IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

სახალისო STEM აქტივობები არდადეგებისთვის

მშობლებისთვის

02.03.2022

1248 დათვალიერება

1.  2. STEM პროექტები2.1.  2.2. 1. წაიყვანეთ მოზარდები ვირტუალურ საგანმანათლებლო ექსკურსიაზე2.3.  2.4. 2. STEM სათამაშოებით თამაში2.5.  2.6. 3. დაკავდით კომპიუტერული მეცნიერებით, კომპიუტერის გარეშე2.7.  2.8. 4. ააშენეთ რაღაც გასაოცარი2.9.  2.10. 5. შეფუთეთ საჩუქრები გონივრულად2.11. 6. ისიამოვნეთ STEM -ის თემატიკის ფილმებით, ოჯახური საღამოს დროს2.12. 2.13. → დარეგისტრირდი ახლავე!2.14.  2.15. 8. გამოიკვლიეთ ახლომდებარე არქიტექტურა და საზოგადოებრივი ნამუშევრები2.16. 9. გადაინაცვლეთ სამზარეულოში2.17. 10. შეიძინეთ ახალი უნარები ონლაინ2.18.  2.19. 11. აქციეთ გზაში გატარებული დრო თავგადასავლად2.20. 12. შექმენით თამაში: ინტერნეტში და მის გარეთ2.21.  2.22. 13. შექმენით იმიტირებული სამუშაოების გამოფენა2.23. 14. გამოიკვლიეთ გარე სამყარო2.24.  2.25. 15. დაწერეთ ვებსაიტის კოდი2.26.  2.27. 16. ისწავლეთ ჭადრაკის თამაში2.28.  2.29. 17. შექმენით ციფრული ნამუშევარი2.30.  2.31.  

არდადეგები საუკეთესო პერიოდია შემეცნებითი და გასართობი STEM აქტივობებისთვის. სადაც ბავშვს ვასწავლით ფუნდამენტურ უნარებს, რომლებიც სარგებელს მოუტანს მოზარდს კლასში და მის გარეთ, ასევე აქტივობები აჩვენებენ რამდენად კრეატიული და მაგარი შეიძლება იყოს STEM სფერო.

 

STEM პროექტები

თითოეული ეს აქტივობა საკმარისად სახალისოა იმისთვის, რომ თქვენი შვილები სავარძლიდან წამოაყენოს და სათამაშო კონსოლებს მოაშოროს. ზოგიერთი ჯერ კიდევ ახორციელებს აქტივობებს, რომლებითაც ბავშვებს შეუძლიათ ისიამოვნონ სახლში, მაგრამ ახალი ენერგიით. სცადეთ ერთი ან  რამდენიმე ნებისმიერ შემთხვევაში, გისურვებთ მშვენიერი დასვენების სეზონს.

 

1. წაიყვანეთ მოზარდები ვირტუალურ საგანმანათლებლო ექსკურსიაზე

ასაკი: ნებისმიერი

ვირტუალურად, ყველაფერი ყოველთვის ღიაა, თქვენ არ მოგიწევთ მოგზაურობა და შეგიძლიათ ყველაფერს ეწვიოთ ხარჯების გარეშე! ყველაფერი რაც თქვენ უნდა გააკეთოთ არის მოწყობილობის მწყობრში მოყვანა და დღის დანიშნულების ადგილის დადგენა.

ზოოპარკებიდან დაწყებული სამეცნიერო ცენტრებით, მუზეუმებით და მრავალი სხვით დამთავრებული, არსებობს მთელი რიგი ექსკურსიებისა, რომლებიც გელოდებიან თქვენ. აქ არის რამდენიმე მათგანი, რომელიც შეგიძლიათ სცადოთ:

 

2. STEM სათამაშოებით თამაში

ასაკი: 6–10

ოდესმე თუ „შეგინიღბავთ“ ბოსტნეული საჭმელში, რათა ბავშვებს ვერ შეემჩნიათ, რომ ბოსტნეულს მიირთმევენ? დღევანდელი STEM სასაჩუქრე სახელმძღვანელოები სავსეა გასაოცარი სათამაშოებით, როგორიცაა Roblox და სხვა, რომლებიც სწავლის შენიღბვას ამავე გზით ახდენენ. ისინი ასწავლიან ისეთ მნიშვნელოვან უნარებს, როგორიცაა პრობლემის გადაჭრა და სივრცითი მსჯელობა ისე, რომ ძალიან სახალისოა, ხოლო ბავშვები ვერც კი აცნობიერებენ, რომ სწავლობენ.

გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

 

3. დაკავდით კომპიუტერული მეცნიერებით, კომპიუტერის გარეშე

ასაკი: 12–18

ჩვენ გვესმის, რომ ეკრანთან რეგულარულად გატარებული დრო ახლა უბრალოდ ბუნებრივი მოცემულობაა, მაგრამ კომპიუტერთან ან ტელეფონთან მიჯაჭვულობა არ არის ერთადერთი გზა, რომლითაც თქვენს შვილს შეუძლია გაიუმჯობესოს თავისი ტექნოლოგიური უნარები.

გაემგზავრეთ კომპიუტერულ მეცნიერებაში, რათა იპოვოთ უამრავი აქტივობა, ფაზლები და ისტორიები, რომლებიც აუმჯობესებს ბავშვების კომპიუტერული მეცნიერების უნარებს. თითოეული აქტივობა არსებობს ადვილად დასაბეჭდ ფორმატში ინსტრუქციებითა და სამუშაო ფურცლებით. ჩვენ განსაკუთრებით გვიყვარს სანტას ჭუჭყიანი წინდების ისტორია და აქტივობა.

 

4. ააშენეთ რაღაც გასაოცარი

ასაკი: ნებისმიერი

არ არსებობს უკეთესი გზა საინჟინრო პრინციპების შესასწავლად, ვიდრე თავად მშენებლობის დაწყება! შეაგროვეთ ნებისმიერი რაოდენობის საყოფაცხოვრებო ნივთი - პლასტმასის ჭიქები, ჩუპაჩუფსის ჯოხები, LEGO ბლოკები - და დაიწყეთ მშენებლობა. წაახალისეთ თქვენი შვილი, ჩაიწეროს ყოველი ახალი ქმნილების სიმაღლე, ფორმა და ზომა და შემდეგ შეამოწმოს სტრუქტურის უნარი, შეეჯიბროს უმცროსი დედმამიშვილის ქმნილებას.

ინტერნეტი სავსეა ინსტრუქციებით, როგორიცაა სადღესასწაულო სვიტერის გალამაზება, ან ხიდი ჩუპაჩუფსის ჯოხებისგან, ან თუნდაც სახლი ჯანჯაფილის თაფლაკვერისგან. ან უბრალოდ იპოვეთ საინტერესო მასალები და მიეცით საშუალება თქვენს შვილს გაიუმჯობესოს კრეატიული უნარები.

თქვენ შეგიძლიათ წაახალისოთ მოზარდები, მიამსგავსონ ქმნილებები მათ გარშემო არსებულ სტრუქტურებს (მაგ. ხიდს ახლომდებარე ქალაქში ან ცნობილი ცათამბჯენს). რეალური ღირშესანიშნაობების სტუმრობა ასევე ყოველთვის კარგი მოტივატორია.

 

5. შეფუთეთ საჩუქრები გონივრულად

ასაკი: 6–10

მიუხედავად იმისა, რომ საჩუქრების შეფუთვა სადღესასწაულო სეზონის ძირითადი ნაწილია, აქტივობა ასევე შეიძლება დაეხმაროს ბავშვებს მათემატიკური უნარების ჩამოყალიბებაში, გართობის დროს. დაეხმარეთ თქვენს შვილს გაზომოს თითოეული საჩუქარი, შემდეგ დაადგინოს, რამდენი შესაფუთი ქაღალდი იქნება საჭირო საჩუქრის ზედაპირის დასაფარად. ბავშვებს შეუძლიათ გაზომონ და მოჭრან შესაბამისი რაოდენობის შესაფუთი ქაღალდი, ისევე როგორც ნებისმიერი დეკორატიული ელემენტი, როგორიცაა ლენტი.

 

 

6. ისიამოვნეთ STEM -ის თემატიკის ფილმებით, ოჯახური საღამოს დროს

ასაკი: ნებისმიერი

ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ მოვამზადოთ ბავშვები და მოზარდები მილიონობით არსებული სამუშაოსთვის საუკეთესო STEM კარიერაში. მიუხედავად იმისა, რომ მათი აღჭურვა რეალური სამყაროს ტექნიკური უნარებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, STEM-ისადმი ჭეშმარიტი ინტერესის გამოწვევა ასევე უმნიშვნელოვანესია. ასე რომ, დაჯექით (კარაქიანი პოპკორნით მომარაგებულნი), მოდუნდით და მოემზადეთ ინსპირაციისთვის!

შეკრიბეთ ოჯახი STEM-ის თემატური ფილმის საღამოსთვის. მიუხედავად იმისა, რომ Netflix-ს აქვს უამრავი შესანიშნავი სამეცნიერო და ტექნოლოგიური დოკუმენტური ფილმი, ნუ შეიზღუდებით მხოლოდ არამხატვრული ფილმებით.

მაგალითად, უყურეთ ყველაფრის თეორიას  , რათა შთაგონებული დარჩეთ სტივენ ჰოკინგის, როგორც ფიზიკოსის ცხოვრებით. დამალული ფიგურები  არის კიდევ ერთი შესანიშნავი არჩევანი და მოგვითხრობს NASA-ს პიონერი ქალი, აფრო-ამერიკელი მეცნიერების შთამაგონებელ ნამდვილ ისტორიას.

თუ ბიოგრაფიული ფილმები არ არის თქვენი ოჯახის ფავორიტი ჟანრი, სცადეთ სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმი, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს ჩვენს საზღვრებს. ნება მიეცით თქვენს შვილს იოცნებოს ჩარჩოებს მიღმა და მოიცვას სამყაროში, სადაც შეუძლებელი ხდება შესაძლებელი.

 

არ დაკარგო დრო! გამოიყენე ის შენი უკეთესი მომავლის შესაქმნელად. არ გადადო, დარეგისტრირდი დღესვე

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

7. სცადეთ სახლში შესასრულებელი სამეცნიერო ექსპერიმენტი

ასაკი: ნებისმიერი

სამეცნიერო ექსპერიმენტები არ არის მხოლოდ სკოლისთვის. უფრო მეტიც, თქვენს შვილებს შესაძლოა მოუნდეთ მთელი არდადეგები გაატარონ მეცნიერების შესწავლაში მხოლოდ იმ საგნებით, რომლებსაც სახლში ნახავენ. უმცროსი ბავშვებისთვის , გაყინული ბუშტების გაბერვა ან კრისტალიზებული ორნამენტების დამზადება შესანიშნავი გზაა სამეცნიერო პროცესის აღმოსაჩენად. თინეიჯერებს შეუძლიათ ნახონ ასაკის შესაბამისი 15 ექსპერომენტი-appropriate experiments შთაგონებისთვის.

 

8. გამოიკვლიეთ ახლომდებარე არქიტექტურა და საზოგადოებრივი ნამუშევრები

ასაკი: 8–13

პირველ შეთავაზებას რომ დავუბრუნდეთ, ისეთი აქტივობები, როგორიცაა მუზეუმში ფიზიკურად სიარული, შესაძლოა ახლა შესაძლებელი არ იყოს, მაგრამ მაინც შეგიძლიათ სასეირნოდ წასვლა, ხომ ასეა?

გაიგეთ მეტი სამოქალაქო ინჟინერიის შესახებ სახლიდან ძალიან შორს წასვლის გარეშე. ეწვიეთ ადგილობრივ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, როგორიცაა ჩამდინარე წყლების გამწმენდი სადგური, რათა ნახოთ, რა აუშენეს სამოქალაქო ინჟინრებმა თქვენს ქალაქში.

 

9. გადაინაცვლეთ სამზარეულოში

ასაკი: 6–13

მიიწვიეთ  შვილები სამზარეულოში,  წაახალისეთ ბავშვები, რომ გაზომონ თითოეული ინგრედიენტი რეცეპტის მიხედვით, რათა სწორად გაუძღვნენ მომზადების პროცესს. თქვენ მიიღებთ ბონუს ქულებს, თუ თქვენი ცომეული წააგავს ტექნოლოგიასთან დაკავშირებულ რაღაცას, როგორიცაა სახალისო ნამცხვრები!

 

 

10. შეიძინეთ ახალი უნარები ონლაინ

ასაკინებისმიერი

ონლაინ სასწავლო პლატფორმები სულ უფრო და უფრო ხელმისაწვდომი ხდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დღევანდელი ბავშვები თავს სულ უფრო კომფორტულად გრძნობენ ტექნოლოგიასთან ურთიერთობისას. იმისდა მიხედვით, თუ რა დონის ხელმძღვანელობა სჭირდება თქვენს შვილს, ეს ონლაინ კოდირების გაკვეთილები ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის  და კოდირების სხვა ვებსაიტები შესანიშნავი ვარიანტია მოსწავლეების სწავლებისთვის, რა შეიძლება იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც მათ შეუძლიათ ისწავლონ ბავშვობის პერიოდში.

 

11. აქციეთ გზაში გატარებული დრო თავგადასავლად

ასაკი: 6–8

გადააქციეთ თქვენი მოგზაურობა მათემატიკურ თავგადასავლად! სამოგზაუროდ გამგზავრებამდე უთხარით თქვენს შვილს რა მანძილია A წერტილიდან B წერტილამდე. შემდეგ სთხოვეთ თქვენს შვილებს შეაფასონ რამდენჯერ მოგიწევთ საწვავის შევსება, რათანხას წაიღებს ეს პროცესი, როგორც ეროვნულ, ასევე სხვა ვალუტაში ამ მანძილის გავლისას.

 

12. შექმენით თამაში: ინტერნეტში და მის გარეთ

ასაკი: 6–18

თქვენს შვილს უყვარს თამაშების თამაში. ახლა დროა მათ იგი შექმნან! სახლში თამაშების შექმნის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ისინი შეიძლება იყოს ისეთივე მარტივი ან რთული, როგორც თქვენს შვილს სურს. გარდა ამისა, თამაშის შექმნა აძლიერებს პრობლემის გადაჭრის უნარს და აუმჯობესებს ‘თუ-მაშინ’ აზროვნებას — ორ უნარს, რომელიც ეხმარება ბავშვებს STEM მეცნიერებებში წარმატების მიღწევაში.

დაიწყეთ Brainstorming იმაზე, თუ რა ტიპის თამაში სურს თქვენს შვილს: რამდენ ადამიანს შეუძლია ერთდროულად თამაში? რა არის თამაშის მიზანი? რა პერსონაჟებს მოიცავს თამაში?

მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შეიძლება შეცდომები აღმოაჩინოთ პროცესში, ეს მაინც კარგია. სთხოვეთ მას ჩაინიშნოს შენიშვნები თამაშის დროს, რათა მომავალში შეცდომები გამოსწორდეს.

 

13. შექმენით იმიტირებული სამუშაოების გამოფენა

ასაკი: 8–12

როდესაც ბავშვები ფიქრობენ STEM სფეროს სამუშაოებზე, ისინი ხშირად ფიქრობენ მეცნიერებზე, მათემატიკოსებზე ან ინჟინრებზე. მიუხედავად ამისა, მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის სფეროები მოიცავს კარიერების საოცრად მრავალფეროვან კოლექციას, დაწყებული მედდობიდან Lyft-ის მსგავსი აპლიკაციების კოდირებამდე და Legoland-ის დიზაინერად მუშაობამდე.

გააფართოვეთ თქვენი შვილის წარმოდგენა STEM სფეროს სამუშაოების შესახებ თქვენი საკუთარი „სამუშაოების გამოფენის“ გამართვით. დაეხმარეთ თქვენს შვილს გამოიკვლიოს 4-6 სხვადასხვა STEM სამუშაო, თითოეული მათგანის შესახებ სხვადასხვა დეტალების აღნიშვნით: რა ვალდებულებებს მოიცავს სამუშაო, რა უნდა ეცვას ადამიანს სამუშაოზე, რა არის სამუშაოს საუკეთესო ნაწილი და ა.შ.

 

14. გამოიკვლიეთ გარე სამყარო

ასაკი: 6–10

მიეცით თქვენს შვილს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესწავლის საშუალება თქვენი საცხოვრებელი უნბიდან გაუსვლელად. მშვენიერ დღეს, გაიარეთ თქვენი სახლის ეზოში ან გაემართეთ ახლომდებარე პარკისკენ ან სასიარულო ბილიკისკენ, რათა შეაგროვოთ სხვადასხვა საგნები თქვენი გარემოდან: კლდის ნამტვრევები, ყვავილები, ფოთლები, ყლორტები, მიწა და ხის ნაფოტები. თან იქონიეთ „სამეცნიერო რვეული“, რათა ბავშვმა შეძლოს ჩანაწერების (ან ჩანახატების) გაკეთება მწერებზე და ცხოველებზე, რომლებსაც გზაში დაინახავთ. სახლში დაბრუნების შემდეგ დაეხმარეთ თქვენს შვილს ამოიცნოს თითოეული სხვადასხვა ობიექტი და დაადგინოს რა ტიპის გარემოში ცხოვრობთ.

 

15. დაწერეთ ვებსაიტის კოდი

ასაკი: 12 და მეტის

ვებსაიტის შექმნა მშვენიერი გზაა ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის, რომ გაგვიზიარონ თავიანთი იდეები, შემოქმედება ან სხვა რამ, რისთვისაც სურთ გამოიყენონ მორგებული პლატფორმა!

და, როგორც დამატებითი ბონუსი, ვებსაიტის კოდირება აერთიანებს STEM უნარებს მიზანთან. HTML-ის ან სხვა ვებ დიზაინისთვის მეგობრული პროგრამირების ენის შესწავლით, ბავშვებს შეუძლიათ გააერთიანონ თავიანთი ინტერესები და გააფართოვონ საზღვრები მათთვის მნიშვნელოვანი საკითხებისთვის.

გაიგეთ მეტივებ დიზაინი და განვითარება ბავშვებისთვის

 

16. ისწავლეთ ჭადრაკის თამაში

ლოგიკა, სტრატეგია, ანალიტიკური უნარები: თითოეული მათგანი წარმატების გასაღებია STEM-ში და მათი განბლოკვა შესაძლებელია ჭადრაკის დაფაზე.

არდადეგები ნიშნავს უამრავ დროს ოჯახთან ერთად და უამრავ შესაძლებლობას თაობათა შორის კავშირისთვის! რომელია სხვა უკეთესი დრო ბავშვებისთვის, რათა ეს თამაში ისწავლონ? ჭადრაკის თამაშის სწავლას შეუძლია დროის საინტერესოდ გაყვანა, უნარების ჩამოყალიბება და მცირე ოჯახური შეჯიბრებების წახალისება.

 

17. შექმენით ციფრული ნამუშევარი

თქვენს მუსიკოს ან მხატვარ მოზარდს შეიძლება მოეწონოს თავისი ნიჭის ციფრულად გადმოცემა! იქნება ეს მათი ხატვით, ინსტრუმენტული გზით თუ ფოტოგრაფიის უნარებით გადმოცემა, უფრო მეტი გზა არსებობს, ვიდრე ოდესმე ხელოვნების STEM-თან ინტეგრაციისთვის.

პროგრამები, როგორიცაა Adobe Illustrator, Photoshop და ციფრული მუსიკის პროგრამული უზრუნველყოფა, ბავშვებს აძლევს საშუალებას გახდნენ კრეატიულები და გააზიარონ მათი საოცარი შემოქმედება. შედევრებს დრო სჭირდება, ხოლო არდადეგები ბავშვებს სთავაზობს იმ დროს, რომ გააკეთონ ის, რისი გაზიარებითაც იამაყებენ.

 

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - მოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 .თელავინადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 .თბილისი.ყაზბეგის 34/34 

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

დაგეგმე დღესვე და დაიწყე სწავლა სექტემბრიდან სტეპში

IT აკადემია STEP-ში საშემოდგომო მიღება იწყება! შემოდგომა ამზადებს ბუნებას ახალი სამყაროსთვის. შემოდგომას შეაქვს გარდამტეხი ცვლილებები გარემოსთვის. შენი შემოდგომა – საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენა და მისი გამოყენებაა, რომ გახდე თანამედროვე სამყაროს სრულფასოვანი ნაწილი. განავითარო შენი შესაძლებლობები და გახდე მაღალანაზღაურებადი პროფესიონალი. დაისვენო იქ, სადაც მოგინდება და იმუშაო ისე – როგორც მოგინდება – სახლიდან, შენი ეზოდან ან ოფისიდან.

IT აკადემია STEP-ში საშემოდგომო მიღება იწყება! შემოდგომა ამზადებს ბუნებას ახალი სამყაროსთვის. შემოდგომას შეაქვს გარდამტეხი ცვლილებები გარემოსთვის. შენი შემოდგომა – საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენა და მისი გამოყენებაა, რომ გახდე თანამედროვე სამყაროს სრულფასოვანი ნაწილი. განავითარო შენი შესაძლებლობები და გახდე მაღალანაზღაურებადი პროფესიონალი. დაისვენო იქ, სადაც მოგ�

ШАГ логотип

Do IT in Georgia – შენი გზა ტექნოლოგიური მომავლისკენ

Do IT in Georgia საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ინიცირებული პროგრამაა, რომელიც უკვე მესამე წელია წარმატებით ხორციელდება და ათასობით დაინტერესებულმა პირმა შეძლო გამხდარიყო IT ინდუსტრიის ნაწილი. პროგრამის მთავარი მიზანი, ქვეყანაში ტექნოლოგიური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა, ადგილობრივი ბაზრისთვის კვალიფიციური კადრების მომზადება და საქართველოს, როგორც რეგიონული IT ჰაბის პოზიციონირებაა.

Do IT in Georgia საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ინიცირებული პროგრამაა, რომელიც უკვე მესამე წელია წარმატებით ხორციელდება და ათასობით დაინტერესებულმა პირმა შეძლო გამხდარიყო IT ინდუსტრიის ნაწილი. პროგრამის მთავარი მიზანი, ქვეყანაში ტექნოლოგიური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა, ადგილობრივი ბაზრისთვის კვალიფიციური კადრების მომზადება და საქართველოს, �

ШАГ логотип

5 ახალი პროფესია, რომელიც 5 წლის წინ არც კი არსებობდა

თანამედროვე ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ შრომის ბაზარზე შექმნა სრულიად ახალი პროფესიები, რომლებიც სულ რაღაც 5 წლის წინ არც კი არსებობდა. AI-ის ეთიკის სპეციალისტები, მონაცემთა შენობის მშენებლები, მდგრადობის აპლიკაციების დეველოპერები, ციფრული ჯანმრთელობის პროდუქტების მენეჯერები და მეტავერსის არქიტექტორები - ეს ის პროფესიებია, რომლებიც დღეს განსაზღვრავენ მომავლის შრომის ბაზარს და ქმნიან ახალ კარიერულ შესაძლებლობებს.

ტექნოლოგიების რევოლუცია და პროფესიული გარდაქმნა ტექნოლოგიური პროგრესი დიდი სისწრაფით იცვლება, რაც შრომის ბაზარზე ახალი პროფესიების გაჩენას იწვევს. სტატიაში ვისაუბრებთ 5 პროფესიაზე, რომლებიც 5 წლის წინ პრაქტიკულად არ არსებობდა, მაგრამ დღეს საკმაოდ მოთხოვნადია. თუ გაინტერესებთ როგორ გახდეთ თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული პროფესიონალი, IT აკადემია Step-ის კ�

ШАГ логотип

როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ბავშვების განათლების წესებს

ტექნოლოგიური რევოლუციის ეპოქაში, ხელოვნური ინტელექტი (AI) მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტზე, და განათლება არ არის გამონაკლისი. განსაკუთრებით საყურადღებოა ის გავლენა, რომელსაც AI ახდენს ბავშვების სწავლის მეთოდებზე. ეს სტატია მიმოიხილავს, თუ როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი სასწავლო პროცესს და რა პერსპექტივები აქვს მას განათლების სფეროში

ტექნოლოგიური რევოლუციის ეპოქაში, ხელოვნური ინტელექტი (AI) მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტზე, და განათლება არ არის გამონაკლისი. განსაკუთრებით საყურადღებოა ის გავლენა, რომელსაც AI ახდენს ბავშვების სწავლის მეთოდებზე. ეს სტატია მიმოიხილავს, თუ როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი სასწავლო პროცესს და რა პერსპექტივები აქვს მას განათლების სფეროში. პერსონა

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა