IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

საუკეთესო რჩევები ეფექტური დისტანციური გასაუბრების ჩასატარებლად

1000

მოტივაცია

08.08.2024

667 დათვალიერება

ამბობენ რომ მნიშვნელოვანი ის კი არ არის, თუ წარსულში რა გაგიკეთებიათ, მნიშვნელოვანია თუ რის გადმოცემას შეძლებთ აწმყოში... დიახ, საუბრის სწორი სტილი და ტექნიკა მნიშვნელოვანია ეფექტური დისტანციური გასაუბრების ჩასატარებლად, სიცხადე და კონცენტრირება - მკაფიოდ და ეფექტურად გადმოცემული აზრები და შეკითხვები, რომლებიც ესმით მსმენელს

 

გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ დისტანციური გასაუბრებისთვის მოსამზადებლად:

 

შეარჩიეთ წყნარი და მშვიდი ადგილი, სადაც არავინ შეგიშლით ხელს, ჩართვამდე აუცილებლად შეამოწმეთ ინტერნეტი, პროგრამული უზრუნველყოფა, რომელსაც გამოიყენებთ, აუდიო და ვიდეო გამოსახულებების ხარისხი. 

 

როდესაც გასაუბრებისთვის სამოსს შეარჩევთ, გახსოვდეთ რომ ისევე ოფიციალურად უნდა გამოიყურებოდეთ, როგორც იმავე კომპანიაში პირისპირ გასაუბრებაზე წასვლის შემთხვევაში იქნებოდით. იმ ცდუნებამ რომ ნაკლებად ფორმალურად ჩაიცვათ, რადგან საკუთარი სახლიდან ერთვებით, შეიძლება არასწორი შეტყობინება გაუგზავნოს დამსაქმებელს იმის შესახებ, თუ რამდენად დაინტერესებული ხართ ამ სამსახურით -“ერთი საათით ოფიციალურად გამოწყობას ტკივილის მოყენება არ შეუძლია”, მაგრამ საპირისპიროდ მოქცევას - შეუძლია.

ამასთანავე, მნიშვნელოვანია რომ კამერაში კარგად ჩანდეთ. შეგიძლია წინასწარ, იმავე პლატფორმის გამოყენებით, რომლსი მეშვეობითაც გასაუბრებას გაივლი, შეამოწმო როგორ გამოიყურები კამერაში. მაგლითისთვის, ოდნავ ღრმა ჭრილის ზედატანი შეიძლება სრულებით შესაფერისი იყოს პირადი საუბრის დროს, მაგრამ უცნაური სანახავი იქნებით თუკი მთელი პერანგი ვიდეოს ჩარჩოს მიღმა დარჩება

 

დაგეგმე სწავლა სტეპში და აიღე საერთაშორისო სერტიფიკატები 

→დარეგისტრირდი მარტივად

 

მოათავსეთ კამერა სწორ სიმაღლეზე, ისე რომ თვალებით პირდაპირ კამერას უყურებდეთ, იზრუნეთ განათებაზეც და არ გაიკეთოთ ბრჭყვიალა სამკაული ან სხვა ნივთი, რომელიც სინათლეს აირეკლავს.

 

შეარჩიეთ სათანადო ფონი: ინტერვიუს დროს თქვენ ხართ მთავარი ფიგურა - დარწმუნდით, რომ ფონზე არაფერია ისეთი, რაც ინტერვიუერის ყურადღებას გაფანტავს.

 

გახსოვდეთ, რომ კომუნიკაციის უდიდესი ნაწილი არავერბალურია. როცა უსმენთ, დაუქნიეთ თავი თანხმობის ნიშნად, არ დაგავიწყდეთ ღიმილი. გადმოიხარეთ ოდნავ წინ, რათა გამოხატოთ დაინტერესება. ყურადღებით მოსმენა და გაგება იმისა, რაც დამსაქმებელმა თქვა, მნიშვნელოვანია

 

დაარეგულირეთ საუბრის ტემპი და საჭიროების შემთხვევაში დააპაუზეთ. დაელოდეთ, სანამ ინტერვიუერი დაასრულებს შეკითხვას/კომენტარს და შემდეგ დაიწყეთ საუბარი. დარწმუნდით, რომ ინტერვიუერი მოგყვებათ საუბრის ტემპში

 

გახსოვდეთ - თქვენი ოპტიმისტური და კონსტრუქციული განწყობა ქმნის პოზიტიურ ატმოსფეროს

გაეცანი ჩვენს ბლოგს დისტანციურად მუშაობა საქართველოდან, შეარჩიე შენი ახალი პროფესია და დაიწყე მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა:

 

დაგეგმე სწავლა სტეპში და აიღე საერთაშორისო სერტიფიკატები

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში, ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ. თელავი, ი.ჭავჭავაძის მოედ. #4

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ყაზბეგის34/34ბ

 

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა