IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

თბილისი
ШАГ логотип

შექმენი შენი 'მომავალი მე'!

03.05.2021

594 დათვალიერება

ჰარვარდის ფსიქოლოგი, დოქტორი დანიელ ჯილბერტი თავის TED Talk-ში „The Psychology of Your Future Self” ამბობს, რომ ადამიანების უმრავლესობის აზრით, ისინი მომავალშიც ისეთივე პიროვნული თვისებების მატარებელები იქნებიან, როგორიც აწმყოში.

 

ბევრი ადამიანი თვლის, რომ მათი ახლანდელი პიროვნული თვისებები სრულიად განსხვავდება მათი 10 წლის წინანდელი თვისებებისგან. მიუხედავად ამისა, ადამიანებს მომავალი ცვლილებების  წარმოდგენაც კი ძალიან უჭირთ. ჯილბერტი და სხვა ფსიქოლოგები ამ ფენომენს „ისტორიის ილუზიის დასასრულს“ უწოდებენ.ადამიანების უმრავლესობა თვლის, რომ მათ განვითარება შეწყვიტეს და „ახლანდელ მეს“ საკუთარ „საბოლოო“ და „ნამდვილ“ ვერსიად მიიჩნევენ. როგორც ჯილბერტი ამბობს, ადამიანები ის განვითარებადი ორგანიზმები არიან, რომლებიც ფიქრობენ, რომ განვითარება შეწყვიტეს.

 

დროთა განმავლობაში პიროვნული მახასიათებლები, უნარები, სიმპათიები და ანტიპათიები იცვლება. ერთ-ერთი კვლევის ფარგლებში, ადამიანების განვითარებას 60 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ადამიანების ინდივიდუალურმა თვისებებმა, კვლევის დაწყებიდან 60 წლის შემდეგ, ძირეული ცვლილებები განიცადა.

 

ცვლილებები გარდაუვალია, თუმცა ის შეიძლება ადამიანის კონტროლს ექვემდებარებოდეს. გთავაზობთ HBR-ის სამ სტრატეგიას, რომელიც მომავალში სასურველ პიროვნებად ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ:

 

ნაბიჯი 1: განასხვავეთ თქვენი წარსული, აწმყო და მომავალი „მე“ ერთმანეთისგან

როგორც წესი, ადამიანები თავის ახლანდელ „მე“ზე დიდ აქცენტს აკეთებენ. ისინი საკუთარ თავს სხვადასხვა იარლიყებს აკერებენ, მაგალითად: „მე ინტროვერტი ვარ“, „მე არ შემიძლია სხვა ადამიანებთან კომუნიკაცია“ და ა.შ. ეს იარლიყები ადამიანის მომავალი ცვლილებებისა და განვითარებისათვის ძალიან პატარა სივრცეს ტოვებენ. ამ ფენომენს ჰარვარდის ფსიქოლოგი დოქტორი ელენ ლანგერი „დამუხრუჭებას“ ეძახის.

 

იარლიყები ადამიანს ხელს უშლის  საკუთარი თავის განსხვავებული ვერსიის დანახვაში. ლაგერი ამბობს, რომ თუ ადამიანი რამეს ჭეშმარიტებად აღიქვამს, აზროვნების სხვა, ალტერნატიულ გზებს აღარ განიხილავს. მაგალითად, როდესაც ადამიანი დეპრესიაშია, მას ჰგონია, რომ ის მთელი ცხოვრება ამ მდგომარეობაში იქნება. თუმცა, ცვლილებებზე დაკვირვების შედეგად, ლაგერი თამამად ამბობს, რომ ეს სულაც არ არის ჭეშმარიტება და ყველაფერს ცვლის დრო

 

სიმართლე ისაა, რომ პიროვნება ცვალებადია, ის სულაც არ არის ისეთი, როგორიც წარსულში იყო: მას განსხვავებული ქმედებები და განსხვავებული სურვილები აქვს. ამიტომ, საკუთარი პიროვნების ჩარჩოებში მოქცევისა და ახლანდელ პიროვნებაზე ორიენტირების ნავლად, უმჯობესია ადამიანი დააკვირდეს, თუ რამდენად შეიცვალა ის წარსული „მე“-სგან, რა შეისწავლა, რა უნარები განივითარა და რომელი ახალი თვისებები შეიძინა

 

ანტრეპრენერი ქოუჩის, დენ სალივანის აზრით, საკუთარი განვითარების გასაზომად, ადამიანმა საკუთარი ყოველდღიური, ყოველთვიური და ყოველკვირეული წარამატება უნდა გაზომოს. თუ ადამიანი თავის თავს დაუსვამს კითხვას, თუ რა წარმატებას მიაღწია ბოლო 90 დღის განმავლობაში, ისწავლის თავისი ახლანდელი და წარსული პიროვნებების ერთმანეთისგან გარჩევას. ეს კი ადამიანს შესაძლებლობას მისცემს თავისი „მომავალი მე“ განსხვავებულად დაინახოს.

 

ნაბიჯი 2: წარმოიდგინეთ თქვენი სასურველი „მომავალი მე“

ადამიანმა დრო უნდა დაუთმოის იმაზე ფიქრს, თუ ვინ უნდა რომ იყოს მომავალში. რას უნდა რომ მიაღწიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი პიროვნების ჩამოყალიბებაზე მხოლოდ ცხოვრება იზრუნებს. კვლევების მიხედვით, მომავლის ფორმირებას მიზანმიმათული ვარჯიში სჭირდება. ადამიანი „განვითარების მიმართულების“ გარეშე ვერ განვითარდება.

 

მოტივაცია და იმედი მკაფიო სურვილისა და წარმატების რწმენის კომბინაციისგან წარმოიქმნება. პოზიტიური ფსიქოლოგიის სფერომ უარყო მოძველებული მოსაზრებები იმის შესახებ, რომ ადამიანების ქმედებებს მხოლოდ წარსული განაპირობებს. ის ამბობს, რომ სინამდვილეში, ადამიანის ქმედებები მომავლის ხედვებისგან არის განპირობებული - ეს არის კონცეფცია, რომელსაც ფსიქოლოგები „პერსპექტივას“ უწოდებენ.

 

როგორია შენი „მომავალი მე“? ამ კითხვაზე პასუხი მხოლოდ კონკრეტულ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს. ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემის პირველი ნაბიჯი საკუთარი მომავლი „მე“-ს წარმოდგენაა. მომავალი „მე“ კი არის ის, ვისაც ადამიანი თავად გადაწყვეტს რომ იყოს და არა ის, რომელსაც დროდადრო აღმოაჩენს.

 

ამ წარმოსახვითი პროცესისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი ყოველდღიური ქმედებაა. ადამიანმა ყოველ დღე უნდა აკეთეოს ის, რაც თავისი „მომავალი მეს“ შექმნაში დაეხმარება. რა თქმა უნდა, ეს ქმედებები ადამიანის კომფორტის ზონას გასცდება, რადგან კომფორტის ზონას „ახლანდელი მე“ განსაზღვრავს. თუმცა, თუ ადამიანი შეძლებს ამ დისკომფორტების დაძლევას, ფსიქოლოგიურად უფრო მოქნილი გახდება და დროთა განმავლობაში საკუთარი თავისგან შექმნის იმ ადამიანს, რომელიც ნამდვილად უნდა რომ იყოს.

 

ჩაერთეთ ჩვენს ონლაინ აკადემიაში, შეისწავლეთ 2D გრაფიკა და UI/UX დიზაინი მსოფლიო ბრენდისგან

 → დარეგისტრირდი ახლავე!

 

ნაბიჯი 3: შეცვალე შენი იდენტობის ნარატივი

იდენტობა უფრო ძლიერი რამ არის ვიდრე პიროვნულობა. იდენტობა მართავს იმ ქცევებს, რომლებიც დროთა განმავლობაში პიროვნულობას ქმნიან. პიროვნულობა არის დამოკიდებულებებისა და ქცევების ნაზავი, რომელიც იდენტობის ქვეპროდუქტია.

 

იდენტობის ნარატივი არის ისტორია, რომელსაც ადამიანი საკუთარი თავის შესახებ ჰყვება: წარსული, აწმყო და მომავალი. თუ ადამიანის იდენტობა მხოლოდ წარსულსა და აწმყოზეა კონცენტრირებული, ადამიანის პიროვნება უცვლელი რჩება. მაგრამ თუ ადამიანი საკუთარი მომავალი პიროვნების ხედვას შეიძენს, იდენტობის ნარატივის შეცვლა შესაძლებელი გახდება.

 

აუცილებელია, პიროვნებამ სხვებსაც გაუზიაროს, თუ როგორ ადამიანად ჩამოყალიბებას აპირებს მომავალში. ამ საუბარში ის გულწრფელი და თავმდაბალი უნდა იყოს - თქვას, რომ მისი „მომავალი მე“ სრულიად განსხვავდება „ახლანდელი მესგან“.

 

რა თქმა უნდა, ეს პროცესი სიმამაცეს მოითხოვს. უფრო მარტივია იმის თქმა - „მე ასეთი ვარ“ - ვიდრე საჯარო განცხადება იმის შესახებ, რომ „მე ასეთი მინდა ვიყო“. თან, ეს განცხადება რისკის შემცველიცაა, რადგან ადამიანს არ აქვს იმის გარანტიები, რომ მისი გეგმა წარმატებით შესრულდება.

 

დოქტორი კეროლ დვერკი ამბობს, რომ ადამიანს ქმედებას არა წარსული, არამედ მომავალი უნდა განსაზღვრავდეს. სწორედ ასე ყალიბდება პიროვნება.

 

ადამიანის ქცევა მის იდენტობას და შესაბამისად პიროვნულობასაც ქმნს. ამიტომ, ყველამ საკუთარ თავს შემდეგი კითხვა უნდა დაუსვას - ვინ სურს რომ მომავალში იყოს? ამ კითხვაზე პასუხი კი ის სხვა ადამიანებსაც უნდა გაუზიაროს.

 

ადამიანი დღეს უნდა მოიქცეს ისე, როგორც მისი „მომავალი მე“ მოიქცეოდა. ამ გზაზე მას ბევრი მოულოდნელობა და ცვლილება შეხვდება, მოუწევს ბევრის სწავლა და ბევრი წარუმატებლობის განცდა. თუმცა, საკუთარ აწმყოს არასდროს უნდა მისცეს მისი მომავლის განსაზღვრის უფლება. ადამიანმა უნდა ივარჯიშოს, რომ დროთა განმავლობაში მის წარმოსახვით „მომავალ მეს“ ხორცი შეესხას; უნდა იმოქმედოს იმისათვის, რომ შექმნას მისი მომავალი იდენტობის ნარატივი. სწორედ ასე შეძლებს გახდეს ის, ვინც მომავალაში უნდა რომ იყოს.

 

თუ გსურთ შეცვალოთ რეალობა, უნდა შეძლოთ საკუთარ თავს შეუქმნათ მოტივაცია, ასეთ დროს მიზანმიმართულ ნაბიჯებს საკმაოდ დიდი შედეგი აქვს.

 

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

რატომ ვერ პოულობ უკეთეს სამსახურს, მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილება გაქვს

აღმოაჩინე ის ფარული ბარიერები, რომლებიც ხელს გიშლის კარიერულ ზრდაში და შეიტყვე, როგორ უნდა აქციო არსებული პროფესიული გამოცდილება ახალ შესაძლებლობებად.

სავარაუდო გამოცდილების პარადოქსი: რატომ ჩერდები ერთ ადგილას? ხშირად გვგონია, რომ რაც მეტი წელი გადის ჩვენს პროფესიულ ცხოვრებაში, მით უფრო მარტივი უნდა იყოს სასურველი ვაკანსიის პოვნა და უკეთეს პოზიციაზე გადასვლა. თუმცა, რეალობა სრულიად სხვანაირია: გამოცდილმა პროფესიონალებმაც კი შესაძლოა თვეების განმავლობაში ვერ შეძლონ სასურველი შედეგების მიღწევა. პრობლემა იმაშია, რომ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

5 უნარი, რომელიც 2026 წელს შენს CV-ს რეალურად აძლიერებს

2026 წელს კარგი CV მხოლოდ განათლებისა და გამოცდილების ჩამონათვალი აღარ არის. გაიგე, რომელი 5 უნარი დაგეხმარება კონკურენტულ სამუშაო ბაზარზე საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენაში და რატომ არის ტექნიკური ცოდნა, AI, პრობლემის გადაჭრა, კომუნიკაცია და პრაქტიკული გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.

ტექნიკური ცოდნა და AI-ის ეფექტურად გამოყენების უნარი 2026 წელს დამსაქმებლისთვის მხოლოდ ის აღარ არის მნიშვნელოვანი, რა პროფესია გაქვს მითითებული CV-ში. ტექნოლოგიები სწრაფად ცვლის სამუშაო პროცესებს და თითქმის ყველა სფეროში იზრდება მოთხოვნა ადამიანებზე, რომლებსაც შეუძლიათ ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება, ახალი პროგრამების სწრაფად ათვისება და ტექნოლოგიებთან ადაპტირება. გ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

Gap Year საქართველოში: „დაკარგული დრო“ თუ საუკეთესო ინვესტიცია საკუთარ მომავალში?

Gap Year არ არის დროის კარგვა, ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, გაერკვე შენს ინტერესებში, მიიღო პრაქტიკული გამოცდილება და აითვისო ის უნარები, რომლებიც მომავალში წარმატების საფუძველი გახდება.

რატომ არის Gap Year შანსი და არა დროის ფუჭი კარგვა? ალბათ ხშირად გსმენია ფრაზა, რომ Gap Year მხოლოდ "დროის კარგვაა" და აუცილებელია სწავლის გაგრძელება უშუალოდ სკოლის დასრულებისთანავე. სინამდვილეში, Gap Year (შუალედური წელი), არის შეგნებული პაუზა, რომელსაც ახალგაზრდები სკოლის დასრულებისა და უნივერსიტეტში ჩაბარებას შორის იღებენ საკუთარი პოტენციალის გამოსაკვლევად. ეს პერიოდი შენთვის საუკá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

ადამიანური უნარები ციფრულ ეპოქაში რა დაგვიცავს რობოტებთან კონკურენციისგან?

ხელოვნური ინტელექტისა და მასშტაბური რობოტიზაციის ეპოქაში, უნიკალური ადამიანური უნარების როლი შრომის ბაზარზე კიდევ უფრო კრიტიკული და ფასდაუდებელი ხდება. სტატიაში დეტალურად განვიხილავთ, რომელი პიროვნული და ინტელექტუალური თვისებები დაგვიცავს მანქანებთან კონკურენციისგან და როგორ უნდა ვაქციოთ ტექნოლოგიური პროგრესი ჩვენს მთავარ მოკავშირედ კარიერულ წინსვლაში.

ხელოვნური ინტელექტის ტრანსფორმაციული ძალა და ადამიანური ფაქტორი თანამედროვე ციფრულ ეპოქაში, როდესაც ხელოვნური ინტელექტი, მანქანური სწავლება და ავტომატიზაცია წარმოუდგენელი ტემპით ვითარდება, სულ უფრო მეტი ადამიანი უსვამს საკუთარ თავს კითხვას: რა არის ის უნიკალური თვისება, რაც ჩვენ მანქანებზე უპირატესს გვხდის? რობოტებსა და ალგორითმებს შეუძლიათ მილიარდობით მონაცემის

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა