IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

თბილისი
ШАГ логотип

რა უნდა გავითვალისწინო სანამ უცხო ქვეყანაში დისტანციურად დასაქმებას გადაწყვეტ?

1000

მოტივაცია

16.07.2024

668 დათვალიერება

ჯერ კიდევ 5 წლის წინ "მუშაობა შინიდან გაუსვლელად" საოცნებოდ ჟღერდა, დღესდღეობით ეს შესაძლებლობა სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება და ჩვენც დიდ დროს ვუთმობთ ამ საკითხზე (დისტანციურად მუშაობა საქართველოდან) საუბარს. მაგრამ სურვილი ერთია - რეალურად დისტანციურად დასაქმებული ადამიანისთვის რეალობა ხშირ შემთხვევაში განსხვავებული აღმოჩნდება ხოლმე

 

ყველაფერი იწყება სწორი და ადეკვატური მიდგომით, გლობალური სამუშაო გამოცდილება ხომ დიდ გავლენას ახდენს ჩვენს მომავალზე, იდენტობაზე, ცხოვრების სტილზე, ფინანსურ მდგრადობასა და ოჯახურ მდგომარეობაზეც კი. შესაბამისად, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, თუ რომელ ქვეყანაში  გსურთ კარიერის განვითარება, მრავალი დეტალი უნდა გაითვალისწინოთ

. 

 

  • რა გაინტერესებთ? - ზოგჯერ  ის, რასაც თავისუფალ დროს სიამოვნებით ვაკეთებთ, კარიერის დაგეგმვაშიც შეიძლება გამოგვადგეს და საყვარელი საქმიანობა პროფესიად ვაქციოთ
  • რისი კეთება შეგიძლიათ და რა არის თქვენი ძლიერი მხარე? - გიყვართ მონოტონური საქმის კეთება თუ ხართ მაგალითად აქტიური კონტენტ კრეატორი?
  • მიზნის მისაღწევად საჭირო განათლება გაქვთ? - აუცილებელია იცოდეთ თუ რა არის დღეს მოთხოვნადი საერთაშორისო ბაზარზე. მაგალითად, ამერიკაში დასაქმებული პროგრამისტები ახერხებენ თავიანთი პროექტებით გამოიმუშავონ წლიურად $150,000-ზე მეტი და ეს მხოლოდ საწყის დონეზე, ევროპაში კი ეს ციფრი 16% ნაკლებია, მაშინ როდესაც საფრანგეთსა და გერმანიაში გრაფიკული დიზაინერები უფრო მეტს გამოიმუშავებენ ვიდრე პროგრამისტები ამერიკაში

 

სანამ კონკრეტულ სამსახურს დათანხმდებით, მნიშვნელოვანია გადავხედოთ რამოდენიმე მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ საზღვარგარეთ დისტანციურად მუშაობისას, კონკრეტული რჩევებით, როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი სამუშაოებისთვის.

 

მოცემული რჩევები ფუნდამენტურია დისტანციური მუშაობისთვის - არ აქვს მნიშვნელობა, მუშაობთ მსოფლიოს სხვა მხარიდან თუ თქვენი საძინებლის გვერდით მდებარე კაფეტერიიდან, ყოველთვის უნდა გაითვალისწინოთ:

 

1. ინტერნეტ კავშირი/ინფრასტრუქტურა

ადამიანებს მოსწონთ იმის თქმა, რომ დღეს გქონდეს ლეპტოპი საკმარისია, თუმცა ასევე უმნიშვნელოვანესია კარგი ინტერნეტ კავშირი - ვიდეო ზარების მარალი ხარისხი 2024 წელს აუცილებელია დისტანციურ გარემოში სამუშაოდ

ასევე, იფიქრეთ ალტერნატიულ სარეზერვო კავშირის უზრუნველყოფაზე. მაგალითად, მობილური ინტერნეტი ან უახლოესი კაფე/ბიბლიოთეკა, სადაც შეძლებთ დაუკავშირდეთ გლობალურ ქსელს, იმ შავი დღისთვის თუ თქვენი ინტერნეტი გაქრება.

 

2. დროის სარტყელები

დროის სარტყელები უდაოდ გასათვალისწინებელი ფაქტორია, მაგრამ იმან, ვისაც ჯერ არ უმუშავია დისტანციურად, შეიძლება შეაფასოს თუ რამდენად დიდი გავლენა აქვთ მათ, განსაკუთრებით კონტინენტთაშორისი თანამშრომლობისას.

ნელდება კომუნიკაცია, შეხვედრები მჭიდრო ვადებში უნდა იყოს მკაცრად გაწერილი და მუშაობის ზოგადი რიტმი შეიძლება მნიშვნელოვნად შემცირდეს. დროში რამდენიმე საათის სხვაობამაც კი შეიძლება გაგირთულოთ საქმეები, ამიტომ თქვენ მზად უნდა იყოთ მოერგოთ იმ დროის სარტყელის გრაფიკს, სადც უმრავლესობა ოპერირებს.

 

დაგეგმე სწავლა სტეპში და აიღე საერთაშორისო სერტიფიკატები 

→დარეგისტრირდი მარტივად

 

3. მზად ხართ დისტანცირებისთვის?

ადამიანებს უჭირთ საცხოვრებელ სივრცეში იზოლაცია. ეს შეიძლება განსაკუთრებით გამოიხატოს მაშინ, როდესაც გუნდის უმრავლესობა ადგილზე, ოფისში მუშაობს, რადგან კომპანიის კულტურა ძირითადად ფოკუსირებულია საოფისე ცხოვრებაზე. თავის წიგნში დისტანციური მუშაობის შესახებ, ჯეისონ ფრიდი, Basecamp-ის აღმასრულებელი დირექტორი, ამბობს, რომ ასეთ სცენარებში ხშირია დისტანციური მუშაობის ექსპერიმენტის წარუმატებლობა, რადგან კომპანიები თავს არ იწუხებენ და არ დებენ ინვესტიციას, რომ დისტანციურად მომუშავე თანამშრომლები კომფორტულად ინტეგრირებენ სამუშაო პროცესში, მათ განიხილავენ როგორც ძირითადი გუნდის პერიფერიულ დანამატს. 

 

 

 

4. სამსახურისა და პირდი ცხოვრების ბალანსი

ვიყოთ რეალისტები - არავინ არ თანხმდება საზღვარგარეთ მუშაობას უცხოელებთან სალაპარაკოდ, მიზანია მიიღოთ ის ფინანსური სიკეთე, რასაც თქვენი სამშობლო ვერ გვთავაზობთ და ამასთანავე განაგრძოთ მუშაობა თქვენს საყვარელ სფეროში

სამწუხაროდ, ბევრ ადამიანს უჭირს სამუშაო-ცხოვრების ბალანსის დაცვა საიჯახო გარემოში, ჩვენი მთავარი რჩევაა - შეეცადეთ მაქსიმალურად გამოიყენოთ ნებისმიერი დროითი მოქნილობა, რომელიც გაქვთ. მაგალითად, თუ საღამოობით შეგიძლიათ მუშაობა, დღე გამოიყენეთ ოჯახური აქტივობებისთვის. თუ ერთ დღეს მეტს იმუშავებთ, მეორე დღეს უფრო მოკლე სამუშაო დღე დაიგეგმეთ.

ყოველ დღეს თუ არ დაგეგმავთ, გავლენას მოახდენს თქვენს პროდუქტიულობაზე, რასაც ექნება თანმხლები სტრესი და ქაოსი

 

 

5. გუნდთან კომუნიკაციის სტილი

ერთ-ერთი პირველი რაც უნდა გააკეთოთ არის მათი კომუნიკაციის სტილის გააზრება. ეს მოიცავს იმის გარკვევას, თუ რა არის მათთვის  ინფორმაციის პრიორიტეტული მიწოდების გზები - Whatsupp ჩათები, ელ.წერილები, შეხვედრები, Loom-ის ჩანაწერები თუ სხვა რამ. ასევე ყურადღება უნდა მიაქციოთ ფორმატს, ანუ არის კომუნიკაცია სინქრონული, ასინქრონული, სწრაფი და/ან გრძელი ფორმატი. თვალი ადევნეთ მათ მიერ გამოყენებულ ტერმინოლოგიას, კარგად დაეუფლეთ სპეციალიზებულ აპლიკაციებს:

  • Zoom - ვიდეო კონფერენციებისთვის, რაც ხელს უწყობს პირისპირ კომუნიკაციას.
  • Google Drive - ფაილების შენახვისა და გაზიარებისთვის, რაც აადვილებს თანამშრომლობას.
  • Hubstaff - დროის მართვისა და პროდუქტიულობის თვალყურის დევნებისთვის.
  • Slack - სწრაფი მესიჯებისა და გუნდური კომუნიკაციისთვის.

განსაკუთრებით აღსანიშნავია Google Drive-ის როლი. ის საშუალებას გაძლევთ:

  • შეინახოთ დოკუმენტები უსაფრთხოდ ღრუბლოვან სერვერზე
  • გააზიაროთ ფაილები მარტივად გუნდის წევრებთან
  • ერთდროულად იმუშაოთ დოკუმენტებზე რეალურ დროში

 

დისტანციური მუშაობა შეიძლება რთულად ჟღერდეს თქვენთვი, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკმარის ძალისხმევას არ ჩადებთ მასში. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ აუცილებლად შეგიყვარდებათ ის მაშინაც კი, თუ თავიდან სკეპტიკურად იყავით განწყობილი.

 

IT აკადემია STEP გთავაზობთ უნიკალურ შანსს:

გაიარეთ ჩვენი დაფინანსებული საერთაშორისო სასერტიფიკაციო გამოცდები, რომლის სერტიფიცირებასაც ახორციელებს A Pearson VUE business by Certiport, მიიღეთ საერთაშორისო სერტიფიკატი შემდეგ მიმართულებებში, JavaScript, C#, HTML, CSS

 

დაგეგმე სწავლა სტეპში და აიღე საერთაშორისო სერტიფიკატები

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში, ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ. თელავი, ი.ჭავჭავაძის მოედ. #4

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ყაზბეგის34/34ბ

 

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

რატომ ვერ პოულობ უკეთეს სამსახურს, მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილება გაქვს

აღმოაჩინე ის ფარული ბარიერები, რომლებიც ხელს გიშლის კარიერულ ზრდაში და შეიტყვე, როგორ უნდა აქციო არსებული პროფესიული გამოცდილება ახალ შესაძლებლობებად.

სავარაუდო გამოცდილების პარადოქსი: რატომ ჩერდები ერთ ადგილას? ხშირად გვგონია, რომ რაც მეტი წელი გადის ჩვენს პროფესიულ ცხოვრებაში, მით უფრო მარტივი უნდა იყოს სასურველი ვაკანსიის პოვნა და უკეთეს პოზიციაზე გადასვლა. თუმცა, რეალობა სრულიად სხვანაირია: გამოცდილმა პროფესიონალებმაც კი შესაძლოა თვეების განმავლობაში ვერ შეძლონ სასურველი შედეგების მიღწევა. პრობლემა იმაშია, რომ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

5 უნარი, რომელიც 2026 წელს შენს CV-ს რეალურად აძლიერებს

2026 წელს კარგი CV მხოლოდ განათლებისა და გამოცდილების ჩამონათვალი აღარ არის. გაიგე, რომელი 5 უნარი დაგეხმარება კონკურენტულ სამუშაო ბაზარზე საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენაში და რატომ არის ტექნიკური ცოდნა, AI, პრობლემის გადაჭრა, კომუნიკაცია და პრაქტიკული გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.

ტექნიკური ცოდნა და AI-ის ეფექტურად გამოყენების უნარი 2026 წელს დამსაქმებლისთვის მხოლოდ ის აღარ არის მნიშვნელოვანი, რა პროფესია გაქვს მითითებული CV-ში. ტექნოლოგიები სწრაფად ცვლის სამუშაო პროცესებს და თითქმის ყველა სფეროში იზრდება მოთხოვნა ადამიანებზე, რომლებსაც შეუძლიათ ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება, ახალი პროგრამების სწრაფად ათვისება და ტექნოლოგიებთან ადაპტირება. გ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

Gap Year საქართველოში: „დაკარგული დრო“ თუ საუკეთესო ინვესტიცია საკუთარ მომავალში?

Gap Year არ არის დროის კარგვა, ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, გაერკვე შენს ინტერესებში, მიიღო პრაქტიკული გამოცდილება და აითვისო ის უნარები, რომლებიც მომავალში წარმატების საფუძველი გახდება.

რატომ არის Gap Year შანსი და არა დროის ფუჭი კარგვა? ალბათ ხშირად გსმენია ფრაზა, რომ Gap Year მხოლოდ "დროის კარგვაა" და აუცილებელია სწავლის გაგრძელება უშუალოდ სკოლის დასრულებისთანავე. სინამდვილეში, Gap Year (შუალედური წელი), არის შეგნებული პაუზა, რომელსაც ახალგაზრდები სკოლის დასრულებისა და უნივერსიტეტში ჩაბარებას შორის იღებენ საკუთარი პოტენციალის გამოსაკვლევად. ეს პერიოდი შენთვის საუკá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

ადამიანური უნარები ციფრულ ეპოქაში რა დაგვიცავს რობოტებთან კონკურენციისგან?

ხელოვნური ინტელექტისა და მასშტაბური რობოტიზაციის ეპოქაში, უნიკალური ადამიანური უნარების როლი შრომის ბაზარზე კიდევ უფრო კრიტიკული და ფასდაუდებელი ხდება. სტატიაში დეტალურად განვიხილავთ, რომელი პიროვნული და ინტელექტუალური თვისებები დაგვიცავს მანქანებთან კონკურენციისგან და როგორ უნდა ვაქციოთ ტექნოლოგიური პროგრესი ჩვენს მთავარ მოკავშირედ კარიერულ წინსვლაში.

ხელოვნური ინტელექტის ტრანსფორმაციული ძალა და ადამიანური ფაქტორი თანამედროვე ციფრულ ეპოქაში, როდესაც ხელოვნური ინტელექტი, მანქანური სწავლება და ავტომატიზაცია წარმოუდგენელი ტემპით ვითარდება, სულ უფრო მეტი ადამიანი უსვამს საკუთარ თავს კითხვას: რა არის ის უნიკალური თვისება, რაც ჩვენ მანქანებზე უპირატესს გვხდის? რობოტებსა და ალგორითმებს შეუძლიათ მილიარდობით მონაცემის

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა