IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

თბილისი
ШАГ логотип

საუკეთესო და მარტივად ასათვისებელი კოდინგ ენები ბავშვებისათვის

6

მშობლებისთვის

21.07.2022

1361 ხედი

იცოდით, რომ სხვადასხვა დროში შექმნილი, ცხრა ათასამდე პროგრამული ენა არსებობს? საიდანაც 60% პრაქტიკულად არ გამოიყენება! - შეკითხვა რომელსაც აქტიური ადამიანები და მშობლები ხშირად სვამენ არის თუ რომელია ადვილად შესასწავლი და გრძელ ვადაში პერსპექტიული კოდინგ ენა ბავშვებისათვის?

 

ისინი ხომ სიახლეებს ღრუბელივით ისრუტავენ, 18 წლამდე ახალგაზრდები, ნებისმიერი ტიპის ინფორმაციას, ზრდასრულ ადამიანებზე გაცილებით სწრაფად ითვისებენ, სწორედ ადრეულ ასაკში ჯობია პროგრამირების კონცეფციის შესწავლა და გააზრება - დღევანდელ სამყაროში ძალიან მნიშვნელოვანია კომპიუტერული მეცნიერების ათვისება ბავშვების კარიერულად წარმატებული, ნათელი მომავლისათვის.

 

ა.შ.შ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს მიხედვით (2022 წლის ივლისის მდგომარეობით), არსებობს მოლოდინი რომ 2030 წლისათვის საინფორმაციო კვლევითი მეცნიერების რიცხვი 52%-ით გაიზრდება 2020 წელთან მიმართებაში. ეს ბევრად დიდი რიცხვია ვიდრე მოლოდინი ნებისმიერი სხვა პროფესიის შემთხვევაში. ფინანსური კეთილდღეობის თვალსაზრისით ამ სფეროში დასაქმებულები ყველაზე კარგად ანაზღაურებად პროფესიონალებს შორის იქნებიან. კომპიუტერულ მეცნიერებაში დასაქმებული ადამიანების საშუალო წლიური შემოსავალი 176,830 დოლარია, მაღალ შემოსავლიანი 10 პროცენტის მაჩვენებელი კი 224,430!

 

არ აქვს მნიშვნელობა თუ რას აჩუქებთ თქვენს პატარას, იქნება ეს ფლეისთეიშენი, პოკემონის ბარათები თუ რამე სხვა, ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვის განვითარების და მომავლისათვის, საბოლოო ჯამში პროგრამირების კურსებია. გაითვალისწინეთ, ბავშვებს სწავლის დროსაც კი გართობა უყვართ. ჩვენი შექმნილი პროგრამა სწორედ ამითაა გამორჩეული. "სტეპში" ბავშვებს აქვთ შესაძლებლობა დაწერონ კოდები მარტივად სასწავლო კოდინგ ენების მეშვეობით. ბავშვები ბევრად უკეთ ითვისებენ ინფორმაციას მაშინ როდესაც კარგ დროს ატარებენ. თუ მეცნიერების გაკვეთილზე ოდესმე ფეთქებადი ვულკანი მოგიმზადებიათ, გეცოდინებათ თუ რას ვგულისხმობ. დღეს ბავშვებს კომპიუტერულ მეცნიერებაში უპრეცედენტოდ დიდი ინფორმაციის ათვისება სჭირდებათ. რა აქცევს კოდინგ ენის სწავლის პროცესს სასიამოვნო პროცესად? თამაშის კომპონენტის მიღმა, მას უნდა ჰქონდეს უნარი ბავშვს ასწავლოს პროგრამის არსი რომელიც განუვითარებს უნარებს და თვითრწმენას.

 

 

 

 

აი ტოპ 10 არჩევანი ბავშვებისათვის კოდინგ ენის სწავლის მიმართულებით:

 

CoffeeScript

საუკეთესოა ბავშვებისათვის და დამწყებებისათვის, იმდენად რამდენადაც მისი გამოყენება რეალურ ცხოვრებაში ძალიან პრაქტიკულია, ამავდროულად, მისი სწავლის პროცესი ინტუიციურია.

 

პითონი

პითონი ფართოდ გამოყენებადი ენაა რომელსაც მარტივი სინტაქსი აქვს. პითონი ზოგადი მოხმარების ენაა, მრავალმხრივია და პოპულარულია ბავშვებს შორის.

 

HTML

ჰიპტერტექსტური დანამატის ენა (HTML) უმეტესს ვებ გვერდზე გამოიყენება. ეს შესანიშნავი საშუალებაა მომავალი პროგრამისტებისათვის კარიერის დასაწყებად.

 

განთავისუფლდი ბანალური საგანმანათლებლო სისტემისგან, დაიწყე პროგრამირების შესწავლა სრულიად ახალი მეთოდებით, მოერგე ბაზრის თანამედროვემოთხოვნებსდა გახდი წარმატებული!

→დარეგისტრირდი ახლავე!

 

JavaScript

ეს პროგრამირების შესანიშნავი ენაა ბავშვებისათვის ვებ-გვერდების ან აპლიკაციების დეველოპმენტის მიმართულებით.  HTML/CSS კომბინაციაში ენა უამრავ შესაძლებლობას მოგცემთ პროგრამირების მიმართულებით.

 

Ruby

კოდინგის ამ ენას მარტივი წასაკითხი სინტაქსი აქვს ახალგაზრდა პროგრამისტებისათვის. პროგრამა სპეციალურად გამარტივებულად შეიქმნა, რაც მოგვიანებით პროგრამისტს აძლევს შესაძლებლობას უფრო რთული კოდის შესაქმნელად.

 

C++

მიუხედავად იმისა რომ ეს ენა მათემატიკას ეფუძნება (რაც შეიძლება ბევრისათვის შემაფერხებელი იყოს), სწავლის შემთხევაში, ბავშვები იმ ბევრი პროგრამისტის გზას დაადგებიან რომლებმაც კოდინგი ამ ენით დაიწყეს.

 

Swift

კოდინგი სვიფტის საშუალებით შესაძლოა ბავშვებისათვის ძალიან ინტერაქტიური საშუალება აღმოჩნდეს. სახელწოდების მსგავსად [Swift ნიშნავს სწრაფს], ენაც სწრაფად მუშაობს!

 

Go

პროგრამირების ამ ენას ბავშვებისათვის პითონს ადარებენ და ის ბოლო დროს სულ უფრო დიდ პოპულარობას იძენს როგორც სასწავლო საშუალება ბავშვი კოდერებისთვის.

 

Scratch

მარტივად სასწავლო კოდინგი ენა ბავშვებისათვის. Scratch-ის შემთხვევაში გამომუშავდება ლოგიკური პრობლემების გადაწყვეტის უნარები.

 

Lua

Lua კოდინგ ენის შესანიშნავი საშუალებაა ბავშვებისათვის თამაშების დეველოპმენტში გასათვითცნობიერებლად. მისი სწავლა საკმაოდ მარტივია.

 

როდის შეძლება ბავშვებისთვის კოდირების შესწავლების დაწყება?

მოზარდებს სწავლის დაწყება 5 ან 6 წლის ასაკიდან შეუძლიათ! სკოლამდელი და საბავშვო ბაღის ასაკის ბავშვებს არა მხოლოდ ულევი ფიზიკური ენერგია აქვთ, არამედ მათი ტვინი ყველა მიმართულებით ვითარდება და არის მზად ახალი უნარების და კონცეფციების სასწავლებლად! ჩვენი პროგრამა განკუთვნილია დამწყებებისათვის და ეფუძნება ეგრეთწოდებულ ევროპულ კოდინგს - გარემო რომელიც ხელს შეუწყობს სწავლის პროცესს!

 

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ სწავლის პროცესში ბავშვები პოზიტიურ გარემოში უნდა იყვნენ. ემოციურად ისინი მხარდაჭერასა და ხელშეწყობას გრძნობდნენ. ტექნოლოგიიდან დაწყებული, კომფორტული სამუშაო გარემოთი დამთავრებული, მათ სწორი საშუალებები უნდა მივაწოდოთ. შექმენით კომფორტი, მაგრამ არა ზედმეტი კომფორტი! ზედმეტად კომფორტულ სკამში ან საწოლში ჯდომას შეუძლია ბავშვის ყურადღება დავალებისგან გაუფანტოს. 

 

ბავშვის გონებრივი განვითარება და ადრეულ ასაკში კომპიუტერული მეცნიერების შესწავლა

 

12 წლამდე ბავშვების გონება ასაოცარი სისწრაფით ვითარდება, თვიდან თვემდე 10-20 პროცენტით! ყველა ის უნარი რომელსაც ბავშვი განვითარების მხრივ იძენს, სარგებლის მომტანია მთლიანად ტვინისთვის. წარმოიდგინეთ კარგად გაზეთილ მანქანაში მოძრავი ყველა კომპონენტი. მათი ტვინი ავითარებს უფრო ძლიერ შეგრძნებებს, ბალანსს, ვიზუალური ამოცნობის უნარს, გრძნობებს, ქცევას, მეხსიერებას, დაგეგმარებას, აბსტრაქტულ აზროვნებას და ა.შ. კოდინგი განსაკუთრებით ავითარებს მეხსიერებას, პრობლემის გადაწყვეტის უნარებს, შემოქმედებით აზროვნებას და გონებრივ უნარებს.

მცირე ასაკი იდეალური დროა რათა გააცნოთ ბავშვს კოდინგი, რაც მას შეუქმნის იდეალურ სასტარტო პირობებს მომავლისათვის. ამ ასაკში ბავშვის ენობრივი უნარები სწრაფად ვითარდება. ამ დროს ბავშვები იწყებენ დაგეგმარების და შენების კონცეფციის აღქმას, დროსა და სივრცეს შორის ურთიერთკავშირი გაგებას და ა.შ. ყველაფერი ეს ფუნდამენტურ ქვაკუთხედს წარმოადგენს კოდის შექმნის მიმართულებით! ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი დროა მათთვის ახალი უნარების გაცნობის მხრივ, რაც მათ სწრაფად მზარდ ტვინს კიდევ უფრო განავითარებს! თითით ხატვა და ბუშტების ბერვა შესანიშნავი რამ იყო, მაგრამ დროა განვითარების ხარისხი ცოტათი გავზარდოთ, არა?

 

კოგნიტიური აზროვნების წინსვლა 5-6 წლის ბავშვების განვითარებაში:

მათი ენობრივი უნარები ვითარდება და გასაგებია ირგვლივ ყველასთვის.

შესაძლოა თქვენი შვილისგან ან მოწაფისგან გაიგოთ სიტყვები რომლებიც გაგაკვირვებთ. რამდენჯერ გაგიგიათ ვინმეს ეთქვას, „ვერ ვიჯერებ რა მითხრა შვილმა იმ დღეს“?

ამ ასაკში ბავშვებს უფრო დიდ ხანს შეუძლიათ ფოკუსირება.

ყველამ ვიცით თუ რა რთულია პატარა ბავშვთან ერთად კინოში სიარული. ამ ეტაპზე შეგვიძლია უახლესი 3-D ანიმაციის ჩვენს მზარდ ბავშვებთან ერთად ყურება. ვინ იცის, იქნებ თქვენს გვერდით მომავალი ანიმატორი ზის, რომელიც ამ ეტაპზე პოპკორნს მირთმევს. კოდინგი შესანიშნავი შესავალია მომავალი კარიერისათვის კომპიუტერული მეცნიერების ინდუსტრიაში.

უფრო შესამჩნევია ნახტომი პრობლემის გადაწყვეტასთან მიმართებაში შემოქმედებითი აზროვნების გამოყენების მხრივ.

ამ ეტაპზე ბავშვები სცდებიან საბაზისო თამაშს და უფრო რთულ აქტივობებში ერთვებიან, მაგალითად გამოცანების მიმართულებით. ძალიან უყვართ დამაჯერებელი სამყაროების შექმნა თავიანთი სათამაშოებით და კომპიუტერული თამაშებით. სათამაშოდ ისინი იყენებენ საკუთარ შემოქმედებით და პრობლემის გადასაწყვეტ უნარებს.

 

იწყებენ უფრო ნიუანსირებულ ლაპარაკს

 

ნებისმიერი მშობლისთვის ან მასწავლებლისთვის ნაცნობია უსასრულო კითხვების და ამბების მდგომარეობა. ამ დროს მნიშვნელოვანია მოთმინება და აქტიური მოსმენა. მათი აღელვებული ხმა მიღწევების და შესრულებული მიზნების შესახებ საუბრისას მუსიკასავით გვესმის. კოდინგის სწავლა არის შესანიშნავ მეთოდი შეცდომების დასაშვებად და ამ შეცდომებზე სწავლით დაბრკოლებებისთვის თავის დასაღწევად.

ჩნდება იუმორის გრძნობა. შესაძლოა საბავშვო ბაღის ხუმრობების მოსმენის პრივილეგია გქონდეთ. შეეცადეთ თავი შეიკავოთ.

არის რაღაც გენიალური იუმორში. ადამიანები რომლებიც საკუთარი სწრაფი გამჭრიახობით გვაცინებენ, ძალიან ჭკვიანი ადამიანები არიან. ბავშვი რომელსაც შეუძლია ხუმრობის წინასწარ მოფიქრება რათა უბრალოდ ვინმე გააბედნიეროს, ნიჭიერი ბავშვია. თუ თქვენი შვილი მსგავსი თვისებების დემონსტრირებას ახდენს, უნდა იამაყოთ.

ამ ასაკში ბავშვები იწყებენ ამბის მოყოლის უნარების განვითარებას, ამბებს უკვე აქვთ უფრო ნათელი დასაწყისი, შუა და დასასრული.

ბავშვები იწყებენ უფრო დეტალურ აღწერას. მათი მეხსიერება და წარმოსახვითი უნარები ვითარდება, რაც ძალიან საინტერესო ამბებში პოულობს გამოხატვას!

ისინი იწყებენ უფრო უკეთესად მათ გარშემო არსებული სამყაროს აღქმას, მათ შორის ისეთი მძიმე თემებისაც როგორიც სიცოცხლე და სიკვდილია.

ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გაიგოთ ბავშვისგან ისეთი შეკითხვები როგორიცაა: „დედა, ბუმბულს [შინაური ცხოველის სახელი] კიდევ ოდესმე ვნახავ?“ ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი დეტალია იმის გასაგებად რომ ამ ეტაპზე ისინი ფიქრობენ არა მხოლოდ აწმყოზე, არამედ წარსულსა და მომავალზეც.

 

5-6 წლის ასაკში იწყებენ ფანტაზიასა და რეალობას ერთმანეთისგან განსხვავებას

 

ანიმაციის განვითარებასთან ერთად, ხანდახან პატარა ბავშვებისათვის რთულია გაიგონ თუ რა არის ნამდვილი და რა, არა. ამ ასაკში როგორც კი ვიწყებთ განსხვავების ახსნას ფაქტსა და გამოგონილს შორის, ისინი სწრაფად ხვდებიან თუ რაზეა საუბარი. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია მათი ზრდის პროცესში და ეს ყველაფერი მათი სწრაფი განვითარების შედეგად ხდება შესაძლებელი.

5-6 წლის ასაკში ბავშვები იწყებენ წინადადების სტრუქტურის და გრამატიკის სწორ გამოყენებას უფრო ხშირად.

ამ ეტაპზე ბავშვების ენობრივი განვითარება ძალიან სწრაფია. კოდინგის ენები ზუსტად ესაა, ენები! რაც უფრო მეტ კავშირს პოულობს მათი ტვინი სხვადასხვა ენების შემთხვევაში, მით უფრო ვითარდება მათი გონება!

ვითარდება ორ საგანს შორის მსგავსებების აღწერის უნარი.

სივრცითი და ვიზუალური აღქმა მთავარი ფაქტორია ვიზუალური კოდინგის შემთხვევაში, რაც წარმოადგენს პირველ ნაბიჯს ტექსტზე დაფუძნებული კოდინგის ენების შესწავლის პროცესში.

 

 

მიიღეთ სიამოვნება თამაშით სავსე გამოცდილებისგან რომელიც თქვენს შვილებს კოდინგს ასწავლის!

 

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდითსტეპერებისდიდოჯახში!

IT Academy StepლიდერიITსფეროში,ახლაუკვე100+ფილიალით!

+995 577 538 549ქ.თელავი,ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51ქ.თბილისი,ა.ყაზბეგის34/34ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

რატომ ვერ პოულობ უკეთეს სამსახურს, მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილება გაქვს

აღმოაჩინე ის ფარული ბარიერები, რომლებიც ხელს გიშლის კარიერულ ზრდაში და შეიტყვე, როგორ უნდა აქციო არსებული პროფესიული გამოცდილება ახალ შესაძლებლობებად.

სავარაუდო გამოცდილების პარადოქსი: რატომ ჩერდები ერთ ადგილას? ხშირად გვგონია, რომ რაც მეტი წელი გადის ჩვენს პროფესიულ ცხოვრებაში, მით უფრო მარტივი უნდა იყოს სასურველი ვაკანსიის პოვნა და უკეთეს პოზიციაზე გადასვლა. თუმცა, რეალობა სრულიად სხვანაირია: გამოცდილმა პროფესიონალებმაც კი შესაძლოა თვეების განმავლობაში ვერ შეძლონ სასურველი შედეგების მიღწევა. პრობლემა იმაშია, რომ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

5 უნარი, რომელიც 2026 წელს შენს CV-ს რეალურად აძლიერებს

2026 წელს კარგი CV მხოლოდ განათლებისა და გამოცდილების ჩამონათვალი აღარ არის. გაიგე, რომელი 5 უნარი დაგეხმარება კონკურენტულ სამუშაო ბაზარზე საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენაში და რატომ არის ტექნიკური ცოდნა, AI, პრობლემის გადაჭრა, კომუნიკაცია და პრაქტიკული გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.

ტექნიკური ცოდნა და AI-ის ეფექტურად გამოყენების უნარი 2026 წელს დამსაქმებლისთვის მხოლოდ ის აღარ არის მნიშვნელოვანი, რა პროფესია გაქვს მითითებული CV-ში. ტექნოლოგიები სწრაფად ცვლის სამუშაო პროცესებს და თითქმის ყველა სფეროში იზრდება მოთხოვნა ადამიანებზე, რომლებსაც შეუძლიათ ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება, ახალი პროგრამების სწრაფად ათვისება და ტექნოლოგიებთან ადაპტირება. გ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

Gap Year საქართველოში: „დაკარგული დრო“ თუ საუკეთესო ინვესტიცია საკუთარ მომავალში?

Gap Year არ არის დროის კარგვა, ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, გაერკვე შენს ინტერესებში, მიიღო პრაქტიკული გამოცდილება და აითვისო ის უნარები, რომლებიც მომავალში წარმატების საფუძველი გახდება.

რატომ არის Gap Year შანსი და არა დროის ფუჭი კარგვა? ალბათ ხშირად გსმენია ფრაზა, რომ Gap Year მხოლოდ "დროის კარგვაა" და აუცილებელია სწავლის გაგრძელება უშუალოდ სკოლის დასრულებისთანავე. სინამდვილეში, Gap Year (შუალედური წელი), არის შეგნებული პაუზა, რომელსაც ახალგაზრდები სკოლის დასრულებისა და უნივერსიტეტში ჩაბარებას შორის იღებენ საკუთარი პოტენციალის გამოსაკვლევად. ეს პერიოდი შენთვის საუკá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

ადამიანური უნარები ციფრულ ეპოქაში რა დაგვიცავს რობოტებთან კონკურენციისგან?

ხელოვნური ინტელექტისა და მასშტაბური რობოტიზაციის ეპოქაში, უნიკალური ადამიანური უნარების როლი შრომის ბაზარზე კიდევ უფრო კრიტიკული და ფასდაუდებელი ხდება. სტატიაში დეტალურად განვიხილავთ, რომელი პიროვნული და ინტელექტუალური თვისებები დაგვიცავს მანქანებთან კონკურენციისგან და როგორ უნდა ვაქციოთ ტექნოლოგიური პროგრესი ჩვენს მთავარ მოკავშირედ კარიერულ წინსვლაში.

ხელოვნური ინტელექტის ტრანსფორმაციული ძალა და ადამიანური ფაქტორი თანამედროვე ციფრულ ეპოქაში, როდესაც ხელოვნური ინტელექტი, მანქანური სწავლება და ავტომატიზაცია წარმოუდგენელი ტემპით ვითარდება, სულ უფრო მეტი ადამიანი უსვამს საკუთარ თავს კითხვას: რა არის ის უნიკალური თვისება, რაც ჩვენ მანქანებზე უპირატესს გვხდის? რობოტებსა და ალგორითმებს შეუძლიათ მილიარდობით მონაცემის

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა