელმისაწვდომი HTML & CSS-ის გამოყენებით?

ბევრი სამუშაო რომელი უნდა შეასრულოთ HTML & CSS-ით არ არის პირდაპირ დასახელებული. Whatmoor-ი გთავაზობთ მოძებნოთ პოზიციები სადაც იმუშავებთ დიზაინერთან. დეველოპერები რომლებიც მუშობენ დიზაინერებთან ხშირად იყენებენ HTML & CSS-ს.

შეგიძლიათ მოძებნოთ სამუშაო დეველოპერების გუნდის გარეთ. არის დეველოპერების პოზიციები რომლებიც არიან მარკეტინგის გუნდთან ერთად, ამბობს Whatmoor-ი. ისინი ეხმარებიან ბლოგებში, იმეილ მარკეტინგში და ლენდინგ გვერდებში მარკეტინგული კომპანიებისთვის.

ტაშა ამბობს, რომ ისინი შესაძლოა იყოს საჭირო ციფრული კონტენტის ედითორის და პროდუსერის პოზიციებზეც.

შესაძლოა თვენ აგიქირაონ ვებ დეველოპერის და სოფთვეარ ინჟინერის პოზიციაზე, მაგრამ მხოლოდ იმ კომპანიებმა რომლებსაც სჭირდებათ ჯუნიორ დეველოპერი და დაეხმარებიან სამსახურში ტრენინგებით.ასეთ გუნდში შესაძლოა ისწავლოთ JavaScript-ი, მათ შორის frameworks-ები.

ქვემოთ მოცემულია ზოგიერთი HTML & CSS სამუშო რომელიც შეგიძლიათ მიიღოთ.

Junior Developer

Website Editor

Social Media Manager

Digital Marketing Coordinator

Content Editor

Content Producer

Digital Production Coordinator

Website Project Manager

Website Support Specialist

HTML&CSS Production Specialist

Technical Virtual Assistant

HTML Email Developer Jobs

Email Marketing Specialist

Entry-Level Front End Developer Jobs

Entry-Level Web Developer

Webmaster Jobs

WordPress Developer

 

რა უნარები უნდა ისწავლოთ კიდევ თუ სხვა სამუშო გინდათ მიიღოთ

 

1. ისავლოთ JavaScript - იმისთვის რომ შექმნათ უფრო ინტერაქციული და ფუნქციური ვებსაიტი დაგჭირდებათ JavaScript-ის ცოდნა. მისი საფუძვლების ცოდნა უნდა მეტ ღირებულებას მოგანიჭებთ ფრილანს კლიენტისთვის. მისი ცოდნით შეგეძლებათ შეასრულოთ მეტი პროექტი.

2.  ისწავლოთ JavaScript ფრეიმვორქი - ბევრი ფრონტ ენდ დეველოპერის სამუშაო სია მოიცავს მინიმუმ ერთ JavaScript ფრეიმვორქს, როგორიცაა React, Vue ან Angular. Skillcrush-ზე ჩვენ ვასწავლით React-ს რადგან ეს არის მოთხოვნადი და გაძლევთ ბევრი რამის შექმნის შესაძლებლობას.

3. გაიცანით Git და GitHub-ი - დეველოპერების გუნდთან მუშაობისთვის გჭირდებათ გზა რომ შეინახოთ და გააზიაროთ კოდი. აქ დაგჭირდებათ ვერსიის კონტროლი. ეს მოგცმეთ საშუალებას კოდის ცვლილების როდესაც ცვლები მუშაობენ პროექტზე. თუ რაიმე შეგეშლებათ შეგიძლიათ დაუბრუნდეთ წინა ვერსიას.

Git არის პოპულარული ინსტრუმენტი ვერსიის კონტროლის და ამას ვასწავლით Skillcrush-ზე. GitHub არის კოდის საჯარო, ონლაინ საცავი, რაც ნიშნავს, რომ შეგიძლიათ გახადოთ კოდი საჯაროდ ხელმისაწვდომი და ნახოთ თქვენი სამუშაო ღია პლატფორმაზე.

4. აითვისოთ სხვა “რბილი უნარები” - დეველოეპრების გუნდთან მუშაობა არის ტექნოლოგიური კარიერის წარმატების გზა. ამას აფასებენ დამსაქმებლები. გინდათ ანახოთ ორმ კარგად ეწყობით დეველოპერების გუნდს?  როგორ ანახებთ რომ იცით როგორ გამოიყენოთ HTML და CSS უნარები? თქვენ დაგჭირდებათ სოფთ უნარები როგორიცაა დროის მენეჯმემტი, კომუნიკაცია, ორგანიზებულობა და კრიტიკული აზროვნება, ამბობს ტაშა.

5. კარგად უნდა იცოდეთ CSS - ხშირად ფრონტ ენდ ინჟინერები სპეციალიზირდებიან სიღრმისეულ CSS ცოდნაში. ეს ნიშნავს მაღალი დონის CSS-ის სწავლას და Flexbox და CSS Grid.

6. აითვისეთ დიზაინის უნარები.

ვიზუალური დიზაინის კარგად ცოდნა მოგცემთ ბევრ შესაძლებლობას კრეატიული პოზიციების დაკავების.

7. ისწავლეთ WordPress – WordPress-ი არის აწყობილი PHP-ის გამოყენებით. ბევრი კომპანია აწყობს თავის საიტს  WordPress-ის გამოყენებით. თუ გეცოდინებათ WordPress-ზე საიტის აწყობა და მართვა, ბევრი პოზიცია იქნება თქვენთვის ხელმისაწვდომი.

 

არ აქვს მნიშვნელობა რომელ გზას აირჩევთ, კარგი ამბავი არის ის, რომ HTML და CSS-ი არის ყველა ტექნოლოგიური სამუშაოს ნაწილი. Whatmoor-ი ამბობს, რომ კარგი რამ HTML და CSS-ის ცოდნის არის ის რომ ყველა ტექნოლოგიური გუნდი იყენებს ორივეს. ყოველთვის არის რაიმე სახის სამუშაო რასაც სჭირდება HTML და CSS-ი.

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100 ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ხელოვნური ინტელექტის როლი დასაქმების სფეროში შესაძლებლობები და გამოწვევები

თანამედროვე სამყაროში ხელოვნური ინტელექტი (AI) აღარ არის მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკა, ის აქტიურად ცვლის შრომის ბაზარს, ქმნის ახალ პროფესიებს და გარდაქმნის არსებულ სამუშაო პროცესებს. გაეცანი, თუ რა შესაძლებლობებს უხსნის AI დასაქმებულებს, რა გამოწვევების წინაშე აყენებს მათ და როგორ უნდა მოვემზადო მომავლის კარიერისთვის, სადაც ტექნოლოგია და ადამიანი ერთად მუშაობენ.

ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია სამუშაო ადგილებზე რევოლუციურ ცვლილებებს იწვევს. ავტომატიზაცია საშუალებას აძლევს კომპანიებს, ოპტიმიზაცია გაუკეთონ რუტინულ დავალებებს, რაც თანამშრომლებს უფრო კრეატიული და სტრატეგიული საკითხების გადაჭრისთვის ათავისუფლებს. ამ პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება შესაბამისი ცოდნის შეძენა.  IT აკადემია Step-ის AI – ხელოვნური ინტელექტის ინ

ШАГ логотип

AI

პროფესიები რომლებიც გაქრება (გადაშენების პირას) რა გავლენას ახდენს AI და ავტომატიზაცია?

გაიგე, რომელი პროფესიები დგას გადაშენების პირას AI-სა და ავტომატიზაციის ეპოქაში. ტექნოლოგიური გავლენა შრომის ბაზარზე გარდაუვალია, ამიტომ მნიშვნელოვანია იმ სფეროების ცოდნა, რომლებსაც ჩანაცვლება ემუქრებათ. აღმოაჩინე გზები, რომლებიც მომავლის კარიერის შენარჩუნებასა და განვითარებაში დაგეხმარება.

ციფრული ერა და შრომის ბაზრის ტრანსფორმაცია თანამედროვე სამყაროში ხელოვნური ინტელექტი (AI) და ავტომატიზაცია აღარ არის მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკის ნაწილი. ისინი ჩვენი ყოველდღიური სამუშაო გარემოს განუყოფელი ელემენტები გახდნენ. ტექნოლოგიური პროგრესი რადიკალურად ცვლის შრომის ბაზარს, რაც გარკვეული ტრადიციული პროფესიების გაქრობას ან მათ სრულ ტრანსფორმაციას იწვევს. პროც

ШАГ логотип

AI

Generative AI-ს გავლენა კრეატიული პროფესიების შემცირებაზე

ტექნოლოგიური პროგრესი მუდმივად ცვლის შრომის ბაზარს, თუმცა Generative AI-ს გამოჩენამ კრეატიულ სფეროში განსაკუთრებული კითხვები გააჩინა. რეალურად, ემუქრება თუ არა საფრთხე დიზაინერებსა და ქოფირაითერებს, თუ ხელოვნური ინტელექტი უბრალოდ ახალი ეპოქის დამხმარე ხელსაწყოა, რომელიც შემოქმედებით პროცესს უფრო ეფექტურს ხდის.

საფრთხე თუ ახალი შესაძლებლობა? ბოლო პერიოდში Generative AI (გენერაციული ხელოვნური ინტელექტი) ტექნოლოგიურ სამყაროში ნამდვილ რევოლუციად იქცა. ისეთმა პლატფორმებმა, როგორებიცაა Midjourney და ChatGPT, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს ადამიანის ექსკლუზიურობა კრეატიულ პროცესებში. ბევრი ფიქრობს, რომ ალგორითმები, რომლებსაც წამებში შეუძლიათ რთული ილუსტრაციების შექმნა, ჩაანაცვლებენ სპეციალისტებს და

ШАГ логотип

ძირითადი უნარების გარდაქმნა რა ცოდნას ითხოვს მომავალი

ნოლოგიური ევოლუცია ჩვენს თვალწინ ცვლის სამუშაო გარემოსა და მოთხოვნად უნარებს. გაიგე, რა ცოდნას ითხოვს მომავალი, როგორ უნდა გარდაქმნა შენი ძირითადი უნარები ახალ რეალობასთან მოსარგებად და რატომ არის უწყვეტი განათლება წარმატების მთავარი ფორმულა ციფრულ ეპოქაში.

ეპოქალური ცვლილება შრომის ბაზარზე ტექნოლოგიური პროგრესი და ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარება ფუნდამენტურად ცვლის შრომის ბაზრის მოთხოვნებს. ის, რაც გუშინ უალტერნატივო უნარად ითვლებოდა, დღეს შესაძლოა ავტომატიზებულმა სისტემამ ჩაანაცვლოს. სწორედ ამიტომ, გადამწყვეტი ხდება არა მხოლოდ ტექნიკური ცოდნა, არამედ ადაპტაციის უნარი და ახალი ეპოქის მოთხოვნებზე მორგება. მ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა