IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

phone_validation_text
Х ХХХ ХХХ-ХХ-ХХ

როგორ გამოვიმუშავოთ ფული ინტერნეტით? - 5 მარტივი მეთოდი!

თუ მოინდომებთ, ჩვენს დროში, ცოტაოდენი ფულის გამომუშავება ძალიან გამარტივებულია, ინტერნეტში ყოველდღიურად ჩნდება დამატებითი შემოსავლის მიღების ახალი გზები, თუმცა მათი მიგნება ძნელია, რადგან ამას მხოლოდ მაშინ ვცდილობთ, როდესაც ხელფასი აღარ არის საკმარისი და სამყარო თავზე გვემხობა

ჩვენ მოვამზადეთ 5 მარტივი რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ სწრაფად გამოიმუშაოთ საჭირო თანხა

 

რჩევა #1: გახდით Freelancer და იმუავეთ თავისუფალ დროს!
შეისწავლეთ ვებსაიტის შექმნა, სცადეთ საინტერესო სტატიების წერა, იქნებ ვიდეოების ან სურათების გადაღება და დამუშავება გამოგდით კარგად, დოკუმენტების ფორმატირება, სხვადასხვა ენაზე თარგმნა და ა.შ... ეს ყველაფერი შეგიძლიათ აქციოთ კონკრეტულ შემოსავლის წყაროდ, არსებობს საიტები, სადაც შეგიძლიათ თავისუფალ დროს გამოიყენოთ არსებული უნარები და შესთავაზოთ თქვენი ნიჭი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

 

ეცადეთ აირჩიოთ მოთხოვნადი და საუკეთესოდ ანაზღაურებადი მიმართულებები, დრო დააბანდეთ ისეთი უნარების განვითარებაში, როგორიცაა: Front-End ვებ-პროგრამირებაციფრული მარკეტინგი და დიზაინი3D გრაფიკა და დიზაინი2D გრაფიკა და UI/UX დიზაინიინტერიერის დიზაინიIT Support

 

ყველაფერი ეს მოთხოვნადია პლატფორმა Upwork.com-ზე, დარეგისტრირდით, იპოვეთ თქვენს უნარებზე მორგებული სამუშაო და გამოიმუშავეთ თანხა სახლიდან გაუსვლელად, მართლაც, ტექნოლოგიებს თუ ფეხს აუწყობთ შეამჩნევთ, რომ ჩვენ გარშემო ფულის შოვნის უსასრულოდ ბევრი შესაძლებლობა არსებობს ონლაინ პლატფორმების გამოყენებით.

 

ჩაერთეთ ჩვენს ონლაინ აკადემიაში, შეისწავლეთ 2D გრაფიკა და UI/UX დიზაინი მსოფლიო ბრენდისგან

             → დარეგისტრირდი ახლავე!

 

რჩევა #2: შექმენით და გაყიდეთ თქვენი ხელნაკეთი ნივთები
თუ გიყვართ ქსოვა, შეგიძლიათ მოქსოვოთ ჯემპრები, შარფები ან ხელთათმანები და გაყიდოთ ინტერნეტში. თუ გაქვთ მარჯვე ხელები და სიამოვნებას იღებთ რაღაცების შექმნისგან, შეგიძლიათ გააკეთოთ ისეთი ხელნაკეთი ნივთები, როგორებიცაა:

  • ყელსაბამები, სამაჯურები
  • ორიგინალური ალბომი ფოტოებისთვის (ბუნებაში ნაპოვნო ფოთლებითა და ყვავილებით გაფორმებული)
  • საყურეები ან თმის აქსესუარები
  • დაწნული კალათები და დეკორაციული ნივთები
  • ბარათები ან მათი ჩასადები
  • სათამაშოები
  • ორიგინალური დეკორაციები საშობაო ან სააღდგომო თემატიკით

 

ამ ხელნაკეთი ნივთების გაყიდვა ევროზე, დოლარზე და ფუნტებზე შეგიძლიათ ისეთ საიტებზე, როგორიცაა Etsy, ეს საიტი სპეციალურად ხელნაკეთი ნივთებისთვისაა მიძღვნილი, კარგი იდეაა facebook გვერდის შექმნა, რომელზეც განათავსებთ თქვენს ნივთებს და მცირე ბიზნესს წამოიწყებთ.

თუ გიყვართ ჯემების ან კომპოტების გაკეთება, ასევე ორცხობილების ან ისეთი გემრიელობების მომზადება, რომლებიც დიდხანს ინახება, შეგიძლიათ, გაყიდოთ თქვენს ირგვლივ მყოფ ნაცნობებში, მეზობლებსა თუ კოლეგებში, ჯანსაღი და გემრიელი საკვები ჩვენში ძვირად ფასობს!

 

რჩევა #3: მონაწილეობა მიიღეთ ფასიან კვლევებში
თუ გაქვთ დრო, არსებობს ისეთი საიტები, რომლებიც მათ კვლევებში მონაწილეობის მიღებისთვის ფულს გვიხდიან, საჭიროა მხოლოდ პასუხი გასცეთ მათ გამოკითხვებს და მიიღოთ ფული, ამგვარ გამოკითხვებს ძირითადად ატარებენ ისეთი მაღაზიები, როგორებიცაა Amazon, Fnac, Carrefour, Zalando და ა.შ.

ასევე, არსებობს საიტები, მაგ. Toluna, Mysurvey, MyOpinionCounts, YourOpinion და ა.შ. შეგიძლიათ, დარეგისტრირდეთ, შექმნათ თქვენი პროფილი და მონაწილეობა მიიღოთ ფასიან კვლევებში. ქართველებმაც შეხმნეს იგივე სახის საიტი სადაც კვლევაში მონაწილეობისთვის ფულს გადაგიხდიან –

გაითვალისწინეთ, რომ ამგვარ კვლევებში მონაწილეობისას ანაზღაურება არ არის მაღალი.

 

რჩევა #4: უპასუხეთ ზოგად შეკითხვებს ან ასწავლეთ უცხო ენა დისტანციურად

ინგლისურ ენას თუ კარგად ფლობთ, JustAnswer პლათფორმა თქვენ გარკვეულ შემოსავალს გაგიჩენთ, ადამიანები ინტერნეტით ეძებენ კომპეტენტურ სპეციალისტებს. JustAnswer (და მის მსგავსად რამდენიმე საიტი) საშუალებას აძლევს ექიმებს, ადვოკატებს, ინჟინრებს და სხვა, უფრო მეტი ცოდნის მქონე ადამიანებს, მიიღონ მცირე შემოსავალი, უბრალოდ უპასუხონ იმ ადამიანების შეკითხვებს, რომლებსაც სხვა შემთხვევაში უზარმაზარი თანხის გადახდა მოუწევთ ამ პასუხებისთვის.

ეს პლატფორმა შესანიშნავი რესურსია ხალხისთვის. ასევე მომგებიანია (დახარჯული დროისთვის), თუ ნაღდი ფულის გამომუშავება გეჩქარებათ. ნუ ელით, რომ გამდიდრდებით კითხვებზე პასუხის გაცემით, მაგრამ შეგიძლიათ აქ რამდენიმე დოლარი გამოიმუშაოთ, თუ გამოუვალ მდგომარეობაში ხართ.

 

SameSpeak არის ონლაინ ენის სწავლების პლატფორმა. ნებისმიერ მსურველს კარგი ინგლისურის ცოდნით შეუძლია გამოიმუშაოს კონკრეტული თანხა დღეში 30 წუთიანი სწავლებით. ჩვენ ვცხოვრობთ გლობალურ ეკონომიკაში და კავშირის დამყარების და ადამიანებთან მუშაობის შესაძლებლობა არის წარმატების მთავარი გასაღები

 

რჩევა #5: გაყიდეთ მეორადი ნივთები
ჩვენ ყველას გვაქვს ათასობით ნივთი თუ მოწყობილობა, რომელსაც აღარ ვიყენებთ და არც არასოდეს გამოგვიყენებია, ეს შეიძლება იყოს წიგნები, სათამაშოები, ტექნიკა, ელექტრონიკა, ავეჯი, ველოსიპედები, მოწყობილობები და სხვ. ასეთი ნივთები, ძირითადად, მაშინ გვიგროვდება, როცა მაღაზიებში ბოდიალისას რაღაც უცებ მოგვეწონება და იმპულსურად ვიყიდით, როგორ ვიშოვოთ ფული ასეთი ნივთებით?

 

იმის ნაცვლად, რომ ყველა ასეთი ნივთი ტყუილად არ იკავებდეს ადგილს სხვენში და კარადაში, დაახარისხეთ და გაყიდეთ! შეგიძლიათ გაყიდოთ ონლაინ, როგორ? განათავსეთ ისეთ საიტებზე, როგორიცაა Ebay, mymarket, აპლიკაციებში, Phubber, Shopper ან სხვა...

 

ebay-ს აუქციონზე ასევე შეგიძლიათ მეორადი ნივთების იაფად შეძენა, აუქციონზე ხშირად გამოდის ისეთი ნივთები, რომელსაც ჩამოტანის შემდეგ აუცილებლად უკეთეს ფასად გაყიდით. იქნება ეს ტექნიკა, ტანსაცმელი თუ სხვა. იბეის მუდმივად უნდა ადევნოთ თვალყური სანამ დასრულდება აუქციონი. ასევე კარგი სტრატეგაა, რომ მხოლოდ ბოლო წამზე განათავსოთ ფსონი სასურველ ნივთზე და ფასის ზრდისთვის აღარ დატოვოთ დრო

 

შეძენილი ნივთები მიიტანეთ თქვენს სახლთან ახლოს მდებარე მეორადების მაღაზიაში, სადაც გაიყიდება რეალურ ფასად და თქვენ მიიღებთ დამატებით ფულს, მეორადების ბაზრობის ხშირ სტუმრებს კი შეძენისას ექნებათ მეტი არჩევანი თქვენი წყალობით.

 

https://docs.google.com/forms/d/1H7SmbWbjuApCfjj6pjf_CWaI4kpxy752YLZmFVkU3gU/viewform?edit_requested=true

                → დარეგისტრირდი ახლავე!

 


ის, რაც აუციბლად უნდა გავითვალისწინოთ

  • რაც არუნდა რთულად ჩანდეს, იფიქრეთ პოზიტიურად - ყველაფერში ეძებეთ დადებითი. მაშინაც კი, თუ იმყოფებით დიდი პრობლემის წინაშე, დაიწყეთ იმაზე ფიქრი, თუ როგორ დაძლიოთ არსებული ვითარება და წაიწიოთ წინ. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი კრიზისი ადრე თუ გვიან დასრულდება.
  • გააანალიზეთ საკუთარი შეცდომები - შეცდომის მიმართ დამოკიდებულება შეცვალეთ ისე, რომ თქვენთვის იქცეს გაკვეთილად, რომელიც ცხოვრებამ ჩაგიტარათ. ის, ვისაც არ შეუძლია საკუთარ შეცდომებზე სწავლა, ვერასდროს იშოვის დიდი რაოდენობით ფულს.
  • გაუფრთხილდით დახარჯულ დროს - ბრაიან კოზლოვის წიგნში “365 მეთოდი როგორ გავხდეთ მილიონერი” წერია: ” მილიონერი – არის ის, ვინც ყოველთვის იღებს გადაწყვეტილებებს”. ჩემი აზრით ეს ძალიან სწორი შეხედულებაა. ამიტომაც არ გაფლანგოთ საკუთარი დრო უაზროდ, მუდმივად იმოქმედეთ. გამოთქმა “არ გადადო ხვალისთვის ის, რისი გაკეთებაც დღეს შეგიძლია” უნდა იქცეს უმთავრეს პრინციპად მისთვის, ვისაც სურს დიდი კაპიტალის ფლობა.
  • დაგეგმეთ ყველაფერი - შეიმუშავეთ გენერალური გეგმა, რომელშიც დაწვრილებით აღწერთ მიზნისაკენ მიმავალ თითოეულ ეტაპს. რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის მიჰყევით ამ გეგმას. მისგან გადახვევა – ნიშნავს დროისა და ფულის დაკარგვას.
  • იყავით თავდაჯერებული - საკუთარ თავში ეჭვის შეტანა და შეცდომის დაშვების შიში – წარუმატებელი ხალხის ხვედრია. არ შეუშინდეთ რისკის გაწევას, თუ ხედავთ, რომ ამის მიზეზი ნამდვილად ღირებულია. ვინაიდან ჯილდოს მიღების ყველაზე დიდი შანსი სწორედ იმას აქვს, ვინც რისკავს.
  • დაფიქრდით რამდენად იყენებთ თქვენს შესაძლებლობებს? - როგორც წესი, ჩვენ ვერ ვიღებთ სასურველი რაოდენობით შემოსავალს, არა იმიტომ, რომ ჩვენ გარშემო არასაკმარისი შესაძლებლობებია, არამედ იმიტომ, რომ მაქსიმალურად არ ვიყენებთ ამ შესაძლებლობებს, გვეშინია რისკის ან, უბრალოდ, არ გვჯერა საკუთარი თავის.

 

ზოგჯერ, არ გვაქვს საკმარისი მოტივაცია იმისთვის, რომ საქმის ცოტაოდენი გაზრდით გამოვიმუშაოთ უფრო მეტი, ხოლო მოტივაციის არ ქონისას ჩვენს მაქსიმუმს ვერ ვაღწევთ – არ ვეძებთ ახალ შესაძლებლობებს და არ გვაქვს მზადყოფნა მივიღოთ გამოწვევები. თუ გსურთ შეცვალოთ სიტუაცია, უნდა შეძლოთ საკუთარ თავს შეუქმნათ მოტივაცია, ასეთ დროს მიზანმიმართულ ნაბიჯებს საკმაოდ დიდი შედეგი აქვს.

 

 

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge

რეგისტრაცია

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

კონფიდენციალობის პოლიტიკა და იურიდიული ინფორმაცია