IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

ონლაინ სწავლება და მისი უპირატესობები!

14.09.2020

2448 დათვალიერება

თანამედროვე, სწრაფი ტექნოლოგიური განვითარების  სამყაროში არა მხოლოდ წარმოების ან მომსახურების სფეროში, არამედ თითოეული ადამიანის ცხოვრებაში თითქმის ყოველდღიურად ხდება  მნიშვნელოვანი ცვლილება

 

შედეგად, საქმიანობის ნებისმიერ სფეროში უწყვეტი სწავლის,  ახალი კომპეტენციების შეძენის უნარი იქცა პიროვნების ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნილ თვისებად.   დამსაქმებლებიც  უკვე ცდილობენ იპოვონ არა მხოლოდ პროფესიონალი მუშაკი მარკეტინგის, საცხობის ან ჭრა-კერვის მიმათულებით, ჩვენს დროში სჭირდებათ ადამიანი, რომელიც მუდმივად ცდილობს ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებას

 

ეკონომიკაში სწრაფად მიმდინარე დიგიტალიზაციის პროცესმა (ინფორმაციის ციფრულ ფორმატში გადაყვანამ) და ინტერნეტმა  ფაქტობრივად არა მხოლოდ გარდაქმნეს ჩვენი ყოფა, არამედ ამავდროულად მოახდინეს  განათლების სფეროს ტრანსფორმაციაც. ამიტომაც თანამედროვე ინფორმაციულ სამყაროში ონლაინ სწავლება ექსპერტების უმეტესმა ნაწილმა მიიჩნია  განათლების ინოვაციურ მიმართულებად, რომელიც შეესაბამება LLL– ის (ცხოვრების განმავლობაში სწავლების) მსოფლიოში საყოველთაოდ აღიარებულ იდეას.

 

ანალიტიკური სააგენტოს Research and Markets- ის პროგნოზით, ციფრული სწავლების გლობალური ბაზრის მოცულობა 2025 წლისთვის გაორმაგდება. ლიდერად EdTech- ის ბაზარზე კვლავ აღიარებენ ამერიკის შეერთებულ შტატებს. მოცულობით მეორე ადგილზე ფიქსირდება სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია და პირველ რიგში, რა თქმა უნდა,   ჩინეთი და ინდოეთი, სადაც ონლაინ განათლების მიწოდება და მოხმარება ბევრად უფრო სწრაფად მატულობს. პუბლიკაციაში „მცირე ბიზნესის ტენდენციები“ ასევე აღნიშნულია, რომ 2022 წლისთვის კორპორატიულ სწავლებაშიც კი კომპანიების 99% გეგმავს ელექტრონული სწავლების გამოყენებას, ასევე ნათქვამია, რომ გასული 16 წლის განმავლობაში, კორპორაციებმა   ელექტრონული სწავლების გამოყენება გაზარდეს კოლოსალური 1900% -ით.

 

ონლაინ სწავლებისადმი მზარდი ინტერესი ასევე განპირობებულია პანდემიითა და ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობის ყოველწლიური მატებით, რომლებიც ამჯობინებენ ქსელში შესვლას მობილური მოწყობილობების მეშვეობით. Mediascope -ს თანახმად, ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება დაახლოებით 25% -ით.

 

ამგვარ მიდგომას განაპირობებს რამოდენიმე ურთიერთდაკავშირებული და გადამკვეთი ტრედი. იზრდება ახალი პროფესიების რიცხვი, ძველ სპეციალობაბში მიმდინარეობს კომპეტენციების ხარისხობრივი ცვლა. ამის გამო ადამიანმა სწრაფად უნდა შეიძინოს აქტუალური ცოდნა და უნარები, ყველაზე ადექვატური გზით აღწევდეს შრომის ბაზარზე საკუთარი ღირებულების ამაღლებას. ამიტომაც განუხრელად იზრდება ონლაინ სწავლების პოპულარულობა. ამ ტენდენციებზე დაყრდნობით ბოლო წლების ანალიტიკა გვიჩვენებს,   რომ შემოთავაზებული ონლაინ კურსების  რაოდენობაც სტაბილურად იზრდება.

 

პრაქტიკა ადასტურებს, უმეტეს სფეროში ონლაინ განათლება უფრო წარმატებულად ახდენს ფაქტობრივი პრობლემების გადაჭრას, ვიდრე ტრადიცული განათლება. ონლაინ სწავლება არა მხოლოდ იზრდება პოპულარობით, არამედ იქცა სასურველ ფორმატად. ჩვენი დროის ადამიანმა უკვე გააცნობიერა, რომ   ინტერნეტი და სწავლების უახლესი ტექნოლოგიები გვთავაზობენ თანამედროვე განათლების ხელმისაწვდომობას და ლოგიკურია, რომ ონლაინ ტრენინგი მიიჩნევა შრომის ბაზარზე შრომითი რესურსის ღირებულების ზრდის ყველაზე შესაფერის გზად.

 

 

თანამედროვე ადამიანის ამოცანაა უმოკლეს დროში მიიღოს აქტუალური ცოდნა, ანუ მიაღწიოს რეალურ შედეგს, რათა ეფექტურად გამოიყენოს იგი სწრაფად ცვალებად სამყაროში.

 

ონლაინ სწავლებ მიზნად ისახავს მოსწავლისათვის აქტუალური ამოცანების რეალიზებას, აქცენტირებულია რეალურ შედეგზე, ცოდნისა და უნარების გაუმჯობესების შემდეგ ეტაპზე გადასვლის შესაძლებლობაზე.  

 

სამყარო მართლაც წარმოუდგენელი სიჩქარით იცვლება, ცხოვრება დაჩქარდა, დროს უნდა მოერგო ან ჩამორჩე და დრო დაუთმო სხვებს

Brandon Hall Group-ს კვლევის თანახმად   ელექტრონული სწავლა, როგორც წესი, 55% -დან 60% -მდე ნაკლებ დროს მოითხოვს, ვიდრე იგივე მასალის შესწავლა ”ტრადიციულ საკლასო გარემოში”.

 

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ისეთი ფაქტორიც, რომ თანამედროვე სამყაროში სულ უფრო მოთხოვნილი ხდება დასაქმებული, ზრდასრული ადამიანების პროფესიული კომპეტენციების დონის ამაღლება, ხოლო ამ კატეგორიის უმეტესობას არ ყოფნის დრო ტექნოლოგიური ტენდენციების შესასწავლად, რათა  კონკურენტუნარიანი რჩებოდეს შრომის ბაზარზე. აქედან გამომდინარე, ისინიც ირჩევენ ელექტრონულ სწავლებას, რომლის მაშვეობითაც შეუძლიათ გაიარონ ტრენინგი, თუ სემინარი, მიიღონ ინსტრუქტაჟი, როცა ესაჭიროებათ და ზუსტად იმ მოცულობითა და შინაარსით, რომელის   მათ სჭირდება. ამ მხრივ ყურადსაღებია ბოსტონის საკონსულტაციო ფირმა Eduventures, Inc - ს დასკვნაც, რომელიც მეტყველაბს იმაზე, რომ  დამსაქმებელთა 60 პროცენტზე მეტი აღიარებს ონლაინ ფორმატით კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას. 

 

ონლაინ სწავლების არაერთმა კვლევამ დაადგინა მისი უპირატესობები:

  1. მოხერხებულობა და კომფორტულობა. სწავლა შინიდან გაუსვლელად მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში
  2. ხარჯების შემცირება. ეკონომია. ონლაინ კურსი უფრო იაფია ვიდრე მისი ანალოგი სწავლების ტრადიციულ ფორმატში. არ ითხოვს მგზავრობის და საცხოვრებელ ხარჯებს
  3. მობილურობა - ე.ი. ყველგან სადაც მისაწვდომია ინტერნეტი, მისაწვდომია პოდკასტები, ვიდეო და სხვა ვიზუალური ელემენტები, ელ-წიგნები
  4. შეგიძლიათ საუთარი საჭიროებების შესაბამისად დაამატებითი მოდულების დაკავშირებით შეიქმნათ პირადი უნიკალური საგანმანათლებლო პროგრამები

 

პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ, სამუშაოს დაწყებისათვის ან კარიერული ზრისათვის ახალგაზრდები, როგორც წესი, ირჩევენ არატრადიციულ განათლებას,  ამასთან ონლაინ სწავლები  ფორმატს ანიჭებენ უპირატესობას სამსახურისგან მოწყვეტის გარეშე ცოდნის შევსებისა   და განათლების გაგრძელებისათვის

 

დისტანციურად შრომა და დისტანციურად სწავლა ტრენდშია როგორც არასდროს, გაზრდილია განვითარებადი ქვეყნებიდან პროფესიონალების დასაქმებისა და გადამზადების მაჩვენებელი, სახეზეა რეალობა, რომელშიც ჩვენი შესაძლებლობები დღითიდღე იზრდება – საჭირო უნარებს თუ ფლობ, ონლაინ პლატფორმების გამოყენებით, მარტივად არის შესაძლებელი შეისწავლო ახალი უნარები, ჩაება შრომის გლობალურ ბაზარზე და დასაქმდე გიგანტურ კომპანიაში

 

 

IT Academy STEP – მსოფლიო ბრენდი 82 ფილიალით!


გახდი კვალიფიციური სპეციალისტი და საკუთარი საქმის პროფესიონალი, შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში 

 

თბილისი,

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

 

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

News

Society 5.0 – როცა პროფესია აღარ არის სტატუსი, არამედ წვლილი საზოგადოების განვითარებაში

"ვინ ხარ?" – ექიმი, იურისტი, ინჟინერი, მასწავლებელი. თუმცა, თანამედროვე 2025 წლის რეალობაში, Society 5.0-ის კონცეფცია გვთავაზობს პრინციპულად განსხვავებულ პერსპექტივას:

საუკუნეების განმავლობაში პროფესიული იდენტობა წარმოადგენდა სოციალური სტატუსის ძირითად განმსაზღვრელს – "ვინ ხარ?" – ექიმი, იურისტი, ინჟინერი, მასწავლებელი. თუმცა, თანამედროვე 2025 წლის რეალობაში, Society 5.0-ის კონცეფცია გვთავაზობს პრინციპულად განსხვავებულ პერსპექტივას: პროფესია აღარ წარმოადგენს მხოლოდ ფორმალურ ტიტულს. ის გარდაიქმნება ინსტრუმენტად, რომლის მეშვეობითაც ინდივიდს შ

ШАГ логотип

მოტივაცია

მინდა ვაკეთო ის, რაც მნიშვნელოვანია – მაგრამ ჯერ არ ვიცი რა არის მნიშვნელოვანი

თუ გსურთ აკეთოთ ის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია, მაგრამ ჯერ არ გიპოვიათ თქვენი გზა, ეს სტატია დაგანახებთ, როგორ შეიძლება ინტუიციაზე დაყრდნობილი პირველი ნაბიჯები, მრავალფეროვანი გამოცდილება და მენტორის მხარდაჭერა გახდეს თქვენი უნიკალური მიმართულების აღმოჩენის გასაღები.

თქვენ არ ხართ ერთადერთი, ვინც ამ გამოწვევას ებრძვის. ძალიან ბევრ ადამიანს უჩნდება განცდა, რომ მათში არსებობს მნიშვნელოვანი პოტენციალი, მაგრამ ჯერ ვერ აღმოუჩენიათ ზუსტად სად ან როგორ უნდა მოახდინონ ამ პოტენციალის რეალიზება. ეს მდგომარეობა არ წარმოადგენს სისუსტეს, პირიქით, ეს არის ძალიან ძლიერი საწყისი წერტილი პიროვნული განვითარებისათვის. თუ არ გსურთ უბრალოდ სამსახური დ

ШАГ логотип

ახალი პროფესიები, ახალი წესები 7 უნარი, რომელიც ნებისმიერ პროფესიონალს დასჭირდება 2030 წლამდე

შვიდი ფუნდამენტური უნარი, რომლებიც 2030 წლამდე ნებისმიერი პროფესიონალისთვის გადამწყვეტი გახდება. ეს უნარები სცდება ტექნიკურ ცოდნას და ეხება აზროვნების სტილს, თანამშრომლობას, ეთიკურ პასუხისმგებლობასა და ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობის ახალ წესებს. თუ გსურთ მომავლის ბაზარზე კონკურენტუნარიანობა, აუცილებელია სწორედ ამ კომპეტენციების განვითარება.

თანამედროვე რეალობაში უკვე არავის უკვირს, როდესაც ერთი ადამიანის პროფესიული იდენტობა მოიცავს რამდენიმე განსხვავებულ როლს: პროგრამისტი, კონტენტის მენეჯერი, ხელოვნური ინტელექტის ტრენერი და პარალელურად სოციალური პროექტის განმავითარებელი. ეს მრავალმხრივობა არ წარმოადგენს ქაოტურ გამონაკლისს - ეს არის ახალი, სისტემური წესრიგი, სადაც პროფესიული საზღვრები იშლება, ტრანსფორ

ШАГ логотип

როგორ ზრდის AI დეველოპერების მოთხოვნებს?

ხელოვნური ინტელექტი არ ცვლის დეველოპერებს, ის ზრდის მათ მნიშვნელობას. AI-ის ეპოქაში მოთხოვნა იზრდება იმ პროფესიონალებზე, ვინც ფლობს როგორც პროგრამირების საფუძვლებს, ისე თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციას.

ბოლო წლებში ხელოვნურმა ინტელექტმა ტექნოლოგიური სფეროს განვითარება სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანა. დღეს უკვე პროგრამისტი აღარ არის მხოლოდ კოდირების შემსრულებელი — AI მას აძლევს საშუალებას, იფიქროს უფრო სტრატეგიულად, შექმნას უფრო რთული არქიტექტურები და მოერგოს სწრაფად ცვალებად გარემოს. ეს იმას ნიშნავს, რომ დეველოპერებზე მოთხოვნა იზრდება არა რაოდენობრივად, არამედ ხარ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა