არავის აქვს ამბიცია, წარმატებისმომტანი უნივერსალური მეთოდი აღმოაჩინოს. თუმცა, ადამიანები ცდილობენ მიაგნონ იმ ზოგად ხრიკებს, რომლებიც განვითარებისკენ სვლას დააჩქარებს. წარმატებული ადამიანები არ იბადებიან განსაკუთრებული ცოდნით. საქმე იმაშია, რომ მათ აქვთ უნარი ისწავლონ, დააკვირდნენ და განახორციელონ ცვლილებები, რომლებიც მიზნის მისაღწევად აუცილებელია.
ჩვენ უნდა გავაანალიზოთ, თუ როგორი მნიშვნელოვანია სწორი ჩვევების ჩამოყალიბება და უარის თქმა უსარგებლო, არაფრისმომცემ ქმედებებზე. ამ ყველაფერს კი დრო სჭირდება. ადამიანები ვერ ხედავენ იმ ძალისხმევას, რაც წარმატების მიღწევისთვისაა საჭირო. ვიზუალურად რომ წარმოვიდგინოთ, შეგვიძლია აისბერგის მაგალითი მოვიყვანოთ − დამკვირვებელი ამჩნევს მხოლოდ 25%-ს, ძირითადი კი თვალისთვის უხილავია. დარჩენილი 75%, წარმატების შემთხვევაში უჭირავს შეცდომებს, რწმენას, შეუპოვრობას, იმედგაცრუებას, თავგანწირვას, უძილო ღამეებსა თუ დაუღალავ შრომას
ყველაზე აუტანელია სტრესი, რომელსაც ჩვენ განვიცდით ახალ აქტივობებში ჩართვისას, მაგალითად, განათლების მიღებისა და განვითარების დროს ახალ ველზე შესვლისას, ჩვენ რთულ სიტუაციებს ყოველდღიურად ვაწყდებით, მაგრამ, იცით რა არის განსხვავება წარმატებულ და წარუმატებელ ადამიანს შორის? - ფოკუსის შენარჩუნებისა და სტრესის კონტროლის უნარი
წარმატებული ადამიანები უარს ამბობს საკუთარი ძალაუფლების გაცემაზე. ისინი ირჩევენ ფოკუსირებისა და ბრძოლის გზას, ქვემოთ მოცემულია ხუთი მეთოდი, რომელსაც რეგულარულად მიმართავენ ძლიერი პერსონები თავიანთი ცხოვრების გასაკონტროლებლად:
- წარმატებული ადამიანები საკუთარ თავში ზრდიან საკითხების გადაუდებლობის მოთხოვნას - არ გაურბიან შფოთს და სიზარმაცეს, აკონტროლებენ მათ
- წარმატებული ადამიანები არ ურევენ წარმატებულ საქმიანობას მიღებულ მიღწევებში - მათ ესმით, რომ პატარა წარმატებებზე ფოკუსირებამ შეიძლება თვითკმაყოფილებამდე მიგვიყვანოს, რაც მოდუნების და ფოკუსის დაკარგვის წინაპირობაა
- შემდგარი ადამიანები არ უშვებენ, რომ საგანგებო სიტუაციებმა მათი გეგმები აურიოს - თუ გადაუდებელი შემთხვევები ჩნდება, ეს მათ გეგმებს ხელს არ უშლის, ყველაფერს შეძლებისდაგვარად უმკლავდებიან და აგრძელებენ გზას
- წარმატებულმა ადამიანებმა იციან რა არის მნიშვნელოვანი - იმის ცოდნა, თუ რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი, ქმნის გარკვეულობას. ეს თავის მხრივ ამცირებს სტრესს. ეს ხელს უწყობს მათ თავიდან აირიდონ დროის ფლანგვა
- ისინი უსმენენ სწორ ხმებს და სწორ ფიქრებს - არ მისცეთ უფლება თქვენს შინაგან ეჭვებს შეაფერხოს კეთილი ზრახვები
მარტივი ჩვევების პრაქტიკა დაგეხმარებათ სერიოზული საფრთხეების თავიდან აცილებაში. საკუთარი ჩვევების შექმნით, თქვენს ცხოვრებაში ახალ რეალობას აღმოაჩენთ.
შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!
IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100 ფილიალით!
+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23
+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ
https://www.facebook.com/itstep.ge