IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

თვითშეფასების ადეკვატური უნარი პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერისთვის

1000

პროგრამირება

13.07.2024

543 დათვალიერება

IT ინდუსტრია რეაქტიული სისწრაფით იზრდება, შესაბამისად ის რჩება განვითარებული, გონიერი ადამიანებისთვის ყველაზე მიმზიდველ სფეროდ, თუმცა ზოგიერთი არასწორად აფასებს ამ სფეროს თავისებურებებს და ფიქრობს, რომ პროგრამირება მარტივია - უბრალოდ რამდენიმე თვე Youtube-ს უნდა ჩაუჯდე, ან სადმე რამე კურსი გაიარო და სერტიფიკატი მიიღო. თუმცა, რეალობა გაცილებით რთულია.


ბოლო პერიოდში გამოიკვეთა თვითშეფასების პრობლემა, როგორც აღმოჩნდა, ზოგიერთი დეველოპერი, გამოცდილების მიუხედავად, არასწორად აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს. ზოგი ზედმეტად თავდაჯერებულია, ზოგი კი - პირიქით თვლის რომ სწავლა უკვე გვიანია. ეს იწვევს არაადეკვატურ მოლოდინებს ხელფასის, კარიერული წინსვლის და სამუშაო გარემოს მიმართ.
მეორე მნიშვნელოვანი საკითხია პროგრამირების სწავლის რეალური სირთულე. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ პროგრამირების შესწავლის მსურველთა 70% ვერ აღწევს წარმატებას. რატომ? პასუხი მარტივია - ბევრს ჰგონია, რომ კვირაში რამდენიმე წუთი ონლაინ სწავლა საკმარისია წარმატებისთვის.


სინამდვილეში, პროგრამისტად გახდომა მოითხოვს:

  • ყოველდღიურ მუშაობას საკუთარ თავზე

  • მინიმუმ 1 წლის ინტენსიურ სწავლას, აკადემიაში სადაც გეყოლება მენტორი

  • მუდმივ პრაქტიკას და კოდის წერას

  • რეალური პროექტების შექმნას და თემატურ საზოგადოებაში ჩართვას

 

საქმე იმაშია, რომ პროგრამირება საკმაოდ შრომატევადი საქმეა და თუ თქვენ მარტივი ფულის მაძიებელი ხართ ეს სფერო ვერ იქნება თქვენთვის ხელსაყრელი, იმისთვის რომ კარგად აითვისო ეს პროფესია და შეინარჩუნო თვითშეფასების მაღალი დონე, ყოველდღიურად უნდა იმუშაო საკუთარ თავზე. სწავლის დაწყებიდან 12 თვე ყოველდღიურად უნდა წერდეთ კოდს და ცდილობდეთ რაც შეიძლება მეტ პროექტში ჩაებათ რომ შეძლოთ აუარება პრაქტიკული გამოცდილების მიღება

 

დაგეგმე სწავლა სტეპში და აიღე საერთაშორისო სერტიფიკატები 

→დარეგისტრირდი მარტივად

 

 

ორი ოქროს წესი

 

  1. დაისახეთ რეალისტური მიზნები

  2. არ შეწყვიტოთ პრაქტიკული გამოცდილების დაგროვება

 

პროგრამირება ნამდვილად არ არის ზარმაცების საქმე. დაფიქრდით, მზად ხართ რეალური გამოწვევებისთვის? გაქვთ საკმარისი ნებისყოფა? ბევრი შრომით ამ სფეროში შეგიძლიათ დაპირებულზე მეტ წარმატებასაც კი მიაღწიოთ. მთავარია, არ აჰყვეთ ცრუ დაპირებებს და ყოველდღიურად იმუშაოთ საკუთარ თავზე

 

შეეცადეთ არცერთ ეტაპზე არ დაკარგოთ თვითშეფასების ადეკვატური უნარი და მიუღწეველი არცერთი მიზანი არ დარჩება, აკადემიური ცოდნით, დისციპლინით და სწორად შედგენილი რეზიუმეთი დღეს მსოფლიო სამუშაო ბაზარი ნებისმიერი პროფესიონალისთვის ხელმისაწვდომია, სულ უფრო მეტი საერთაშორისო კომპანია ევროპაში, ამერიკაში და მთელ მსოფლიოში ნერგავს დისტანციური მუშაობის პრაქტიკას და ეძებს მაღალკვალიფიციურ პროფესიონალებს გეოგრაფიული საზღვრების მიუხედავად.რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც განვითარებადი ეკონომიკისთვის. ის გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, ჩავერთოთ გლობალურ შრომით ბაზარში, გავიუმჯობესოთ პროფესიული უნარები და მივიღოთ საერთაშორისო გამოცდილება ქვეყნიდან გასვლის გარეშე.
ეს არა მხოლოდ ინდივიდუალური კარიერული ზრდის, არამედ ეროვნული ეკონომიკის განვითარების შანსიცაა. ვისარგებლოთ ამ შესაძლებლობით და ვაჩვენოთ მსოფლიოს ჩვენი ნიჭი და პოტენციალი!

 

IT აკადემია STEP გთავაზობთ უნიკალურ შანსს:

გაიარეთ ჩვენი დაფინანსებული საერთაშორისო სასერტიფიკაციო გამოცდები, რომლის სერტიფიცირებასაც ახორციელებს A Pearson VUE business by Certiport, მიიღეთ საერთაშორისო სერტიფიკატი შემდეგ მიმართულებებში, JavaScript, C#, HTML, CSS

 

დაგეგმე სწავლა სტეპში და აიღე საერთაშორისო სერტიფიკატები

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში, ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ. თელავი, ი.ჭავჭავაძის მოედ. #4

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ყაზბეგის34/34ბ

 

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge

 



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ იღებს შენზე მეტ ხელფასს ადამიანი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს

ნაკლები გამოცდილება ყოველთვის დაბალ ხელფასს არ ნიშნავს. ანაზღაურებაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს პასუხისმგებლობებს, კონკრეტულ უნარებს, დასაქმების პირობებსა და მოლაპარაკების ისტორიას. გაიგე, როგორ შეაფასო საკუთარი მდგომარეობა, მოემზადო ხელფასზე საუბრისთვის და დაგეგმო შემდეგი პროფესიული ნაბიჯი.

გამოცდილების წლები ხელფასის მხოლოდ ერთი ნაწილია  ხუთი წელია მუშაობ, პასუხისმგებლობებს კეთილსინდისიერად ასრულებ და გუნდშიც ხშირად შენ გეკითხებიან რჩევას. შემდეგ იგებ, რომ თანამშრომელი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს, შენზე მეტ ანაზღაურებას იღებს. პირველი რეაქცია შეიძლება უსამართლობის განცდა იყოს: თუ მეტი დრო გაქვს დახარჯული პროფესიის შესწავლასა და პრაქტიკაში, რატá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

სამსახური გაქვს, მაგრამ ვეღარ ვითარდები - როდის არის პროფესიის შეცვლის დრო

სამსახური გაქვს, მაგრამ გრძნობ, რომ ერთ ადგილზე გაჩერდი? გაეცანი, როგორ განასხვავო სამუშაო გარემოთი უკმაყოფილება პროფესიის შეცვლის სურვილისგან, როგორ შეამოწმო ახალი მიმართულების მიმართ ინტერესი და როგორ დაგეგმო სწავლა არსებული სამსახურის პარალელურად.

როცა სამსახურში ყველაფერი ნაცნობია და ახალი აღარაფერი გხვდება დილით სამსახურში მიდიხარ, დავალებებს ასრულებ, დღის ბოლოს კი გრჩება განცდა, რომ კიდევ ერთი დღე გავიდა და ახალი არაფერი გისწავლია. იცი, როგორ მოაგვარო ყოველდღიური საკითხები, კოლეგებიც შენს გამოცდილებას ენდობიან, მაგრამ ის, რაც ადრე გამოწვევა იყო, ახლა ავტომატურ მოქმედებად იქცა. სტაბილურობა სასიამოვნოა, თუმცა შáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა