IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

5 საჭირო რჩევა დამწყებ პროგრამისტებს

03.03.2020

710 დათვალიერება

როგორ უნდა შევარჩიო კარიერა?

კარიერის არჩევისას ახალგაზრდები ხშირად იბნევიან. ისინი უამრავ შემოთავაზებებს და რჩევებს იღებენ კარიერის შესახებ მეგობრებისგან, მშობლებისგან და მათი წრისგან. რაც არ უნდა აირჩიოთ ან სადაც არ უნდა წახვიდეთ, უბრალოდ გვსურს აღვნიშნოთ ორი მნიშვნელოვანი რამ, რასაც ვფიქრობთ, რომ ნამდვილად ყველასთვის და ყველგან მნიშვნელოვანია...

გადაწყვიტეთ სამუშაოს შესრულება გსურთ თუ კარიერის შექმნა (გააკეთეთ სამუშაოსა და კარიერას შორის განსხვავების იდენთიფიკაცია). სამუშაო არის ის, რასაც აკეთებ, კარიერა არის ის, რაც გზრდის, გზრდის შენ როგორც პროფესიონალს და აყალიბებს წარმოდგენას შენს შესახებ სხვა ადამიანების თვალში. იფიქრეთ გრძელვადიან პერსპექტივაზე. კარიერის შექმნა ნიშნავს იმას, რომ მან ღირებულება უნდა შეგმატოთ. როგორ სწავლობთ და იზრდებით ყოველდღიური მუშაობის დროს.უწყვეტი სწავლა ნებისმიერი კარიერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია. თუ ამას ერთხელ და სამუდამოდ გონებაში ჩაიბეჭდავთ და საკუთარი თავის მიმართ ვალდებულებას აიღებთ, ყველაფერი დანარჩენი დროთა განმავლობაში მოვა.

თქვენ შეიძლება არ იყოთ გამოცდილი ადამიანი თქვენს სფეროში და საქმისთვის არ იყოთ საუკეთესო, ყველაზე ძლიერი ან ყველაზე მორგებული, მაგრამ იმისთვის, რომ ისწავლოთ და გაიზარდოთ, მსოფლმხედველობა უნდა გააფართოვოთ და ცვლილებებს უნდა შეეგუოთ. ყველა ინდუსტრია იცვლება, ასე რომ იყავით მონდომებული და მოქნილი ადაპტაციისთვის, სწავლისა და განვითარებისთვის. თქვენი კარიერის შექმნის დროს, დაიცავით ბალანსი და განვითარდით ინდუსტრიასთან ერთად, რომ მუდმივად აქტუალური დარჩეთ.

ახლა, მოდით განვიხილოთ 5 რეზოლუცია, რომლებიც დამწყებმა პროგრამისტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ გახდეს შესანიშნავი პროგრამისტი (და არა უბრალოდ პროგრამისტი...)

1. ივარჯიშეთ, ივარჯიშეთ და ივარჯიშეთ (პრაქტიკული გამოცდილება)

დაწერეთ კოდი ყოველ დღე. არ დატოვოთ უსწავლელი გაურკვეველი პუნქტები და წელს თავი მიუძღვენით რამის შექმნას. წვლილი შეიტანეთ სხვადასხვა პროექტებში, დაიწყეთ საკუთარი პროექტების შესრულება ან გამოაქვეყნეთ რამდენიმე მობილური/ვებ-აპლიკავია 2020 წლის ბოლოსთვის. თუ გსურთ გახდეთ პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი, საჭიროა განივითაროთ შესაბამისი უნარები. უწყვეტი პრაქტიკის გარეშე აზრი არ აქვს, youtube-ზე პროგრამირების გაკვეთილების მუდმივად ყურებას. წარმატებულ პროგრამისტებს აყალიბებს კოდის წერის მინიმუმ სამ საათიანი სესიები შეუწყვეტლივ რამდენიმე წლის განმავლობაში, ერთ წელიწადში გამოდის კოდირების 1000 საათიანი პროცესი, რომელიც ახალბედა პროგრამისტიდან, საშუალო პროგრამისტად გაქცევთ, ასე რომ მიაჩვიეთ ხელები კოდის წერას.

2.ისწავლეთ როგორ დაგუგლოთ, იყავით თვითნასწავლი

რამე არ მუშაობს? დაგუგლეთ... „რატომ არ მუშაობს ეს?“ თუ რამე მუშაობს, დაგუგლეთ... „რატომ მუშაობს?“ თუ რამე ბაგი ან შეცდომაა, დაგუგლეთ, დაგუგლეთ. დაგუგლეთ... გაიგეთ ყველაფერი რისი ცოდნაც გსურთ. ასე აიმაღლებთ პროდუქტიულობას, აუცილებელია რომ გამოსავალი თავად იპოვოთ, როცა რამეში გაიჭედებით. წაიკითხეთ სხვა დეველოპერების კოდები სხვადასხვა წყაროებში და შეამოწმეთ როგორ აგვარებენ ისინი კონკრეტულ პრობლემებს. კოდის წაკითხვა დაგეხმარებათ ისწავლოთ დაწერის სტილი და გახდეთ კარგი პროგრამისტი. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ არავინ არ იცის, ასეთ შემთხვევებში, გუგლი თქვენი საუკეთესო მეგობარია, მისი დახმარებით აითვისებთ ახალ უნარ-ჩვევებს ან გადაჭრით პროგრამირებასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

პროგრამისტების უმრავლესობა თავად ივითარებს უნარების ნაკრებს. როცა მათ სჭირდებათ ახალი უნარ-ჩვევების ათვისება ან ახალი ფრეიმვორქების, ბიბლიოთეკების, ტექნოლოგიების, მეთოდოლოგიების შესწავლა, ისინი ამას თავისით აკეთებენ. ის პროგრამისტები, ვისაც თვით დასწავლის სურვილი აქვს იმათზე უკეთესები არიან, ვისაც არ უყვარს ფორმალური სავარჯიშო პროგრამების გარდა, სხვა საშუალებებით სწავლა. თვითნასწავლმა პროგრამისტებმა იციან როგორ შეეგუონ ახალ სიტუაციებს და ახალ გარემოს ძალიან სწრაფად.

3. ყოველთვის იყავით ცნობისმოყვარე

უმრავლესობა სწავლას წყვეტს მაშინ, როცა საშუალო დონის პროგრამისტები ხდებიან და ამის მიზეზი არის ცნობისმოყვარეობის ნაკლებობა. დიდ პროგრამისტებს ყოველთვის ფესვების დონემდე აინტერესებთ თუ როგორ მუშაობს რაღაცეები და რა ამოძრავებს მათ. სწავლის წყურვილი ცნობისმოყვარეობიდან მოდის, ცოდნა კი ისეთი რამ არის, რაც მართავს მსოფლიოს. დიდ პროგრამისტებს ყოველთვის აინტერესებთ ტექნოლოგია, ახალი გადაწყვეტილებები და ა.შ. მათ ყოველთვის სურთ გაიგონ როგორ მუშაობს ყველაფერი სცენის მიღმა და როგორ შეიძლება მოგვარდეს კონკრეტული პრობლემა.

Dennis Ritchie (C პროგრამირების ენის გურუ), რომელიც უდიდესი პროგრამისტი იყო, დაესწრო ლექციას თემაზე, თუ როგორ მუშაობს UNIVAC I. მისმა ცნობისმოყვარეობამ უბიძგა მას მოგვიანებით ესწავლა სინამდვილეში როგორ მუშაობდა კომპიუტერი. დღეს კი მთელმა მსოფლიომ იცის მისი წვლილის შესახებ კომპიუტერული მეცნიერების სფეროში, რაც სწორედ მისი ცნობისმოყვარეობის შედეგია. ასე რომ ყოველთვის გამოიჩინეთ ცნობისმოყვარეობა პროგრამირებაში და დენის რიჩის მსგავსად გამოიყენეთ ის სხვადასხვა ტიპის პროექტების შესაქმნელად.

4. იქონიეთ მოთმინება, არ დანებდეთ

ადამიანები ღიზიანდებიან როდესაც არ შეუძლიათ გარკვეული პრობლემების მოგვარება და ძალიან უჭირთ პროგრამირების გაგრძელება,. ისინი ადვილად ნებდებიან და ფიქრობენ, რომ არ დაბადებულან იმისთვის, რომ გახდნენ დეველოპერი ან პროგრამისტი. დაიმახსოვრეთ, იმისთვის რომ გახდეთ დიდი პროგრამისტი, ამას მთელი დეკადა არ სჭირდება, ის მოითხოვს მოთმინებას და ენთუზიაზმს

როცა იმასაც კი ვერ გაიგებთ როგორ დაიწყოთ კონკრეტული პრობლემის მოგვარება. თუ დანებდებით, ყველაფერი დამთავრდება, მაგრამ თუ პრობლემას ყურადღებით შეხედავთ და მოთმინებით დააკვირდებით, შეძლებთ მის მოგვარებას. დაყავით პრობლემა პატარა ნაწილებად და ინდივიდუალურად მოაგვარეთ თითოეული ნაწილი.

პროექტებში, თუ რამე მოსაგვარებელ საკითხს წააწყდებით, დრო დაუთმეთ, დაისვენეთ, შემდეგ ნახეთ რა შეცდომა დაუშვით წინა მცდელობის დროს და კიდევ ერთი მცდელობით შეეცადეთ საკითხი მოთმინებით მოაგვაროთ. თუ ისევ ვერ მოაგვარეთ პრობლემა, ცოტა ხანს შეისვენეთ, სხვა რამე გააკეთეთ, დაუბრუნდით ისევ სამუშაოს და დასვენებული გონებით შეხედეთ მთლიან პროექტს ან პრობლემას. ყოველთვის გახსოვდეთ, პროგრამირებაში, როცა პირველად იწყებთ, შეიძლება ისეთი შეგრძნება დაგეუფლოთ, თითქოს წარმატება ნელა მოდის, მაგრამ დროთა განმავლობაში, რაც უფრო მეტს ისწავლით, უფრო ადვილი გახდება კიდევ უფრო მეტის ათვისება.

5. გადაწყვიტეთ პრობლემები და არ გამოტოვოთ საფუძვლები

პროგრამირება არ ნიშნავს ენის ან სინტაქსის შესწავლას ან დაუფლებას. პროგრამირებაში, თქვენი პრობლემების მოგვარების უნარ-ჩვევები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე იმ ენის არჩევა, რომელზეც კოდი უნდა დაწეროთ. ინდუსტრიაშიც, ხელფასს გადაგიხდიან პრობლემის მოგვარებაში და არა უამრავ ხაზიანი კოდის დაწერაში. ყოველთვის წააწყდებით ახალ პრობლემას და ყოველთვის მოგიწევთ საუკეთესო შესაძლო გამოსავლის პოვნა ბიზნეს მოთხოვნიდან და აპლიკაციის შესრულებიდან გამომდინარე. Dennis Ritchie, Linus Torvalds, James Gosling, Guido van Rossum და უამრავი სხვა ადამიანები არიან უდიდესი პროგრამისტები, იმიტომ რომ მათ გადაჭრეს რეალური პრობლემები.

არ დაგავიწყდეთ საფუძვლების შესწავლა პროგრამირებაში, სანამ რომელიმე პრობლემას აირჩევთ მოსაგვარებლად. გახსოვდეთ, რომ საფუძვლების გამოტოვება და პირდაპირ ეფექტურ ინსტრუმენტებზე და ტექნოლოგიაზე გადასვლა დიდხანს ვერ დაგეხმარებათ. გაიგეთ რას ნიშნავს მონაცემთა სტრუქტურები და ალგორითმები, ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების კონცეფციები და კომპიუტერული მეცნიერების სხვა საფუძვლები, რომ როგორც პროგრამისტმა, მოგზაურობა დაიწყოთ.

IT Academy STEP – მსოფლიო ბრენდი 82 ფილიალით!
გახდი კვალიფიციური სპეციალისტი და საკუთარი საქმის პროფესიონალი, შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში 

თბილისი,

საბურთალო, ალ.ყაზბეგის 34/34ბ



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

როგორ შევინარჩუნოთ კონკურენტუნარიანობა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში

კოდს ხელოვნური ინტელექტიც წერს, მაგრამ ხედვას, ემპათიასა და სისტემურ აზროვნებას ჯერ ვერავინ ანაცვლებს. გაიგე, რა უნარებია აუცილებელი მომავლის ციფრულ სამყაროში და როგორ გვეხმარება პროფესიული განათლება მათ განვითარებაში.

ციფრული ტრანსფორმაციის ტალღა ყველა სფეროში შემოიჭრა და ნათელი გახდა, რომ მხოლოდ ტექნიკური ცოდნა აღარ არის საკმარისი წარმატებისთვის. დღეს ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც ხელოვნური ინტელექტი ფუნდამენტურად ცვლის ჩვენს რეალობას: ეხმარება ორგანიზაციებს რთული პრობლემების გადაჭრაში, ავტომატიზებას უკეთებს რუტინულ პროცესებს და აყალიბებს სრულიად ახალ რეალობას. ამ მასშტაბური ცვლილე

ШАГ логотип

პროფესია თუ სისტემა როგორ ფიქრობენ მომავლის დეველოპერები

დღეს დეველოპერი მხოლოდ კოდის დამწერი აღარ არის — ის ხდება სისტემური მოაზროვნე, არქიტექტორი და სტრატეგი. გაიგე, რატომ არის აზროვნების სტილი მომავლის ყველაზე ფასეული ტექნიკური უნარი.

წარსულში პროგრამირება განიხილებოდა როგორც ერთი კონკრეტული პროფესია — კოდის წერა. თუმცა, ტექნოლოგიურმა რევოლუციამ, რომელმაც მოიტანა მეოთხე და მეხუთე ინდუსტრიული ტალღები (Industry 4.0 დ ა 5.0), ფუნდამენტურად შეცვალა ეს აღქმა. დღეს უკვე აღარ არის საკმარისი მხოლოდ კონკრეტული პროგრამირების ენის ცოდნა. თანამედროვე დეველოპერი აღარ წარმოადგენს მხოლოდ ტექნიკურ შემსრულებელს — ის გარდაიქმ

ШАГ логотип

სწავლობ უნივერსიტეტში - აი რატომ ღირს პარალელურად პროგრამირებაზე, კიბერუსაფრთხოებაზე ან დიზაინზე ფოკუსირება

თანამედროვე დამსაქმებლები თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკულ უნარებსაც ეძებენ. პროგრამირება, კიბერუსაფრთხოება და გრაფიკული დიზაინი უნივერსალურ „გასაღებებს“ გთავაზობთ, რომლებიც ნებისმიერ აკადემიურ მიმართულებას კონკურენტულ უპირატესობას სძენს და ახალ კარიერულ შესაძლებლობებს ხსნის.

ბევრი სტუდენტი ფიქრობს, რომ უმაღლეს სასწავლებელში მიღებული განათლება სრულიად საკმარისია პროფესიული განვითარებისთვის, და დამატებითი საგანმანათლებლო პროგრამა არ არის საჭირო - თითქოს ძირითადი აკადემიური მიმართულება ყველა კარიერულ მოთხოვნას აკმაყოფილებს. თუმცა, თანამედროვე რეალობაში სულ უფრო აქტუალური ხდება ფუნდამენტური კითხვა: შესაძლებელია თუ არა და რამდენად მიზანშე

ШАГ логотип

წარმატება დიპლომის გარეშე — „ჩავიჭერი, მაგრამ დავწერე მომავალი“: WordPress-ის დამფუძნებლის ისტორია

მეთი მალენვეგმა მიატოვა კოლეჯი და დაიწყო ბლოგინგის პლატფორმის შექმნა. დღეს ის WordPress-ის დამფუძნებელია – მის გარეშე ინტერნეტი სხვა იქნებოდა. თუ გჯერა, რომ შენი გზა განსხვავებულია, გადადგი პირველი ნაბიჯი დღესვე

ხშირად გვგონია, რომ ჩაჭრა ნიშნავს წაგებას. თუმცა ზოგჯერ სწორედ იქ იწყება ყველაზე დიდი მოგება. მეთი მალენვეგი კოლეჯში პოლიტოლოგიას სწავლობდა. თავიდანვე არ იყო დარწმუნებული, რომ ეს მისი გზა იყო. რამდენიმე სემესტრში სწავლა შეწყვიტა და საკუთარი ბლოგინგ-პლატფორმის იდეას მიჰყვა. დღეს მეთი არის WordPress-ის თანადამფუძნებელი – პლატფორმისა, რომელზეც მსოფლიოს თითქმის ნახევარი ინტერნე

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა