IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

პროფესიის შეცვლას თუ გადაწყვეტთ

01.07.2020

435 დათვალიერება

ცვლილება, ზოგადად, რთულია. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ადამიანები, რომლებიც ირჩევიან ერთ კარიერას, ბოლომდე მიჰყვებიან მას. იმის მიუხეავად, რომ შეიძლება სურდეთ სხვა რამის გაკეთება. თუმცა ეს გასაგებია, რადგან თქვენ თავიდან დაწყება მოგიწევდათ, რაც დამღლელია

 

არსებობს რამდენიმე მიზეზი იმისი, თუ რატომ შეიძლება მოუნდეთ ზრდასრულ ადამიანებს კარიერის შეცვლა, შეგვიძლია დავაჯგუფოთ ორ ძირითად მიზეზად:

  • პროფესიამ ისინი უკან მოიტოვა. შესაძლოა, რომ საქმე რომლისთვისაც მუშაოდბნენ დეგრადაციას განიცდის და მოთხოვნა იკლებს, ამის მაგალითია გამქრალი ტელემარკეტოლოგია, აუდიტორული საქმეები, უძრავი ქონების აგენტები, მექანკოსები და სხვა
  • ისინი ტოვებენ კარიერას რაიმე უკეთესისთვის. ეს არის პროგრამირების ტრენდი: ბევრი ადამიანები ეძებს სტიპენდიას ზრდასრული თანამშრომლებისთვის, რომ ისწავლონ კოდირება და ააწყონ კარიერა, რომელიც ფინანსურად უფრო მომგებიანი იქნება.

 

ახალი უნარების გამომუშავება არ ნიშნავს, რომ ადამიანმა უნდა წყალში გადაყაროს არსებული გამოცდილება, მათ შეუძლიათ სამუშაოს სხვა მხარე განახორციელონ, ანუ გადაადგილდნენ ჰიროზინტალურად - იგივე დონის და წონის კომპანიაში სცადონ სხვა პოზიციაზე შრომა, ან ვერტიკალურად - სხვა ადგილის დაკავება სამსახურში.

 

ახალი უნარების შესწავლის სირთულეები

არ აქვს მნიშვნელობა, რა ტიპის უნარები უნდა შეისწავლოთ, პროცესი მაინც რისკთანაა დაკავშირებული.

  • ფინანსური კრიზისი - თუ გადაწყვეტთ სამსახურიდან წამოსვლას რაიმე ახლის შესასწავლად, ამან შეიძლება ფინანსური პრობლემები გაგიჩინოთ, რაც საკმაოდ რთულია.
  • დროის მენეჯმენტი - თუ გადაწყვეტთ ისწავლოთ მუშაობის პარალელურად, თქვენ დაგჭირდებათ ყურადღების ფოკუსირება. ამან შეიძლეაბ გავლენა იქონიოს თქვენს ჯანმრთელობაზე და მოტივაციაზე. თქვენ მოგიწევთ ნაკლები იმუშაოთ
  • მენტალური განსხავავებები - თქვენს პირველ კარიერაში, ალბათ მუშაობდით თქვენივე ასაკის ადამიანებთან, როდესაც თქვენ იცვლით კარიერას და იწყებთ თავიდან, თქვენ მოგიწევთ შეეგუოთ ახალი თაობის ახალ მენტალიტეტს. თქვენი უფროსი შეიძლება თვენზზე ორჯერ პატარა იყოს. ამან შეიძლება თავი გარიყულად გაგრძნობინოთ

 

ასევე, სირთულე სამსახურის ცვლილების დროს შეიძლება იყოს კონკურენცია. თქვენ ახალ სფეროს უერთდებით, სადაც იქნებიან სამსახურის მაძიებელი კურსდამთავრებულები. იმის მიუხედავად, რომ თქვენი და მათი კომპეტენცია შეიძლება ერთი და იგივე იყოს, შეგიძლაით გამოიყენოთ წინა სამსახურში ნასწავლი ხრიკები. ეს არის მსუბუქი უნარები, როგორიცაა: კონფლიქტის მოგვარება, გუნდის ლიდერობა, პროექტის მენეჯმენტი და სხვა.

 

როგორ გადავიდეთ ახალ კარიერაზე უმტკივნეულოდ

მიიღეთ გადაწყვეტილება და მზად ხართ კარიერის შეცვლისთვის!?

  • გამოიძიეთ თქვენი მომავალი სფერო. წაიკითხეთ არამხოლოდ დავალებები და პასუხისმგებლობები, რაც ექნება თქვენს მომავალ სამსახურს, არამედ ისიც, თუ რა კატეგორიის ადამიანები მოღვაწეობენ. კარგი იქნება, თუ გაესაუბრებით რამდენიმე წარმომადგენელს ამ სფეროდან და ჰკითხავთ, თუ რა მოსწონთ და რა - არა?
  • იპოვეთ სწავლების რესურსი - იმის მიხედვით, თუ რისი გაკეთება გსურთ, თქვენი სასწავლო წყაროები იქნება განსხვავებული. თუ იმუშავებთ სერთიფიცირებულ გარემოში, მაგალითად - იურიდიული და სამედიცინო, თქვენ დაგწირდებათ ისწავლოთ სპეციალურ უნივერსიტეტში
  • გაითვალისწინეთ თქვენი ფინანსები - სწავლისთვის დროის დათმობა შეიძლება ნიშნავდეს სამუშაოსთვის ნაკლები დროის დათმობას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფინანსური სირთულეები
  • იპოვეთ 2 საათი მაინც სწავლისთვის - ყველაზე დიდი გადაწყვეტილება არის ის, თუ როგორ დაუთმობთ დროს სწავლას. ისწავლით საღამოოთ, შაბათ-კვირას, თუ ნაკლებ დროს დაუთმობთ სამსახურს? ეს დაკავშირებულია თქვენს ფინანსურ მდგომარეობასთან.
  • გაამდიდრეთ თქვენი რეზიუმე - ინტერვიუს დრო მალე მოვა, თქვენ მოგიწევთ თქვენი რეზიუმეს გამოყენება. არ დაგავიწყდეთ დაწეროთ ყველა უნარი, რაც შეიძინეთ წლების მანძილზე.
  • მოემზადეთ ინტერვიუსთვის - სამსახურის ინტერვიუზე წასვლა მნიშვნელოვანი ნაწილია კარიერული ცვლილების. შეიძლება ამ მხრივ დიდი გამოცდილება არ გქონდეთ,  მაგრამ გამოხატეთ თქვენი სურვილი: დამსაქმებლებს. ზოგჯერ, ეშინიათ, რომ თანამშრომლები ინანებენ კარიერულ ცვლილებას და იქნებიან არაპროდუქტიული თანამშრომლები.
  • როდესაც დაიწყებთ მუშაობას, გააკეთეთ ბევრი დავალება, მაგრამ არ ჩაიკეტოთ. პატარა დავალებები კოლეგებთან ერთად საშუალებას მოგცემთ უკეთ გაიგოთ კომპანიის პოლიტიკა, შეიძლება იპოვოთ პრობლემა, რისი გადაჭრაც შეგიძლიათ. ეს შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ნაბიჯი თქვენი კარიერული წარმატებისთვის.

 

როდესაც ცდილობთ, გადახვიდეთ ახალ სამუშაოზე, ბოლო სამი ნაბიჯი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ იყო ვიღაცის თანამშრომელი. სამსახურის ცვლლება, ასევე, შეიძლება ნიშნავდეს, რომ გახდეთ ფრილანსერი! ამ შემთხვევაში, CV-ს ნაცვლად, დაგჭირდებათ პორტფელიო.

 

მზად ხართ ცვლილებისთვის?

  1. დასაქმებულთა 70% უკმაყოფილიო თავისი სამსახურით. არ არის აუცილებელი, თქვენც იყოთ ერთ-ერთი მათგანი. გააკეთეთ კარიერული ტრანსფორმაცია. გზადაგზა თქვენ მიიღებთ სხავდასხვა რჩევებს.
  2. ასევე, მნიშვნელოვანია მორალური მხადაჭერა. უფრო ადვილად მიაღწევთ წარმატებას, თუ თქვენი ოჯახი და მეგობრები მორალურად გამხნევებენ. ისაუბრებთ მათთან გადაწყვეტილებაზე.
  3. გამოიკვლიეთ რაც შეგიძლიათ, შეიძლება თქვენ არ ხართ კმაყოფილი თქვენი სამსახურით, მაგრამ კონკრეტულად რაიმე ასპექტით? იპოვეთ საუკეთესო გამოსავალი თქვენთვის და მხოლოდ ამის შემდეგ დაგეგმეთ შემდეგი ნაბიჯი.

 

ცვლილებების დროა!

  • გახდი ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი – უკვე დიდი ხანია ტრადიციულ მარკეტინგულ აქტივობებს ციფრული მარკეტინგი უსწრებს და თუ საწყის ეტაპზე სარეკლამო კამპანიებს ზოგადი მარკეტინგის სპეციალისტები უძღვებოდნენ, დღეს უკვე სახეზეა ციფრული მარკეტინგის მაღალ ანაზღაურებადი სპეციალისტები, რომლებიც მართავენ სარეკლამო კამპანიებს
  • გახდი ვებ პროგრამისტი  – რაც დრო გადის, ადამიანები უფრო და უფრო მეტ დროს ატარებენ ონლაინ, შესაბამისად, კომპანიებისთვის აუცილებელია ჰქონდეთ ვებსაიტი და მობილური აპლიკაციები, რომელსაც ცხადია, სჭირდება როგორც დეველოპერი პროგრამული ნაწილის უზრუნველსაყოფად, ასევე დიზაინერი. ამ ორი სპეციალისტის სამუშაო ფაქტობრივად გადაჯაჭვულია ერთმანეთთან და ორივეს მიმართ მზარდი ინტერესი არსებობს
  • გახდი პროფესიონალი 3D დიზაინსა და მოდელირებაში – თუ თქვენ გაქვთ საინტერესო ხედვა, მაგრამ არ იცით ეს უნარები გამოგადგებათ თუ არა, ამ შემთხვევაში ჩვენი პროგრამა თქვენთვისაა. წარმატების მისაღწევად თქვენგან საჭიროა მხოლოდ სუვლილი, შრომა და დისციპლინა

 

IT Academy STEP – მსოფლიო ბრენდი 95 ფილიალით!


გახდი კვალიფიციური სპეციალისტი და საკუთარი საქმის პროფესიონალი, შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში 

 

თბილისი,

საბურთალო, ალ.ყაზბეგის 34/34



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

მოტივაცია

სამაირა მეჰტა - წარმატებული ისტორიები 20 წლამდე ასაკში

სამაირა მეჰტას ისტორია - 8 წლის ასაკში შექმნილი "CoderBunnyz" თამაშიდან ბიზნესამდე. ახალგაზრდა მეწარმის წარმატების ისტორია და გაკვეთილები IT სფეროში.

2016 წელს, მხოლოდ 8 წლის ასაკში, სამაირა მეჰტამ შექმნა "CoderBunnyz" - პროგრამირების სასწავლო თამაში ბავშვებისთვის. ეს იყო მომენტი, როდესაც ახალგაზრდა გოგომ პირველად აჩვენა, რომ ასაკი არ არის ბარიერი ინოვაციისა და წარმატებისთვის. მისმა იდეამ დაუყოვნებლივ მოიპოვა აღიარება და 9 წლის ასაკში სამაირა უკვე გამოდიოდა სპიკერად Microsoft-ისა და Google-ის ღონისძიებებზე. მისი იდეა მარტივი, მაგრამ გენიალურ

ШАГ логотип

AI თავდასხმა თუ AI თავდაცვა - კიბერუსაფრთხოების ახალი გამოწვევები ციფრულ ეპოქაში

AI თავდასხმებს AI თავდაცვა უპირისპირდება - გაიგე, როგორ იცვლება კიბერუსაფრთხოების სფერო ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და რატომ არის კიბერუსაფრთხოება მომავალის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნადი პროფესია.

წარმოიდგინე, ყველაზე ცუდი სცენარი: კიბერკრიმინალები – ის ადამიანები, ვინც თქვენი ციფრული ცხოვრების მოპარვას ცდილობენ – ახლა ისინი იყენებენ  AI-ის,  რათა თავდასხმები რეალური გახადონ. ხელოვნური ინტელექტი ქმნის მიზნობრივ ფიშინგს – ყალბ ელექტრონულ წერილებს, რომლებიც ისე ზუსტად ჰგავს რეალურს, რომ შესაძლოა ეჭვიც არ გაგიჩნდეს და გაებათ მათ მახეში. კიდევ უფრო საშიშია Deepfake  – AI-ის მიე

ШАГ логотип

დიზაინერი AI-ის ეპოქაში - ახალი კომპეტენციების საჭიროება

AI-ის ეპოქაში დიზაინერის როლი რადიკალურად ტრანსფორმირდება — ხელოვნური ინტელექტი ხდება მისი ასისტენტი და პარტნიორი, რაც მოითხოვს ახალ კომპეტენციებს: prompt engineering, AI ინსტრუმენტების ეფექტური გამოყენება, მონაცემთა ანალიზი, ეთიკური პასუხისმგებლობა და უწყვეტი განვითარება. თანამედროვე დიზაინერი უკვე აღარ არის მხოლოდ შემსრულებელი, ის სტრატეგიულად მართავს AI-ს, აძლევს მას ადამიანურ ღირებულებებს და ქმნის ინოვაციურ, მომხმარებელზე ორიენტირებულ გამოცდილებებს.

ყველა ვხედავთ, ყველა ვამჩნევთ გარდამტეხ, რევოლუციურ ფაზას, რასაც ხელოვნური ინტელექტი ქმნის დიზაინის სფეროში. კრეატიული პროცესების ავტომატიზაცია, უკვე უპრეცედენტო შესაძლებლობებს იძლევა. ეს ტრანსფორმაცია არამხოლოდ ცვლის დიზაინერის ყოველდღიურ საქმიანობას, არამედ მოითხოვს მისგან ახალ კომპეტენციებსა და უნარებს, რომ წარმატებული იყოს, ამ მუდმივად ცვალებად გარემოში. AI როგო

ШАГ логотип

ერიკ ფინმანი - წარმატებული ისტორიები 20 წლამდე ასაკში

ერიკ ფინმანის შთამაგონებელი ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ გახდა 18 წლის ბიჭი მილიონერი. ახალგაზრდა ენტრეპრენერის წარმატების გზა.

ზოგჯერ ასაკი მხოლოდ რიცხვია. ერიკ ფინმანის ისტორია ამის კიდევ ერთი დამადასტურებელი მაგალითია - ახალგაზრდა ვიზიონერი, რომელმაც 12 წლის ასაკშივე გამოავლინა იმდენი გამჭრიახობა და მომავლის ხედვა, რომ 18 წლისთვის მილიონერი გახდა. 1998 წლის ოქტომბერში დაბადებული ერიკი, ჯერ კიდევ მოზარდი იყო, როცა გადაწყვიტა პირველი ნაბიჯის გადადგმა თავისი ფინანსური დამოუკიდებლობისკენ. 2011 წელს, მხო

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა