IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

ტექნოლოგიური მიღწევები პანდემიის პირობებში

02.02.2021

702 დათვალიერება

ტექნოლოგიების დახმარებით, 1 წელში შექმნილი ვაქცინით დაწყებული, მიღწევები პანდემიის პირობებში საკმაოდ შთამბეჭდავია, ყოველ მათგანზე ვერც ვისაუბრებთ. მაგრამ არის რამდენიმე, რომელიც რეალობას შეცვლის და გრძელვადიანი ეფექტი ექნება ჩვენს ცხოვრებაზე

 

M1 ჩიპი
2020 წელს ბაზარზე ბევრი ახალი კომპიუტერი გამოჩნდა. თუმცა არცერთი იყო ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც Apple-ის ახალი დივაისები M1 ჩიპით. ადამიანები ვერ მალავენ აღფრთოვანებას იმის წარმოდგენისას, როგორი იქნება M1-ს მომდევნო ვერსიები.

 

ათწლეულების განმავლობაში, მიკროჩიპების დომინანტი მწარმოებელი Intel-ი იყო. Apple-ს შემდეგ, როგორც ჩანს, Intel მალე Microsoft-ს, როგორც ბიზნესს ასევე დაკარგავს და სავარაუდოდ, ჩიპების წარმოებლებშიც საკმაოდ დიდი გადათამაშება მოხდება.

 

Xiaomi-ს ახალი უსადენო დამტენი
ახალი უსადენო დამუხტვის ტექნოლოგია Mi Air Charge ტექნიკას რამდენიმე მეტრის რადიუსში მუხტავს. კომპანიის განცხადებით, ახალ უსადენო დამტენს ერთდროულად რამდენიმე მოწყობილობის დამუხტვის შესაძლებლობა ექნება, ხოლო ფიზიკური ბარიერები ამას ხელს ვერ შეუშლის.

 

უსადენო დისტანციური დამტენის სიმძლავრე 5 ვტ-ს აღწევს და იგი შემდეგი პრინციპით მუშაობს: დამტენი აღჭურვილია 5 ანტენით, რომლებიც მოწყობილობის ზუსტ მდებარეობას ადგენენ. მილიმეტრიანი დიაპაზონის ტალღები პირდაპირ მოწყობილობისკენ გაიგზავნება. რა თქმა უნდა, მიმღებ მოწყობილობას ამისთვის შესაბამისი მიმღები უნდა ქონდეს. ბადისებრი მიმღები 14 ანტენისგან შედგება, რომელიც მილიმეტრიანი დიაპაზონის სიგნალს ენერგიად გარდაქმნის

 

ტრანსლაციის სერვისები

  • ვიდეო სტრიმინგი - 2020-ში იყო ჰიტი. ვიცით რომ Netflix თითქმის ათწლეულია ამ სფეროში ლიდერობს, თუმცა წელს ბაზარზე მნიშვნელოვანი მოთამაშეების რიცხვი გასამმაგდა. ტექნიკურად Apple TV+ და Disney+ ჩაეშვა 2019-ის ბოლოს, თუმცა ეს უკანასკნელი 2020-ში 85 მილიონზე მეტი გამომწერით გაიზარდა. მათ მილიონობით სახლში გამოკეტილი ადამიანის დახმარების პარალელურად სფეროს განვითარების მომავალი ხუთი წლის პერსპექტივაც გვიჩვენეს.
  • ციფრული ღონისძიებები - 2020 წელს ყველაფერი, კონფერენციებით დაწყებული და პროდუქტის წარდგენით დასრულებული, ვირტუალური იყო და იცვლებოდა წარმატების ხარისხის მიხედვით. ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ ონლაინ ვერსია ათასობით ადამიანის ერთ ქალაქში გადაფრენასა და მათ ერთ სივრცეში მოქცევაზე უკეთესი გზა იყო. თუმცა სხვა შემთხვევებში, კომპანიებმა მომხმარებლებთან პანდემიამდელი მიდგომა ონლაინ ფორმატებს მოარგეს. მიუხედავად ცხოვრების ნორმალურ რიტმში დაბრუნებისა, ფაქტია, რომ ონლაინ ღონისძიებები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად დარჩება.
  • Zoom შეხვედრები - კონკურენციის მიუხედავად, ადამიანებისთვის Zoom გამოსაყენებლად ყველაზე მარტივი აპლიკაცია აღმოჩნდა. შედეგად, ის გახდა ადგილი, სადაც გადაინაცვლა ყოველდღიურმა მოვლენებმა: დაწყებული ბიზნეს შეხვედრებიდან, დასრულებული ფიზ-კულტურის გაკვეთილებით, ვირტუალური სკოლითა და სააღდგომო შეკრებებით.

 

           → დარეგისტრირდი ახლავე!

 

დასაკეცი მოწყობილობები
დასაკეცი მოწყობილობები ამ შვიდეულში პოპულარობის გამო არ მოხვედრილა. Samsung-ის Z Fold 2-მა და Microsoft Duo-მ, მსოფლიოს კონცეპტი აჩვენეს, იმის, როგორიც შეიძლება იყოს ჩვენი მობილური ტელეფონები მომავალში.

 

 

რეგულაცია
Google და Facebook ჩართულები იყვნენ სასამართლო პროცესებში ამერიკის მთავრობასთან. მათ მოუწიათ კონკრესის წინაშე გამოცხადება და კრიტიკულ კითხვებზე პასუხის გაცემა, ან უფრო ხშირ შემთხვევაში – პასუხებისგან თავის არიდება.

 

ჯო ბაიდენის გუნდის გამარჯვების შემდეგ, თითქმის აბსოლუტური დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ტექნოლოგიური კომპანიების რეგულაციებზე შეხვედრები გაგრძელდება და ეს შეხვედრები, ბევრად უფრო უსიამოვნო გახდება ტექ გიგანტებისთვის, ვიდრე ეს აქამდე იყო.

 

კონფიდენციალურობა
2020 წელს ადამიანებმა ნათლად დაინახეს, თუ როგორ გამოიყენება მათი პერსონალური ინფორმაცია ტექნოლოგიური კომპანიების მიერ. ამის საპასუხოდ, Apple-მა წარადგინა ცვლილებების მთელი სერია iOS 14-ში, რაც ნიშნავს მომხმარებლებისთვის მათი კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემის შესახებ არჩევანის მიცემას. ეს ცვლილებები განხორციელდება მომავალი რამდენიმე თვის განმავლობაში და აიძულებს რეკლამის განმთავსებლებს შეიმუშაონ ახალი გზები თავიანთ მომხმარებლებლამდე მისაღწევად. ეს ცვლილება სხვა ბევრი კომპანიის გარდა საკმაოდ მტკივნეულად ეხება Facebook-ს.

 

5G
ყველას უკვე ბევრი გვსმენია 5G-ს შესახებ. განსაკუთრებით, iPhone 12-ის გამოსვლის შემდეგ. ჯერ-ჯერობით ერთადერთი გამოცდილება, რომელიც ადამიანებს 5G-სთან აქვთ არის პატარა აიქონი მათ სმარტფონებზე სიგნალის მაჩვენებლის გვერდით. მიუხედავად ამისა მათ სჯერათ, რომ 5G მათ ცხოვრებას შეცვლის. ეს 2020-ში წელს არ მომხდარა, მაგრამ ფაქტია, რომ მწარმოებლებმა აქტიურად დაიწყეს 5G-ს ყველა მოწყობილობაში ჩატვირთვა.

 

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

დაგეგმე დღესვე და დაიწყე სწავლა სექტემბრიდან სტეპში

IT აკადემია STEP-ში საშემოდგომო მიღება იწყება! შემოდგომა ამზადებს ბუნებას ახალი სამყაროსთვის. შემოდგომას შეაქვს გარდამტეხი ცვლილებები გარემოსთვის. შენი შემოდგომა – საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენა და მისი გამოყენებაა, რომ გახდე თანამედროვე სამყაროს სრულფასოვანი ნაწილი. განავითარო შენი შესაძლებლობები და გახდე მაღალანაზღაურებადი პროფესიონალი. დაისვენო იქ, სადაც მოგინდება და იმუშაო ისე – როგორც მოგინდება – სახლიდან, შენი ეზოდან ან ოფისიდან.

IT აკადემია STEP-ში საშემოდგომო მიღება იწყება! შემოდგომა ამზადებს ბუნებას ახალი სამყაროსთვის. შემოდგომას შეაქვს გარდამტეხი ცვლილებები გარემოსთვის. შენი შემოდგომა – საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენა და მისი გამოყენებაა, რომ გახდე თანამედროვე სამყაროს სრულფასოვანი ნაწილი. განავითარო შენი შესაძლებლობები და გახდე მაღალანაზღაურებადი პროფესიონალი. დაისვენო იქ, სადაც მოგ

ШАГ логотип

Do IT in Georgia – შენი გზა ტექნოლოგიური მომავლისკენ

Do IT in Georgia საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ინიცირებული პროგრამაა, რომელიც უკვე მესამე წელია წარმატებით ხორციელდება და ათასობით დაინტერესებულმა პირმა შეძლო გამხდარიყო IT ინდუსტრიის ნაწილი. პროგრამის მთავარი მიზანი, ქვეყანაში ტექნოლოგიური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა, ადგილობრივი ბაზრისთვის კვალიფიციური კადრების მომზადება და საქართველოს, როგორც რეგიონული IT ჰაბის პოზიციონირებაა.

Do IT in Georgia საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ინიცირებული პროგრამაა, რომელიც უკვე მესამე წელია წარმატებით ხორციელდება და ათასობით დაინტერესებულმა პირმა შეძლო გამხდარიყო IT ინდუსტრიის ნაწილი. პროგრამის მთავარი მიზანი, ქვეყანაში ტექნოლოგიური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა, ადგილობრივი ბაზრისთვის კვალიფიციური კადრების მომზადება და საქართველოს,

ШАГ логотип

5 ახალი პროფესია, რომელიც 5 წლის წინ არც კი არსებობდა

თანამედროვე ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ შრომის ბაზარზე შექმნა სრულიად ახალი პროფესიები, რომლებიც სულ რაღაც 5 წლის წინ არც კი არსებობდა. AI-ის ეთიკის სპეციალისტები, მონაცემთა შენობის მშენებლები, მდგრადობის აპლიკაციების დეველოპერები, ციფრული ჯანმრთელობის პროდუქტების მენეჯერები და მეტავერსის არქიტექტორები - ეს ის პროფესიებია, რომლებიც დღეს განსაზღვრავენ მომავლის შრომის ბაზარს და ქმნიან ახალ კარიერულ შესაძლებლობებს.

ტექნოლოგიების რევოლუცია და პროფესიული გარდაქმნა ტექნოლოგიური პროგრესი დიდი სისწრაფით იცვლება, რაც შრომის ბაზარზე ახალი პროფესიების გაჩენას იწვევს. სტატიაში ვისაუბრებთ 5 პროფესიაზე, რომლებიც 5 წლის წინ პრაქტიკულად არ არსებობდა, მაგრამ დღეს საკმაოდ მოთხოვნადია. თუ გაინტერესებთ როგორ გახდეთ თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული პროფესიონალი, IT აკადემია Step-ის კ

ШАГ логотип

როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ბავშვების განათლების წესებს

ტექნოლოგიური რევოლუციის ეპოქაში, ხელოვნური ინტელექტი (AI) მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტზე, და განათლება არ არის გამონაკლისი. განსაკუთრებით საყურადღებოა ის გავლენა, რომელსაც AI ახდენს ბავშვების სწავლის მეთოდებზე. ეს სტატია მიმოიხილავს, თუ როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი სასწავლო პროცესს და რა პერსპექტივები აქვს მას განათლების სფეროში

ტექნოლოგიური რევოლუციის ეპოქაში, ხელოვნური ინტელექტი (AI) მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტზე, და განათლება არ არის გამონაკლისი. განსაკუთრებით საყურადღებოა ის გავლენა, რომელსაც AI ახდენს ბავშვების სწავლის მეთოდებზე. ეს სტატია მიმოიხილავს, თუ როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი სასწავლო პროცესს და რა პერსპექტივები აქვს მას განათლების სფეროში. პერსონა

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა