IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

თუ თქვენი შემოსავლის წყარო მხოლოდ ფიქსირებული ხელფასია, სიღარიბისგან მხოლოდ ერთი ნაბიჯი გაშორებთ

25.08.2020

750 დათვალიერება

წლების წინ, წავაწყდი სტატიას, რომლის სათაურიც ამბობდა "თუ თქვენი შემოსავლის წყარო მხოლოდ ფიქსირებული ხელფასია, სიღარიბისგან მხოლოდ ერთი ნაბიჯი გაშორებთ"-ო. აღნიშნული ფრაზა მეხსიერების ჭაობებიდან ათასჯერ მაინც ამომიტივტივდა, მაგრამ, უმოქმედოდ ვიჯექი იქამდე, სანამ უმუშევრი არ დავრჩი 2019 წლის ბოლოს
 

ახალი სამსახური მალე მოვიძიე, მაგრამ, საკუთარ თავს შევპირდი, რომ კვირის ბოლომდე მოვიფიქრებდი ალტერნატიულ შემოსავლის წყაროებს, ჩამოვწერდი ვარიანტებს და შევუდგებოდი საქმეს, იმავე დღის ბოლოს პირობა შესრულებული მქონდა, 2 რამ მოვიფიქრე:

  1. გავაქირავე ავტოფარეხი საკმაოდ სარფიანად
  2. გავყიდე ჩემი ავტომობილი (პრიუსი) და დავიწყე პროგრამირების შესწავლა

 

თანამედროვე სამყაროში პროგრამირების ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია, მომავალში კი ის წერა-კითხვასავით აუცილებელი უნარი გახდება. კოდირება, ანუ პროგრამის წერა, თითქმის ყველა დარგში უფრო და უფრო მოთხოვნადი უნარი ხდება

 

                

           → დარეგისტრირდი ახლავე!

 

მახსოვს, სამსახურიდან შინ დაღლილი ვბრუნდებოდი, ამ ვითარებაში სასწავლო პროცესი ძალიან არასასიამოვნოა, დავალებებს ძალით ასწულებ და ორიენტირებული ხარ მხოლოდ ფინანსურ შედეგზე. საწყის ეტაპზე ჩემი პროდუქტიულობა ძალიან დაბალი იყო, მაგრამ, ეტაპობრივად ამ სფეროში საკუთარი თავი აღმოვაჩინე, დავიწყე ყველაფერში სიღრმისეულად ჩაძიება და დაიწყო პროცესით სიამოვნებაც, შედეგზე ისე მალე გავედი, რომ ჩემი თავის მეთვითონ გამიკვირდა

 

მალე დაიწყო ავადსაცსენებელი პანდემიაც და სამყარო “დაპაუზდა”, სამსახური ასე მოკლე დროში კიდევ ერთხელ დავკარგე, თუმცა დამრჩა სტაბილური შემოსავალი და რაც მთავარია ახალი, ტრენდული და საკმაოდ მოთხოვნადი უნარები, რომელიც მეხმარება გამოვიმუშაო თითქმის ორჯერ მეტი შინიდან გაუსვლელად, ჯერ კიდევ დამწყები პროგრამისტი ვარ და ვიცი, რომ წინ კიდევ უფრო ბევრი შრომა და ამავდროულად ბევრი წარმატებაც მელის

 

ეს სფერო კომპიუტერულ თამაშებს გავს, თითოეულ Level ზე კონკრეტული სირთულეების და puzzle ების გადალახვა მიწევს, თუმცა ამ გადალახვებით მივედი ახალ, უკეთეს ავტომობილამდე და იმ ცვლილებებამდე რომელსაც გუმჯობესებული ცხოვრების ხარისხი ეწოდება


ახლა კი, ამ პოსტს 2 მიზეზით ვწერ:

  1. მაქვს სურვილი მეც ვუბიძგო ვინმეს, დაიწყოს პასიურ შემოსავალზე ფიქრი და რაც მთავარია, დაიწყოს ახალი უნარების დაუფლება, თუ ერთი ადამიანი მაინც გააკეთებს ამას, ფუჭად არ გავრჯილვარ.
  2. მინდა თქვენც და საკუთარ თავსაც ვუსურვო ყველა გეგმის ისე შესრულება, როგორც მე საკუთარ თავთან დადებული პირობა შევასრულე!

 

ჩვენი ოცნებები სურვილებად და მიზნებად უნდა იქცნენ, ხოლო მიზნების მისაღწევად გზები თავადვე უნდა დავსახოთ და ამ პრინციპით გავაგრძელოთ ცხოვრება.

 

 

IT Academy STEP – მსოფლიო ბრენდი 98 ფილიალით!


გახდი კვალიფიციური სპეციალისტი და საკუთარი საქმის პროფესიონალი, შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში 

 

თბილისი,

საბურთალო, ალ.ყაზბეგის 34/34



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

მშობლებისთვის

როგორ ვასწავლოთ ბავშვს დამოუკიდებლობა და კრიტიკული აზროვნება

როგორ ეხმარება სკოლის პარალელურად პროფესიის სწავლა ბავშვს დამოუკიდებლობის, კრიტიკული აზროვნებისა და პასუხისმგებლობის განვითარებაში? გაიგეთ, რატომ არის ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიცია მისი მომავლისთვის.

დამოუკიდებლობა იწყება მაშინ, როცა ბავშვი რეალურ პასუხისმგებლობას იღებს ბევრი მშობელი ფიქრობს, რომ ბავშვის მთავარი მოვალეობა მხოლოდ სკოლაში კარგად სწავლაა. თუმცა, თანამედროვე რეალობაში მაღალი ქულები და კარგი ატესტატი წარმატებული მომავლის გარანტიას აღარ წარმოადგენს. ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება და შრომის ბაზრის ცვლილება სულ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს ისეთ უნ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

როგორ შევცვალოთ პროფესია 6 თვეში და დავიწყოთ სრულიად ახალი კარიერა IT-ში

პროფესიის შეცვლა 6 თვეში რეალურია, თუ სწავლა პრაქტიკაზე, სწორ მიმართულებასა და რეალურ პროექტებზეა დაფუძნებული. გაიგე, როგორ შეგიძლია დაიწყო ახალი კარიერა IT სფეროში და გამოიმიშავო ის უნარები, რომლებიც თანამედროვე შრომის ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადია.

პროფესიის შეცვლა აღარ ნიშნავს ყველაფრის თავიდან დაწყებას რამდენიმე წლის წინ პროფესიის შეცვლა ბევრისთვის რთულ და თითქმის მიუღწეველ გადაწყვეტილებად ითვლებოდა. ადამიანებს ჰქონდათ განცდა, რომ ახალი კარიერის დასაწყებად აუცილებლად სჭირდებოდათ წლები, უნივერსიტეტში ხელახლა ჩაბარება და დიდი გამოცდილება. დღეს რეალობა შეიცვალა. შრომის ბაზარი ბევრად უფრო სწრაფად ვითარდება, ხ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რას ნიშნავს უწყვეტი განათლება (Lifelong Learning) XXI საუკუნეში?

ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების ეპოქაში ერთი პროფესიის ან ერთხელ მიღებული ცოდნის იმედად ყოფნა აღარ არის საკმარისი. გაიგე, რას ნიშნავს უწყვეტი განათლება (Lifelong Learning), რატომ გახდა ის XXI საუკუნის ერთ-ერთი მთავარი უნარი და როგორ გვეხმარება მუდმივი სწავლა კარიერულ განვითარებაში.

ცოდნა, რომელიც არასდროს ჩერდება ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც ცვლილებები ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი, ავტომატიზაცია და ახალი ციფრული ინსტრუმენტები მუდმივად ცვლიან იმას, თუ როგორ ვსწავლობთ, ვმუშაობთ და ვქმნით მომავალს. ცოდნა, რომელიც რამდენიმე წლის წინ საკმარისი იყო კონკრეტულ სფეროში წარმატებისთვის, დღეს შეიძლება განახლებას საჭიროე

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

ხელოვნური ინტელექტი, როგორც შენი თანამშრომელი

ხელოვნური ინტელექტი უკვე ჩვენი ყოველდღიური დამხმარეა, ის ამარტივებს რუტინულ პროცესებს, გვიზოგავს დროს და გვაძლევს შესაძლებლობას, მეტი ყურადღება დავუთმოთ კრეატიულობასა და განვითარებას. გაიგე, როგორ შეიძლება AI გახდეს შენი ციფრული თანამშრომელი და დაგეხმაროს თანამედროვე სამყაროში წარმატებისთვის.

ხელოვნური ინტელექტი - ტექნოლოგია, რომელიც ჩვენს შესაძლებლობებს აძლიერებს ბოლო წლების განმავლობაში ხელოვნურმა ინტელექტმა (AI) მნიშვნელოვნად შეცვალა ჩვენი ყოველდღიურობა. ის, რაც ადრე მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკის ნაწილი გვეგონა, დღეს უკვე რეალური ინსტრუმენტია, რომელსაც მილიონობით ადამიანი იყენებს სწავლაში, მუშაობაში, კომუნიკაციასა და სხვადასხვა პროცესის გასამარტივებ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა