IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

5 მიზეზი რატომ უნდა დავაინტერესოთ ბავშვები პროგრამირებით

3

მშობლებისთვის

08.07.2022

1089 დათვალიერება

თანამედროვე ბავშვებს არ სჭირდებათ და არც აინტერესებთ მოძველებული საკლასო პროგრამები, მათ სურთ აითვისონ ის რაც არის საინტერესო, უჩვეულო, ამავდროულად თანამედროვე და ტენდენციური - სწორედ ასეთ მიმართულებაა პროგრამირება!

 

და მაინც,  „რაში დასჭირდებათ ბავშვებს პროგრამირება? რატომ უნდა შეეძლოთ მათ კოდის დაწერა? და თუ ბავშვს არ სურს IT სფეროში განვითარება, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს მისთვის ამ ცოდნას?“ - ხშირად სვავენ მშობლები მსგავსი შინაარსის კითხვებს. პროგრამირება არ მოიცავს მხოლოდ კოდის წერას. ეს არის - ინტელექტი, დისციპლინა, კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარები.

 

დღეს ჩვენ განვიხილავთ 5 მიზეზს, თუ რატომ უნდა გააცნოთ თქვენს შვილს IT სპეციალობა.

 

No1. პრობლემების გადაჭრისა და კრიტიკული აზროვნების უნარი

უმარტივესი თამაშის შექმნისაც კი ბავშვებს უვითარდებათ ლოგიკური აზროვნების უნარი, ისინი სწავლობენ თანმიმდევრობით აზროვნებასა და თავიანთი შესრულებული სამუშაოს ანალიზს. პროგრამირებაში მხოლოდ კოდის დაწერა საკმარისი არ არის, ჯერ უნდა მოიფიქროთ როგორი იქნება თამაში, ლოგიკურად განავითაროთ სხვადასხვა სცენარი, თავიდან აიცილოთ დიდი რაოდენობით შეცდომები და ა.შ.

თუ რამე არ მუშაობს, თქვენ უნდა დაადგინოთ მიზეზი და მოაგვაროთ პრობლემა. ეს ცოდნა ბავშვებს მომავალშიც გამოადგებათ: სკოლაში საკლასო და საშინაო დავალების შესრულებისას და უნივერსიტეტებშიც კი. ახალგაზრდა პროგრამისტებს დიდი ამოცანების პატარ-პატარა ნაწილებად დაყოფას ასწავლიან, რაც მათ სამომავლოდ სხვადასხვა რეალურ პროექტებზე მუშაობაში დაეხმარებათ.

 

No2. კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება

ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ პროგრამირება მოსაწყენი და რუტინულია, ისინი შეცდომაში შედიან და მიიჩნევენ, რომ პროგრამირება კრეატიულობასთან ახლოსაც კი არ არის. ეს ასე არ არის! პროგრამისტები ცდილობენ შეიმუშავონ დიზაინი, განავითარონ საკუთარი პროექტები, იმუშავონ ფერთა კორექტირებასა და ფონებზე. მაგალითად, STEP აკადემიაში, სასწავლო პროგრამა მოიცავს უამრავ დამატებით და სასარგებლო საგანს, გარდა იმისა, რაც პროგრამისტებს სჭირდებათ.

ასევე, ბავშვები ცდიან სხვადასხვა მიდგომებს ერთი და იმავე ამოცანის ამოხსნის დროს, სწავლობენ შემოქმედებითად, რაც მომავალში ძალიან გამოადგებათ ცხოვრების მანძილზე

კოდის დაწერის პრინციპი გარკვეულწილად ჰგავს კონსტრუქტორს, რომელიც ყველა ბავშვს უყვარს, ამიტომ მათთვის პროგრამირება ძალიან საინტერესოა და შესწავლის პროცესიც სახალისო ხდება.

 

მიეცით თქვენს შვილს შესაძლებლობა აჰყვეს თანამედროვე სამყაროს, შეასწავლეთ მათ 

კომპიუტერული პროგრამირება

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

ნომერი 3. ჯანსაღი დამოკიდებულება შეცდომების მიმართ

თუ კოდში არის შეცდომა - თამაში ან პროგრამა არ იმუშავებს. ბავშვი ეძებს შეცდომას, აანალიზებს რა არის არასწორი და შემდეგ ეძებს გზას შეცდომის აღმოსაფხვრელად. მსგავსი ტიპის აქტივობა ახალგაზრდა სტუდენტში ავითარებს გამძლეობას, ანალიტიკურ აზროვნებას, ყურადღებიანობას, და თავისი ქმედებების ადეკვატურ შეფასების უნარს. ბავშვები სწავლობენ საკუთარი თავის შფასებას, იძენენ თავდაჯერებულობას, რაც მათ გამოადგებათ როგორც მომავალ პროფესიაში, ასევე ზოგადად ცხოვრებაში. რამდენი ზრდასრული ადამიანია ახლა, ვინც წარუმატებლობისა და შეცდომების გამო საქმიანობას აღარ აგრძელებს! მათ არ იციან  როგორ უპასუხონ ცხოვრებისეულ გამოწვევებსა და სირთულეებს, რის გამოც ძალიან მნიშვნელოვანია ამ უნარის დანერგვა ბავშვობიდანვე.

 

No4. გუნდური მუშაობა

პროგრამირება ძირითადად გუნდურ მუშაობაზეა დაფუძნებული. IT სპეციალისტები თანამშრომლობენ სხვა განყოფილებებთან და მათთან ერთად ასრულებენ დავალებებს. პროგრამირების კურსებზე ბავშვებს ასწავლიან გუნდური მუშაობის ხელოვნებას, თანამშრომლობას და სხვების მხარდაჭერას. კომუნიკაცია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სოფტ სქილია. იგი აუცილებელია, არა მარტო IT სფეროში, არამედ საერთოდ ცხოვრებაში.

 

No5. მოთხოვნა შრომის ბაზარზე

სამუშაოს ძიების სერვისების კვლევების მიხედვით(Glassdoor), ყველაზე მოთხოვნად პროფესიად პროგრამირება მიიჩნევა. ყველა კომპანიას სჭირდება IT პროფესიონალი, რადგან ტექნოლოგია ყოველდღიურად ვითარდება და მრავალი ორგანიზაცია გადადის დისტანციურ რეჟიმზე. პროგრამირება ანაზღაურების სტატისტიკაშიც ლიდერობს.

 

თუ ბავშვი ადრეულ ასაკში დაიწყებს პროგრამირების შესწავლას, მას სრულწლოვნებამდე შეუძლია ჰქონდეს სრულყოფილი პროფესია და მაღალი, სტაბილური შემოსავალი.

 

სად ვისწავლოთ?

მშობლები, როდესაც გადაწყვეტენ, რომ თავის შვილს შვილს შეასწავლონ პროგრამირება, პირველ რიგში სვამენ კითხვას: „სად ჯობს სწავლის დაწყება?“ „ოომელი კურსი, ან სკოლაა საუკეთესო?“

 

IT Academy Step 1999 წლიდან ამზადებს პროფესიონალებს IT ტექნოლოგიების მიმართულებით.  სტეპი სასწავლო პროგრამებს, არა მხოლოდ ზრდასრულებს თავაზობს, არამედ აქვს რამდენიმე პროექტი ბავშვებისათვის.          

1.ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა IT STEP SCHOOL. - ლიცენზირებული საგანმანათლებლო დაწესებულება 5-11 კლასის მოსწავლეებისთვის, სადაც ისწავლება ყველა საჭირო სასკოლო საგანი + IT პროგრამა (პროგრამირება, რობოტიკა, დიზაინი და ა.შ.).

2. მცირე აკადემია - 9-14 წლის ბავშვებისათვის. მომავალი პროფესიების გაცნობა, თამაშებისა და ვებსაიტების შექმნა, 3D მოდელირება, ხელოვნური ინტელექტუ (AI) და მრავალი სხვა. - აქ ბავშვები ეუფლებიან პროგრამირების სამყაროს პრაქტიკული სავარჯიშოებითა და საკუთარ პროექტებზე მუშაობით.

3. დაწყებითი სკოლა IT Step School. - თანამედროვე დაწყებითი სკოლა 1-4 კლასების ბავშვებისთვის, ეს არის სამყარო სადაც ასწავლიან და ზრდიან ლიდერებს. თითოეულ ბავშვს ეძლევა შესაძლებლობა განვითარდეს ყველა მიმართულებით, შეიძინოს პროფესიისა და ზოგადად ცხოვრებაში მიმართულების არჩევისთვის საჭირო უნარ-ჩვევები და შესაძლებლობები, იპოვოს საკუთარი თავი და ადგილი საზოგადოებაში. პროგრამირება ზომიერი დოზით არის ინტეგრირებული სასწავლო პროგრამაში. სკოლის მოსწავლეებს ასწავლიან ციფრული წიგნიერების საფუძვლებს, რობოტიკას, ინტერნეტ უსაფრთხოებას, თამაშებისა და ვებსაიტების შექმნას.

 

პროგრამირება კარგი დასაწყისია საკუთარი თავის გასაგებად, სასარგებლო უნარებისა და შესაძლებლობების შესაძენად. ეს არის საინტერესო სფერო, სადაც სტუდენტები სწავლობენ აზროვნებას, ანალიზს, პრობლემების გადაჭრასა და დროის მართვას. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ პროგრამირება მხოლოდ ვებსაიტებსა და კოდებს არ ეხება: ცოდნისა და უნარების მოცულობა ბევრად უფრო მასშტაბურია. კარგი კურსის ან საგანმანათლებლო დაწესებულების არჩევით მშობლები ფასდაუდებელ წვლილს შეიტანენ შვილების მომავალში

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - მოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ით შექმნილი ვიდეო თუ რეალური კადრი - როგორ გავიგოთ, რას ვენდოთ

როგორ განვასხვავოთ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო რეალური კადრისგან? გაიგე, რა დეტალებით არის შესაძლებელი „დიფფეიქების“ ამოცნობა, რატომ არის მედიაწიგნიერება კრიტიკულად მნიშვნელოვანი და როგორ გვეხმარება ტექნოლოგიების ცოდნა ციფრულ ეპოქაში ორიენტირებაში.

ვიზუალური მანიპულაციები და რეალობის ზღვარი ვიზუალური კონტენტი დღეს ჩვენი ყოველდღიურობის ჩვეული ნაწილია. მიუხედავად ამისა, ხელოვნური ინტელექტის სწრაფმა პროგრესმა რეალობის ზღვარი წაშალა. დღეს ვიდეოს ნამდვილობის გარჩევა შეუიარაღებელი თვალით თითქმის შეუძლებელი ხდება. თანამედროვე „დიფფეიქები“ და ხელოვნური ინტელექტის გენერირებული კადრები ისეთ რეალისტურ დონეს აღწევáƒ

ШАГ логотип

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა