IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

პოზიტიურ აზროვნებას ძალა ეკარგება, ამის ნაცვლად სცადეთ იაზროვნოთ რეალურად

31.07.2020

689 დათვალიერება

ამბობენ "თუ წარმოიდგინე, რომ მდიდარი ხარ, გახდები მდიდარი"

ლონდონის ეკონომიკის, პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლისა და ბეითის უნივერსიტეტის სკეპტიკოსები 18 წლის განმავლობაში ადევნებდნენ თვალს ხალხის ფინანსებსა და მათ მოლოდინებს, მათ დაადგინეს, რომ საბოლოოდ, ზღვარგადასული ოპტიმისტები კი არ მდიდრდებოდნენ, არამედ, უფრო ღარიბდებოდნენ. ოპტიმიზმი კარგია ზომიერად

 

მაინც, ვინ იბრძვის უკეთესად? - რეალისტურად მოაზროვნეები!

ისინი გადაწყვეტილებებს იღებენ ზუსტი შეფასებებისა და ციფრებში გამოსახული შედეგების საფუძველზე, ესაა რეალობა. ”თქვენი მომავლის შესახებ რეალისტურად ფიქრი და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გონივრული გადაწყვეტილებების მიღება მიგიყვანთ კეთილდღეობის განცდამდე, დაჟინებულად პოზიტივის გამოვლენის გარეშე,“ - აღნიშნა ბეითის მენეჯმენტის სკოლის უნივერსიტეტის ბიზნესის ეკონომიკის ასოცირებულმა პროფესორმა, კვლევის თანაშემწემ Chris Dawson-მა.

 

კვლევის დროს 1.600 ადამიანს აკვირდებოდნენ ბრიტანეთის საყოფაცხოვრებო პანელის მიმოხილვაში დაახლოებით ორი ათწლეულის განმავლობაში.

 

არარეალისტური ოპტიმისტებიც და პესიმისტებიც, ცუდად განიხილებიან, მიკერძოებული მოლოდინებზე დამყარებული საკუთარი გადაწყვეტილების მიღების გამო. ორივე ტაქტიკა ემოციურ არეულობას იწვევს:

  • ზედმეტად ოპტიმისტურ მოაზროვნეებს შეუძლიათ განიცადონ გამანადგურებელი დონის იმედგაცრუება, როცა მოლოდინები არ მართლდება
  • ზედმეტად პესიმისტურ მოაზროვნეებს შეუძლიათ განიცადონ პრობლემების დანახვისა და მოლოდინების შიში და მრავალი წელი გაატარონ არც თუ ისე სახარბიელო განცდებში დატყვევებულებმა

 

იმის საჩვენებლად, თუ როგორ ფუნქციონირებენ ოპტიმისტური, რეალისტური და პესიმისტური მოაზროვნეები, ლონდონის ეკონომიკის სკოლის მენეჯმენტის პროფესორი, თანაავტორი David de Meza, აღწერს თუ როგორ იქცევა თითოეული ადამიანი პანდემიის დროს. ”ოპტიმისტები საკუთარ თავს ნაკლებად აღიქვამენ Covid-19- ის რისკზე, ვიდრე სხვები და შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიიღონ შესაბამისი ზომები”, - წერს იგი. „მეორეს მხრივ, პესიმისტებმა შეიძლება არასოდეს დატოვონ თავიანთი სახლები და შვილები კვლავ აღარ გაუშვან სკოლაში. რეალისტები იღებენ გაზომილ რისკებს დაავადების მეცნიერული გაგების საფუძველზე. ”

 

რა თქმა უნდა, რეალისტური მოაზროვნეები უმცირესობაში არიან: მკვლევარებმა განაცხადეს, რომ ევროპის მაშტაბით მოსახლეობის დაახლოებით 82% არარეალისტური ოპტიმისტია, რომლებიც გადაჭარბებულად თვლიან იმის ალბათობას, რომ კარგი და პოზიტიური ცვლილებები მალე მოხდება და არასწორად აფასებენ ცუდი პერსპექტივების შესაძლებლობას

 

დასკვნა

  • პოზიტიური და ნეგატიური აზროვნება თანაბარი ძალებით იბრძვიან ადამიანის გონებაში - დაიჭირე ბალანსი!
  • იყავი განსხვავებული, იაზროვნე რეალისტურად! თუმცა განსხვავებულში ერთეულები იგულისხმებიან, სამყაროს კი ბევრი ასეთი განსხვავებულად მოაზროვნე სჭირდება.
  • საქმისადმი რეალისტური დამოკიდებულება წარმატების მისაღწევად გასავლელ გზას საგრძნობლად ამცირებს.
  • რეალისტურად მოაზროვნე ადამიანებს, თვითმოტივაციის უნარი გააჩნიათ.
  • რეალისტურ აზროვნებას ყოველთვის პოზიტიურ შედეგამდე მივყავართ, ხოლო ნეგატიური აზროვნება გვექაჩება უმოქმედობისკენ
  • რეალისტურ აზროვნებას მოვლა და გაფრთხილება სჭირდება, ის ყოველდღიურ გამომუშავებას საჭიროებს, რადგან ჩვენ ხომ არ ვიცით ჩვენგან რა მანძილზეა ჩასაფრებული მისი მოწინააღმდეგეები?!


დაალაგეთ ფიქრები, იაზროვნეთ რეალისტურად და ეს ყველაფერი საქციელში გადაიტანეთ, დაიწყეთ აქტუალური პროფესიების შესწავლა, რომელიც პანდემიის მსვლელობისას კარგად მოერგება მოვლენების განვითარების ნებისმიერ სცენარს

 

 

IT Academy STEP – მსოფლიო ბრენდი 82 ფილიალით!


გახდი კვალიფიციური სპეციალისტი და საკუთარი საქმის პროფესიონალი, შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში 

 

თბილისი,

საბურთალო, ალ.ყაზბეგის 34/34

 



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ იღებს შენზე მეტ ხელფასს ადამიანი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს

ნაკლები გამოცდილება ყოველთვის დაბალ ხელფასს არ ნიშნავს. ანაზღაურებაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს პასუხისმგებლობებს, კონკრეტულ უნარებს, დასაქმების პირობებსა და მოლაპარაკების ისტორიას. გაიგე, როგორ შეაფასო საკუთარი მდგომარეობა, მოემზადო ხელფასზე საუბრისთვის და დაგეგმო შემდეგი პროფესიული ნაბიჯი.

გამოცდილების წლები ხელფასის მხოლოდ ერთი ნაწილია  ხუთი წელია მუშაობ, პასუხისმგებლობებს კეთილსინდისიერად ასრულებ და გუნდშიც ხშირად შენ გეკითხებიან რჩევას. შემდეგ იგებ, რომ თანამშრომელი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს, შენზე მეტ ანაზღაურებას იღებს. პირველი რეაქცია შეიძლება უსამართლობის განცდა იყოს: თუ მეტი დრო გაქვს დახარჯული პროფესიის შესწავლასა და პრაქტიკაში, რატá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა