IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

Როგორ შევქმნათ შთამბეჭდავი რეზიუმე მანქანური სწავლების ინჟინრისთვის?

1000

მოტივაცია

05.09.2024

558 დათვალიერება

მანქანური სწავლების ინჟინრის სანუკვარი სამსახურის მიღება მხოლოდ კარგი კოდის წერასა და ეფექტური მოდელების შექმნაზე არ არის დამოკიდებული. იმისათვის, რომ გამოირჩეოდეთ კონკურენტულ AI სფეროში, თქვენ დაგჭირდებათ გამორჩეული სტილი და ტექნიკური რეზიუმე

 

რამოდენიმე რჩევით გაგიზიარებთ რა და როგორ უნდა შეიტანოთ თქვენს მანქანური სწავლების ინჟინრის რეზიუმეში, რათა მიიპყროთ დამქირავებლის ყურადღება.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

რეკრუტერები არ დაგიკავშირდებიან თუ ელ-ფოსტას მესამე გვერდზე დაწერთ, თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია რეზიუმეში ყველაზე ადვილად საპოვნელი და წასაკითხი უნდა იყოს. მოათავსეთ ის პირდაპირ თქვენი სახელის ქვეშ რეზიუმეს ზედა ნაწილში ან ზედა კუთხეში. მსხვილად დაწერეთ თქვენი სახელი, ტელეფონის ნომერი და ელ-ფოსტის მისამართი. ასევე შეგიძლიათ დაურთოთ თქვენი პორტფოლიოს ვებსაიტისა და (ოპტიმიზებული) LinkedIn პროფილის ბმული.

 

მოკლე შეჯამება

ზოგიერთი რეზიუმეში რთავს შეჯამებას, ზოგი - არა. ეს არ არის სავალდებულო, მაგრამ შეგიძლიათ გამოიყენოთ კონტექსტის დასამატებლად. თქვენი შეჯამება არის მოკლე (ერთი ან ორი წინადადება) განაცხადი იმის შესახებ, თუ ვინ ხართ და რას აკეთებთ, რომელიც შეგიძლიათ შეიტანოთ საკონტაქტო ინფორმაციის შემდეგ. ასევე შეგიძლიათ მოკლედ ახსენოთ სამსახური, რომელზეც აპლიკაციას აკეთებთ, უნარები, რომლებიც გაქვთ და გამოგადგებათ ამ პოზიციაზე, და რისი მიღწევა გსურთ ამ როლში.

 

პროგრამული უნარები

აი, რამდენიმე უნარი, რომელიც აუცილებლად უნდა გეწეროთ მანქანური სწავლების რეზიუმეში:

  • მოდელების შემუშავება
  • მონაცემთა მოპოვება
  • პროგნოზული ანალიტიკა
  • კლასტერიზაცია და კლასიფიკაცია
  • ვებ სკრეპინგი
  • სტატისტიკური მოდელირება
  • მონაცემთა ვიზუალიზაცია

 

ასევე პროგრამირების ენები, რომლებიც გამოიყენება მანქანური სწავლებისთვის:

  • Python
  • R
  • Java
  • JavaScript
  • C++
  • Shell
  • Go

 

ზოგადი მანქანური სწავლების უნარებისა და ენების გარდა, ჩამოთვალეთ კონკრეტული ინსტრუმენტები, რომლებსაც იყენებთ, როგორიცაა TensorFlow, Keras ან scikit-learn, და ნებისმიერი უნარი, რომელიც მითითებულია როგორც "აუცილებელი" სამუშაოს აღწერილობაში.

 

დაგეგმე სწავლა სტეპში და აიღე საერთაშორისო სერტიფიკატები 

→დარეგისტრირდი მარტივად

 

გამოცდილება

ჩამოთვალეთ თქვენი სამუშაო გამოცდილება უკუქრონოლოგიური თანმიმდევრობით. დაიწყეთ თქვენი ყველაზე ბოლო სამსახურით და ისე გააგრძელეთ წარსულისკენ. ეცადეთ არ ჩაწეროთ ხანმოკლე სამუშაო გამოცდილებები, რადგან თითოეულ ჩანაწერში უნდა იყოს:

  • კომპანია, სადაც მუშაობდით და თქვენი სამუშაო პოზიცია
  • აღწერა იმისა, თუ სამსახურში რას აკეთებდით
  • წარმატება რომელსაც მიაღწიეთ (თუნდაც მინიმალური)


 

განათლება და კურსები

სად ისწავლეთ პროგრამირება? სად შეიძინეთ არსებული უნარები? ჩამოთვალეთ კოლეჯები და კურსებს, რომლებიც გაიარეთ. აუცილებლად ახსენეთ ის დაწესებულება რომელმაც მოგცათ ხარისხი ან სერტიფიკატი

 

მნიშვნელოვანია მოარგოთ თითოეული რეზიუმე კონკრეტულ ვაკანსიას, შესაძლებელია გქონდეთ ერთზე მეტი რეზიუმე. PDF ფორმატში შეინახეთ ერთი როგორც შაბლონი და შექმენით ახალი მორგებული რეზიუმე თითოეული სამსახურისთვის.

 

როგორ მოვემზადოთ ინტერვიუსთვის?

მას შემდეგ, რაც გააპრიალებთ თქვენს რეზიუმეს და წარუდგენთ მას რეკრუტერებს, თქვენ დაასრულეთ პირველი ნაბიჯი მანქანური სწავლების ინჟინრის სამსახურის მოსაპოვებლად.დროა მოვემზადოთ გასაუბრებისთვის

  1. ინტერვიუს დროს იყავით თავდაჯერებული და გულახდილი.
  2. თქვენ პროფესიონალი ხართ, მოამზადეთ პასუხი რამდენიმე სავარაუდო კითხვაზე, რომელსაც აუცილებლად დაგისვამს დამსაქმებელი
  3. გახსოვდეთ, ინტერვიუს წარმატებით გავლა შეუძლებელია კარგად მოსმენის გარეშე. მოუსმინეთ კითხვებს და იმ ადამიანებს, ვისთანაც ხართ გასაუბრებაზე. თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ კითხვა გაიგეთ, ჩაეკითხეთ დეტალურად, თქვენი დაინტერესება ავლენს იმას, რომ ყურადღებიანი ადამიანი ხართ და გულისყურით ისმენთ კითხვებს და მომავალში სამუშაო დავალებებს.
  4. არ ინერვიულოთ, დადებითად განეწყვეთ მაგიდის მეორე მხარეს მჯდომ პირების მიმართ

 

ბოლოს

მანქანური სწავლების ინჟინრებზე მზარდი მოთხოვნაა. ახლა სულ უფრო მეტი კომპანია ამერიკის და მსოფლიოს მასშტაბით ითვისებს დისტანციური მუშაობის პოლიტიკას და ქირაობს ნიჭიერ პროფესიონალებს, ეს შესაძლებლობა კი მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც განვითარებადი ქვეყნისთვის. აიღეთ საერთაშორისო სერთიფიკატი ჩვენთან, იაქტიურეთ LinkedIn-ზე და თავად იხილავთ რომ კვალიფიციურ მანქანური სწავლების ინჟინრებზე მოთხოვნა არ წყდება

 

გაეცანით ჩვენს ბლოგს დისტანციურად მუშაობა საქართველოდან და დაიწყეთ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა!

 

დაგეგმე სწავლა სტეპში და აიღე საერთაშორისო სერტიფიკატები

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში, ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ. თელავი, ი.ჭავჭავაძის მოედ. #4

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ყაზბეგის34/34ბ

 

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ იღებს შენზე მეტ ხელფასს ადამიანი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს

ნაკლები გამოცდილება ყოველთვის დაბალ ხელფასს არ ნიშნავს. ანაზღაურებაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს პასუხისმგებლობებს, კონკრეტულ უნარებს, დასაქმების პირობებსა და მოლაპარაკების ისტორიას. გაიგე, როგორ შეაფასო საკუთარი მდგომარეობა, მოემზადო ხელფასზე საუბრისთვის და დაგეგმო შემდეგი პროფესიული ნაბიჯი.

გამოცდილების წლები ხელფასის მხოლოდ ერთი ნაწილია  ხუთი წელია მუშაობ, პასუხისმგებლობებს კეთილსინდისიერად ასრულებ და გუნდშიც ხშირად შენ გეკითხებიან რჩევას. შემდეგ იგებ, რომ თანამშრომელი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს, შენზე მეტ ანაზღაურებას იღებს. პირველი რეაქცია შეიძლება უსამართლობის განცდა იყოს: თუ მეტი დრო გაქვს დახარჯული პროფესიის შესწავლასა და პრაქტიკაში, რატá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა