IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

10 სამუშაო უნარ-ჩვევა UI & UX დიზაინერებისთვის

28.07.2020

308 დათვალიერება

სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს წარმატებული კარიერისთვის UI & UX-ში.

როგორც დიზაინერები, იქნება ეს UI, UX, თუ პროდუქტის დიზაინი, ვცდილობთ ჩვენი ყურადღება და ენერგია მივმართოთ რეალური უნარების განვითარებასა და დაუფლებისკენ.

 

როდესაც გვკითხავენ, ”როგორ გაუმჯობესდით ბოლო 6 თვის განმავლობაში?” ჩვენ მივუთითებთ მომხმარებელთა ტესტირების შესამჩნევად გაუმჯობესებულ გაგებაზე ან რამდენად მდგრადი ვიყავით ყოველდღიურ UI გამოწვევების მიმართ.

მართალია იშვიათად, მაგრამ ჩვენ ნამდვილად ვუთმობთ დროს სამუშაო უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას.

 

მეც, რა თქმა უნდა დამნაშავე ვარ ამაში და ამ ნაშრომს, როგორც შეხსენებას, ნაწილობრივ, ჩემთვისაც ვწერ, ნაკლები დრო უნდა დავხარჯოთ მხოლოდ ფერადი გამოსახულების და გრაფიკის შექმნაზე და უფრო მეტად უნდა განვავითაროთ პიროვნული უნარები, რომლებიც ასეთივე მნიშვნელოვანია.

 

1. ფიდბექი

„ეს დიზაინი საერთოდ არ ვარგა“        vs        „ეს დიზაინი შეიძლება გაუმჯობესდეს .... ით“

 

კონსტრუქციული გამოხმაურების მიღება და ნაკლებ კონსტრუქციულ გამოხმაურებაზე რეაგირება არის კრიტიკული უნარი, რაც შეიძლება ბევრი ახალი დიზაინერისთვის არაკომფორტული იყოს.

 

გამოხმაურების ძირითადი უნარების ცოდნის ნაკლებობა იწვევს კლიენტებს ბუნდოვან და უსარგებლო გამოხმაურებებს, როგორიცაა "შეგიძლია პოპულარულად აქციო?

ეფექტური გამოხმაურების უზრუნველსაყოფად, ჩვენ გასაგებად და სპეციფიკურად უნდა ჩამოვაყალიბოთ აზრი. ”ჩვენი კარიერის გვერდზე გამოყენებული გამოსახულებები ჩვენს კულტურას კარგად არ წარმოადგენს. მოდით ვაჩვენოთ მხიარული და თავისუფალი აურა, რომ უკეთესი კავშირი დავამყაროთ იმ კანდიდატებთან, რომლებსაც ვიმედოვნებთ, რომ მოვიზიდავთ ”უფრო სასარგებლო გამოხმაურებაა, ვიდრე” აქციეთ ეს პოპულარულად”.

 

როცა საქმე გვაქვს გამოხმაურების მიღებასთან, მნიშვნელოვანია ზუსტად განსაზღვროთ რისთვის დაგვჭირდება ეს გამოხმაურება. ჩვენ ასევე უნდა ვიყოთ ღიად მოაზროვნე იმ გამოხმაურების შესახებ, რომელსაც ვიღებთ და მუდმივად მოვითხოვთ ბუნდოვანი შეხედულების გარკვევა ან დეტალური დაკონკრეტება.

 

2. აქტიურად მოსმენა

„მაგარია, ნება მომეცით ჩემი იდეებიც გაგიზიაროთ!“  vs  „ეს მართლაც კარგი იდეაა, მომიყევით უფრო მეტი მის შესახებ“.

 

აქტიური მოსმენა ნიშნავს სხვა ადამიანზე ფოკუსირებას და არა იმ აზრებზე, მოსაზრებებზე ან იდეებზე ფიქრს, რომლებიც ჩვენს თავში ჩნდება.

ეს უნარი ეფექტურია მომხმარებლებთან ინტერვიუს დროს, კოლეგებთან საუბრისას ან ჩვენი მომხმარებლებისგან ბიზნესის პრობლემის შესახებ შეხედულებების შეგროვების დროს.

 

აქტიური მოსმენა ნამდვილად არ მოუტანს სარგებელს ჩვენს დიზაინერულ კარიერას - ის დაგვეხმარება მეგობრობაში, ინტერვიუებში, პირად ურთიერთობებში ან ნებისმიერ რამეში, რაც ადამიანებთან კომუნიკაციას მოიცავს.

 

Forbes– ის ეს სტატია, 10 ნაბიჯი ეფექტურ მოსმენამდე, შესანიშნავი საკითხავია ყველასთვის, ვისაც აქტიური მოსმენის უნარის გაუმჯობესების იმედი აქვს. ეს არის საუკეთესო რჩევები ამ სტატიიდან:

  1. პირისპირ უყურეთ მოსაუბრეს და შეინარჩუნეთ თვალით კონტაქტი
  2. ყური უგდეთ სიტყვებს და შეეცადეთ წარმოიდგინოთ, რასაც მოსაუბრე გიყვებათ
  3. არ შეაწყვეტინოთ და თავს არ მოახვიოთ საკუთარი „გადაწყვეტილებები“
  4. დაელოდეთ მოსაუბრეს, სანამ პაუზას გააკეთებს და შემდეგ დაუსვით შეკითხვები დეტალების დასაზუსტებლად
  5. შეკითხვები დასვით მხოლოდ იმისთვის, რომ დარწმუნდეთ მოსაუბრის ნათქვამის სისწორეში
  6. მოსაუბრეს მკაფიოდ და ლაკონურად გადაეცით თქვენი აზრი

 

3. გახსნილი გონება

„ეს იდეა არასდროს იმუშავებს“     vs     „საინტერესოა, როგორ წარმოგიდგენიათ მისი მუშაობა?“

 

UI & UX დიზაინი ეხება შემოქმედებითობას და არსებული პრობლემების ახალ და ინოვაციურ გადაწყვეტილებებს.

მუდმივად გახსნილი გონებით, შეგვიძლია მივხვდეთ პრობლემების მოგვარების პოტენციურ გადაწყვეტილებებს და ალტერნატიულ მეთოდებს.

ერთი შეხედვით, ყველა იდეა არ არის სიცოცხლისუნარიანი ან ღირს მათში ინვესტიციის ჩადება, მაგრამ როგორც დიზაინერები, ჩვენი საქმეა მომხმარებლის პრობლემების გადასაჭრელად ყველა პოტენციური გადაწყვეტილების მოძიება.

 

Garrett Camp-ს და Travis Kalanick-ს გახსნილი გონება რომ არ ჰქონოდათ, როცა იმედგაცრუება გამოსცადეს ტაქსების ინდუსტრიის მიმართ, მაშინ ისინი არასდროს დააარსებდნენ Uber-ს. ბევრს, დიდი რაოდენობით ხალხის უცხო მანქანებში ჩაჯდომის იდეა წარმოუდგენელ წარმატებად ეჩვენებოდა - მაგრამ გახსნილმა გონებამ მათ საშუალება მისცა, თავიანთი გამოსავალი დაენახათ.

 

4. ემპათია

ემპათია არის სპეციფიური ტერმინი, რომელიც ციფრული დიზაინის სივრცეში ბევრ რამეს აღნიშნავს, მაგრამ მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს, საკუთარი თავის წარმოდგენას მომხმარებლის ადგილზე.

 

როგორც ადრე აღვნიშნეთ, აქტიური მოსმენა შესანიშნავი საშუალებაა თანაგრძნობის განვითარებისათვის. თუ ჩვენ შევძლებთ ვინმეს ბრძოლის სრულად გაგებას, მაშინ იმ ადამიანის ადგილზე თავის წარმოდგენასაც შევძლებთ და იმას ვიგრძნობთ, რასაც ის ადამიანი გრძნობს.

 

ემპათიის განვითარება მაშინაც შეიძლება, თუ კარგი დამკვირვებელი ხართ. თუ ჩვენ დავაკვირდებით, რომ ადამიანები ერთი და იგივე შეცდომებს უშვებენ ან ერთი და იგივე პრობლემებს აწყდებიან, მაშინ შეგვიძლია ჩვენს პროდუქტებში გადაწყვეტილებები მოვიძიოთ მათ გადასაჭრელად.

 

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ამის გასაკეთებლად ვინმესთან პირადად კონტაქტი საჭირო არ არის. სითბური რუქების, ანალიტიკის, გამოკითხვების, მომხმარებლის ტესტირების და ა.შ. გამოყენებით, შეგვიძლია დავაკვირდეთ შაბლონებს და შევკრიბოთ შეხედულებები ჩვენი მომხმარებლების შესახებ.

 

თუ მომხმარებლები მუდმივად ჩვენს დახმარებას მიმართავენ და გვეკითხებიან თუ როგორ უნდა დაამატონ ახალი მომხმარებელი, მაშინ შეგვიძლია მივხვდეთ მათ პრობლემას და დიზაინის საშუალებით მივმართოთ მას.

თავმდაბლობით, კითხვების დასმით და ჩვენი პროდუქტების მიმართ მათ ურთიერთქმედებებზე დაკვირვებით, შეგვიძლია თანაგრძნობა შევქმნათ ჩვენს მომხმარებლებში და მოვძებნოთ გამოსავალი მათი დაბრკოლებებისთვის.

 

5. ყოველი კომუნიკაცია UX პროექტია

„ახალი ვერსია მიბმულია.“     vs    „ამ ეკრანზე x, y და z შევცვალე, რადგან....“

 

როცა ჩვენს კოლეგას ან მომხმარებელს ელ. შეტყობინებას, მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, ტექსტს ან ჩვეულებრივ საფოსტო გზავნილს ვუგზავნით, კარგი უნარია ისეთი კომუნიკაციის დამყარება, რომელიც მეორე პირისგან ნაკლებ შრომას მოითხოვს.

კომუნიკაციის ყველა ეტაპის ხარვეზების გარეშე გავლა იმ ადამიანებთან, რომლებთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ, კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის ჩვენთან მუშაობას და გააუმჯობესებს ჩვენი, როგორც UX დიზაინერის სანდოობას.

 

შეტყობინებების გაგზავნის ნაცვლად, რომელიც მეორე პირისგან მოითხოვს „დარწმუნებული ვარ, არსებობს პროდუქტი, რომლის გამოყენება შეგვიძლია“ ტიპის სამუშაოს შესრულებას, ჩვენ ეს სამუშაო მათ უნდა გავუმარტივოთ და ვთქვათ „მე რამდენიმე კვლევა ჩავატარე და აღმოვაჩინე პროდუქტი x, y და z, რამაც შეიძლება ჩვენი დამქირავებლის საკითხი გადაწყვიტოს“ ტიპის რამ.

ჩვენს შეტყობინებაში დამატებითი წუთების ინვესტიციამ შეიძლება მკვეთრად შეცვალოს გამოცდილება, რომელსაც სხვებს აქვთ მიღებული ჩვენთან მუშაობისას.

 

6. გადალახეთ საკუთარი თავი

„რა მოგწონთ ამ პროდუქტში?“       vs       „ერთი რამის შეცვლა რომ დაგჭირდეთ, რას შეცვლიდით?“

 

ჩვენ მოგვწონს, როცა ხალხი გვაქებს, ეს ადამიანის ბუნებაა. მაგრამ კარგი იქნება თუ ისეთ უნარ-ჩვევას გამოვიმუშავებთ, რომ შევძლოთ საკუთარი თავის (და ჩვენი ეგოების) გადალახვა, გამოყოფა ჩვენი დიზაინის სამუშაოდან.

შეხედულებების მიღების დროს, უფრო სასარგებლოა ფოკუსირება მოვახდინოთ გასაუმჯობესებელ სფეროებზე, ვიდრე კომპლიმენტების ძებნაზე, თუ რა მოეწონა მომხმარებელს. ჰკითხეთ ხალხს, რას შეცვლიდნენ, კარგად შესრულებული სამუშაოსთვის მათგან აღიარების მიღების ნაცვლად.

როცა ისეთ გამოხმაურებებს ვიღებთ, რომლებსაც არ ვეთანხმებით, თავის დაცვას ნუ დაიწყებთ, ნაცვლად ამისა ჰკითხეთ მათ რას შეცვლიდნენ ან როგორ წარმოიდგენდნენ ამას თავად.

ჩვენი დიზაინის შესახებ მიღებული უარყოფითი კომენტარების პირად შეურაცხყოფად არ მიღების უნარი ადვილი თვისება არ არის, მაგრამ ეს გადამწყვეტი უნარია.

 

7. წარდგენა

„ჩვენი ფორმები ძალიან გრძელია“     vs     „ხალხს ურჩევნია გაცილებით უფრო დიდი შრომა გასწიოს, ვიდრე ჩვენი დაუსრულებელი რელიზის ფორმები შეავსოს.“

 

  • ჩვენი დიზაინისა და გადაწყვეტილებების წარდგენა სამუშაოს მთავარი ნაწილია, ამიტომ კარგი იქნება ამის ეფექტურად შესრულება.
  • საკვანძო თემების მომზადება და ჩვენი აუდიტორიისათვის გასაგები ფორმით წარდგენ, ჩვენს იდეებს მათთვის უფრო მეტად მისაღებს გახდის.
  • რთული ან დამაბნეველი ცნებების წარდგენის შესანიშნავი ინსტრუმენტია ანალოგების გამოყენება.
  • მაგალითად, ფრაზის ”ვებზე ისე ტრიალებს, როგორც პლაჟის ბურთის ნიკბელკის კონცერტზე ” თქმა უფრო სახალისოა, ვიდრე ფრაზის ”ჩვენი პოსტი ძალიან პოპულარულია” თქმა.
  • ჩვენი ნამუშევრის წარდგენისას ასევე მომზადებული უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ საფუძვლიანად წარვადგინოთ ის. როცა დიზაინზე მკვეთრ ცვლილებებს ვახორციელებთ ან ახალი იდეის გაზიარება გვსურს, ყოველთვის სასარგებლოა მომზადებული გქონდეთ პუნქტებად ჩამოწერილი რამდენიმე საკითხი ჩვენი გადაწყვეტილების დასაცავად და იმის ასახსნელად, თუ რატომ წავედით ამ მიმართულებით.

 

8. ავტო დიდაქტიკა

ავტო დიდაქტიკოსი არის თვითნასწავლი ადამიანი, ის, ვისაც აქვს ძალა და ენერგია გახდეს მათი წარმატების მამოძრავებელი. UI და UX არ წარმოადგენენ იმ ინდუსტრიებს, რომლებიც დამოკიდებულია ხარისხზე ან სერთიფიკატზე - წარმატება ემყარება სამუშაო ეთიკასა და თანმიმდევრულობას.

იყო ავტო დიდაქტიკოსი აუცილებელი უნარია, რადგან დიზაინის სივრცეში, რაღაც მომენტში, ყველა აწყდება პრობლემებს, ჟარგონებს, პროგრამებს და ა.შ., რომლებიც მათ არ ესმით.

 

როცა ეს გარდაუვალი სირთულე ჩნდება, სკოლაში იმის სასწავლად ვეღარ დავბრუნდეთ, რომ გავიგოთ, როგორ კეთდება ეს, ვერც ჩვენს კოლეგებს შევაწუხებთ ყოველ ჯერზე. საკუთარი უნარის და სურვილის არსებობის შემთხვევაში, რომ თავად შევძლოთ აღნიშნული სირთულეების გარკვევა და გადალახვა, შევძლებთ საოცარი შედეგების მიღწევას ჩვენივე სურვილით.

 

ინტერნეტის ხელმისაწვდომობის ხანაში, არანაირი საბაბი არ გვაქვს იმისთვის, რომ ვერ შევძლოთ საკუთარი თავისთვის იმის სწავლება, რაც UI & UX- ს შესახებ გვინდა ვიცოდეთ. ყველაფერი რაც გვჭირდება, სწორედ ჩვენს თვალწინ არის, მაგრამ ამას მხოლოდ თვითდისციპლინის მქონე პირები ითვალისწინებენ. იმის თქმა ნამდვილად არ დამჭირდება თქვენთვის, რომ თქვენ სწორედ ახლა ამას აკეთებთ ?

 

9. ბიზნეს ღირებულებეის გაგება

„პროგრამაზე რეკლამების დამატება ჩვენს პროდუქტს დაღუპავს.“      Vs      „მე დავამზადე პროდუქტი, რომ ადგილობრივად განათავსოთ მიზნობრივი განცხადებები არაინვაზიური გზით“.

 

მუდმივი ბრძოლა, რომლის წინაშეც ჩვენ დიზაინერები ვდგებით, არის შუალედის პოვნა ბიზნესის მოთხოვნილებების და მომხმარებლის მოთხოვნილების დაკმაყოფილებას შორის.

დიზაინერი, რომელსაც ესმის, თუ მუდმივად როგორ უნდა შესძინოს ღირებულება ბიზნესს და ამავდროულად დაიცვას მომხმარებელი, დიდი მონაპოვარია ორგანიზაციებისთვის.

გადამწყვეტი უნარია ჩვენი კომპანიის ბიზნესის მოდელის გაგება და დროის დათმობა იმის  შესაფასებლად, თუ როგორ შეგვიძლია შევასრულოთ ჩვენი ნაწილი, რომ ბიზნესის განვითარებას შევუწყოთ ხელი.

 

ბიზნესის საჭიროებებზე საუბრის შესაძლებლობა და ის, თუ როგორ მივმართეთ მათ ჩვენს დიზაინში, ის კომპონენტია, რომელიც ბევრ დიზაინერს არ აქვს. ჩვენ დიდი მონდომებით ვსაუბრობთ მომხმარებლის და ჩვენი სრულყოფილ პიქსელებიანი დიზაინის შესახებ, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ვახსენოთ ჩვენი გავლენა ბიზნესზე.

 

10. ადაპტაცია

„მე არ მესმის AR“     vs     “AR-ზე ვუყურე რამდენიმე YouTube ვიდეოს. ეს ძალიან საინტერესო ტექნოლოგიაა, ძალიან მინდა მის შესახებ უფრო მეტი გავიგო.”

 

საიდუმლო არ არის, რომ ციფრული და ფიზიკური სამყარო მუდმივად ვითარდება - სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ დიზაინერები გაეცნონ განვითარებად ტექნოლოგიებს, პროდუქტებს, ტენდენციებს და ა.შ.

 

ჩვენ მხოლოდ იმას კი არ ვრისკავთ, რომ იძულებით ჩაგვანაცვლებენ, არამედ იმასაც, რომ დავკარგავთ შესაძლებლობებს ჩვენი პროდუქტის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.

თუ ვიქნებით ადაპტირებადი და გვექნება ინიციატივა, რომ საკუთარ თავს ვასწავლოთ საინტერესო ტექნოლოგიები, ეს გვიბიძგებს იმისკენ, რომ უფრო წინ წავიწიოთ და უზრუნველვყოთ ის, რომ ჩვენ ჯერ კიდევ გვექნება სამსახური გარდაუვალი ცვლილებების მიუხედავად, რომელსაც ჩვენი ინდუსტრია წააწყდება.

 

პროგრამა აგებულია რეალურ პრაქტიკულ ამოცანებზე, რომლის განმავლობაშიც თქვენ შექმნით თქვენს პროფესიონალურ პორტფოლიოს.

აკადემია, თავის მხრივ, იზრუნებს წარმატებული სტუდენტების პარტნიორ კომპანიებთან დასაქმებაზე.

საერთაშორისო ბრენდი 82 ფილიალით მთელ მსოფლიოში IT აკადემია Step

ონლაინ რეგისტრაცია გრძელდება!



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

STEP კომპიუტერული აკადემიის რედაქცია

AI

ChatGPT სრული სახელმძღვანელო

დაიწყეთ ChatGPT გამოყენება უფრო სწრაფად და ეფექტურად, გაიგეთ ყველაფერი, დაწყებული უფასო რეგისტრაციიდან, დამთავრებული სამეწარმეო საქმეში ChatGPT-ის ფასიანი ვერსიის გამოყენებამდე

დაიწყეთ ChatGPT გამოყენება უფრო სწრაფად და ეფექტურად, გაიგეთ ყველაფერი, დაწყებული უფასო რეგისტრაციიდან, დამთავრებული სამეწარმეო საქმეში ChatGPT-ის ფასიანი ვერსიის გამოყენებამდე   UBS-ის ანგარიშის თანახმად, ChatGPT-ის ყოველდღიურ ვიზიტორთა რაოდენობამ  100 მილიონს მიაღწია, რაც მას ისტორიაში ყველაზე სწრაფად მზარდ აპლიკაციად აქცევს. ბიზნეს სამყარო ასევეა დაინტერესებული ChatGPT-ით და ცდილობს ხე�

ШАГ логотип

პროგრამირება

რომელ ქვეყანას ჰყავს მსოფლიოს საუკეთესო პროგრამისტები?

პროგრამირება თანამედროვე დროში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა, პარალელურად პროგრამირების დროს შემოქმედებითი პროცესი შეუზღუდავია, წარმოიდგინე, წერ კოდს, რომელიც უამრავი სიმბოლოსგან შედგება, თუმცა საბოლოოდ ის სხვანაირად გამოიყურება ის საშუალებას გაძლევთ არაფრისგან შექმნათ რაღაც ახალი, უჩვეულო, ორიგინალური და კრეატიული. 

პროგრამირება თანამედროვობის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა, პარალელურად პროგრამირების დროს შემოქმედებითი პროცესი შეუზღუდავია, წარმოიდგინე, წერ კოდს, რომელიც უამრავი სიმბოლოსგან შედგება, თუმცა საბოლოოდ ის სხვანაირად გამოიყურება ის საშუალებას გაძლევთ არაფრისგან შექმნათ რაღაც ახალი, უჩვეულო, ორიგინალური და კრეატიული იმის გასარკვევად, თუ რომელი ქვეყნიდან არიან

ШАГ логотип

პროგრამირება

JavaScript: განაახლეთ ყველა პაკეტი package.json-ში NCU-ით

JavaScript: განაახლეთ ყველა პაკეტი package.json-ში NCU-ით

JavaScript-ის დეველოპმენტის სამყაროში პაკეტებისა და დამოკიდებულებების მართვა ნებისმიერი პროექტის გადამწყვეტი ასპექცია. პაკეტების განახლება არა მხოლოდ უზრუნველყოფს უახლეს ფუნქციებთან წვდომასა და ხარვეზების აღმოფხვრას, არამედ აუმჯობესებს აპლიკაციის საერთო სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. თუმცა package.json ფაილში თითოეული პაკეტის ხელით განახლება შესაძლოა იყოს ძალიან შრომატევადი �

ШАГ логотип

Techfacts

News

Starlink უკვე საქართველოშია | ფასი, ინსტალაცია, სისწრაფე

საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, სადაც Starlink-ის უსადენო სწრაფი ინტერნეტი ხელმისაწვდომია!

Starlink მსოფლიოში მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელს მსოფლიოში, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტ კავშირი დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია - ახლა ის უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია! კომპანიის გადაწყვეტილებით, თბილისის ტექნოლოგიური პ�

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა