IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

თაობების ომი სამუშაო გარემოში – GenZ, Millenials, Baby Boomers დადებითი და უარყოფითი მხარე!

1000

მოტივაცია

14.08.2024

249 დათვალიერება

სამუშაო პოზიციების მრავალფეროვნება 21-ე საუკუნის ერთ-ერთი აქტუალური საკითხია. ეს თემა მნიშვნელოვანია ნებისმიერი ზომისა თუ მიმართულების კომპანიისთვის. მნიშვნელოვანია სტრუქტურაში იყოს დივერსიფიცირებული და სამართლიანი საკადრო პოლიტიკა, რაც რამდენიმე ასპექტს მოიცავს: გენდერულ ბალანსს, სხვადასხვა თაობის პროფესიონალების დასაქმებას და სამუშაო გარემოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ინტეგრაციას


არაერთი კვლევით დასტურდება რომ საკითხისადმი ასეთი მიდგომა 10 დან 9 შემთხვევაში იწვევს კომპანიის სწრაფ ზრდას და ანიჭებს მას მნიშვნელოვან უპირატესობებს კონკურენტებთან შედარებით. LinkedIn ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კომპანიები, რომლებიც აქცენტს აკეთებენ გუნდში მრავალფეროვნებაზე, როგორც წესი 0.5-ჯერ მეტ ფინანსურ რესურსს გამოყოფენ თითოეულ თანამშრომელზე და მათ საჭიროებებზე. ამ ინვესტიციის შედეგი კი შთამბეჭდავია - ჯეროვნად მეტი პროდუქტიულობა, "დაბუსტული" ზრდა და განვითარება კონკურენტებთან შედარებით


მრავალფეროვნების უპირატესობები არ შემოიფარგლება მხოლოდ პროდუქტიულობის ზრდით. ის ასევე ხელს უწყობს ინოვაციურ აზროვნებას, აუმჯობესებს გუნდურ მუშაობას და ზრდის კომპანიის რეპუტაციას. შესაბამისად, დივერსიფიცირებული  საკადრო პოლიტიკა ბიზნესის წარმატების მნიშვნელოვანი ფაქტორია

 

ასაკობრივი მრავალფეროვნება სამუშაო ადგილებზე დღეს

ჩვენ ვცხოვრობთ და ვმუშაობთ 21-ე საუკუნეში, ამიტომაც საკმაოდ უნიკალურად ვართ პოზიციონირებულები, რადგან ზოგიერთ სამუშაო ადგილზე შეიძლება ერთდროულად ხუთი თაობის წარმომადგენელი იყოს დასაქმებული (hbr.org)

1. ტრადიციონალისტები (დაბადებული 1945-მდე)

2. Baby Boomers (დაბადებული 1946-დან 1964-მდე)

3. Gen X (დაბადებული 1965-დან 1980-მდე)

4. Millennials (დაბადებული 1981-დან 2000-მდე)

5. Gen Z (დაბადებული 2001 წლის შემდეგ)

 

სხვადასხვა დროს დაბადებული და გაზრდილი ადამიანები ქმნიან განსხვავებებს ჩვენს სამუშაო პროცესში, ღირებულებებში, მიზნებში და სხვა  ცხოვრებისეულ ასპექტში. ამასთანავე თითოეულ თაობას აქვს თავისი ძლიერი მხარე, რაც შეიძლება სასარგებლო იყოს სამუშაო გარემოსთვის

 

ტრადიციონალისტების გუნდში არსებობის უპირატესობები და უარყოფითი მხარე

ტრადიციონალისტები ყველაზე დიდი ცხოვრებისეული გამოცდილების მქონე, პენსიონერ "ბაბულიკთა" ჯგუფია. როგორები არიან ტრადიციონალისტები სამუშაო გარემოში?

 

დადებითი მხარეები:

  • ბევრი მათგანი მკაცრ გარემოში იზრდებოდა, აქვთ არაჩვეულებრივი სამუშაო დისციპლინა და არიან შრომისმოყვარეები, პატივისცემით ეპყრობიან მენეჯმენტს, აჩვენებენ კარგ სამუშაო ეთიკას.

  • ტრადიციონალისტები მზად არიან დარჩნენ ერთ სამუშაოზე იქამდე სანამ ფიზიკურად შეეძლებათ, რადგან თვლიან, რომ ეს ერთგულების და სტაბილურობის ნიშნად აღიქმება

  • მათ ურჩევნიათ პირადი ცხოვრებისგან პროფესიულის განცალკევება, ისინი ცხოვრების ორ ასპექტს შორის მყარ საზღვრებს ავლებენ.

  • ასაკი არ არის სიბრძნის უტყუარი მაჩვენებელი, მაგრამ ტრადიციონალისტ თაობას აქვს მეტი შანსი, რომ სამსახურში გაუმკლავდეს ყველა სახის საკითხს, მათ შესაძლოა ექსპერტის სტატუსი მიენიჭოთ კონფლიქტის გადაწყვეტაში ან გახდნენ პოტენციურად კარგი მენტორები ახალგაზრდა კოლეგებისთვის.

 

უარყოფითი მხარეები:

მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირი ინოვაციის მოწმენი არიან, ტრადიციონალისტებს ძალიან უჭირთ სამუშაო გარემოში ცვლილებებთან ადაპტირება, რადგან ასაკოვანი გონება ბუნებრივად ნაკლებად ეგუება სიახლეებს. ეს თაობა მეტად კონსერვატიულია, ვიდრე სხვა თაობები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს მრავალფეროვნებას და ჩართულობას სამუშაო ადგილზე.

 

ტრადიციონალისტები, როგორც წესი, უპირატესობას ანიჭებენ პირად კომუნიკაციას და ურთიერთქმედების ფორმალურ რეჟიმებს, რაც შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ახალგაზრდა თაობის კომუნიკაციის პრეფერენციებს, რომლებიც არჩევენ ციფრულ კომუნიკაციას და არაფორმალურ საუბრებს.

 

Baby Boomer-ები თქვენს გუნდში? რამდენიმე დადებითი და უარყოფითი მხარე

Baby Boomer-ები კიდევ ერთი გამოცდილი თაობაა სამუშაო გარემოში და ისინი ძალიან გვანან ზემოხსენებულ "ბაბულიკებს". მაგალითად, ხშირია Baby Boomer-ები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ ერთსა და იმავე კომპანიაში და მოიპოვეს ყველაზე ერთგული თანამშრომლის ტიტული.

მეორე მსოფლიო ომის დაბადებული თაობა, რომელიც მსოფლიო შობადობის მკვეთრ ზრდას მოესწრო, ბეიბი ბუმერები წარმოადგენენ ყველაზე ხანგრძლივ თაობას ისტორიაში და ფლობენ მნიშვნელოვან ეკონომიკურ და პოლიტიკურ ძალას. მათ, უდავოდ, ჰქონდათ და აქვთ მნიშვნელოვანი გავლენა სამუშაო გარემოში. ქვევით მოცემულია მათი სამუშაო გარემოსთვის დამახასიათებელი დადებითი და უარყოფითი მხარეები.

 

დადებითი  მხარეები:

  • ბეიბი ბუმერებმა დროთა განმავლობაში დააგროვეს საკმაოდ დიდი გამოცდილება და ინდუსტრიის ცოდნა, რაც მათ პოტენციურად კარგ მენტორებად აქცევს ახალგაზრდა თაობებისთვის. სამუშაო ეთიკა და კარიერისადმი ერთგულება არის ის, რაც ამ საზოგადოებას ახასიათებს. აქედან გამომდინარე, ისინი ხშირად არიან ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და შრომისმოყვარე თანამშრომლები კომპანიაში.

  • იცხოვრეს და იმუშავეს იმ დროს, როდესაც ყველა მნიშვნელოვანი კომუნიკაცია ხდებოდა პირადად და არა ონლაინ სივრცეში, ბეიბი ბუმერები ხშირად გამოცდილი კომუნიკატორები არიან, რაც მათ აქცევს შესანიშნავ თანამშრომლად  გაყიდვების, კლიენტების მომსახურებასა და სხვა პოზიციებისთვის, სადაც შეიძლება დასჭირდეთ პირდაპირი მოლაპარაკებები.

 

 

უარყოფითი მხარეები:

  • სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ბეიბი ბუმერები დაბალ პოზიციაზე არიან, როდესაც საქმე ეხება ადაპტირებას და ახალი უნარების გამომუშავებას

  • ეს თაობა ტოლობის ნიშანს სვამს შრომისმოყვარეობასა და ხანგრძლივ სამუშაო საათებს შორის, ზრდის გადაწვის და არაჯანსაღი სამუშაო-ცხოვრების ბალანსის რისკებს. ახალგაზრდა კოლეგების მიმართ შესაძლოა გაუჩნდეთ არარეალური მოლოდინები.

  • უკიდურესად შრომისმოყვარეები არიან და თავიანთი სამუშაოს პრიორიტეტების კვარცხლბეკზე აყენებენ, ამან შეიძლება გამოიწვიოს ერთგვარი გაუგებრობა თავიანთი კოლეგების მიმართ, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ კეთილდღეობას, ოჯახს ან სხვა პირად საკითხებს.

  • ბეიბი ბუმერები ხანდახან მიდრეკილნი არიან გააიგივონ ხანდაზმულობა ავტორიტეტთან. ამაში თავისთავად საგანგაშო არაფერია, თუმცა ეს შეიძლება გამოიხატოს მათზე ასაკით ახალგაზრდა მენეჯმენტის უპატივცემულებაში, რაც იწვევს პოტენციურ კონფლიქტებს სამუშაო გარემოში.

 

დაგეგმე სწავლა სტეპში და აიღე საერთაშორისო სერტიფიკატები 

→დარეგისტრირდი მარტივად

 

თაობა X  სამსახურში -  მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები

გადავიდეთ X თაობაზე (ასევე მოიხსენიება როგორც Gen X) და მათ როლზე სამუშაო გარემოში. Investopedia-ს თანახმად, Gen X არის „პირველი თაობა, რომელიც პენსიაზე გასვლისთვის მზადყოფნის მხრივ უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე მათი მშობლები“. მათ ასევე სხვა თაობებთან შედარებით, აქვთ მაღალი ფინანსური დავალიანება. ჩანს თუ არა ეს მათ მუშაობის სტილში და გავლენას ახდენს თუ არა მათ მუშაობაზე?

ვნახოთ, რა არის Gen X-ის სარგებელი და ნაკლი სამუშაო გარემოში.

დადებითი მხრეები:

  • Gen X ხშირად განიხილება, როგორც თვითკმარი და ინდივიდუალისტი პერსონა, რადგან ისინი მიეჩვივნენ საკუთარ თავზე ზრუნვას მცირე ასაკიდან იმის გამო, რომ მათი მშობლები სულ მუშაობდნენ. ეს იწვევს იმას, რომ Gen X არის კარგი პრობლემების გადაწყვეტაში, დამოუკიდებელი მოაზროვნეა და არ სჭირდება ზედამხედველობა იმისათვის, რომ  კარგად შეასრულოს მისი მოვალეობა.

  • ისინი არიან, სამუშაო პირობებში, ტექნოლოგიების სწრაფი წინსვლის მოწმე. ეს თაობა, კომფორტულად გრძნობს თავს ახალი გადაწყვეტილებების მიღებისა ან ახალ სისტემებთან ადაპტაციისას – ეს მათთვის ბუნებრივია.

  • ისინი აფასებენ მოქნილობას სამსახურში არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ სხვებისთვისაც, რაც ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ Gen X-ები შეიძლება  კარგ ლიდერებად ჩამოყალიბდნენ. ეს ის თაობაა, რომელსაც ესმის, რომ უნდა იზრუნონ ოჯახზე, მათ შორის მშობლებზე, სრულ განაკვეთზე მუშაობის დროსაც კი.

  • Gen X, წინა თაობებთან შედარებით, შემოაქვს მეტი არაფორმალურობა სამუშაო გარემოში. ისინი ხშირად „ბევრს შრომობენ, თუმცა უფრო მეტს თამაშობენ“. ისინი აფასებენ სამსახურში გართობას კარგად შესრულებული სამუშაოს შემდეგ.

 

უარყოფითი მხარეები:

  • ტრადიციონალისტებისა და ბეიბი ბუმერებისგან განსხვავებით, Gen X სავარაუდოდ ვერ რეალიზირდება ხისტ კორპორატიულ გარემოში, რადგან მათ ურჩევნიათ უფრო მოდუნებულ გარემოში მუშაობა.

  • Gen X-ები მზად არიან სამუშაო ადგილზე ავტორიტეტი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ, რამაც შესაძლოა  გამოიწვიოს კონფლიქტი

 

მილენიალები სამსახურში - როგორია მათთან ერთად მუშაობა?

მიუხედავად იმისა, რომ თაობა X-მა სიახლეები შემოიტანა სამუშაო გარემოში, დაამატა მეტი მოქნილობა და ხშირად არღვევდა კორპორატიულ დოგმატებს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მილენიალები არიან ისინი, ვინც ნამდვილად ხელახლა აყალიბებს სამუშაო გარემოს.

Gallup-ის მიხედვით, მილენიელები არიან ყველაზე აქტიური სამუშაოს მაძიებლები და სამსახურში ნაკლები ჩართულობით გამოირჩევიან, ვიდრე წინა თაობები. რას ნიშნავს ეს სამუშაო გარემოსთვის?

 

დადებითი მხარეები:

  • მილენიალები სამსახურში  ეძებენ არა მხოლოდ კარგად ანაზღაურებად პოზიციას, არამედ მიზანს. როდესაც მათი ღირებულებები ემთხვევა კომპანიის ღირებულებებს და მათ სამუშაოს აქვს მკაფიო მიზანი, მილენიალებს შეუძლიათ მართლაც გამოირჩეოდნენ პროდუქტიულობით.

  • მათთვის მნიშვნელოვანია განვითარება, ახალი უნარებისა და ცოდნის მიღება სამსახურში. PwC-ის ანგარიშის მიხედვით, განვითარება სამსახურში  არის ის, რასაც ეძებენ მილენიელები და ვინ არ ისურვებდა ასეთ მუდმივად პროგრესირებად მუშაკს თავის გუნდში?

  • რაც შეეხება სამუშაო-ცხოვრების ბალანსს, მილენიელებს ეს სრულიად ახალ დონეზე აყავთ - ისინი მიზნად ისახავენ სტრესის მართვას და საკმარისი დროის გამოყოფას დასასვენებლად და საყვარელ ადამიანებთან გასატარებლად, ეს უნარი მათ ადამიანზე ორიენტირებულ ლიდერებად აქცევს.

  • მილენიალების თაობა ღიაა სიახლეებისთვის - ინოვაციებიდან და კრეატიული მიდგომებიდან დაწყებული   ახალი სამუშაო პოლიტიკით გაგრძელებული, რომელიც მოიცავს მრავალფეროვნებას და ინკლუზიურობას. რაც შეეხება მრავალფეროვნებას სამსახურში, ეს მათთვის მოთხოვნაა, ვიდრე უბრალოდ სასიამოვნო ჟესტი.

 

უარყოფითი მხარეები:

  • მილენიალები შეიძლება არ იყვნენ ყველაზე ლოიალური მუშაკები სამუშაოს ხშირი ცვლილებისკენ მიდრეკილების გამო - ასეთი თანამშრომელი ხშირად ღიაა ახალი გამოწვევებისთვის.

  • ეს თაობა ასევე ცნობილია იმით, რომ არის „ზარმაცი“ და კვირაში საშუალოდ ნაკლებ საათს მუშაობს, ვიდრე მათი წინა თაობები. ზოგი მათ აკრიტიკებს ცუდი სამუშაო ეთიკის გამო (რაც დაკავშირებულია მათ მიზანდასახულ ბუნებასთან).

  • სხვა თაობებთან შედარებით, მილენიალები დიდ ყურადღებას აქცევენ თანამშრომლებისა და მენეჯერების უკუკავშირს და მხარდაჭერას, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს მათ დამოუკიდებლად მუშაობის უნარს.

  • კვლევის თანახმად, მილენიალთა მხოლოდ 29% არის აქტიურად ჩართული სამუშაო პროცესში, ხოლო 16% ნაკლებად - რაც არც ისე კარგია კომპანიის ზრდის თვალსაზრისით.

 

გუნდში Gen Z თაობის წარმომადგენლების დადებითი და უარყოფითი მხარეები

ყველაზე ახალგაზრდა თაობა, რომელიც ამჟამად არიან დასაქმებულები შრომის ბაზარზე, არის თაობა Z. ფაქტობრივად, 2024 წელს Gen Z ოფიციალურად გაუსწრებს ბეიბი ბუმერებს სრულ განაკვეთზე მუშაობის სტატისტიკაში - Glassdoor-ის მონაცემების მიხედვით.

თუ მილენიალებმი შრომის გარემოსთვის სუფთა ჰაერივით იყვნენ, Gen Z-მ ეს ყველაფერი კიდევ უფრო განავითარა. როგორც სმარტფონების ეპოქაში დაბადებული პირველი თაობა, Gen Z-ს შემოაქვს უნიკალური თვისებები სამუშაო ადგილზე.

დადებითი მხარეები:

  • ისინი ცხოვრობენ და სუნთქავენ ცვლილებებით - ტექნოლოგიიდან დაწყებული - სამუშაო მიდგომებით დამთავრებული, Gen Z მზად არის ყველა სახის ცვლილებისთვის, ამასტანავე რჩება მოქნილი და სწავლა განვითარების მოყვარული

  • უმეტესობა ფლობს UI/UX დიზაინსინტერიერის დიზაინსFront-end ვებ-პროგრამირებას და სხვა უნიკალურ უნარს

  • თაობა Z აფასებს თანამშრომლობას და გუნდურ მუშაობას. ისინი საუკეთესოდ მუშაობენ გუნდურად და თუ მათი წვლილი აქტიურად დაფასდება, ველით, რომ ისინი მიაღწევენ დიდ წარმატებებს და საუკეთესო შედეგებს გვაჩვენებენ.

  • სამუშაო-ცხოვრების ბალანსი და კეთილდღეობა, განსაკუთრებით ფსიქიკური ჯანმრთელობა, ამ თაობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რაც იმას ნიშნავს, რომ Z თაობას არა მხოლოდ შეუძლია გააკეთოს ყველაფერი, რათა თავიდან აიცილოს გადაწვა, არამედ იზრუნოს სხვადასხვა თაობის კოლეგებზე, რაც პოტენციურად დიდი ლიდერული ნიშანთვისებაა.

  • მილენიალების მსგავსად, მრავალფეროვნება და ინკლუზია არის სამუშაო გარემოს განუყოფელი ასპექტები Gen Z-ის თანამშრომლებისთვის. მათთვის ეს არის სტანდარტი და აუცილებელი - რაც ასეც უნდა იყოს.

 

უარყოფითი მხარეები:

  • გამოკითხვის თანახმად, 4-დან 3 მენეჯერს უჭირს Gen Z-თან თანამშრომლობა. მიუხედავად იმისა, რომ თაობათა შორის უფსკრული და განსხვავებები არსებობს ყველა ზემოხსენებულ ასაკობრივ ჯგუფს შორის, როგორც ჩანს, Gen Z-ს ყველაზე რთული პერიოდი აქვს.

  • Gen Z-ს, როგორც წესი, აქვთ ყურადღების ვიწრო დიაპაზონი ამჟამად აქტიურ სამუშაო ძალებს შორის. მუდმივი ციფრული სტიმულაციის ეპოქაში გაზრდილი Z თაობის მუშაკებს შეიძლება უფრო გაუჭირდეთ ხანგრძლივად ფოკუსირება, ვიდრე მათ უფროს კოლეგებს, რაც იწვევს სირთულეებს გარკვეული ტიპის ამოცანების შესრულებისას.

  • ეს თაობა ასევე შეიძლება ზედმეტად იყოს დამოკიდებული ტექნოლოგიაზე, რადგან მათი რეალობა წარმოუდგენელია ამის გარეშე. რაც შესაძლოა უარყოფით მხარედ ჩავთვალოთ, რადგან ფერხდება პირისპირ კომუნიკაციის უნარი, ასევე მათ უჭირთ სამსახურში ინტერპერსონალური ურთიერთობების შესანარჩუნება.

  • იმის გამო, რომ ისინი იზრდებიან ინფორმაციაზე და სერვისებზე მყისიერი წვდომის გარემოში, Gen Z უფრო მეტად მიდრეკლები არიან სურვილების მყისიერი დაკმაყოფილებისკენ, ვიდრე სხვა თაობები. ეს შეიძლება აისახოს მათ სამუშაო ცხოვრებაში, რადგან მათ აქვთ გაზრდილი მოლოდინი დაუყოვნებლივი წარმატებასა და ჯილდოებთან დაკავშირებით.

 

შეჯამება

როგორც უკვე მიხვდით, სამუშაო გარემოში თითოეულ თაობას შემოაქვს საკუთარი უნარების ნაკრები, ზემოხსენებული ხუთი თაობისგან შემდგარი გუნდის მართვა რთულია. მიუხედავად ამისა, გამოცდილების, უნარებისა და შეხედულებების მრავალფეროვნება, რომელიც ასეთ გუნდს შეუძლია მოგვაწოდოს, ნამდვილად გასაოცარია და ღირებული, როგორც ბიზნესის ზრდის, ასევე თანამშრომლების პიროვნული განვითარების თვალსაზრისით.

გაეცანი ჩვენს ბლოგს თუ ეკონომიკა ცვლილების გზაზეა, სამსახურის დაკარგვის რისკი ყოველდღიურობის თანმდევი პროცესი ხდება!, შეარჩიე შენი ახალი პროფესია და დაიწყე მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა:

 

დაგეგმე სწავლა სტეპში და აიღე საერთაშორისო სერტიფიკატები

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში, ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ. თელავი, ი.ჭავჭავაძის მოედ. #4

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ყაზბეგის34/34ბ

 

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI

ChatGPT სრული სახელმძღვანელო

დაიწყეთ ChatGPT გამოყენება უფრო სწრაფად და ეფექტურად, გაიგეთ ყველაფერი, დაწყებული უფასო რეგისტრაციიდან, დამთავრებული სამეწარმეო საქმეში ChatGPT-ის ფასიანი ვერსიის გამოყენებამდე

დაიწყეთ ChatGPT გამოყენება უფრო სწრაფად და ეფექტურად, გაიგეთ ყველაფერი, დაწყებული უფასო რეგისტრაციიდან, დამთავრებული სამეწარმეო საქმეში ChatGPT-ის ფასიანი ვერსიის გამოყენებამდე   UBS-ის ანგარიშის თანახმად, ChatGPT-ის ყოველდღიურ ვიზიტორთა რაოდენობამ  100 მილიონს მიაღწია, რაც მას ისტორიაში ყველაზე სწრაფად მზარდ აპლიკაციად აქცევს. ბიზნეს სამყარო ასევეა დაინტერესებული ChatGPT-ით და ცდილობს ხე

ШАГ логотип

პროგრამირება

რომელ ქვეყანას ჰყავს მსოფლიოს საუკეთესო პროგრამისტები?

პროგრამირება თანამედროვე დროში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა, პარალელურად პროგრამირების დროს შემოქმედებითი პროცესი შეუზღუდავია, წარმოიდგინე, წერ კოდს, რომელიც უამრავი სიმბოლოსგან შედგება, თუმცა საბოლოოდ ის სხვანაირად გამოიყურება ის საშუალებას გაძლევთ არაფრისგან შექმნათ რაღაც ახალი, უჩვეულო, ორიგინალური და კრეატიული. 

პროგრამირება თანამედროვობის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა, პარალელურად პროგრამირების დროს შემოქმედებითი პროცესი შეუზღუდავია, წარმოიდგინე, წერ კოდს, რომელიც უამრავი სიმბოლოსგან შედგება, თუმცა საბოლოოდ ის სხვანაირად გამოიყურება ის საშუალებას გაძლევთ არაფრისგან შექმნათ რაღაც ახალი, უჩვეულო, ორიგინალური და კრეატიული იმის გასარკვევად, თუ რომელი ქვეყნიდან არიან

ШАГ логотип

პროგრამირება

JavaScript: განაახლეთ ყველა პაკეტი package.json-ში NCU-ით

JavaScript: განაახლეთ ყველა პაკეტი package.json-ში NCU-ით

JavaScript-ის დეველოპმენტის სამყაროში პაკეტებისა და დამოკიდებულებების მართვა ნებისმიერი პროექტის გადამწყვეტი ასპექცია. პაკეტების განახლება არა მხოლოდ უზრუნველყოფს უახლეს ფუნქციებთან წვდომასა და ხარვეზების აღმოფხვრას, არამედ აუმჯობესებს აპლიკაციის საერთო სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. თუმცა package.json ფაილში თითოეული პაკეტის ხელით განახლება შესაძლოა იყოს ძალიან შრომატევადი

ШАГ логотип

Techfacts

News

Starlink უკვე საქართველოშია | ფასი, ინსტალაცია, სისწრაფე

საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, სადაც Starlink-ის უსადენო სწრაფი ინტერნეტი ხელმისაწვდომია!

Starlink მსოფლიოში მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელს მსოფლიოში, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტ კავშირი დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია - ახლა ის უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია! კომპანიის გადაწყვეტილებით, თბილისის ტექნოლოგიური პ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა