IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

ტექნოლოგიების გავლენა მოზარდების განვითარებაზე

19.08.2021

3590 დათვალიერება

ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც ბავშვებისა და ახალგაზრდების ყოველდღიურობა ონლაინ სივრცესთანაა ინტეგრირებული. ამ ეპოქას თან სხვადასხვა პრობლემები სდევს — ტექნოლოგიებზე დამოკიდებულება ხშირად იწვევს ოჯახში კამათს, რაც შფოთვის შეგრძნებას ამძაფრებს, დეპრესიის ნიშნების გამოვლენას უწყობს ხელს და ძილის რეჟიმის დარღვევას იწვევს

 

ახალგაზრდები დროის 3/5 სმარტფონში სქროლვით ფლანგავენ, შედეგად კი მშობლებისთვის ტექნოლოგია უფრო მეტად ტვირთად აღიქმება, ვიდრე სარგებლად და ახალ შესაძლებლობად. თუმცა, დღევანდელ რთულ სამყაროში, როგორც COVID-19 პანდემიის დროს, ასევე მის მიღმა, ტექნოლოგიის დადებითი გავლენა მოზარდებზე საკმაოდ მნიშვნელოვანია
 

მშობლებს უნდა გვახსოვდეს, რომ ტექნოლოგია საშუალებას აძლევს მოზარდს შეინარჩუნოს კონტაქტი მეგობრებთან და საზოგადოებასთან. ასევე, ციფრული სასწავლო ინსტრუმენტების შთამბეჭდავი ასორტიმენტი საშუალებას აძლევს მოზარდებს სახლში არამხოლოდ განაგრძონ სწავლა, არამედ მიიღონ საუკეთესო განათლება!

 

ევროპის მასშტაბით წამყვანი B2B და ინტეგრირებული მარკეტინგული მედია კომპანია, Technology Marketing Corporation (TMC) იკვლევს ტექნოლოგიის გავლენებს 6-10 მდე და 10-დან 14-მდე წლის მოზარდებში. ახლახანს გამოქვეყნებულ სტატიაში TMC ხაზს უსვამს მოზარდებისთვის ტექნოლოგიის ოთხ მთავარ სარგებელს.

 

 

1. სოციალიზაცია და ურთიერთობების დამყარება

პოპულარული საურთიერთობო აპლიკაციები და სოციალური მედია პლატფორმები მოზარდებს სხვა მოზარდებთან აკავშირებს. ეს ციფრული ინსტრუმენტები საშუალებას აძლევს მოზარდებს შეინარჩუნონ ურთიერთობა სკოლის მეგობრებთან ონლაინ ვიდეო ზარების, ჯგუფური შეტყობინებების ან სახალისო TikToks-ების გაგზავნის გზით, რომელთაგან ბევრი პოპულარული გახდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში.

 

2. პრობლემის გადაჭრის ძვირფასი უნარი

იმის სწავლით, თუ როგორ გამოიყენოს სხვადასხვა მოწყობილობები და აპლიკაციები, როგორ აყვეს ამა თუ იმ ტრენდს, მოზარდი დგას ახალი ინოვაციების გამოწვევის წინაშე, ტექნოლოგიის სწრაფი წინსვლის გათვალისწინებით. ამგვარი პრობლემის გადაჭრა შეიძლება მოიცავდეს იმის გარკვევას, თუ როგორ უნდა დაუკავშირო ახალი PlayStation ტელევიზორს ან გადაიტანო მონაცემები ერთი ტელეფონიდან მეორეზე. ან თუნდაც Google Maps-ის გამოყენებით სხვა ქალაქში ნავიგაცია. ინოვაციური აპლიკაციების და ტექნოლოგიური წინსვლის განვითარებასთან ერთად, მოზარდი იყენებს პრობლემის გადაჭრის საფუძვლებს ყოველ ახალ დაბრკოლებაზე, რომელიც მოგვიანებით რეალიზდება "რეალურ სამყაროში". მაგალითად, როდესაც ადამიანი მუშაობს ოფისში, ტექნოლოგიური ვირტუოზულობა არის ღირებული გამოცდილება.

 

არ დაკარგოთ დრო, გამოიყენეთ ის უკეთესი მომავლის შესაქმნელად

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

3. უწყვეტი განათლება და ციფრული სწავლების ინსტრუმენტები

მარტივი რეალობა ისაა, რომ დღევანდელი ბავშვები სწავლობენ იმ მეთოდებით, რომლებსაც ჩვენ ვერც კი წარმოვიდგენდით, როდესაც ვიზრდებოდით. დღევანდელი მოზარდები იყენებენ Duolingo აპლიკაციას ენების შესასწავლად, Audible აპლიკაციას წიგნების მოსასმენად და Evernote აპლიკაციას კლასებში ჩანაწერების გასაკეთებლად. მართლაც, სმარტფონების აპლიკაციებით, სოციალური ქსელებითა და ინტერაქტიული ვებსაიტებით, 2-3 თვეში ერკვევიან და ითვისებენ ისეთ თანამედროვე პროფესიებს, როგორიც არის: IT მხარდაჭერა, ბრენდ დიზაინი, Front-end ვებ-პროგრამირება, 3D გრაფიკა, BACK-END | ვებ-პროგრამირება, ციფრული მარკეტინგი და სხვა... ახალი გამოწვევები და ყველაფრის ინტერნეტში მოგვარება მოზარდებისთვის ნორმატიულია. შედეგად, თინეიჯერები სწრაფად ეგუებიან ციფრულ ევოლუციას და კომპიუტერული სწავლების სხვადასხვა ინსტრუმენტს, რითაც ჯეროვნად ზრდიან საგანმანათლებლო შესაძლებლობებს.

 

4. ინტერაქტიული კრეატიულობა და ციფრული გამოხატვა

ფერადი მარკერები და ფანქრები, სმარტფონების აპლიკაციები და ინტერაქტიული ვებ-საიტები მოზარდებს სთავაზობენ თავიანთი მხატვრული მისწრაფებების ფართოდ და ღრმად გაზიარების შესაძლებლობას. მაგალითად, მოზარდებს შეუძლიათ შექმნან მუსიკალური წარმოდგენა YouTube-ზე, შექმნან განწყობითი კედელი Pinterest-ზე, დაარედაქტირონ ფოტოები VSCO აპლიკაციაში, ან ისწავლონ ახალი TikTok ცეკვა და განათავსონ თავიანთ ანგარიშზე. ვიდეოს და ხმის გამოყენებით, მოზარდებს შეუძლიათ წვდომა მიიღონ სხვადასხვა ტიპის ციფრულ ინსტრუმენტებზე, რაც მათ ეხმარება თავის შემოქმედებითად გამოხატვაში და მათი ქმნილებების მარტივად გაზიარებაში. ის ასევე იძლევა წახალისებისა და შემოქმედებითი უკუკავშირის შესაძლებლობას.

 

 

ამ რთულ პერიოდში, მოზარდებს სჭირდებათ ტექნოლოგიები, ციფრული სასწავლო ინსტრუმენტები ხელს უწყობს მათ განვითარებაში, აქციეთ სმარტფონი და კომპიუტერი განვითარების წყაროთ, ჩართეთ თქვენი შვილი სხვადასხვა პროფესიის შემსწავლელ კურსებზე, რომ გაიჩინოს ახალი მეგობრები და განივითაროს ახალი, დროსთან შესაფერისი უნარები, შექმნას თამაშები, გააცოცხლოთ რობოტები და საფუძვლიანად შეისწავლოს ყველაფერი, რაც ელექტრონულია. ჩვენს აკადემიაშიც არის სპეციალურად მოზარდებისთვის შემუშავებული პროგრამები, რომლის მეშვეობით ბავშვები შეძლებენ გადაეშვან პროგრამირების სამყაროში

 

Explorance-ს კვლევაში ნათქვამია, რომ მოზარდებისათვის ტექნოლოგიის ზოგიერთი სარგებელი ციფრული სწავლების ინსტრუმენტებთან დაკავშირებით მოიცავს:

  • უნიკალური საშუალება - ადვილად მიიღონ წვდომა უამრავ ინფორმაციაზე
  • 24/7-ზე ტუტორიალური დახმარების გაწევა და მხარდაჭერა
  • მოზარდებთან თანამშრომლობისა და გაზიარების წახალისება სოციალური ქსელის საშუალებით
  • ადაპტირება სხვადასხვა ტიპის სტუდენტებთან და განათლების ტიპებთან
  • მოზარდების მომზადება მომავლისთვის ტექნოლოგიის შესახებ სამუშაო ცოდნით
  • სწავლის პროცესში გართობის ფაქტორის და მრავალფეროვნების შეგრძნების დამატება

 

დაეუფლე მომავლის პროფესიებს - მოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ იღებს შენზე მეტ ხელფასს ადამიანი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს

ნაკლები გამოცდილება ყოველთვის დაბალ ხელფასს არ ნიშნავს. ანაზღაურებაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს პასუხისმგებლობებს, კონკრეტულ უნარებს, დასაქმების პირობებსა და მოლაპარაკების ისტორიას. გაიგე, როგორ შეაფასო საკუთარი მდგომარეობა, მოემზადო ხელფასზე საუბრისთვის და დაგეგმო შემდეგი პროფესიული ნაბიჯი.

გამოცდილების წლები ხელფასის მხოლოდ ერთი ნაწილია  ხუთი წელია მუშაობ, პასუხისმგებლობებს კეთილსინდისიერად ასრულებ და გუნდშიც ხშირად შენ გეკითხებიან რჩევას. შემდეგ იგებ, რომ თანამშრომელი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს, შენზე მეტ ანაზღაურებას იღებს. პირველი რეაქცია შეიძლება უსამართლობის განცდა იყოს: თუ მეტი დრო გაქვს დახარჯული პროფესიის შესწავლასა და პრაქტიკაში, რატá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

სამსახური გაქვს, მაგრამ ვეღარ ვითარდები - როდის არის პროფესიის შეცვლის დრო

სამსახური გაქვს, მაგრამ გრძნობ, რომ ერთ ადგილზე გაჩერდი? გაეცანი, როგორ განასხვავო სამუშაო გარემოთი უკმაყოფილება პროფესიის შეცვლის სურვილისგან, როგორ შეამოწმო ახალი მიმართულების მიმართ ინტერესი და როგორ დაგეგმო სწავლა არსებული სამსახურის პარალელურად.

როცა სამსახურში ყველაფერი ნაცნობია და ახალი აღარაფერი გხვდება დილით სამსახურში მიდიხარ, დავალებებს ასრულებ, დღის ბოლოს კი გრჩება განცდა, რომ კიდევ ერთი დღე გავიდა და ახალი არაფერი გისწავლია. იცი, როგორ მოაგვარო ყოველდღიური საკითხები, კოლეგებიც შენს გამოცდილებას ენდობიან, მაგრამ ის, რაც ადრე გამოწვევა იყო, ახლა ავტომატურ მოქმედებად იქცა. სტაბილურობა სასიამოვნოა, თუმცა შáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა