IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

როგორ გავხდეთ მოთხოვნადი IT სპეციალისტი?

1000

მოტივაცია

ტექნოლოგიები

11.08.2024

1197 დათვალიერება

მსოფლიოს გარშემო, რომელი ბლოგიც არუნდა წაიკითხო, Wired-თ და Techuisite-თ დაწყებული, ყველა ტიპის პრესაში რეგულარულად ქვეყნდება სტატიები IT სფეროში კარიერის უპირატესობებზე, გვეუბნებიან, რომ აიტი სექტორში დასაქმებით თქვენ ახალი ტექნოლოგიების ავანგარდში იქნებით, რამეთუ IT სპეციალისტებზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება ყველა ინდუსტრიაში და მოთხოვნის შესაბამისად, ნამდვილი პროფესიონალებისათვის მსუყედ ანაზღაურებადი სამუშაო პოზიციებიც ადვილი მოსაპოვებელია

 

და მაინც, როგორ გავხდეთ მოთხოვნადი IT სპეციალისტი?

ამბობენ "წარმატების გზა ბევრი მარცხით იწყება" რაც თავის მხრივ სრული ჭეშმარიტებაა, თუმცა აუცილებლად უნდა ითქვას რომ ჯერ სწორი მიმართულება უნდა შეარჩიოთ, სადაც დაიწყებთ შრომას, ბრძოლას, თავდადებას. დაათვალიერეთ IT-ის სხვადასხვა დარგი - პროგრამირება, DevSecOps, მანქანური სწავლება, ღრუბლოვანი ტექნოლოგიები, მეგამონაცემები – Big Data, ბლოკჩეინ ტექნოლოგიები, ვირტუალური და გაფართოებული რეალობა, IoT – ნივთების ინტერნეტი, კვანტური გამოთვლები, რობოტული პროცესების ავტომატიზაცია ქსელები და კიბერუსაფრთხოება, მონაცემთა ანალიზი, Front-end ვებ დეველოპმენტი და სხვა. შესასწავლად აირჩიეთ ის მიმართულება, რაც ნამდვილად გაინტერესებთ თქვენ, რისი სწავლაც 2 კვირაში არ მოგბეზრდებათ და რაზეც მოთხოვნა ჯერ კიდევ მზარდია


პირველი ნაბიჯი
სწორი და ადეკვატური განათლების მიღება წარმატებული კარიერის პირველი ნაბიჯია, არ დაგავიწყდეთ სერტიფიკატების მოპოვება ის ხომ დამსაქმებლებისთვის თქვენი კომპეტენციის კარგი დასტურია. რათქმაუნდა თეორიული ცოდნის მიღებაც მნიშვნელოვანია, მაგრამ პრაქტიკული გამოცდილება - აუცილებელი.

 

დააგროვეთ პრაქტიკული გამოცდილება

მიიღეთ მონაწილეობა სტაჟირების პროგრამებში, ჩაერთეთ ღია კოდის პროექტებში. მნიშვნელოვანია AI ინსტრუმენტების დაუფლებაც, ChatGPT და Sourcegraph მნიშვნელოვნად აუმჯობესებენ პროგრამირების პროცესს. ამ ინსტრუმენტების სიღრმისეული შესწავლა გაზრდის თქვენს პროდუქტიულობას და კონკურენტუნარიანობას.

თუმცა, მხოლოდ ინსტრუმენტების ცოდნა საკმარისი არ არის. მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება მაღალი დონის უნარებზე. ალგორითმების, მონაცემთა სტრუქტურების, სისტემური დიზაინისა და პრობლემების გადაჭრის უნარების გაღრმავება გადამწყვეტია წარმატებული კარიერისთვის. ეს ფუნდამენტური ცოდნა საშუალებას მოგცემთ ეფექტურად გადაჭრათ ტექნიკური გამოწვევები.

 

IT სექტორში სასურველ მიზნებს რომ მივაღწიოთ ბევრი შრომაა საჭირო. საკუთარ თავთან მუშაობა წარმატების აუცილებელი წინაპირობაა - გზად ბევრი წინააღმდეგობა შეგხვდებათ, ზოგიერთი დაუმარცხებლადაც მოგეჩვენებათ. წარმატების მიღწევაში მხოლოდ მოთმინება და ბევრი შრომა დაგეხმარებათ

 

დაგეგმე სწავლა სტეპში და აიღე საერთაშორისო სერტიფიკატები 

→დარეგისტრირდი მარტივად

 


მუდმივად განვითარდით

შეისწავლეთ აქტუალური პროგრამირების ენები და ტექნოლოგიები. IT სფერო სწრაფად იცვლება, ამიტომ მნიშვნელოვანია თქვენი ცოდნის მუდმივი განახლება.
არ დაგავიწყდეთ "რბილი უნარების" განვითარებაც. კარგი კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა და პრობლემების გადაჭრის უნარი ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ტექნიკური ცოდნა.

 

განაახლეთ რეზიუმე:
გაგზავნამდე, აუცილებელია CV ინდივიდუალურად მოარგოთ ვაკანსიას და დისტანციური მუშაობის სპეციფიკას, კარგ რეზიუმეს ბევრი რამ შეუძლია. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ის გიმარტივებთ გზას გასაუბრებამდე

 

გაზარდეთ პროფესიული ქსელები

წარმატებისთვის აუცილებელია საკუთარი ცოდნის და გამოცდილების მკაფიოდ გამოხატვა, ეცადეთ დახვეწოთ თქვენი ციფრული კომუნიკაციის უნარები, არ ჩაერთოთ ვიდეო ზარებს ხმის გარეშე, მითუმეტეს ზედმეტი ხმაურით, ან პერანგის გარეშე

ამასთან, დაესწარით IT კონფერენციებს, შეუერთდით პროფესიულ ასოციაციებს, გაწევრიანდით პროფესიულ ჯგუფებში სოც-ქსელში, აქტიურად გამოიყენეთ LinkedIn და Upwork. მოცემული პლატფორმები დაგეხმარებათ ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში და ინდუსტრიის ტენდენციების თვალყურის დევნებაში.


შექმენით თქვენი პორტფოლიო. ეს შეიძლება იყოს პერსონალური ვებსაიტი ან GitHub პროფილი, სადაც წარმოაჩენთ თქვენს პროექტებს და უნარებს. ეს დამსაქმებლებს საშუალებას მისცემს დაინახონ თქვენი პოტენციალი.

 

შეჯამება

IT სფერო მუდმივად ვითარდება, მნიშვნელოვანია იყოთ ცვლილებების წინა ხაზზე. რეგულარულად გადიოდეთ ონლაინ კურსებს, ეცნობოდეთ ახალ ტექნოლოგიებს - არ დაკმაყოფილდეთ ნაკლებით, როცა შეგიძლიათ მეტი!

გაეცანით ჩვენს ბლოგს დისტანციურად მუშაობა საქართველოდან, შეარჩიეთ ახალი პროფესია და დაიწყეთ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა:

 

IT აკადემია STEP გთავაზობთ უნიკალურ შანსს:

გაიარეთ ჩვენი დაფინანსებული საერთაშორისო სასერტიფიკაციო გამოცდები, რომლის სერტიფიცირებასაც ახორციელებს A Pearson VUE business by Certiport, მიიღეთ საერთაშორისო სერტიფიკატი შემდეგ მიმართულებებში, JavaScript, C#, HTML, CSS

 

დაგეგმე სწავლა სტეპში და აიღე საერთაშორისო სერტიფიკატები

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში, ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ. თელავი, ი.ჭავჭავაძის მოედ. #4

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ყაზბეგის34/34ბ

 

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

ვერ ჩააბარე ? ეს არ ნიშნავს, რომ შენი წარმატების გზა დასრულდა

ვერ ჩააბარე? ეს არ ნიშნავს, რომ შენი პროფესიული გზა დასრულდა. გაიგე, რატომ აღარ განსაზღვრავს ერთი გამოცდა მომავალ წარმატებას და როგორ შეგიძლია პრაქტიკული ცოდნითა და თანამედროვე პროფესიების შესწავლით კარიერა დღესვე დაიწყო.

ერთი გამოცდა არ განსაზღვრავს შენს შესაძლებლობებს ეროვნული გამოცდების შედეგების გამოცხადების შემდეგ ათასობით ახალგაზრდა რთულ ემოციებს განიცდის. მათგან ბევრი ფიქრობს, რომ თუ სასურველ უნივერსიტეტში ვერ მოხვდა, კარიერული გეგმებიც დასრულდა. ეს განცდა ბუნებრივია, თუმცა რეალობა სულ სხვაა. ერთი გამოცდის შედეგი ვერ განსაზღვრავს ადამიანის შესაძლებლობებს, მის შრომისმოყვარეო

ШАГ логотип

მშობლებისთვის

რატომ არ არის ტრაგედია, თუ თქვენი შვილი წელს უნივერსიტეტში არ წავიდა (თანამედროვე შრომის ბაზრის რეალობა)

უნივერსიტეტში წაუსვლელობა არ ნიშნავს განათლების დასასრულს. თანამედროვე შრომის ბაზარზე პრაქტიკული უნარები და ტექნოლოგიური წიგნიერება არის ის მყარი საფუძველი, რომელიც შვილის წარმატებულ კარიერას განსაზღვრავს.

აკადემიური დიპლომის მიღმა: თანამედროვე რეალობა დღევანდელ მუდმივად ცვალებად შრომის ბაზარზე, უმაღლესი განათლების შესახებ წარმოდგენები ფუნდამენტურად შეიცვალა. ტრადიციული ხედვა, სადაც უნივერსიტეტის დიპლომი წარმატების ერთადერთ გარანტად ითვლებოდა, თანდათან პოზიციებს თმობს. დამსაქმებლები სულ უფრო მეტად აფასებენ არა ფორმალურ განათლებას, არამედ კონკრეტულ, პრაქტიკულ უნარ

ШАГ логотип

მოტივაცია

„ყველამ ჩააბარა, ჩემს გარდა“ - როგორ გავუმკლავდეთ საზოგადოების წნეხს და ვიპოვოთ ჩვენი გზა

გრძნობ საზოგადოების წნეხს და გეჩვენება, რომ „ყველამ ჩააბარა, შენს გარდა“? გაიგე, რატომ არ განსაზღვრავს საგამოცდო ქულები შენს რეალურ პოტენციალს და როგორ გადააქციო დროებითი დაბრკოლება ახალი, ბევრად უფრო პერსპექტიული და მაღალანაზღაურებადი კარიერის დასაწყისად თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში.

როცა რეალობა მოლოდინებს არ ემთხვევა: საზოგადოებრივი წნეხის ფენომენი ეროვნული გამოცდების, საუნივერსიტეტო ტესტირებების ან თუნდაც სამსახურებრივი სერტიფიცირების პერიოდი ერთ-ერთი ყველაზე სტრესულია ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში. როდესაც შედეგები ცხადდება და გარშემო მხოლოდ მილოცვებსა და წარმატებულ ისტორიებს ვხედავთ, მარტივია საკუთარი თავი იზოლირებულად და ხელმოცარუ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

როგორ ვისწავლოთ პროფესია 1 წელიწადში და გავუსწროთ მათ, ვინც უნივერსიტეტში 4 წელი უნდა ისწავლოს

გაიგე, როგორ შეგიძლია 1 წელიწადში აითვისო მოთხოვნადი პროფესია, დაზოგო დრო და წარმატებით დაიწყო კარიერა ტექნოლოგიების სფეროში უნივერსიტეტის 4-წლიანი ლოდინის გარეშე.

ტრადიციული განათლების გამოწვევები და დინამიური სამყაროს მოთხოვნები დღევანდელ დინამიურ და მუდმივად განვითარებად ტექნოლოგიურ სამყაროში საბაზრო მოთხოვნები ხშირად იცვლება. კლასიკური უნივერსიტეტები თავიანთი ბიუროკრატიული და ხანგრძლივი აკადემიური პროცესებით ხშირად ვერ ასწრებენ სასწავლო პროგრამების დროულ განახლებას. შედეგად, სტუდენტები 4-წლიანი სწავლის დასრულების შ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა