IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

Twitter-ის ბორდი მასკის შეთავაზებას დათანხმდა — ილონი კომპანიას 44 მილიარდად შეიძენს

..

News

26.04.2022

598 დათვალიერება

როგორც იცით, თვის დასაწყისში ილონ მასკმა ჯერ Twitter-ის 9.2% შეიძინა, ერთი კვირის შემდეგ კი კომპანიის სრულად შესყიდვის სურვილიც გამოთქვა და თან თითო აქციის 54%-ით უფრო ძვირად შეძენის პირობით, ანუ მასკი Twitter-ის სრულად შესასყიდად 44 მილიარდს გადაიხდიდა. შეთავაზების გაკეთების შემდეგ 2 კვირა გავიდა, მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ტვიტერის დირექტორთა საბჭო კომპანიის გაყიდვის წინააღმდეგი იყო, თუმცა ეს სიმართლე არ აღმოჩნდა.

Twtiter-ის ბორდი ილონ მასკის შეთავაზებას დაეთანხმა. ეს იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანს Twitter-ის 44 მილიარდ დოლარად შეძენის საშუალება ექნება, ამ შემთხვევაში გამოვა რომ მასკი ტვიტერის ერთ აქციას 54.20 დოლარად იყიდის.

"სიტყვის თავისუფლება დემოკრატიისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია და ტვიტერი არის ჩვენი ციფრული ქალაქის მოედანი, სადაც უამრავი რამ განიხილება. მე მსურს რომ ვაქციო Twitter უკეთეს ადგილად, ამისათვის დაემატება ახალი ფუნქციები, კოდი იქნება open-source რათა გაიზარდოს ნდობა, ჩვენ შევეცდებით სპამ ბოტების გაქრობას." — განაცხადა მასკმა.

Twitter-ის CEO-მ პარაგ აგრავალმა ასევე აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება კომპანიას წაადგება.

"Twitter-ს აქვს წონა, რომელიც მთელ მსოფლიოზე აღდენს გავლენას. მე ძალიან ამაყი ვარ ჩვენი გუნდით და ვფიქრობ რომ მუშაობა ამაზე მნიშვნელოვანი არასდროს ყოფილა" — ამბობს პარაგ აგრავალი

მასკმა გადახდის გეგმაც წარადგინა, რომლის მიხედვითაც 25.5 მილიარდი კრედიტების სახით გაიცემა, 21 მილიარდი კი პირატი კაპიტალიდან.

როგორც ჩანს, ტრანზაქცია ტვიტერის აღმასრულებელმა საბჭომ ანონიმურად დაადასტურა. შეთანხმება სავარაუდოდ წელსვე დაიხურება, თუმცა ამას Twitter-ის ყველა აქციონერი უნდა დაეთანხმოს, ასევე საჭიროა მარეგულირებელი ორგანოების თანხმობაც და სხვა წვრილმანი ბიუროკრატიული საკითხების მოგვარებაც.



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა