IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

წარმატებული ადამიანის 9 ჩვევა

09.03.2021

1353 დათვალიერება

წარმატებულ ადამიანებად და მაღალი დონის პროფესიონალებად არ იბადებიან - პროფესიონალები ხდებიან! გავარკვიოთ როგორ განავითაროთ საჭირო უნარები

 

1. ყოველთვის დაისახეთ მიზნები

„ძალისხმევა მიზნის გარეშე, წყალში გადაყრილი ძალისხმევაა“ ეფექტურმა ადამიანებმა ზუსტად იციან თუ რა აკეთონ, მათ იციან რატომ უნდა მიმართონ დრო ამა თუ იმ საკითხზე, ყოველთვის გრძელვადიანი მიზნები აქვთ. მოკლევადიანი მიზნებით კი მხოლოდ მხარს უჭერენ, სანუკვარ გრძელვადიან მიზნებს!

 

მოკლედ, მათ აქვთ მკაფიო მიზანი, სწორე ამიტომ, გამოჩენილი ადამიანები თავგანწირვით და ორგანიზებულად, თანმიმდევრულად მუშაობენ. ისინი არ ხდებიან რუტინის მონები; უბრალოდ მოტივირებულად წინ მიიწევენ თავიანთი მიზნების მისაღწევად, სწრაფად აღმოფხვრიან ბლოკირებებს გზაზე და უყოყანოდ ახტებიან დაბრკოლებებს, რომლებიც ხელს უშლის მათ.

 

2. შექმენით სისტემები

თუ მეწარმე ხართ, თქვენი მიზანია წარმატებული ბიზნესის შექმნა. თქვენი სისტემა მოიცავს თქვენი პროცესებისგან მიღებული ნაწარმის გაყიდვას, სწორ მარკეტინგულ შეფუთვას, ბიზნეს ოპერაციებს და ა.შ.

 

მიზანი კარგია იმისთვის, რომ დაგეგმოთ და განსაზღვროთ წარმატების სახე; სისტემის შექმნა შესანიშნავი მეთოდია პროგრესის  მისაღწევდ, სისტემა გულისხმობს უწყვეტ წინსვლას! რაოდენ დიდიც არუნდა იყოს დაბრკოლება, საბოლოოდ ყოველთვის კარგად შემუშავებული სისტემა გაიმარჯვებს.

 

3. დაიჯერეთ საკუთარი თავის

გამართლების მიღმა, ყოველთვის მძიმე შრომა და დიდი თავდადებაა. წინ სვლას და მიწოლას მაშინ, როცა წარმატება ჯერ კიდევ შორსაა, ოპტიმიზმი და საკუთარი თავის რწმენა სჭირდება.

ამიტომ, დატვირთული ადამიანები არასოდეს არ ნებდებიან, განაგრძობენ 24/7 მუშაობას. ერთადერთი გზა, სადაცმდეც მათ სურთ წასვლა, არის ცდა რამე ახლის... და მცდელობის გაგრძელება. მათ იციან, რომ საბოლოოდ წარმატებას მიაღწევენ, რადგან ცდილობენ..

 

4. გააკონტროლეთ ცხოვრება

ბევრი ადამიანი გრძნობს იღბალს და გარე ძალებს - შემართებას დიდი წვლილი შეაქვს წარმატებაში ან წარუმატებლობაში, ამიტომ, სულ შემართებული არიან, იღბალი, რა თქმა უნდა, გარკვეულ როლს ასრულებს, მაგრამ ეფექტურმა ადამიანებმა იციან, რომ წარმატება მთლიანად მათ კონტროლს ექვემდებარება. თუ წარმატებას მიაღწიეს, ეს მათ მიერ იყო გამოწვეული

 

საოცრად ეფექტური ადამიანები ნულოვან ენერგიას ხარჯავენ იმაზე ფიქრში, თუ რა შეიძლება დაემართოთ მათ - ისინი ყველა ღონეს ხმარობენ მოვლენების გასაკონტროლებლად

 

მათ იციან, რომ ვერასოდეს გააკონტროლებენ იღბალს ... მაგრამ ყოველთვის შეუძლიათ საკუთარი თავის კონტროლი.

 

 

გაიარე რეგისტრაცია ახლავე! მიღება დაწყებულია ახალი ჯგუფებისთვის, ნუ გაუშვებ შენს შანსს ხელიდან!

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

 

5. წარმატებული ადამიანები ბედნიერებას სხვების დახმარებაში პოულობენ.

დიდი გუნდები იმარჯვებენ, რადგან მათი ყველაზე ნიჭიერი წევრები მზად არიან მსხვერპლი გაიღო, სხვების დასახმარებლად, სხვა განავითარონ, ანუგეშონ... ამიტომაც, დიდი კომპანიები შედგება თანამშრომლებისგან, რომლებიც ერთმანეთს ეხმარებიან, იციან თავიანთი როლი, გადადებენ თავიანთ პირად მიზნებს და აფასებენ გუნდურ წარმატებებს ყველაფერზე მეტად.

 

6. გამოიყენეთ მიზანი ავტომატური გადაწყვეტილებების მისაღებად.

პოდკასტში Tim Ferriss-მა აღწერა, თუ როგორ იღებს Herb Kelleher-ი, Southwest Airlines- ის აღმასრულებელი დირექტორი ყოველდღე ამდენ გადაწყვეტილებას. Kelleher-ი იყენებს მარტივ ფრეიმვორქს ყველა საკითხისთვის: ეს დაეხმარება Southwest-ს დაბალი ფასების პროვაიდერობის შენარჩუნებაში? თუ ასეა, პასუხი დადებითია. თუ არა - უარყოფითი.

საოცრად ეფექტური ადამიანები ამავე ფრეიმვორქს იყენებენ მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე. "დამეხმარება ეს ჩემი მიზნის მიღწევაში? თუ არა, ამას არ გავაკეთებ."

 

თუ გრძნობთ, რომ მუდმივად ცდილობთ გადაწყვეტილების მიღებას, ერთი ნაბიჯი უკან გადადგით. დაფიქრდით თქვენს მიზნებზე; თქვენი მიზნები დაგეხმარებათ გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებაში.

 

ამიტომ არის საოცრად ეფექტური ხალხი ასეთი გადაწყვეტილებების უნარის მქონე. გაურკვევლობა მიზნის არარსებობის გამო იბადება: როცა იცით რაც ნამდვილად გსურთ, თქვენი გადაწყვეტილების უმეტესობა შეიძლება - და აუცილებლად - თითქმის ავტომატური უნდა იყოს.

 

7. წარმატებული ადამიანები მუდმივად სწავლობენ

ბილ გეითსი „უცნაურს“ უწოდებს იმ ფაქტს, რომ კოლეჯის მიტოვების მიუხედავად სწავლა არასდროს შეუწყვიტავს. ბილ გეითსი ერთ-ერთია იმ 31 წარმატებულ ადამიანს შორის, რომლის ინტერვიუ დეივიდ მ. რუბენშტეინის წიგნში How to Lead გვხვდება.

 

რუბენშტეინი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საინვესტიციო კომპანიის Carlyle Group-ის თანადამფუძნებელია. ამასთან, ის პირველია იმ მილიარდერებს შორის, რომლებმაც ხელი Giving Pledge მოაწერეს - ეს არის შეთანხმება, რომლის საფუძველზეც მათი ქონების დიდი ნაწილი ქველმოქმედებას ხმარდება.

 

რუბენშტეინს კიდევ ერთი სამსახური აქვს - მას სატელევიზიო შოუ მიჰყავს, სადაც მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ CEO-ებს, ანტრეპრენერებსა და მილიარდერებს ესაუბრება. როდესაც მას ჰკითხეს, თუ რა არის ის მთავარი თვისება, რომელიც ყველა წარმატებულ ადამიანს ახასიათებს, მან თქვა, რომ ისინი არასდროს წყვეტენ სწავლას და საკუთარი გონებრივი შესაძლებლობების გაუმჯობესებას. აქვე დასძინა, რომ თავად ამჟამად გრაფიკულ დიზაინს ეუფლება

 

8. არ ასრულებენ მარტივ დავალებებს

უამრავი კვლევის თანახმად, დადასტურებულია, რომ მარტივ საკითხებს დროის 88% მიაქვთ, ეფექტური ადამიანები მხოლოდ ღირებულ საქმეებზე ამახვილებენ ყურადღებას. ისინი აკეთებენ ამ ერთ საქმეს წარმოუდგენლად კარგად ... და შემდეგ გადადიან ყველაფერ სხვაზე. ისინი ამას შესანიშნავად აკეთებენ.

 

9. თავისუფლად ითხოვენ დახმარებას.

დატვირთული და ეფექტური ადამიანები დახმარებას ითხოვენ არა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ დახმარება სჭირდებათ, არამედ იმიტომაც, რომ თხოვნით გამოხატავენ პატივისცემას სხვის მიმართ და ენდობიან მის გამოცდილებას, უნარს ან გამჭრიახობას.

 

ურთიერთპატივისცემა ყველა მყარი ურთიერთობის საფუძველია - და ურთიერთპატივისცემის შექმნის საუკეთესო გზა პირველ რიგში პატივისცემის გამოხატვაა.

 

გსურთ იყოთ საოცრად ეფექტური? გარს შემოიკრიბეთ ადამიანები, რომლებიც გენდობიან, მოტივაციას გაძლევენ და შთაგაგონებენ თქვენ - და, თავის მხრივ, თქვენით არიან შთაგონებული.

 

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა