IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

საჩუქრები კოდირების უნარის ადრეული ასაკიდან გასანვითარებლად

01.02.2022

659 დათვალიერება

ბავშვებისათვის ვისაც კოდირება, კომპიუტერული მეცნიერებები და STEM (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა) უყვართ, უამრავი საინტერესო საჩუქარი არსებობს, რომელსაც გაოცება და შთაგონება შეუძლიათ. თუმცა, თუ მოზარდი არ არის აქტიური და არ გამოხატავს მკვეთრ ინტერესს ტექნოლოგიების და მათემატიკის მიმართულებით, საჭიროა ჩავერიოთ და ვიპოვოთ გონებრივი განვითარების წამახალისებელი მართებული მიდგომები, სწორედ ამ მიზნით, გადავწყვიტეთ არსებულ სათამაშოებს შორის ყველაზე საინტერესო ვარიანტები შეგვერჩია.

 

კოდინგ სათამაშოები პატარებისთვის

Bitsbox: 10 წლის ქვემოთ ბავშვებისათვის არსებობს ბევრი თამაში, რომელიც მათ კომპიუტერული პროგრამირების ანბანის გაგებაში დაეხმარება. Bitsbox ყოველთვიურად სახლში ფიზიკურ ყუთს გაწვდით, რომელიც პროექტისათვის საჭირო აღჭურვილობას შეიცავს, ამ ყველაფრის შემდეგ თქვენს შვილს შეუძლია შეუერთდეს Bitsbox-ს ონლაინ პლატფორმას და ამ პროექტებს შორის საკუთარი ვერსია დააპროგრამოს. აპლიკაციების შერჩევა სირთულის და ინტერესის მიხედვით ხდება

 

Osmo: ეს iPad-ის ბაზაზე შექმნილი საპროგრამო სათამაშო სისტემა საკუთარ თავში კოდირებისთვის ფიზიკურ კუბებს იყენებს. მაგნეტიკური კუბების გამოყენებით თქვენს ბავშვს Awbie-ს კონტროლი შეუძლია, საყვარელი პერსონაჟის რომელმაც ნავიგაცია უნდა შეძლოს Osmo-ს სამყაროს სხვადასხვა დონეებზე. ფიზიკური კუბები ერთმანეთთან ლოგიკურად უნდა დაკავშირდეს რათა Awbie-მ შეძლოს ეკრანზე მოძრაობა, ისეთი ბრძანებების გამოყენებით როგორიც "იმოძრავე", "მობრუნება" და "გაიმეორე"-ა. Osmo ხუთი წლის ბავშვებისთვისაც კი იდეალურია, იმდენად რამდენადაც ამ შემთხვევაში პროგრამირების საბაზისო ლოგიკის გასაგებად და კრიტიკული აზროვნების გასავარჯიშებლად მათ არ სჭირდებათ ბეჭდვითი უნარები. მას შემდეგ რაც თქვენი შვილი Awbie-ში გაიწაფება, მას Osmo-ს სხვა პროდუქტებზე გადასვლა შეეძლება, მაგალითად Coding Jam-ზე, რომელიც კუბების მსგავს სისტემას ციფრული მუსიკის შესაქმნელად იყენებს, ამ მხრივ ასევე საინტერესოა Coding Duo, რომელიც Coding Awbie-ს უფრო განვითარებულ ვერსიას წარმოადგენს, სადაც თამაში რამდენიმე მოთამაშეს შეუძლია.

 

მიეცით თქვენს შვილს შესაძლებლობა აჰყვეს თანამედროვე სამყაროს, შეასწავლეთ მათ  კომპიუტერული პროგრამირება

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

Cubetto სრულად უეკრანო სათამაშოა 5-6 წლამდე ბავშვებისათვის! ხის რობოტი რომლის დაპროგრამებაც მის ზედაპირზე ფერადი კუბების მოთავსებით შეიძლება, რაც მისი მოძრაობის ინსტრუქტაჟს ხდის შესაძლებელს. Cubetto-ს მოთავსება სხვადასხვა რუკებსა, ლაბირინთებზე და წიგნებზე შეიძლება. მაგალითად, ერთ-ერთ გამოწვევაში Cubetto-ს დავალება დიდ ურბანულ ქალაქში ნავიგაციაა. განსხვავებულ სცენარში ის ძველ ეგვიპტეშია, სადაც პირამიდებს, იეროგლიფებს და სფინქსს შეისწავლის. დიდებული სათამაშოა რომელიც აქტიურ თამაშს და კრიტიკული აზროვნებას ყოველგვარი ეკრანის გარეშე ხდის შესაძლებელს.

 

კოდინგ თამაშები უფროსი ბავშვებისათვის   

Anki Cozmo: უფროსი ბავშვებისათვის რომლებსაც რობოტები უყვართ, ხელის გულზე ეტევა, მოჰყვება სახის ამოცნობის ტექნოლოგია, თვითმანევრირებად შესაძლებლობები და "ემოციური ძრავა", რომელსაც რეალურ სამყაროში არსებულ სიტუაციებზე რეაგირება შეუძლია. მას Code Lab აპლიკაცია მოჰყვება რომელიც მომხმარებლებს აძლევს საშუალებას დააპროგრამოს Cozmo - ს მოძრაობები და პასუხები არსებული გარემოს შესაბამისად.  Cozmo-ს შემთხვევაში ბავშვებს ასევე სხვადასხვა თამაშების თამაში შეუძლიათ, მაგალითად Memory Match-ის და Keepaway-ს.

 

Kano: თუ თქვენი შვილი სხვადასხვა მოწყობილობების აწყობითაა დაინტერესებული კანო გაუხარდება, მას მოყვება ინსტრუქცია მარტივი კომპიუტერის ასაწყობად და ჭკვიანი კვების კაბელი, Raspberry Pi (ჩიპი რომელიც კომპიუტერის მუშაობას უზრუნველყოფს), კლავიატურა, SD ბარათი და ასევე არჩევანი მიკროფონსა და HD თაჩსქრინს შორის. თაჩქსრინიანი ვერსიის შემთხვევაში  შეგიძლიათ დააპროგრამოთ საკუთარი მხატვრობა, თამაშები და მუსიკა. ამ შემთხვევაში კოდინგი კუბების ბაზაზე ეწყობა, თუმცა, უფრო განვითარებული მოსწავლეებისათვის, პროექტებზე მუშაობა ასევე პითონის და ჯავასკრიპტის ენების გამოყენებითაა შესაძლებელი.

 

მაინკრაფტი: ბავშვების დიდ ნაწილს მაინკრაფტი უყვართ, ეს ღია თამაშია სადაც მომხმარებლებს საკუთარი სამყაროს და გამოცდილებას შექმნა მათ მიერ მოპოვებული რესურსების მეშვეობით შეუძლიათ. მაინკრაფტის ბუნების გათვალისწინებით, თამაშის მოდიფიცირება ძალიან პოპულარული მოვლენაა. ეს ის ადგილია სადაც ახალი საგნების, რესურსების და ფუნქციების შექმნა მაინკრაფტის კოდის განფენილობების საშუალებით გეძლევათ.

 

ონლაინ თამაშები, პლატფორმები და გაკვეთილები კოდირებისთვის

იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც პროგრამირების სწავლა სურთ ბევრი თამაში და ონლაინ პლატფორმა არსებობს, დაინტერესების შემდეგ, სასურველია მოზარდი დაარეგისტრიროთ პროგრამირება-პროფესია სკოლის პარალელურად სასწავლო კურსზე, სადაც სწავლის ტემპი მაღალი იქნება და მოსაწყენი კოდირების ინსტრუქციის მიღმა, მოზარდს შეეძლება მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა თამაშში, აქტივობებში და კოდინგის გამოწვევებში, რაც შესაძლებელს გახდის მისი უნარების განვითარებას სასწავლო პროგრამის გარეთაც.

გახსოვდეთ,  არსებობს სწავლის შესაძლებლობების ძალიან ვრცელი სია. კოდირებამ შეიძლება შორს წაიყვანოს თქვენი შვილი, მაგრამ, ადრეულ ასაკიდანვე თქვენი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა თქვენი მოზარდი გაიხსნას, მოტივირდეს და მისი შემოქმედებითობის პოტენციალიც აყვავდეს.

 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა