IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

იდეები შემოსავლების გასაზრდელად: ნაწილი მეორე

17.03.2021

535 დათვალიერება

საკმაოდ რთულად ჟღერს, მოახერხო ისეთი შემოსავლის გაჩენა, რომელიც ძალიან ცოტა დროს წაგართმევს და საკმარის ფულს მოიტანს, რომ გემრიელად იცხოვრო.  დაფიქრდი, რა სახის უნარები და ცოდნა გაქვს? როგორ შეგიძლია ეს უნარები და ცოდნა გამოიყენო დამატებითი შემოსავლის გასაჩენად? 

 

გაითვალისწინე, შენი მცდელობები გაიჩინო დამატებითი შემოსავალი, პირველ ეტაპზე ვერ გაგამდიდრებს - სასურველია დაიწყო ახლავე, სანამ სამსახური და სტაბილური შემოსავალი გაქვს

 

ჩვენ შევადგინეთ 100-მდე საუკეთესო ბიზნეს იდეის სია, რისი წამოწყებაც შეგიძლიათ დღესვე!

იდეები შემოსავლების გასაზრდელად
ნაწილი პირველი,  ნაწილი მეორე,  ნაწილი მესამე

 

  • მეღვინეობა - ამ ბიზნესის დასაწყებად სულაც არ არის აუცილებელი პირველივე ეტაპზე საკუთარი ვენახები გქონდეთ. ყურძნის ან მისი წვენის შეძენა შეგიძლიათ და თუ მცირე პარტიებად ჩამოსხმული თქვენი ღვინო კარგი გამოდგა და მყიდველიც შეიძინეთ, ცოტაოდენი თანხა დაგიგროვდებათ და საკუთარ ვენახსა და მეღვინეობაზეც სერიოზული ფიქრის დაწყებას შეძლებთ.
  • კვერცხების გაყიდვა - ფერმის ახალი კვერცხების გაყიდვა ახლა უკვე ყველგან დიდი ბიზნესია. თქვენ შეგიძლიათ ეს ბიზნესი რამდენიმე ქათმის შეძენითა და საკუთარი საქათმის აშენებით დაიწყოთ.
  • პურის საცხობი - შინ გამომცხვარ პურს ისეთი დიდი ბაზარი აქვს, ნამდვილად გაგიკვირდებათ. სოფლად ერთ ქალბატონს ვიცნობ, რომელიც კვირაში მხოლოდ ორი დღე მუშაობს და ისეთ პურს აცხობს, რომ მუდამ რიგი აქვს.
  • სასაჩუქრე პაკეტების დამზადება - თავის მოვლის ინდივიდუალური მოვლის პაკეტების ახლობლებისთვის საჩუქრად გადაცემა ბევრს მოსწონს. დასაწყისისთვის, აცილებლად ნიშა უნდა იპოვოთ. მაგალითად, სადღესასწაულო პაკეტებისა და მაღალი ხარისხის ტკბილეულით უნდა შეავსოთ თქვენი კალათები.
  • პროდუქციის იმპორტი - თუ თქვენი ბიზნესი იმპორტირებული პროდუქციის გაყიდვა უნდა გახდეს, უცხოეთში ბითუმად შეძენით უნდა დაიწყოთ და თქვენი ფასი დაამატოთ.
  • საინფორმაციო/სარეკომენდაციო მომსახურება - თუ თქვენს ქალაქში უცხოელების ოჯახი გადმოვიდა საცხოვრებლად, შეგიძლიათ, ახალჩამოსულებს მისცეთ საქმიანი რჩევები − რესტორნები იქნება ეს, ძიძები, მაღაზიები თუ ნებისმიერი სხვა მომსახურება. ამისთვის, მხოლოდ კონტაქტების დამყარება და ამ საზოგადოებაში საკუთარი თავისთვის რეკლამის გაწევა დაგჭირდებათ.
  • კონსულტანტი ინტერნეტის უსაფრთხოების საკითხებში - უსაფრთხოების დაცვა, როგორც კომპანიების, ისე კერძო პირების მთავარი პრობლემაა თანამედროვე სამყაროში. თქვენთვის გამოცდილებისა და მარკეტინგის გარდა, არაფერი ეღირება ბიზნესის დაწყება და სხვისი აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის დაცვა

           გახდით ქსელის ტექნოლოგიების სპეციალისტი, შეისწავლეთ პრაქტიკით

  • უშტატო ბარმენი - თუ პოპულარული კოქტეილების დამზადება შეგიძლიათ − „სისხლიანი მერი“ იქნება ეს, „მანჰეტენი“ თუ „კოსმოპოლიტანი“, შეგიძლიათ კერძო წვეულებებსა და ღონისძიებებზე უშტატო ბარმენად გაასაღოთ თავი. მოიპოვოთ პოპულარობა და შემდეგ ამ ყველაფერს დაადოთ ფასი
  • Fiverr-ს სერვისები - მიუხედავად იმისა, რომ ბლოგერებისთვის უამრავი მაღალანაზღაურებადი ვებ-საიტი არსებობს, ცოტაოდენი ფულის გამოსამუშავებლად დიდი გამოცდილების გარეშე, ფაივერის სერვისებს მაინც ვერაფერი ვერ შეედრება! აქ თქვენ შეძლებთ შეასრულოთ მარტივი დავალებები, დაწყებული ბლოგის წერით. დიზაინით ან ბრენდინგით, დამთავრებული ანიმაციების შექმნით, რათქმაუნდა, გამორიცხულია ეს იდეა მილიონ დოლარიან სტარტაპამდე გაიზარდოს, თუმცა არის ალბათობა, რომ ეს მიმართულება გარდაიქმნას თქვენი მომავალი შემოსავლების ძირითად წყაროდ.
  • კოლეჯში მისაღები ესეების მცწერალი, საგამოცდო მასალების რეპეტიტორი - ამ იდეით აუცილებლად უნდა შეძლოთ სტუდენტების დახმარება კონკრეტული ფინანსური  ანაზღაურებით
  • ღონისძიებების ფოტოგრაფი - კარგი ფოტოგრაფი ნებისმიერი მნიშვნელოვანი ღონისძიების აუცილებელი ფიგურაა. მაგალითად, ქორწილი მათ გარეშე საერთოდ წარმოუდგენელია. ამ ბიზნესის დასაწყებად ინტერნეტში ფოტოგრაფიაზე უნდა გაეცნოთ რესურსებს.
  • ონლაინ გაცნობის კონსულტანტი - ეს ბიზნეს იდეა შეიძლება ძალიან სახალისო იყოს, თუ მშვიდი მოსაუბრე ხართ, რატომ არ გამოიყენებთ ამ უნარს, რომ დაეხმაროთ ადამიანებს გაცნობასა და დეითების დაგეგმვაში?
  • ძველმანების ბაზრობაზე ვაჭრობა - ძველმანების ბაზრობა ყველა ქალაქში თუ სოფელში იმართება, ეს ბიზნესი აშკარად აყვავების გზაზეა თუ შეძენილ ნივთებს ინტერნეტით გაყიდით. ძველმანების ძიებასა და დაგროვებაში, შესაძლოა, ეს საქმიანობა თქვენთვის ძალზე აქტიურ გართობადაც კი იქცეს.
  • ბიზნესქონთენთის შემქნელი - ნებისმიერი კომპანიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ინტერნეტში ინფორმაციის მუდმივად განახლება. ხშირად ნიჭიერ ადამიანებს ქირაობენ, თუ გუნდში არ ჰყავთ ვინმე ისეთი, ვინც ამ საკითხზე იზრუნებს.

           შეისწავლე ციფრული მარკეტინგი ჩვენი პროფესიონალებისგან

  • მცენარეების გაყიდვა ინტერნეტით - თუ მცენარეების მოვლა კარგად გამოგდით და შინ საკმარისი ადგილიც გაქვთ, შეგიძლიათ თქვენი ბიზნესი დაიწყოთ − ინტერნეტით გაყიდოთ მცენარეები. ეს აქტიურად მზარდი ნიშაა, ადამიანები უკვე სერიოზულად ინტერესდებიან, ვისგან რას და რამდენად ყიდულობენ. ბუნებრივია, თქვენ დიდ მაღაზიებზე გაცილებით ნაკლებს გადაახდევინებთ
  • კალიგრაფი - საშუალოზე უკეთესი ხელწერა გაქვთ? ხელნაწერი მოსაწვევი ბარათების დამზადება და დამატებითი თანხის გამომუშავება შეგიძლიათ.
  • დაკეტილი სახლების დასუფთავება - როდესაც ბანკი ყადაღას ადებს სახლს, ვალდებულიცაა, ვინმე დაიქირავოს, ვინც სახლს დაასუფთავებს. თუ არაფერი გაქვთ საწინააღმდეგო იმისა, რომ ხელების დასვრა მოგიწევთ, ამ ტიპის ბიზნესის დასაწყებად, მხოლოს მოტივაცია დაგჭირდებათ.
  • ნივთების შეფუთვა/გადაზიდვა - სახლის შეცვლისას ნივთების შეფუთვა და მათი ახალ მისამართზე გადაზიდვა უმრავლესობისთვის თითქმის დაუძლველი პრობლემაა, ამიტომ დახმარებისთვის სხვებს მიმართავენ. არ დაივიწყოთ, რომ თქვენი მომსახურების ღირებულებაში ის მასალაც უნდა შეიტანოთ, რომელსაც ნივთების გადასაზიდად შეიძენთ − ყუთები იქნება ეს თუ წებოვანი ლენტები. ასევე მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ თქვენი მომსახურება პროფესიონალებთან შედარებით, გაცილებით იაფი უნდა ღირდეს.
  • პროდუქტის ტესტირება/მიმომხილველი - კომპანიები ხშირად ეძებენ მსურველებს, რომლებიც პროდუქციის გამოცდასა და აზრის გამოთქმაზე დათანხმდებიან. თქვენც შეგიძლიათ საკუთარი ბლოგის დაწყება და იმ პროდუქტების მიმოხილვა, რომლებიც საკუთარ თავზე გამოსცადეთ.
  • მაკიაჟის ოსტატი - გაითვალისწინეთ, რომ ადამიანები საკმაოდ ბევრს იხდიან განსაკუთრებულ დღეებში მაკიაჟის გაკეთებაში. ასეთია ქორწილი, ჰელოუინი და კიდევ ბევრი სხვა დღესასწაული მთელი წლის განმავლობაში.
  • თმის სტილისტი - თუ ვარცხნილობის თანამედროვე სტილებში ერკვევით და თმის შეჭრაც გეხერხებათ, საკუთარ სახლში შეგიძლიათ სალონის გახსნა.
  • სნექების და სასმელების გაყიდვა - თუ გახსოვთ, სპორტული ღონისძიების ან კონცერტის შემდეგ, შიმშილისა და წყურვილის აუტანელ გრძნობას ხომ არ შეუწუხებიხართ? თუ ასეა, გასაკვირი არ არის, რადგან ეს გრძნობა თითქმის ყველას გვაქვს გამოცდილი. სწორედ ამიტომ ყიდიან მსგავსი ღონისძიებების შემდეგ წყალსა და ჰოთ-დოგებს. შეგიძლიათ ეს ბიზნესი მინიმაცივრით დაიწყოთ და შემდეგ ეტაპზე სატვირთო ავტომობილში ან ურიკაში განახორციელოთ ინვესტირება.
  • გახმოვანება - ბოლო ხანებში კომპანიები საკუთარი ქონთენთის შექმნაზე აქტიურად ზრუნავენ − ვიდეორგოლები იქნება ეს თუ პოდკასტები, და ამის გამო, განსაკუთრებით აქტიურად ეძებენ „ოქროს ხმებს“. თუ თქვენც გამორჩეული ხმა გაქვთ, დიდი ალბათობაა, რომ მომგებიანი კარიერის შექმნაში დაგეხმაროთ.
  • ინსტრუქტორი - შეგიძლიათ რომელიღაც სფეროს ინსტრუქტორი გახდეთ და ჩატარებულ გაკვეთილებში თანხა გამოიმუშავოთ, მსურველებს მუსიკალურ საკრავებზე დაკვრა, საჭმლის მომზადება ან თუნდაც, ვარჯიში ასწავლოთ. გაითვალისწინეთ, რომ ინსტრუქტორის ბიზნესის დასაწყებად მხოლოდ ცოდნა და რეკლამა თუ დაგჭირდებათ.
  • Airbnb-ის მასპინძელი - თუ ცარიელი ოთახი ან სახლი გაქვთ, მათ უფუნქციოდ დატოვებას, Airbnb-ზე გაქირავება სჯობს. პირადად მე, გასულ წელს, საკუთარი სახლის ნაწილი გავაქირავე და ამ გზით მუდმივი შემოსავლის სახით, ყოველთვიურად დაახლოებით $ 3000 მქონდა.
  • უძრავი ქონების მართვა - ბინების მფლობელებს ყოველთვის არ აქვთ საშუალება, შეამოწმონ, რა მდგომარეობაშია მათი უძრავი ქონება, ან იქ სისუფთავისა და წესრიგის შენარჩუნებაზე იზრუნონ. როგორც წესი, ამ საკითხს ქონების მართვის კომპანიები აგვარებენ, უზომოდ დაკავებული ბინების მფლობელების დავალებით.
  • ტანსაცმლის რეცხვა/დაუთოვება - თითქმის ყველას აქვს ისეთი ტანსაცმელი, რომლის გაწმენდა და დაუთოვება აუცილებელია, მაგრამ ამ დავალების დამოუკიდებლად შესასრულებლად, ყველას არ ჰყოფნის მოთმინება და დრო. ამიტომ ადამიანთა უმრავლესობა ამ ყველაფრის გასაკეთებლად სხვებს უხდის თანხას.
  • ტანსაცმლის გადაკეთება - თუ კერვა, ღილების დაკერება ან „ელვა“-შესაკრავის შეცვლა იცით, გამოდის, რომ მზა ბიზნესიდეა გაქვთ იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც საყვარელ ტანსაცმელთან გამომშვიდობება არ სურთ. თანაც, ამ ტიპის ბიზნესის დაწყება არც ისე ძვირია.
  • უსმინეთ მუსიკას და მიიღეთ ანაზღაურება - მოგწონთ მუსიკის მოსმენა ყოველდღიურად – რატომ არ უნდა მიიღოთ შემოსავალი ამით?  MusicXRay არის უნიკალური პლატფორმა რომელიც საშუალებას გაძლევთ უსმინოთ მუსიკას და მიიღოთ ანაზღაურება თქვენი აზრის მიწოდებისთვის. ამჟამინდელი ფასი არის  $0.10 cents/song, და თქვენ დაწინაურდებით თუ მისცემთ უკუკავშირს ტექსტზე, ჟანრზე და რაც მოგწონთ ამ შემსრულებლის შესახებ.
  • გახდით პროგრამული ტესტერი - TopCoder საიტია კოდირების სწავლისთვის, იგი ეხმარება პროგრამისტების ისწავლონ როგორ უნდა შექმნან აპლიკაციები და კოდის სოფთვეარი. როდესაც ვიღაც იწყებს თავის პროექტს TopCoder-ით, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ მათ ქრაუდსორსინგში და უკუკავშირის მიცემაში პროდუქტზე. კარგია მათთვის ვინც სწავლობს კოდირებას ან აქვს რაიმე გამოცდილება. 

            გახდი მოთხოვნადი ვებ პროგრამისტი, ისწავლე პრაქტიკოსებთან

 

იდეები შემოსავლების გასაზრდელად
ნაწილი პირველი,  ნაწილი მეორე,  ნაწილი მესამე

 

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

STEP კომპიუტერული აკადემიის რედაქცია

AI

ChatGPT სრული სახელმძღვანელო

დაიწყეთ ChatGPT გამოყენება უფრო სწრაფად და ეფექტურად, გაიგეთ ყველაფერი, დაწყებული უფასო რეგისტრაციიდან, დამთავრებული სამეწარმეო საქმეში ChatGPT-ის ფასიანი ვერსიის გამოყენებამდე

დაიწყეთ ChatGPT გამოყენება უფრო სწრაფად და ეფექტურად, გაიგეთ ყველაფერი, დაწყებული უფასო რეგისტრაციიდან, დამთავრებული სამეწარმეო საქმეში ChatGPT-ის ფასიანი ვერსიის გამოყენებამდე   UBS-ის ანგარიშის თანახმად, ChatGPT-ის ყოველდღიურ ვიზიტორთა რაოდენობამ  100 მილიონს მიაღწია, რაც მას ისტორიაში ყველაზე სწრაფად მზარდ აპლიკაციად აქცევს. ბიზნეს სამყარო ასევეა დაინტერესებული ChatGPT-ით და ცდილობს ხე�

ШАГ логотип

პროგრამირება

რომელ ქვეყანას ჰყავს მსოფლიოს საუკეთესო პროგრამისტები?

პროგრამირება თანამედროვე დროში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა, პარალელურად პროგრამირების დროს შემოქმედებითი პროცესი შეუზღუდავია, წარმოიდგინე, წერ კოდს, რომელიც უამრავი სიმბოლოსგან შედგება, თუმცა საბოლოოდ ის სხვანაირად გამოიყურება ის საშუალებას გაძლევთ არაფრისგან შექმნათ რაღაც ახალი, უჩვეულო, ორიგინალური და კრეატიული. 

პროგრამირება თანამედროვობის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა, პარალელურად პროგრამირების დროს შემოქმედებითი პროცესი შეუზღუდავია, წარმოიდგინე, წერ კოდს, რომელიც უამრავი სიმბოლოსგან შედგება, თუმცა საბოლოოდ ის სხვანაირად გამოიყურება ის საშუალებას გაძლევთ არაფრისგან შექმნათ რაღაც ახალი, უჩვეულო, ორიგინალური და კრეატიული იმის გასარკვევად, თუ რომელი ქვეყნიდან არიან

ШАГ логотип

პროგრამირება

JavaScript: განაახლეთ ყველა პაკეტი package.json-ში NCU-ით

JavaScript: განაახლეთ ყველა პაკეტი package.json-ში NCU-ით

JavaScript-ის დეველოპმენტის სამყაროში პაკეტებისა და დამოკიდებულებების მართვა ნებისმიერი პროექტის გადამწყვეტი ასპექცია. პაკეტების განახლება არა მხოლოდ უზრუნველყოფს უახლეს ფუნქციებთან წვდომასა და ხარვეზების აღმოფხვრას, არამედ აუმჯობესებს აპლიკაციის საერთო სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. თუმცა package.json ფაილში თითოეული პაკეტის ხელით განახლება შესაძლოა იყოს ძალიან შრომატევადი �

ШАГ логотип

Techfacts

News

Starlink უკვე საქართველოშია | ფასი, ინსტალაცია, სისწრაფე

საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, სადაც Starlink-ის უსადენო სწრაფი ინტერნეტი ხელმისაწვდომია!

Starlink მსოფლიოში მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელს მსოფლიოში, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტ კავშირი დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია - ახლა ის უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია! კომპანიის გადაწყვეტილებით, თბილისის ტექნოლოგიური პ�

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა