IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

როგორ შევქმნათ გაყიდვადი წიგნის ყდის დიზაინი?!

04.03.2021

2848 დათვალიერება

ბავშვობაში გვეუბნებოდნენ, რომ "არასოდეს განსაჯოთ წიგნი მისი ყდის მიხედვით". სინამდვილეში,  პოტენციურ მკითხველს სწორედ გარეკანი სთავაზობს მნიშვნელოვან ცნობებს იმის შესახებ, თუ რისი აღმოჩენა შეუძლიათ წიგნში.

 

თვალისმომჭრელი ვიზუალის მქონე წიგნი, ავტორის გაგებამდე, იპყრობს მკითხველის ყურადღებას და ქრება მაღაზიის თაროებიდან (ისევე, როგორც ინტერნეტ მაღაზიებიდან). როგორ შევქმნათ ისეთი წიგნის ყდა, რომელიც გაიყიდება?

 

სანამ დაიწყებთ წიგნის გარეკანის შექმნას საკუთარი თავისთვის ან კლიენტისთვის, შეისწავლეთ ქვემოთ მოცემული ცხრა საუკეთესო პრაქტიკა წიგნების მაღალი ხარისხის ყდის შესაქმნელად, რომელიც თაროებიდან მოკლე დროში გაქრება:

 

  1. ინსპირაციის გასაღვიძებლად გეცანით სხვადასხვა გარეკანს
  2. წაიკითხეთ წიგნი და გამოკვეთეთ ძირითადი თემები
  3. გაითვალისწინეთ ჟანრი
  4. გამოიყენეთ ვიზუალური იერარქია
  5. თავიდან აირიდეთ აურზაური
  6. გააკეთეთ ესკიზები
  7. შეარჩიეთ შესაბამისი შრიფტები და ფერები
  8. გამოკვეთეთ სათაური
  9. არ გამოგრჩეთ წიგნის კიდე და ბოლო ყდა

 

1. ინსპირაციის გასაღვიძებლად გეცანით სხვადასხვა გარეკანს

სანამ დიზაინის შექმნას დაიწყებთ, ყოველთვის უნდა მოაგროვოთ ვიზუალური შთაგონება, რაც ხელს შეუწყობს გარეკანის საერთო იერსახესა და შეხედულებას.

 

თქვენ, როგორც პროფესიონალი, კარგად იცნობთ ტრენდს, სხვადასხვა წიგნის დათვალიერებით მარტივად გახვალთ საჭირო წიგნის დიზაინზე თქვენი მორიგი შეკვეთისთვის, მნიშვნელოვანია დაათვალიეროთ ბევრი სტილის გარეკანი და გააღვიძოთ მუზა.

დაიწყეთ Dribbble- ის დათვალიერება და იპოვეთ წიგნის გარეკანის თვალისმომჭრელი ნიმუშები, შექმენით განწყობის დაფა, სადაც შეაგროვებთ ყველა თქვენს იდეას. კარგი შემთხვევა მიზნად ისახავს შეაგროვოთ 10–20 ცალი ვიზუალური ინსპირაცია.

 

2. წაიკითხეთ წიგნი და გამოკვეთეთ ძირითადი თემები

გარეკანს სჭირდება წიგნში მოცემული ჟანრის გადმოცემა და თემების გამოკვეთა. რას გვასწავლის წიგნი? არის ეს თანამედროვე საზოგადოებისთვის საინტერესო? იქნებ იუმორის ჟანრია ან სათავგადასავლო მოგონება, რომელიც საკუთარი თავის აღმოჩენას შეგაძლებინებთ? - სერიოზულ წიგნს უნდა ჰქონდეს შედარებით სერიოზული ყდა, ხოლო გასართობ, სანაპიროზე წასაკითხ წიგნს სჭირდება სულ სხვა სახის ესთეტიკა.

 

3. გაითვალისწინეთ ჟანრი

იშვიათად შეხვდებით გახმაურებულ რომანტიკულ რომანს, რომელშიც ჩახუტებული წყვილი არ იყოს გარეკანზე გამოსახული. ნამდვილი დანაშაულის თემებზე დაწერილ წიგნების გარეკანზე, როგორც წესი, გამოსახულია მუქი ყდა, რომელიც მიანიშნებს დანაშაულზე.

 

იმის გასაგებად, თუ რას შეიძლება მოელოდოთ ჟანრისგან, გადახედეთ კონკურენტ წიგნებს. თუ ისინი გარკვეულ პირობითობას მიჰყვებიან, ალბათ თქვენც მოისურვებთ, რომ თქვენი ყდაც ასევე შეესაბამებოდეს ამ პირობითობას, რათა ამ ჟანრის მკითხველმა დაუყოვნებლივ იცნოს ის.

 

4. გამოიყენეთ ვიზუალური იერარქია

ვიზუალური იერარქია მთავარი ნაწილია წიგნის ყდაზე. დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ მკითხველი, რომელიც თაროებს ათვალიერებს, პირველ რიგში, ყდის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს დაინახავს. წიგნების უმეტესობისთვის ეს იქნება სათაური, მაგრამ ბესტსელერების გარკვეული ავტორებისთვის შეიძლება გაითვალისწინოთ მათი სახელის გამოკვეთა ისე, რომ ეს სათაურზე უფრო თვალსაჩინო იყოს. ეს იმიტომ ხდება, რომ ამ ავტორის გულშემატკივრები მარტივად მიაგნებენ მას.

 

5. თავიდან აირიდეთ გადატვირთვა

ბაზარზე იმხელა არჩევანია, რომ ძებნაში საათებს აღარავინ ხარჯავს, შესაბამისად, გადატვირთული ყდა ეფექტური აღარ არის, ახლა ტრენდშია სიმარტივე და სიხალისე - შეარჩიეთ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი თქვენი ყდისთვის. ეს შეიძლება იყოს გამოსახულების ნაწილი, რომელიც ყდაზეა გამოყენებული, ან წიგნის სათაური.

 

გამოსაკვეთად მნიშვნელოვან ელემენტს თუ მიაგნებთ, მის გარშემო სრული სიცარიელე შეგიძლიათ დატოვოთ ან შეუხამოთ რაიმე ტონალობის ფონი

 

6. გააკეთეთ ესკიზები

როცა ადამიანები ათვალიერებენ Amazon- ს ან სხვა ონლაინ გამომცემლებს, მაგალითად, Bookshop.org- ს, მათ თვალწინ წარმოდგენილია გარეკანი მცირე ზომის ფოტოებით, რასაც ვუწოდებთ ესკიზების სერიას.

 

ეს ნიშნავს, რომ თუ თქვენი სათაური არ არის საკმარისად გამოკვეთილი გარეკანზე, მას ვერ წაიკითხავენ. ეს ასევე ნიშნავს, რომ თუ თქვენს გარეკანს აქვს უამრავი კარგი დეტალი, რაც მნიშვნელოვანია მისი ინდივიდულობისთვის, ისინი მინიატურულ ზომაში დაიკარგება.

 

მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს დეტალები გარეკანზე არ უნდა დაიტანოთ. მთავარია დარწმუნდეთ, რომ თქვენს მიერ შექმნილ გარეკანს ძლიერი გავლენა ექნება მინიატურულ ზომაშიც კი.

 

ჩაერთეთ ჩვენს ონლაინ აკადემიაში, შეისწავლეთ გრაფიკა და დიზაინი მსოფლიო ბრენდისგან

             → დარეგისტრირდი ახლავე!

 

7. შეარჩიეთ შესაბამისი შრიფტები და ფერები

წიგნის გარეკანისთვის საბეჭდი მასალის არჩევა შეიძლება რთული აღმოჩნდეს. ის მშვენივრად უნდა გამოიყურებოდეს, როცა მთელ გარეკანზე იქნება გამოსახული, მაგრამ ამავდროულად წაკითხვადიც უნდა იყოს მცირე ზომის გამოსახულებებზე.

 

უმეტეს შემთხვევაში, შეეცადეთ თავიდან აიცილოთ ნებისმიერი სუპერ დეტალური გამოსახულება ან რთული სკრიპტის ტიპაჟები. სრულყოფილი შრიფტის ძებნისას, ეს შრიფტი მოსინჯეთ როგორც დიდი ზომის ეკრანზე, ასევე უფრო მცირე ზომისაზე, რომ ნახოთ არის თუ არა ის ისევ წაკითხვადი 12px ან 14px ზომაზე.

 

ფერების პალიტრები შეიძლება იყოს წიგნის ყდის ყველაზე დიდი აქტივი - ან ყველაზე დიდი კრახი. სწორი ფერების პალიტრა მკითხველის თვალს იზიდავს და წიგნის ტონისა და განწყობის შესახებ წარმოდგენას უქმნის, არასწორი ფერები კი თქვენს აუდიტორიას დაბნეულობას აგრძნობინებს.

 

მაგალითად, ნეონის ფერები, როგორც წესი, მიუთითებს იმაზე, რომ წიგნი იქნება სასიამოვნო წასაკითხი და არც თუ ისე სერიოზული. მუქი ფერები? ასეთი წიგნები შეიძლება იყოს სერიოზული ან საშიში (დამოკიდებულია ჟანრზე). მქრალი ფერები? ასეთი წიგნები, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან შეტყობინებას შეიცავს.

 

დაიმახსოვრეთ: ფერების პალიტრები განწყობის შექმნის მხოლოდ ერთი ნაწილია. მაგალითად, შეგიძლიათ შექმნათ საშინელი განწყობა პასტელის ფერის ყდით, სწორი ვიზუალური ელემენტებით (Kiersten White-ის მიერ დაწერილ The Dark Descent of Elizabeth Frankenstein-ს აქვს პასტელის ვარდისფერი ყდა, რომელიც აშკარად შიშის მომგვრელია).

 

8. გამოკვეთეთ სათაური

ჩვენ უკვე ვახსენეთ სათაურები, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ სათაური გამოკვეთილი და ადვილად წაკითხვადი იყოს გარეკანზე, ნებისმიერ ფორმატში და ზომაში.

 

თუ ვინმე ეძებს კონკრეტულ სათაურს და ეს სათაური ადვილად ცნობადი არ არის გარეკანზე, შეუძლია სკანირება მოახდინოს მის გასწვრივ. სათაურებს ასევე შეუძლიათ წიგნის შინაარსზე ძლიერი მინიშნება მოახდინონ.

 

დარწმუნდით, რომ თქვენი სათაური იპყრობს ყურადღებას და გამოირჩევა გრაფიკული ფონიდან.

 

9. არ გამოგრჩეთ წიგნის კიდე და ბოლო ყდა

მიუხედავად იმისა, რომ მთელი ტრიუმფი წიგნის წინა ყდას ხვდება წილად, ყდის კიდეები და უკანა ყდა დიზაინის ასევე მნიშვნელოვანი ელემენტებია. ყდის კიდე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა მკითხველი წიგნის მაღაზიის თაროებს ათვალიერებს, სადაც წიგნების უმეტესობა თაროებზეა განლაგებული და მხოლოდ წიგნის ყდა ჩანს.

 

თქვენ ასევე უნდა გაითვალისწინოთ, რომ ოფსეტური პრინტერების მუშაობის გამო, წინა და უკანა ყდა და ასევე ყდის კიდე შეიძლება ყოველთვის არ იყოს იდეალურად გასწორებული.

 

ფონის ძირითადი დიზაინის მოთავსებით მთლიანი გარეკანის გარშემო, თავიდან აიცილებთ ყდის კიდის ან უკანა ყდის ცუდ გამოსახულებას ბეჭდვის შეცდომების გამო. ეს უზრუნველყოფს იმას, რომ მთელი წიგნის ყდა პროფესიონალურად და თანმიმდევრულად გამოიყურებოდეს.

 

 

ონლაინ წიგნების გამყიდველთა და ელექტრონული წიგნების პოპულარობის შედეგად წიგნის გარეკანის დიზაინი შეიცვალა, მაგრამ კარგი დიზაინის ძირითადი პრინციპები იგივე დარჩა. გარეკანის შექმნა, რომელიც მკითხველის ყურადღებას მიიპყრობს, წიგნის წარმატების საწინდარია.

 

უფრო მეტიც, ინტერნეტში შეგიძლიათ იხილოთ წიგნების გარეკანის დიზაინის წარმოუდგენლად მოსახერხებელი შაბლონები, თუ კომფორტულად არ იყენებთ დიზაინის პროგრამულ უზრუნველყოფას, მაგალითად Adobe Photoshop ან Illustrator-ს. ამასთან, ჩვენ გირჩევთ იპოვოთ პროფესიონალი ფრილანს გრაფიკული დიზაინერი, რომელიც ექსპერტია დასამახსოვრებელი გარეკანის დიზაინში, ისეთში რომელიც რეალურად იყიდება.

 

დაეუფლე 2021 წელს მოთხოვნად და საუკეთესოდ ანაზღაურებად პროფესიებს  ციფრული მარკეტინგი და დიზაინი3D გრაფიკა და დიზაინი2D გრაფიკა და UI/UX დიზაინიინტერიერის დიზაინი

 

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100 ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ხელოვნური ინტელექტის როლი დასაქმების სფეროში შესაძლებლობები და გამოწვევები

თანამედროვე სამყაროში ხელოვნური ინტელექტი (AI) აღარ არის მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკა, ის აქტიურად ცვლის შრომის ბაზარს, ქმნის ახალ პროფესიებს და გარდაქმნის არსებულ სამუშაო პროცესებს. გაეცანი, თუ რა შესაძლებლობებს უხსნის AI დასაქმებულებს, რა გამოწვევების წინაშე აყენებს მათ და როგორ უნდა მოვემზადო მომავლის კარიერისთვის, სადაც ტექნოლოგია და ადამიანი ერთად მუშაობენ.

ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია სამუშაო ადგილებზე რევოლუციურ ცვლილებებს იწვევს. ავტომატიზაცია საშუალებას აძლევს კომპანიებს, ოპტიმიზაცია გაუკეთონ რუტინულ დავალებებს, რაც თანამშრომლებს უფრო კრეატიული და სტრატეგიული საკითხების გადაჭრისთვის ათავისუფლებს. ამ პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება შესაბამისი ცოდნის შეძენა.  IT აკადემია Step-ის AI – ხელოვნური ინტელექტის ინ

ШАГ логотип

AI

პროფესიები რომლებიც გაქრება (გადაშენების პირას) რა გავლენას ახდენს AI და ავტომატიზაცია?

გაიგე, რომელი პროფესიები დგას გადაშენების პირას AI-სა და ავტომატიზაციის ეპოქაში. ტექნოლოგიური გავლენა შრომის ბაზარზე გარდაუვალია, ამიტომ მნიშვნელოვანია იმ სფეროების ცოდნა, რომლებსაც ჩანაცვლება ემუქრებათ. აღმოაჩინე გზები, რომლებიც მომავლის კარიერის შენარჩუნებასა და განვითარებაში დაგეხმარება.

ციფრული ერა და შრომის ბაზრის ტრანსფორმაცია თანამედროვე სამყაროში ხელოვნური ინტელექტი (AI) და ავტომატიზაცია აღარ არის მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკის ნაწილი. ისინი ჩვენი ყოველდღიური სამუშაო გარემოს განუყოფელი ელემენტები გახდნენ. ტექნოლოგიური პროგრესი რადიკალურად ცვლის შრომის ბაზარს, რაც გარკვეული ტრადიციული პროფესიების გაქრობას ან მათ სრულ ტრანსფორმაციას იწვევს. პროც

ШАГ логотип

AI

Generative AI-ს გავლენა კრეატიული პროფესიების შემცირებაზე

ტექნოლოგიური პროგრესი მუდმივად ცვლის შრომის ბაზარს, თუმცა Generative AI-ს გამოჩენამ კრეატიულ სფეროში განსაკუთრებული კითხვები გააჩინა. რეალურად, ემუქრება თუ არა საფრთხე დიზაინერებსა და ქოფირაითერებს, თუ ხელოვნური ინტელექტი უბრალოდ ახალი ეპოქის დამხმარე ხელსაწყოა, რომელიც შემოქმედებით პროცესს უფრო ეფექტურს ხდის.

საფრთხე თუ ახალი შესაძლებლობა? ბოლო პერიოდში Generative AI (გენერაციული ხელოვნური ინტელექტი) ტექნოლოგიურ სამყაროში ნამდვილ რევოლუციად იქცა. ისეთმა პლატფორმებმა, როგორებიცაა Midjourney და ChatGPT, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს ადამიანის ექსკლუზიურობა კრეატიულ პროცესებში. ბევრი ფიქრობს, რომ ალგორითმები, რომლებსაც წამებში შეუძლიათ რთული ილუსტრაციების შექმნა, ჩაანაცვლებენ სპეციალისტებს და

ШАГ логотип

ძირითადი უნარების გარდაქმნა რა ცოდნას ითხოვს მომავალი

ნოლოგიური ევოლუცია ჩვენს თვალწინ ცვლის სამუშაო გარემოსა და მოთხოვნად უნარებს. გაიგე, რა ცოდნას ითხოვს მომავალი, როგორ უნდა გარდაქმნა შენი ძირითადი უნარები ახალ რეალობასთან მოსარგებად და რატომ არის უწყვეტი განათლება წარმატების მთავარი ფორმულა ციფრულ ეპოქაში.

ეპოქალური ცვლილება შრომის ბაზარზე ტექნოლოგიური პროგრესი და ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარება ფუნდამენტურად ცვლის შრომის ბაზრის მოთხოვნებს. ის, რაც გუშინ უალტერნატივო უნარად ითვლებოდა, დღეს შესაძლოა ავტომატიზებულმა სისტემამ ჩაანაცვლოს. სწორედ ამიტომ, გადამწყვეტი ხდება არა მხოლოდ ტექნიკური ცოდნა, არამედ ადაპტაციის უნარი და ახალი ეპოქის მოთხოვნებზე მორგება. მ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა