IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

6 საჭირო უნარ-ჩვევა, რომელიც მოთხოვნად დიზაინერად გაქცევთ

18.07.2020

1084 დათვალიერება

აღნიშნული ბლოგი ნათელს მოჰფენს 6 მნიშვნელოვან სამუშაო უნარ-ჩვევას, რომელიც დაგეხმარებათ გაამყაროთ თქვენი ურთიერთობები, იყოთ მაღალ ანაზღაურებადი და უფრო მაღალ ხარისხში შეასრულოთ ყოველდღიური სამუშაო, როგორც დიზაინერმა

 

ალბათ ბევრი რამ გსმენიათ თანაგრძნობის, გუნდური მუშაობის, შემოქმედებითი აზროვნებისა და კომუნიკაციის შესახებ. მიუხედავად დისტანციური შრომისა, დღესდღეობით სამუშაო და საურთიერთობო უნარ-ჩვევებს მაინც უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე სახატავი უნარების კომპლექტს. მაგრამ არსებობს რამდენიმე სხვა შეუმჩნეველი სამუშაო უნარიც, რომელიც ასევე აუცილებელია დიზაინერებისთვის

 

1. ცნობისმოყვარეობა: უფრო მეტის ცოდნის სურვილი

დიზაინერი, რომელიც არ არის ცნობისმოყვარე, სტაგნაციის კანდიდატია. თუ ბუნებით არ ხართ ცნობისმოყვარე, შეგიძლიათ ეტაპობრივად გამოიმუშაოთ ეს უნარი და წინასწარ განზრახული გახადოთ ის გარკვეული პრაქტიკის გამოყენებით:

  • მოერიდეთ რუტინას და გამეორებას. მაგალითად, თუ ლანჩს ჩვეულებრივ ერთი და იმავე ადგილას მიირთმევთ, გადით სასეირნოდ და აღმოაჩინეთ რამდენიმე ახალი ადგილი, სადაც ახალ მენიუსთან ერთად ახალ გარემოს გაეცნობით
  • ეძებეთ ახალი შესაძლებლობები და გამოწვევები თქვენი ინტერესების გასამდიდრებლად.
  • დათანხმდით ყველა ტრენინგს ან სწავლის შესაძლებლობას
  • იყავით უფრო ღია წარუმატებლობისთვის: ცნობისმოყვარეობამ შეიძლება ზოგჯერ არასწორი გადაწყვეტილებები მიგაღებინოთ, მაგრამ ეს სასწავლო პროცესისა და წარმატების ნაწილია.

ცნობისმოყვარეობა - ეძებეთ და აღმოაჩინეთ სიახლე თქვენთვის ყველა მიმართულებით. ყოველ დღე იცხოვრეთ სწავლის, თავმდაბლობის და მადლიერების ვირტუალურ ციკლში. გაახალგაზრდავდით და არ დაკარგოთ ცნობისმოყვარეობის შეგრძნება. შექმენით დიზაინი ყველაფრისთვის.

 

2. ჰოლისტიკურ სტრუქტურირებული აზროვნება: ფოკუსირება მთლიანზე და არა ნაწილებზე

ისწავლეთ ვიწრო სიტუაციებიდან უფრო ფართო სურათის დანახვა, რაც დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ემოციების ზღვა და აიცილოთ მიკერძოებაც, გააცნობიეროთ პრობლემის ძირითადი მიზეზი და უკეთეს გადაწყვეტილებებს მიიღებთ. რაც ასევე დაგეხმარებათ ამ გადაწყვეტილებების ფაქტებისა და შედეგების ვიზუალიზაციაში.

გამოიმუშავეთ უწყვეტი სწავლისა და განვითარების კულტურა

  • უფრო მეტი შეკითხვა დასვით: რატომ? რატომაც არა? სად? როდის?
  • გამოიყენეთ გამოსახულებითი და გონებრივი მეფინგი
  • ნუ გამოიტანთ სავარაუდო დასკვნებს, მოსინჯეთ ყველა გზა
  • აქტიურად მოუსმინეთ ადამიანებს

 

3. თავმდაბლობა: საკუთარი ეგოს გაშვება

თავმდაბლობა დაგეხმარებათ რომ უფრო ეთიკური იყოთ, უფრო ღიად მიიღოთ კრიტიკა და სხვა ადამიანების მდგომარეობაში შეხვიდეთ. ეს ასევე დაგეხმარებათ უფრო მოქნილი იყოთ ადამიანებთან კამათის დროს. თავმდაბლობა სავალდებულოა, როდესაც საქმე ლიდერებს ეხება. ეს არის თვისება, რომელიც იწვევს ნდობას და პატივისცემას, ამასთანავე, თქვენში ჩაბუდებულ დიდ ძალას გამოხატავს:

  • დაუთმეთ დრო სხვების სწორ გზაზე დაყენებას
  • ავარჯიშეთ გონება რომ აქცენტი სრულად გააკეთოთ აწმყოზე.
  • ითხოვეთ დახმარება როცა დაგჭირდებათ, გახსოვდეთ, აქტიურობას ყველა დაგიფასებთ
  • ივარჯიშეთ მადლიერების გამოხატვაში
  • რეგულარულად მოიძიეთ შეხედულებები სხვებისგან
  • იყავით ლაღი და გახსნილი

 

4. საკუთარი საზოგადოების და იმიჯის შექმნა

თქვენზე წარმატებული საზოგადოების ნაწილში ჩართვა და კავშირის დამყარება დაგეხმარებათ სხვა ურთიერთობების განმტკიცებაშიც. საზოგადოება აღიარებულია, როგორც სასიცოცხლო გენი ზრდაზე ორიენტირებულ ორგანიზაციებში დნმ-ის ფარგლებში და საფუძვლიანი მიზეზით

  • ყოველთვის დაეხმარეთ დიზაინის შექმნაში მათ, ვისაც სჭირდებით
  • ეცადეთ, რომ თქვენი იმედი ჰქონდეს ხალხს
  • ეცადეთ შექმნათ უნიკალური, ღირებული კავშირები ადამიანთა ჯგუფებს შორის.
  • შექმენით სივრცეები თავისუფლად გაზიარებისთვის და დასვით კითხვები თუ როგორ გახდეთ უფრო ძლიერი პროფესიონალი

 

5. დეპერსონალიზაცია: გაიზიარეთ ადამიანების აზრი

მიუხედავად იმისა, რომ ეს უნარი ძალიან ჰგავს ემპათიას, ის ემყარება იმ ენის გამოყენებას, როგორიცაა, მაგალითად, "მე მესმის" ან "მე ვიცი, როგორ გრძნობ თავს". ეს კარგი უნარია, როცა მომხმარებლებთან პირდაპირი კომუნიკაცია გვაქვს. ეს ნიშნავს:

  • დამკვეთს აქვს ისეთი შეგრძნება, რომ მათი გესმით და მათ აფასებთ
  • უნდა იცოდეთ, როდის არ არის თქვენი ცხოვრებისეული ისტორიების და ცუდი გამოცდილების გაზიარების დრო.

 

6. საჭირო და შეუმჩნეველი უნარ-ჩვევები

იუმორს ყველაზე დიდი სარგებლობა მოაქვს კოლექტივში, ის არეფრეშებს ჩვენს გონებას. გარდაამისა, კარგია ჯანმრთელობისთვის, რამეთუ აძლიერებს იმუნურ სისტემას, ამცირებს არტერიულ წნევას, ამცირებს სტრესის დონეს... იყავით პოზიტიური და უფრო ხშირად გაიღიმეთ, იუმორს შეუძლია კარგი საქმე გააკეთოს, ადამიანები ენერგიით აავსოს, დაძაბულობა შეამსუბუქოს და გამოაჩინოს დაფარული პერსპექტივები.

 

და ბოლოს

აუცილებელია, აღინიშნოს რომ ორგანიზაციული კულტურა დინამიურია და ყველა კომპანიას თავისებური აღქმა აქვს თანამშრომლებს შორის ურთიერთობის, მხოლოდ ჩვენი საქმის პროფესიონალებს შეგვიძლია რომ კულტურა ვმართოთ,  ამიტომ ჩვენში მუდმივად უნდა იყოს სწრაფვა განვითარებისკენ, გახსოვდეთ, პროფესიონალებისთვის ყველა კარი ღიაა !

 

IT Academy STEP – მსოფლიო ბრენდი 95 ფილიალით!


გახდი კვალიფიციური სპეციალისტი და საკუთარი საქმის პროფესიონალი, შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში 

 

თბილისი,

საბურთალო, ალ.ყაზბეგის 34/34

 



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ იღებს შენზე მეტ ხელფასს ადამიანი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს

ნაკლები გამოცდილება ყოველთვის დაბალ ხელფასს არ ნიშნავს. ანაზღაურებაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს პასუხისმგებლობებს, კონკრეტულ უნარებს, დასაქმების პირობებსა და მოლაპარაკების ისტორიას. გაიგე, როგორ შეაფასო საკუთარი მდგომარეობა, მოემზადო ხელფასზე საუბრისთვის და დაგეგმო შემდეგი პროფესიული ნაბიჯი.

გამოცდილების წლები ხელფასის მხოლოდ ერთი ნაწილია  ხუთი წელია მუშაობ, პასუხისმგებლობებს კეთილსინდისიერად ასრულებ და გუნდშიც ხშირად შენ გეკითხებიან რჩევას. შემდეგ იგებ, რომ თანამშრომელი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს, შენზე მეტ ანაზღაურებას იღებს. პირველი რეაქცია შეიძლება უსამართლობის განცდა იყოს: თუ მეტი დრო გაქვს დახარჯული პროფესიის შესწავლასა და პრაქტიკაში, რატá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა