IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

შეუცვლელი და მარადიული Adobe PDF-ს ამბავი

29.01.2021

686 დათვალიერება

ცოტა უსაქმური თუ არ ხარ, უახლოეს თვეებში ერთი PDF ფაილი მაინც გექნება ატვირთულ/ჩამოტვირთული, გახსნილი ან დაბეჭდილი. მაგრამ ოდესმე თუ დაფიქრებულხარ იმაზე, რატომ მაინცდამაინც PDF?! - მრავალი წელია PDF ჩვენი ცხოვრების ორგანულ ნაწილად იქცა.

 

Portable Document Format ანუ PDF ჯერ კიდევ ღრმა 90-იანებიდან არსებობს

მისმა მარტივმა და არაგლამურულმა ფორმატმა არა მხოლოდ გაუძლო ათწლეულებს, არამედ მისი მოხმარება კიდევ უფრო გაფართოვდა. PDF ამ დროის მანძილზე ჩამოყალიბდა როგორც ქაღალდის სამაგრის ან ბურთულიანი კალმის ციფრული ექვივალენტი – ისეთი ყოველდღიური ინსტრუმენტი რომელიც თითქოს არსაიდან გაჩნდა და წარმოუდგენელია მისი არარსებობა. მხოლოდ 2020 წლის განმავლობაში, Adobe-ის Document Cloud სერვისით 303 მილიარდი PDF გაიხსნა, ანუ წინა წელთან შედარებით მთელი 17%-ით გაიზარდა მოხმარება (და Document Cloud-ის მიღმა კიდევ, ვინ მოთვლის).

 

კომპანია Adobe, 1982 წელს ჯონ ვარნოკმა და ჩარლზ გესკმა დააარსეს. Adobe-ის მიერ PDF-ის შექმნის მიზანი ის იყო, რომ ამ ფორმატის დოკუმენტი ნებისმიერ მოწყობილობასა და სისტემაში ერთნაირი ვიზუალის ყოფილიყო. საქმე იმაშია, რომ Microsoft-ში ან Unix-ში შექმნილი დოკუმენტი Mac-ში სხვანაირად გამოიყურებოდა და პირიქით. მარტივი ენით რომ ვთქვათ, PDF-ის მისია ქაღალდის ციფრულ ვერსიად გადაქცევა იყო.

 

Adobe-მ PDF-ის გამოსვლა 1992 წლის ტექ-კონფერენციაზე დააანონსა, ხოლო მომდევნო წელს PDF-ის შემქმნელი და წამკითხველი პროგრამაც გამოუშვა. ბუნებრივია, PDF-ს ძალიან მალე უამრავი კონკურენტიც გამოუჩნდა: DjVu, Envoy, Common Ground Digital Paper და ა.შ. Adobe-ის თავდაპირველი შემოთავაზება კი, კონკურენტებთან შედარებით, უნდა ვაღიაროთ, რომ არ ბრწყინავდა: ჯერ ერთი, PDF-ს შემქმნელი პროგრამა მომხმარებელს 700$ უჯდებოდა, ხოლო მისი წამკითხველი დამატებითი 50$. მეორეც, PDF დოკუმენტი ზომით ჩვეულებრივ ტექსტზე დიდი იყო და ჩამოტვირთვასაც, იმ პერიოდის მოდემებზე, უფრო დიდი დრო მიჰქონდა.

 

1993 წელს კომპანიამ ის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები მიიღო, რამაც, მართლაც განსაზღვრა PDF-ის მომავალი:

პირველ რიგში, მან PDF-ის 1993 წლის გამოშვების სპეციფიკაციები უფასოდ ხელმისაწვდომი გახადა, რაც ნიშნავდა, რომ Adobe-ის PDF-ის ვერსია კვლავაც უშუალოდ მათ საკუთრებაში რჩებოდა, მაგრამ ამიერიდან სხვებსაც ეძლეოდათ შანსი, PDF სურვილისამებრ გადაეკეთ-გადმოეკეთებინათ, ანუ თავიანთი ვერსიები შეექმნათ.

 

Adobe-მ მეორე ნაბიჯით PDF-წამკითხველი გახადა უფასოდ ხელმისაწვდომი. შესაბამისად, კომპანიამ თავისი შემოსავლის წყაროდ მხოლოდ  PDF-შესაქმნელი პროგრამა დაიტოვა. ეს კი მათი აზრით ერთადერთ შედეგამდე მივიდოდა – რაც მეტს ექნებოდა PDF წამკითხველზე წვდომა, მით უფრო მომხიბლავი გახდებოდა დოკუმენტების ზუსტად PDF ფორმატით შექმნა. ამას ისიც დაერთო, რომ ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად დოკუმენტის ჩამოტვირთვის სიჩქარეც გაიზარდა და ფაილის სიდიდის პრობლემაც მოაგვარა.

 

საბოლოოდ კი, ამერიკის შემოსავლების სამსახურის PDF-ის მომხმარებლად გადაქცევამ Adobe-სთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია. საქმე იმაშია, რომ მათ ძალიან ძვირი უჯდებოდათ 100 მილიონზე მეტი ოჯახისთვის გადასახადების ფორმების დაგზავნა. ფურცლების საიმედო, ელექტრონულად-გადმოწერადი PDF-ებით ჩანაცვლება კი მართლაც ეფექტური გადაწყვეტილება გამოდგა. სამთავრობო სტრუქტურის მიერ PDF-ის გამოყენება მაგალითი გახდა ნებისმიერი სხვა კერძო და საჯარო ორგანიზაციებისთვის, რომელიც დოკუმენტებს ქმნიდა. ამან ხაზი გაუსვა ამ ფორმატის სტაბილურობას და უნივერსალურობას, სხვა სიტყვებით კი – მის ქაღალდთან მსგავსებას. ცხადია, დროთა განმავლობაში Adobe-მ PDF გახადა მეტი, ვიდრე უბრალოდ ქაღალდის ციფრული ანალოგი – წლების განმავლობაში დოკუმენტს მრავალი ინსტრუმენტი დაემატა.

 

 

გაიარე რეგისტრაცია ახლავე! მიღება დაწყებულია ახალი ჯგუფებისთვის, ნუ გაუშვებ შენს შანსს ხელიდან!

                → დარეგისტრირდი ახლავე!

 

2008 წელს Adobe-მ PDF-ის როლის განმსაზღვრელი კიდევ ერთი ისტორიული ნაბიჯი გადადგა:

PDF სპეციფიკაციების გამოქვეყნების და მართვის უფლება სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ISO) გადასცა. ეს ნიშნავს, რომ ფორმატის პატენტის უსასყიდლოდ გამოყენება ყველა კომპანიას შეუძლია. ამის შედეგია, რომ დღეს Adobe-ის პროგრამების გარდა, PDF-ის შესაქმნელი თუ წამკითხველი უამრავი პროდუქტი არსებობს. ასევე მივიღეთ ის, რომ თუ მაგალითად Microsoft Word-ის დოკუმენტის შენახვა გვინდა PDF-ად, ეს ძალიან მარტივად შეგვიძლია, რადგან ეს ფუნქცია უკვე Microsoft-ის პროგრამებშია ინტეგრირებული. აღსანიშნავია, რომ ამ ცვლილებების შემდეგ დოკუმენტის ეს ფორმატი კიდევ უფრო დომინანტური გახდა. როგორც Adobe-ში ამბობენ: “PDF როგორც კი ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადეთ, დიდი “ჰალო-ეფექტიც” მივიღეთ, ადამიანები – PDF-ს ბუნებრივად Adobe-თან აკავშირებენ.” ფაქტი, რომ PDF დღემდე ასე ძლიერად ასოცირდება Adobe-თან, მიუხედავად იმისა, რომ აღარ ფლობს, კომპანიის წარმატების ერთ-ერთი მიზეზია.

 

დღესდღეობით Adobe თავის მომხმარებელს Document Cloud-ის მეშვეობით PDF-ის შექმნისა და უახლესი მეთოდებით რედაქტირების ინსტრუმენტებს სთავაზობს. ამან კი, მხოლოდ 2020 წელს, 1.5 მილიარდის შემოსავალი მოუტანა კომპანიას. Adobe-ს ძალისხმევა ამჟამად PDF-ის სმარტფონებზე ადაპტირებისკენ არის მიმართული: კომპანია Liquid Mode-ის დახვეწაზე მუშაობს. ამ ყველაფერთან ერთად, პანდემიის პერიოდში Adobe-ის (NASDAQ: ADBE) აქციების ფასი $341-დან $530-მდე აიწია

 

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

5 უნარი, რომელიც 2026 წელს შენს CV-ს რეალურად აძლიერებს

2026 წელს კარგი CV მხოლოდ განათლებისა და გამოცდილების ჩამონათვალი აღარ არის. გაიგე, რომელი 5 უნარი დაგეხმარება კონკურენტულ სამუშაო ბაზარზე საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენაში და რატომ არის ტექნიკური ცოდნა, AI, პრობლემის გადაჭრა, კომუნიკაცია და პრაქტიკული გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.

ტექნიკური ცოდნა და AI-ის ეფექტურად გამოყენების უნარი 2026 წელს დამსაქმებლისთვის მხოლოდ ის აღარ არის მნიშვნელოვანი, რა პროფესია გაქვს მითითებული CV-ში. ტექნოლოგიები სწრაფად ცვლის სამუშაო პროცესებს და თითქმის ყველა სფეროში იზრდება მოთხოვნა ადამიანებზე, რომლებსაც შეუძლიათ ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება, ახალი პროგრამების სწრაფად ათვისება და ტექნოლოგიებთან ადაპტირება. გ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

Gap Year საქართველოში: „დაკარგული დრო“ თუ საუკეთესო ინვესტიცია საკუთარ მომავალში?

Gap Year არ არის დროის კარგვა, ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, გაერკვე შენს ინტერესებში, მიიღო პრაქტიკული გამოცდილება და აითვისო ის უნარები, რომლებიც მომავალში წარმატების საფუძველი გახდება.

რატომ არის Gap Year შანსი და არა დროის ფუჭი კარგვა? ალბათ ხშირად გსმენია ფრაზა, რომ Gap Year მხოლოდ "დროის კარგვაა" და აუცილებელია სწავლის გაგრძელება უშუალოდ სკოლის დასრულებისთანავე. სინამდვილეში, Gap Year (შუალედური წელი), არის შეგნებული პაუზა, რომელსაც ახალგაზრდები სკოლის დასრულებისა და უნივერსიტეტში ჩაბარებას შორის იღებენ საკუთარი პოტენციალის გამოსაკვლევად. ეს პერიოდი შენთვის საუკ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

ადამიანური უნარები ციფრულ ეპოქაში რა დაგვიცავს რობოტებთან კონკურენციისგან?

ხელოვნური ინტელექტისა და მასშტაბური რობოტიზაციის ეპოქაში, უნიკალური ადამიანური უნარების როლი შრომის ბაზარზე კიდევ უფრო კრიტიკული და ფასდაუდებელი ხდება. სტატიაში დეტალურად განვიხილავთ, რომელი პიროვნული და ინტელექტუალური თვისებები დაგვიცავს მანქანებთან კონკურენციისგან და როგორ უნდა ვაქციოთ ტექნოლოგიური პროგრესი ჩვენს მთავარ მოკავშირედ კარიერულ წინსვლაში.

ხელოვნური ინტელექტის ტრანსფორმაციული ძალა და ადამიანური ფაქტორი თანამედროვე ციფრულ ეპოქაში, როდესაც ხელოვნური ინტელექტი, მანქანური სწავლება და ავტომატიზაცია წარმოუდგენელი ტემპით ვითარდება, სულ უფრო მეტი ადამიანი უსვამს საკუთარ თავს კითხვას: რა არის ის უნიკალური თვისება, რაც ჩვენ მანქანებზე უპირატესს გვხდის? რობოტებსა და ალგორითმებს შეუძლიათ მილიარდობით მონაცემის

ШАГ логотип

რატომ არის Data Science და AI ინჟინერია მომავლის მთავარი პროფესია

გაიგე, რატომ ხდება Data Science და ხელოვნური ინტელექტის (AI) ინჟინერია თანამედროვე სამყაროს მთავარი პროფესია, რა პერსპექტივებს გვთავაზობს ეს სფერო და როგორ შეგიძლია დაიწყო შენი კარიერა დღესვე.

მონაცემების ეპოქა და ხელოვნური ინტელექტის როლი თანამედროვე ბიზნესში დღევანდელ ციფრულ სამყაროში კომპანიები ყოველდღიურად მილიონობით მონაცემს აგროვებენ, თუმცა ნედლი მონაცემები თავისთავად არაფერს ამბობს. იმისათვის, რომ ბიზნესმა სწორი სტრატეგიული გადაწყვეტილებები მიიღოს, აუცილებელია ამ უზარმაზარი ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი და პროგნოზირება. სწორედ აქ ერთვება სა

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა