IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

ცხოვრებისუელი უნარები

27.01.2021

406 დათვალიერება

გარკვეული ცხოვრებისეული უნარების საშუალებით თქვენ შეძლებთ მარტივად დასაქმდეთ და წარმატებით გაიაროთ მრავალ ეტაპიანი გასაუბრება, რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს ეს, და უნდა ეცადოთ ცხრავე მათგანის შეძენა, სანამ სწავლას დაამთავრებთ. თუ შეგიძიათ დამოუკიდებლობა ისწავლოთ, ითხოვოთ რჩევა, მიიღოთ უკუკავშირი, იყოთ მზად, უთხრათ გართობას „არა“, იყოთ მტკიცე, ითხოვოთ დახმარება, გადაჭრათ პრობლემები და იაზროვნოთ კრიტიკულად, მართოთ თქვენი დრო, თქვენს კარიერაში წარმატების მიღწევის შანსები მნიშვნელოვნად გაიზრდება.

1.ისწავლეთ დამოუკიდებლობა

როდესაც სტუდენტი ხართ, ნებისმიერ რთულ სიტუაციაში  ძალიან ადვილია დაეყრდნოთ თქვენს მშობლებს. ბევრი დედა და მამა მზად არის დაეხმაროს და გადაჭრას შვილების პრობლემები, მაშინაც კი, როდესაც ისინი უკვე ზრდასრულები არიან და სახლიდან შორს ცხოვრობენ. ნუ მისცემ მათ ამის უფლებას. ჩვენ ვსაუბრობთ ცუდ ნიშნებზე, ჯგუფელებთან ურთიერთობებზე, მეგობრის პრობლემებზე, ან მსგავს სიტუაციებზე – და არა სიცოცხლისთვის საშიშ სიტუაციებზე. მოიძიეთ პრობლემის გადასაჭრელი საჭირო არხები, შეადგინეთ გეგმა და იარეთ წინ.

რატომ უნდა მოიქცეთ ასე? როდესაც იმუშავებთ, მოგიწევთ საკუთარი თავისა და შეხედულების  დაცვა. ამის გაკეთება ნაადრევად ისწავლეთ და თქვენი პირველი სამუშაოს დაწყების მომენტისთვის უკვე პროფესიონალი იქნებით.

 

2.ისწავლეთ რჩევის თხოვნა

საკუთარი თავის იმედზე ყოფნა არ ნიშნავს, რომ არ შეგიძლიათ რჩევა ითხოვოთ თქვენი მასწავლებლებისგან და მშობლებისგან. როგორც დამოუკიდებელმა ადამიანმა, შეგიძლიათ შეაფასოთ ყველას მითითება და შემდეგ გადაწყვიტოთ, გამოიყენოთ თუ არა იგი.

რატომ უნდა მოიქცეთ ასე? იმის სწავლა, თუ როგორ უნდა სთხოვოთ თქვენს მშობლებს და პედაგოგებს ჩართულობა, შეგაჩვევთ სამსახურში მენტორებისთვის რჩევის თხოვნას. მთავარია ისწავლოთ მიღებული რჩევის შეაფასება, გაანალიზება და გადაწყვეტილების მიღება, მიიღოთ თუ არა იგი.

 

3.ისწავლეთ უკუკავშირის მიღება

დროდადრო მასწავლებლებმა შესაძლოა გააკრიტიკონ თქვენი საქმიანობა. მაშინაც კი, თუ ეს არ მოგეწონებათ, გამოიყენეთ უკუკავშირი  თქვენი მუშაობის გასაუმჯობესებლად. ზოგადად კრიტიკა  ანდ შენიშვნა მიზნად ისახავს თქვენს დახმარებას და არა დემოტივაციას.

რატომ უნდა მოიქცეთ ასე?  კრიტიკის მიღება დაგეხმარებათ არადამაკმაყოფილებელი სამუშაოს და შედეგის გააზრებაში და გამოსწორების გზების მოძებნაში. სამსახურში თქვენი უფროსი შეიძლება არ იყოს ისეთივე კეთილგანწყობილი, როგორც თქვენი მასწავლებლები, ყოველთვის გამოიყენეთ მათი კრიტიკა, რათა გააუმჯობესოთ თქვენი სამუშაო პროცესი და მიაღწიოთ დამაკმაყოფილებელ შედეგს.

 

4.ისწავლეთ იყოთ მომზადებული

იქნება ეს სკოლა თუ უნივერსიტეტი, შეეჩვიეთ გაკვეთილზე ყოველთვის მომზადებული მისვლას. წაიკითხეთ ნებისმიერი მასალა, რომელსაც თქვენი მასწავლებელი ან ლექტორი გაძლევთ, სანამ კლასში შეხვალთ. ყოველთვის თან იქონიეთ შესრულებული სამუშაო, მათ შორის ჩანახატები,  რომელთა გადახედვაც თქვენმა ლექტორმა ისურვა.

რატომ უნდა მოიქცეთ ასე? თქვენი უფროსი ელოდება, რომ ყოველთვის მზად იქნებით თქვენი საქმის შესასრულებლად  და შეხვედრაზე ყოველთვის მომზადებული მიხვალთ.

 

5.ისწავლეთ გართობაზე უარის თქმა

შეიძლება იყოს მაცდური კარგ საღამოზე წასვლა მაშინაც კი, როდესაც მეორე დილით ნაადრევი გაკვეთილი გაქვთ. შეიძლება იფიქროთ, რომ დილით დაღლილობას, ან ნაბახუსევზე ყოფნას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ეს ხელს შეუშლის თქვენს მუშაობას. ზოგჯერ შეიძლება მოგიწიოთ მიპატიჟებაზე უარის თქმა, თუნდაც ეს ძალიან სახალისო ჩანდეს.

რატომ უნდა მოიქცეთ ასე?  მართალია, შეიძლება არ იყოს ძალიან რთული აუდიტორიაში უკანა რიგებში დამალვა, როდესაც თავს კარგად ვერ გრძნობთ, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამის გაკეთება შეძლოთ სამუშაოზე. დაღლილობა ან ნაბახუსევზე ყოფნა სამუშაოზე არგამოცხადების და მისი არ შესრულების საპატიო საბაბი ვერ იქნება.

 

6.ისწავლეთ, როგორ იყოთ მტკიცე

დაიცავით თავი, როცა ვინმე უსამართლოდ მოგექცევათ. მაგალითად, ესაუბრეთ თქვენს პროფესორს ან მასწავლებელს იმ ქულის შესახებ, რომელიც უფრო დაბალია, ვიდრე თქვენ ფიქრობთ, რომ დაიმსახურეთ. ნათლად აუხსენით პრობლემა და გაუზიარეთ მტკიცებულება, რომელიც მხარს უჭერს თქვენს პრეტენზიას. ეს შეიძლება ყოველთვის არ გამოვიდეს, ამიტომ მზად იყავით დამარცხების მისაღებად ან მოემზადეთ თქვენი საჩივრის შემდგომი სათანადო არხებით გადასაჭრელად.

რატომ უნდა მოიქცეთ ასე?  გარკვეულ მომენტში, თქვენ მოგიწევთ უფროსისთვის ხელფასის მომატების ან დაწინაურების მოთხოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება არ მიიღოთ ის, რაც დაიმსახურეთ.

 

7.ისწავლეთ დახმარების თხოვნა

სთხოვეთ თქვენს ლექტორს ან მასწავლებელს დახმარება დავალების შესრულებაში, თუ ეს გჭირდებათ. ისარგებლეთ რეპეტიტორული საათებით და დაესწარით მხარდაჭერის დამატებით სესიებს.

რატომ უნდა მოიქცეთ ასე? მიუხედავად იმისა, რომ დამსაქმებლები არ უზრუნველყოფენ რეპეტიტორობისა და დამატებითი მხარდაჭერის სესიებს, სთხოვეთ დახმარება თქვენს კოლეგებს ან უფროსს, თუ არ გესმით დავალება. შეცდომები შეიძლება ძვირად დაგიჯდეთ და გადაავადოს პროექტის დასრულება.

 

8.ისწავლეთ პრობლემების მოგვარება და კრიტიკული აზროვნება

იმის ნაცვლად, რომ სხვას დაელოდოთ სანამ პრობლემას მოგიგვარებთ, გაერკვიეთ როგორ უნდა გააკეთოთ ეს თავად. ეს გაგიძლიერებთ პრობლემების გადაჭრის და კრიტიკული აზროვნების უნარებს. პირველ რიგში, მოახდინეთ პრობლემის იდენტიფიცირება, შემდეგ მოიფიქრეთ შესაძლო გადაჭრის გზები და ბოლოს შეაფასეთ ისინი და აარჩიეთ საუკეთესო გზა. რაც უფრო მეტ პრაქტიკას მიიღებთ, მით მეტად დაიხვეწებით ამაში.

რატომ უნდა მოიქცეთ ასე?  დამსაქმებელთა უმეტესობა აფასებს ამ უნარ-ჩვევებს და, ზოგადად, რთულია მათ გარეშე ცხოვრება.

 

9.ისწავლეთ თქვენი დროის მართვა

საშუალო სკოლაში ბევრი საქმეა გასაკეთებელი და უნივერსიტეტში კიდევ უფრო მეტი. დროულად ჩააბარეთ პროექტები და დავალებები, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მასწავლებელს შეუძლია დაგაკლოთ ქულები. წინასწარ მოემზადეთ გამოცდებისთვის, რადგან დაზეპირება ნაკლებად ეფექტურია. მას შემდეგ, რაც ისწავლით თქვენი დროის მართვას, სკოლის სამუშაოს შესრულება ნაკლებად სტრესული იქნება.

რატომ უნდა მოიქცეთ ასე?  თქვენი უფროსი მოელის, რომ თქვენ დროულად დაასრულებთ ყველა პროექტს. ნაკლებად სტრესული იქნება მისი შესრულება, თუ ამის გაკეთება არ მოგიწევთ ნაჩქარევად.

გაითვალისწინეთ ჩვენს მიერ მოცემული რჩევები და თქვენ არ ინანებთ, სამსახურში დასაქმებისას ყოველთვის გაგახსენდებათ, რადგან დაიჭერთ იმ მომენტებს რომლებიც ამ სტატიაში იყო მოყვანილი.

 

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 
IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100 ფილიალით!
+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge

 



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

რას ნიშნავს “სწავლის უნარი” მომავალში?

სწავლა აღარ არის მხოლოდ წიგნების ზეპირად დამახსოვრება — მომავლის უნარია სწრაფი ადაპტაცია და ახალი ცოდნის მუდმივი ათვისება. თუ გინდა შენი შვილი იყოს წარმატებული პროფესიულ სამყაროში — ასწავლე სწავლის სიყვარული.

მომავლის პროფესია იწყება სწავლის უნარით დღეს „სწავლის უნარი“ აღარ ნიშნავს მხოლოდ წიგნის გახსნას და ზეპირად დამახსოვრებას. ტექნოლოგიების ეპოქაში ეს გულისხმობს სისწრაფეს, რომლითაც ახალი ინფორმაციას ითვისებ, და გონებრივ მოქნილობას, რომ სწრაფად მოერგო ცვალებად გარემოსა და ახალ რეალობებს. თანამედროვე და განსაკუთრებით მომავლის პროფესიული კარიერა მოითხოვს უწყვეტ განვითა

ШАГ логотип

News

Society 5.0 – როცა პროფესია აღარ არის სტატუსი, არამედ წვლილი საზოგადოების განვითარებაში

"ვინ ხარ?" – ექიმი, იურისტი, ინჟინერი, მასწავლებელი. თუმცა, თანამედროვე 2025 წლის რეალობაში, Society 5.0-ის კონცეფცია გვთავაზობს პრინციპულად განსხვავებულ პერსპექტივას:

საუკუნეების განმავლობაში პროფესიული იდენტობა წარმოადგენდა სოციალური სტატუსის ძირითად განმსაზღვრელს – "ვინ ხარ?" – ექიმი, იურისტი, ინჟინერი, მასწავლებელი. თუმცა, თანამედროვე 2025 წლის რეალობაში, Society 5.0-ის კონცეფცია გვთავაზობს პრინციპულად განსხვავებულ პერსპექტივას: პროფესია აღარ წარმოადგენს მხოლოდ ფორმალურ ტიტულს. ის გარდაიქმნება ინსტრუმენტად, რომლის მეშვეობითაც ინდივიდს შ

ШАГ логотип

მოტივაცია

მინდა ვაკეთო ის, რაც მნიშვნელოვანია – მაგრამ ჯერ არ ვიცი რა არის მნიშვნელოვანი

თუ გსურთ აკეთოთ ის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია, მაგრამ ჯერ არ გიპოვიათ თქვენი გზა, ეს სტატია დაგანახებთ, როგორ შეიძლება ინტუიციაზე დაყრდნობილი პირველი ნაბიჯები, მრავალფეროვანი გამოცდილება და მენტორის მხარდაჭერა გახდეს თქვენი უნიკალური მიმართულების აღმოჩენის გასაღები.

თქვენ არ ხართ ერთადერთი, ვინც ამ გამოწვევას ებრძვის. ძალიან ბევრ ადამიანს უჩნდება განცდა, რომ მათში არსებობს მნიშვნელოვანი პოტენციალი, მაგრამ ჯერ ვერ აღმოუჩენიათ ზუსტად სად ან როგორ უნდა მოახდინონ ამ პოტენციალის რეალიზება. ეს მდგომარეობა არ წარმოადგენს სისუსტეს, პირიქით, ეს არის ძალიან ძლიერი საწყისი წერტილი პიროვნული განვითარებისათვის. თუ არ გსურთ უბრალოდ სამსახური დ

ШАГ логотип

ახალი პროფესიები, ახალი წესები 7 უნარი, რომელიც ნებისმიერ პროფესიონალს დასჭირდება 2030 წლამდე

შვიდი ფუნდამენტური უნარი, რომლებიც 2030 წლამდე ნებისმიერი პროფესიონალისთვის გადამწყვეტი გახდება. ეს უნარები სცდება ტექნიკურ ცოდნას და ეხება აზროვნების სტილს, თანამშრომლობას, ეთიკურ პასუხისმგებლობასა და ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობის ახალ წესებს. თუ გსურთ მომავლის ბაზარზე კონკურენტუნარიანობა, აუცილებელია სწორედ ამ კომპეტენციების განვითარება.

თანამედროვე რეალობაში უკვე არავის უკვირს, როდესაც ერთი ადამიანის პროფესიული იდენტობა მოიცავს რამდენიმე განსხვავებულ როლს: პროგრამისტი, კონტენტის მენეჯერი, ხელოვნური ინტელექტის ტრენერი და პარალელურად სოციალური პროექტის განმავითარებელი. ეს მრავალმხრივობა არ წარმოადგენს ქაოტურ გამონაკლისს - ეს არის ახალი, სისტემური წესრიგი, სადაც პროფესიული საზღვრები იშლება, ტრანსფორ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა