IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

Python რჩება ყველაზე პოპულარულ პროგრამულ ენად

02.04.2021

288 დათვალიერება

მიუხედავად იმისა, რომ ცალსახად Python ლიდერობს, ინტერესი იზრდება სხვა ენების მიმართაც, როგორიცაა JavaScript, C და C ++

 

როდესაც ამდენი პროგრამირების ენა გამოიყენება და ასეოდენ დიდი მოთხოვნაა დეველოპერებზე, როგორც დარგის პროფესიონალები ასევე დამწყები დეველოპერები დგებიან სერიოზული გამოწვევის წინაშე, რომ გადაწყვიტონ, თუ რომელი პროგრამული ენის მიმართულებით ჯობია მიმართონ დრო და ძალისხმევა, წარმატებული კარიერის დასაგეგმად

 

მაირტის თვეში გამოქვეყნებულ ანგარიშში ტექნოლოგიური ტრენერის ო’რეილი დეტალურად ხსნის, თუ რომელი ენები იწვევს დეველოპერების დიდ ინტერესს. ანგარიშში "საით მიდის პროგრამირება, ოპერაციები, ხელოვნური ინტელექტი და ღრუბელი 2021 წლის მეორე ნახევრისთვის," ო’რეილიმ გააანალიზა მონაცემები მისი ონლაინ სწავლების, საგამომცემლო პარტნიორების და სწავლის რეჟიმების, ონლაინ ტრენინგების და ვირტუალური ღონისძიებებიდან.

 

ყველა ენას შორის, Python რეგისტრირდება, როგორც შესასწავლად ყველაზე პოპულარული ენა, რომლის მიმართ ინტერესი გასულ წელს გაიზარდა 27%-ით, ხსენებული ენა წინა წლებშიც რეგულარულად მზარდი იყო.

 

Python ასევე სასურველია მანქანური სწავლების (ML) ასპექტების გამო. ენების scikit-learn მანქანური სწავლების ბიბლიოთეკის  გამოყენება გაიზარდა 11%-ით, ხოლო PyTorch მანქანური სწავლების ჩარჩო,  რომელიც გამოიყენება ღრმა სწავლებისთვის, მოხმარების მხრივ 159%-ით გაიზარდა.

 

მის კვლევაში, ო'რეილმა აღმოაჩინა, რომ სხვა ენების მიმართ ინტერესი იზრდება. კერძოდ, წინა წელს, JavaScript-ის გამოყენება 40%-ით გაიზარდა, C-ის 12%-ით, ხოლო C ++-ის 10%-ით. ნაკლებად გამოყენებადი ენები, რომლებიც ასევე იწვევს გაზრდილ ინტერესს, მოიცავს: Go, Rust, Ruby, და Dart.

 

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვჯერა, რომ Rust-ის პოპულარობა კვლავ გაიზრდება, ძალიანაც ნუ აღფრთოვანდებით; 94%-ით გაზრდა ადვილია, როდესაც მცირე ბაზიდან იწყებთ”, - აღნიშნულია მოხსენებაში. ”Go-მ აშკარად დაიმკვიდრა თავი, განსაკუთრებით, როგორც ერთდროულმა პროგრამირების ენამ, და Rust სავარაუდოდ დამკვიდრდება სისტემის პროგრამირებისთვის: ახალი ოპერაციული სისტემების შექმნისა და ღრუბლოვანი ოპერაციების გამართვისთვის."

 

ერთი ტენდენცია, რომელსაც ო’რეილი ხედავს, არის მცირე კოდიანი (low-code) ან კოდის გარეშე (no-code) პროგრამირების აქტიური ადაპტაცია, რაც საშუალებას აძლევს ადამიანებს, რომლებსაც აქვთ კოდის წერის მცირე გამოცდილება, ან საერთოდ არ აქვთ, შექმნან აპლიკაციები შედარებით მარტივი გრაფიკული ინსტრუმენტების გამოყენებით. თუმცა, კოდის გარეშე (no-code) პროგრამირებებზე გადასვლა არ ნიშნავს, რომ პროფესიონალი დეველოპერები საქმეს გამოეთიშებიან. ამ ტიპის პროგრამირებისთვის გამოყენებული ახალი ენები, ახალი ბიბლიოთეკები და ახალი ინსტრუმენტები საჭიროებენ გამოცდილ დეველოპერებს მათი შექმნისა და შენარჩუნებისთვის.

 

"მცირეკოდიანი (low-code) პროგრამირებები არის დემოკრატიზაციის მოძრაობის ნაწილი, რომელიც კომპიუტერის ძალას უფრო მეტი ადამიანის ხელში ათავსებს და ეს თითქმის ყოველთვის კარგია”, - ნათქვამია ანგარიშში. "პროგრამისტები, რომლებიც აცნობიერებენ, რას ნიშნავს ეს მოძრაობა, ვერ ჩანაცვლდებიან არაპროგრამისტების მიერ. ისინი გახდებიან უფრო პროდუქტიულები და შექმნიან იმ ინსტრუმენტებს, რომლებსაც სხვები გამოიყენებენ."

 

გსურთ შექმნათ ვებ-გვერდი და გახდეთ სრულფასოვანი პროგრამისტი მაღალი ანაზღაურებით?

 დარეგისტრირდი ახლავე!

 

გასულ წელს ასევე გაორმადა ინტერესი ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლებისადმი, ხელოვნური ინტელექტი 94%-ით, ხოლო მანქანური სწავლება 14%-ით. მსგავსი თემები, როგორიცაა ბუნებრივი ენის დამუშავება, 21%-ით გაიზარდა. მანქანური სწავლების პლატფორმებს შორის TensorFlow ლიდერობს წინა წელთან შედარებით 6%-იანი ზრდით მის მიმართ ინტერესის კუთხით.

 

გარდა ამისა, ღრუბელთან დაკავშირებულ საკითხებზე ტრენინგების მოთხოვნა იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ Amazon ვებ სერვისები კვლავ დომინირებს, მისით დაინტერესება წლის განმავლობაში მხოლოდ 5%-ით გაიზარდა. ამავდროულად, Microsoft Azure-ის მიმართ ინტერესი გაიზარდა 136%-ით, ხოლო Google Cloud-მა 84%-ით მოიმატა. ანგარიშში ნათქვამია, რომ ასეთი ტენდენციები აჩვენებს, რომ მეტ ორგანიზაციას გადააქვს მათი პროგრამები და მონაცემთა სეტები ღრუბელში.

 

და ბოლოს,

კორონავირუსის პანდემიამ იძულებითი ცვლილება მოახდინა იმაზე, თუ როგორ იყენებენ სასწავლო ტრენინგებს ინდივიდუალური ორგანიზაციები. საკლასო ოთახში და ფიზიკურ ადგილზე სწავლება აღარ არის შესაძლებელი და არც მიზანშეწონილი, ორგანიზაციებმა გაზარდეს პირდაპირი ონლაინ ტრენინგების ადაპტაციის პროცესი, რომელთა გამოყენებამ 196%-ით მოიმატა. გარდა ამისა, ტრენინგისთვის ელ-წიგნების გამოყენება გაიზარდა 11%-ით, ხოლო საგანმანათლებლო ვიდეოების გამოყენება 54%-ით.

 

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 .თელავინადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 .თბილისი.ყაზბეგის 34/34 

https://www.facebook.com/itstep.ge

 



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

STEP კომპიუტერული აკადემიის რედაქცია

AI

ChatGPT სრული სახელმძღვანელო

დაიწყეთ ChatGPT გამოყენება უფრო სწრაფად და ეფექტურად, გაიგეთ ყველაფერი, დაწყებული უფასო რეგისტრაციიდან, დამთავრებული სამეწარმეო საქმეში ChatGPT-ის ფასიანი ვერსიის გამოყენებამდე

დაიწყეთ ChatGPT გამოყენება უფრო სწრაფად და ეფექტურად, გაიგეთ ყველაფერი, დაწყებული უფასო რეგისტრაციიდან, დამთავრებული სამეწარმეო საქმეში ChatGPT-ის ფასიანი ვერსიის გამოყენებამდე   UBS-ის ანგარიშის თანახმად, ChatGPT-ის ყოველდღიურ ვიზიტორთა რაოდენობამ  100 მილიონს მიაღწია, რაც მას ისტორიაში ყველაზე სწრაფად მზარდ აპლიკაციად აქცევს. ბიზნეს სამყარო ასევეა დაინტერესებული ChatGPT-ით და ცდილობს ხე�

ШАГ логотип

პროგრამირება

რომელ ქვეყანას ჰყავს მსოფლიოს საუკეთესო პროგრამისტები?

პროგრამირება თანამედროვე დროში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა, პარალელურად პროგრამირების დროს შემოქმედებითი პროცესი შეუზღუდავია, წარმოიდგინე, წერ კოდს, რომელიც უამრავი სიმბოლოსგან შედგება, თუმცა საბოლოოდ ის სხვანაირად გამოიყურება ის საშუალებას გაძლევთ არაფრისგან შექმნათ რაღაც ახალი, უჩვეულო, ორიგინალური და კრეატიული. 

პროგრამირება თანამედროვობის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა, პარალელურად პროგრამირების დროს შემოქმედებითი პროცესი შეუზღუდავია, წარმოიდგინე, წერ კოდს, რომელიც უამრავი სიმბოლოსგან შედგება, თუმცა საბოლოოდ ის სხვანაირად გამოიყურება ის საშუალებას გაძლევთ არაფრისგან შექმნათ რაღაც ახალი, უჩვეულო, ორიგინალური და კრეატიული იმის გასარკვევად, თუ რომელი ქვეყნიდან არიან

ШАГ логотип

პროგრამირება

JavaScript: განაახლეთ ყველა პაკეტი package.json-ში NCU-ით

JavaScript: განაახლეთ ყველა პაკეტი package.json-ში NCU-ით

JavaScript-ის დეველოპმენტის სამყაროში პაკეტებისა და დამოკიდებულებების მართვა ნებისმიერი პროექტის გადამწყვეტი ასპექცია. პაკეტების განახლება არა მხოლოდ უზრუნველყოფს უახლეს ფუნქციებთან წვდომასა და ხარვეზების აღმოფხვრას, არამედ აუმჯობესებს აპლიკაციის საერთო სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. თუმცა package.json ფაილში თითოეული პაკეტის ხელით განახლება შესაძლოა იყოს ძალიან შრომატევადი �

ШАГ логотип

Techfacts

News

Starlink უკვე საქართველოშია | ფასი, ინსტალაცია, სისწრაფე

საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, სადაც Starlink-ის უსადენო სწრაფი ინტერნეტი ხელმისაწვდომია!

Starlink მსოფლიოში მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელს მსოფლიოში, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტ კავშირი დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია - ახლა ის უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია! კომპანიის გადაწყვეტილებით, თბილისის ტექნოლოგიური პ�

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა