IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

phone_validation_text
Х ХХХ ХХХ-ХХ-ХХ

ძირითადი გაკვეთილები 2021 წლისთვის

რა გვასწავლა COVID-19-მა ჩვენ და რა ასწავლა სამყაროს? საინტერესოა, ეს ყველაფერი რომ გაივლის, ისევ ისე, ძველი მეთოდებით ვაპირებთ ცხოვრების გაგრძელებას?

 

თუ, ამ პანდემიამ რამე გვასწავლა, არის ის, რომ არცერთ სამსახურში არ ვართ 100% -ით დაცულნი. კრიზისმა გვაჩვენა, რომ ჩვენი შემოსავლები შეიძლება მოულოდნელად შემცირდეს და საბოლოოდ გაქრეს კიდეც. უამრავი სამუშაო ადგილი დაიხურა და დასაქმებული, რომელსაც ეგონა, რომ ყველაზე სტაბილურ ადგილას მუშაობდა, მოულოდნელი რეალობის წინაშე დადგა - დაკარგა სამსახური.

 

ვინ ახერხებდა პანდემიის პერიოდშიც ყოფილიყო ძლიერი?! ქონოდა კარგი შემოსავალი და განვითარების შესაძლებლობა?! სწორი პასუხია - დისტანციურად დასაქმებული ადამიანები!

 

სწორედ ამიტომ, 2021 წელს

  1.  შეისწავლე პროფესია, რომლითაც დისტანციურად შეძლებ დასაქმებას
  2.  იქონიეთ მინიმუმ ორი სტაბილური შემოსავლის წყარო
  3.  ყოველთვის იყავით მზად მოულოდნელობებისთვის
  4.  ტექნოლოგიურ პროგრესს თუ ჩამორჩები კრიზისული პერიოდი კიდევ უფრო მძიმედ გადასატანი იქნება
  5.  იმუშავეთ ერთდროულად რამდენიმე პროექტზე
  6.  მართე შენი ყოველდღიურობა

 

1.შეისწავლე პროფესია, რომლითაც დისტანციურად შეძლებ დასაქმებას

თანამედროვე პროფესიების უმრავლესობა ტექნოლოგიებზეა დამყარებული, რაც შესანიშნავ პირობებს გვიქმნის შინიდან გაუსვლელად ვიმუშაოთ რამდენიმე სამსახურში, თუნდაც სხვა კონტინენტზე.

 

დისტანციურად შრომე რამდენიმე წელია ძალიან ტრენდული გახდა. კომპანიების 59%  ქირაობს პირს, რომელიც შეიძლება იმყოფებოდეს სხვა ქალაქში, ან თუნდაც სხვა ქვეყანაში. ფრილანსმა ფართო პოპულარობა მოიპოვა ინტერნეტის განვითარებასთნ ერთად: საინფორმაციო ქსელის და საბანკო ტექნოლოგიების განვითარებამ თანამშრომელთა გარკვეულ კატეგორიებს, ოფისებში სულ უფრო იშვიათი გამოჩენის საშუალება მისცა, ხშირ შემთხვევბში კი საერთოდ გაქრა ამის აუცილებლობა. სულ უფრო და უფრო მეტი კომპანია გვთავაზობს სამუშაო ადგილებს, რომლებიც არ საჭიროებს ოფისში ყოფნას.

ასეთი მიმათულებებია:

  • ტურისტული სააგენტოს თანამშრომელი
  • თარჯიმანი
  • Front-End ვებ-პროგრამისტი
  • ციფრული მარკეტიერი
  • 3D გრაფიკოსი
  • ბრენდ დიზაინერი
  • ინტერიერის დიზაინერი
  • საინფორმაციო ქსელის ჟურნალისტი
  • ქოლ ცენტრის თანამშრომელი
  • მწერალი ან რედაქტორი

 

2. იქონიეთ მინიმუმ ორი სტაბილური შემოსავლის წყარო

როდესაც დამოკიდებული ხარ ერთ ხელფასზე, ნებისმიერ დროს შესაძლოა რაიმე დრამატულად შეიცვალოს, სწორედ ამიტომ, გირჩევთ დაიწყოთ ახალი პროფესიების შესწავლა, რომელიც დაგეხმარებათ მოიძიოთ დამატებითი შემოსავლის წყარო, წინა წლებში არჩევანის არც თუ ისე ფართო სპექტრი იყო ახლა უკვე ძალიან ბევრი მარტივი და თანაც ეფექტური პლატფორმაა ხელმისაწვდომი:

 

  • Etsy-ზე გასაყიდად თქვენი ხელნაკეთი ნივთების ატვირთვა შეგიძლიათ
  • თქვენი, როგორც უშტატო თანამშრომლის, სერვისები შეგიძლიათ Upwork, Toptal, Fiverr, 99Designs-ზე და ა.შ. წარმოადგინოთ
  • თქვენ შეგიძლიათ eBay-ზე გაყიდოთ, რასაც ადგილობრივ ბაზარზე მიაგნებთ
  • თქვენ შეგიძლიათ საგამომცემლო ბიზნესი დაიწყოთ WordPress-ზე
  • თქვენ შეგიძლიათ მარტივად შექმნათ ვებგვერდი WIX-ზე
  • თქვენ შეგიძლიათ ორიგინალი დიზაინები ჩამოთვალოთ პროდუქტებისა, რომლებიც Amazon-ის მიმწოდებლების მოთხოვნის შესაბამისადაა შესრულებული

 

ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. თუ შემოქმედებითად აზროვნებთ და სწავლის სურვილიც გაქვთ, იმდენი შესაძლებლობა არსებობს, ბოლოს ვერ უპოვით და კიდევ ბევრი შესაძლებლობა გამოჩნდება.

 

3. ყოველთვის იყავით მზად მოულოდნელობებისთვის

მთელი წლის მანძილზე, ნამდვილად დრამატული იყო იმ ადამიანების ყურება , რომლებმაც  პანდემიის გამო დაკარგეს სამსახური და ძირითადი შემოსავლის წყარო.

ლოქდაუნი მძიმე ტვირთად დააწვა მათ ვისაც „წინა საუკუნის“ განათლება და კარიერა ჰქონდათ, ჩვენი ვალია ვიყოთ გათვითცნობიერებული ტრენდებში და ტექნოლოგიური ევოლუციისგან მიღებული ყოველი სიკეთე გამოვიყენოთ და ნებისმიერ სიტუაციაში პროდუქტიულები დავრჩეთ.

 

https://docs.google.com/forms/d/1H7SmbWbjuApCfjj6pjf_CWaI4kpxy752YLZmFVkU3gU/viewform?edit_requested=true

გაქვს აპლიკაციის იდეა, რომელიც იქნება შემდეგი Subway Surfers ან თუნდაც TikTok ? შეისწავლე მობილური აპლიკაციების შექმნა

 დარეგისტრირდი ახლავე!

 

4. ტექნოლოგიურ პროგრესს თუ ჩამორჩები, კრიზისული პერიოდი მძიმედ გადასატანი იქნება

ტექნოლოგიურმა მიღწევებმა, რომლებიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობს, ახალი კარიერული შესაძლებლობები გაგვიხსნა. ჩვენი კომუნიკაციის, მოგზაურობის თუ „შოფინგის“ გზებს დღეს ახალი პლათფორმები განაპირობებენ. სწორედ ისინი ქმნიან ახალ და ინოვაციურ, "უკვდავ" სამუშაო ადგილებს, რომლებსაც აქვთ უნარი გაუძლონ კრიზისს.

 

5. იმუშავეთ ერთდროულად რამდენიმე პროექტზე

დრო არ არის ჩვენი პროდუქტიულობის საუკეთესო საზომი. შეიძლება მხოლოდ ერთი საათი დახარჯოთ და ბრწყინვალედ შეასრულოთ სამუშაო ან ისე გაატაროთ ერთი კვირა არაფერი მნიშვნელოვანი არ შექმნათ. საჭიროა ზუსტ დროს ფოკუსირდეთ კონკრეტულ საკითხზე, რათა პირადი ცხოვრებისთვისაც დაგრჩეთ დრო.

 

ზოგჯერ საჭიროა ორ ან სამ პროექტზე ერთდროულად მუშაობა, როდესაც ერთი საქმე არ გამოგივათ, თქვენ დაგრჩებათ შემოსავლები და გუნდი მეორე საქმისთვის, საიდანაც აუცილებლად აღმოცენდება ახალი შესაძლებლობები.

 

  • გამოყავით ზუსტი დრო
  • გამოიჩინეთ მკაცრი დისციპლინა
  • შეეგუეთ ადრე გაღვიძებას/დაძინებას
  • იყავით ტონუსში

 

6.მართე შენი ყოველდღიურობა

რატომ ფლანგავ დროის დიდ ნაწილს უაზროდ და გგონია რომ ნამდვილი ცხოვრება, ბედნიერება და ყოველივე საუკეთესო სადღაც წინ მომავალში გელოდება?..  პანდემიამ გვიჩვენა, რომ თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურობას უაზრო რუტინა მოიცავდა, დაიმახსოვრე! პოზიტიური ცხოვრება  ნეგატიური ფიქრებით შეუძლებელია! დაიწყე დღესვე!  გამოსცადე საკუთარ თავზე პოზიტივის ძალა, კონცენტრირებული იყავი კონკრეტულად იმაზე რისი მიღწევაც ყველაზე მეტად გინდა.

 

შესაძლოა თქვენ გარშემომყოფებს ეჭვი ეპარებოდეთ, სკეპტიკურად უყურებდნენ თქვენ დამოკიდებულებას,მაგრამ „მნიშვნელობა არ აქვს რას ფიქრობენ სხვები“  მთავარია რა გსურთ თქვენ და რისი გჯერათ, თუ ადამიანი მოინდომებს აუცილებლად ყველაფერი გამოუვა! შენ შეგიძლია იყო შემდეგი, ყოველი დილა არის შანსი გახდე უკეთესი და წარმატებული! 

 

გახსოვდეთრომ მიუღწეველი მიზნები არ არსებობს! 2021 წელს შენ დაამტკიცებ რომ შეუძლებელი არაფერია!

 

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 .თელავინადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 .თბილისი.ყაზბეგის 34/34 

https://www.facebook.com/itstep.ge

რეგისტრაცია

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

კონფიდენციალობის პოლიტიკა და იურიდიული ინფორმაცია