IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

როგორ მოვიქცეთ თუ პროფესიის შეცვლა და გლობალურ კომპანიებში მუშაობის დაწყება გვინდა?

1000

მოტივაცია

18.07.2024

647 დათვალიერება

თუ ამ ბლოგს კითხულობ, სავარაუდოდ, პროფესიის შეცვლაზე ერთხელ მაინც გიფიქრია, რაც სავსებით ნორმალურია, ჩვენს რეალობაში ხელფასი საკმარისი არასოდეს არ არის, არაერთი კვლევით დასტურდება, რომ საქართველოს მოსახლეობის 4/5 აღებულ ანაზღაურებას მთლიანად ძირითადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ანაწილებს, როგორიცაა ტრანსპორტი, საკვები და კომუნალური გადასახადები...

 

სამწუხაროდ,  ღირსეული ცხოვრება მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. დასაქმებულ ადამიანს უნდა ჰქონდეს მომავლისთვის თანხის დაზოგვის შესაძლებლობა, კვირაში მინიმუმ 5 დღიანი შრომის სანაცვლოდ მიღებული ანაზღაურება უნდა იძლეოდეს საშუალებას მიიღო განათლება, იმოგზაურო და შვებულება ღირსეულად გაატარო


სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ბევრი პროფესიონალი იძულებულია დათანხმდეს ისეთ სამუშაოს, რომელიც ვერ მისცემს მას ამ დიდებულ შესაძლებლობებს, გაუთავებელი დაზოგვა სერიოზულ პრობლემებს იწვევს როგორც პირად, ისე პროფესიულ ცხოვრებაში. ადამიანს არ რჩება ენერგია და რესურსი საკუთარ განვითარებაზე იზრუნოს. ეს კი აფერხებს მის ზრდას და განათლებას - თითქოს ადგილზე ხარ გაყინული და ვერ ვითარდები, საბოლოოდ დემოტივაცია და სასოწარკვეთა გვინადგურებს ჯანმრთელობას


შენი ცხოვრება შეიცვლება იმ წამიდან, როდესაც გლობალურად  ფიქრს დაიწყებ, ნუ შეგეშინდება ახალი გამოწვევების. დისტანციური მუშაობის ეპოქაში, შინიდან გაუსვლელად, მსოფლიოს წამყვან კომპანიებში დასაქმება უკვე რეალობაა, სადაც გექნება მოქნილი სამუშაო გრაფიკი, გაცილებით მაღალი ანაზღაურება საერთაშორისო სტანდარტებით


შეაფასეთ თქვენი უნარები და ინტერესები
დაფიქრდი, რომელი სფერო გაინტერესებს და რა უნარები შეგიძლია განივითარო? იმედია, გახსოვს რომ ახალ პროფესიაში თავის დამკვიდრება მარტივი არაა. ის პრაქტიკული ცოდნა, რაც წინა სამსახურში შეიძინე, მხოლოდ პიროვნულად გეხმარება. ახალ სფეროში კი სულ სხვა პროფესიული უნარ-ჩვევები გჭირდება, რაც ბევრ შრომას მოაქვს. ამიტომ შესაძლოა საწყის ეტაპზე არაანაზღაურებად სტაჟირებაზეც მოგიწიოს დათანხმება


გაეცანით ბაზრის მოთხოვნებს:
შეისწავლეთ, რომელ პროფესიებზეა მოთხოვნა გლობალურ პლატფორმებზე, დისტანციურად შრომის მზარდი ტენდენციის გამო, მრავალი პროფესია გახდა პოპულარული, შენთვის საინტერესო სფეროს აუცილებლად მიაგნებ

 

  • ინტერიერის დიზაინი: შემოქმედებითი და ძალიან სახალისო პროფესიაა, რომელზეც მოთხოვნა მუდმივად იზრდება (წყარო LinkedIn)
  • IT მხარდაჭერა: ბიზნესის გაციფრულებასთან განვითარებასთან ერთად, IT სპეციალისტებზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება. ეს სფერო სტაბილურ დასაქმებასა და კარიერულ ზრდას გპირდებათ. (წყარო CareerBuilder)
  • Front-end ვებ-პროგრამირება: კვალიფიციურ front-end დეველოპერებზე მოთხოვნა არ წყდება. ეს პროფესია შემოქმედებითობისა და ტექნიკური უნარების შერწყმის საშუალებას იძლევა. (წყარო Upwork)
  • Python პროგრამირება: Python უნივერსალური და მარტივად შესასწავლი ენაა. ის გამოიყენება მონაცემთა ანალიზში, ხელოვნურ ინტელექტში, ვებ-დეველოპმენტში და სხვა მრავალ სფეროში. Python-ის ცოდნა დასაქმების შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გაგიზრდის.  (წყარო Upwork)
  • UI/UX დიზაინი: მომხმარებლის გამოცდილება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ციფრულ სამყაროში. UI/UX დიზაინერებზე მოთხოვნა იზრდება, რადგან კომპანიები ცდილობენ შექმნან მოსახერხებელი და მიმზიდველი პროდუქტები. (წყარო LinkedIn)

 

მოცემული სფეროების შესწავლა გაძლევთ შანსს იყოთ კონკურენტუნარიანი გლობალურ შრომის ბაზარზე, იმუშაოთ საინტერესო პროექტებზე და განავითაროთ მრავალმხრივი უნარები. გარდა ამისა, ეს პროფესიები კარგად ანაზღაურებადია და დისტანციური მუშაობის შესაძლებლობასაც იძლევა.



განაახლეთ რეზიუმე:
აუცილებელია ინდივიდუალურად მოარგო CV ვაკანსიას და დისტანციური მუშაობის სპეციფიკას იქამდე სანამ გაგზავნი, კარგ რეზიუმეს ბევრი რამ შეუძლია. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ის გიმარტივებთ გზას გასაუბრებამდე

 

ჩაერთე ონლაინ სივრცეში

საჭირო პროგრამული ინსტრუმენტების გარეშე დისტანციურად მუშაობა არ არის კარგი იდეა. ჩამოტვირთე და აითვისე აპლიკაციები, როგორებიცაა: Zoom-ი, Google Drive-ი, Hubstaff-ი, Slack-ი რომლებიც ონლაინ მუშაობას გაგიმარტივებს და გააციფრულებს შენს სამუშაო სივრცეს

გამოიყენე Google Drive-ის მეხსიერების საცავი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია საჭირო დოკუმენტაციის ონლაინ სივრცეში ატვირთვა და გუნდის წევრებთან გაზიარება.

 

და ბოლოს

გახსოვდეს, ფანტაზიის, ენთუზიაზმისა და მუდმივად ახლის სწავლის კომბინაციით წინსვლა გარანტირებული გაქვს. არ დაკმაყოფილდე ნაკლებით, როცა შეგიძლია მეტი! გაეცანი ჩვენს ბლოგს დისტანციურად მუშაობა საქართველოდან, შეარჩიე შენი ახალი პროფესია და დაიწყე მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა:

 

IT აკადემია STEP გთავაზობთ უნიკალურ შანსს:

გაიარეთ ჩვენი დაფინანსებული საერთაშორისო სასერტიფიკაციო გამოცდები, რომლის სერტიფიცირებასაც ახორციელებს A Pearson VUE business by Certiport, მიიღეთ საერთაშორისო სერტიფიკატი შემდეგ მიმართულებებში, JavaScript, C#, HTML, CSS

 

დაგეგმე სწავლა სტეპში და აიღე საერთაშორისო სერტიფიკატები

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში, ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ. თელავი, ი.ჭავჭავაძის მოედ. #4

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ყაზბეგის34/34ბ

 

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ იღებს შენზე მეტ ხელფასს ადამიანი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს

ნაკლები გამოცდილება ყოველთვის დაბალ ხელფასს არ ნიშნავს. ანაზღაურებაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს პასუხისმგებლობებს, კონკრეტულ უნარებს, დასაქმების პირობებსა და მოლაპარაკების ისტორიას. გაიგე, როგორ შეაფასო საკუთარი მდგომარეობა, მოემზადო ხელფასზე საუბრისთვის და დაგეგმო შემდეგი პროფესიული ნაბიჯი.

გამოცდილების წლები ხელფასის მხოლოდ ერთი ნაწილია  ხუთი წელია მუშაობ, პასუხისმგებლობებს კეთილსინდისიერად ასრულებ და გუნდშიც ხშირად შენ გეკითხებიან რჩევას. შემდეგ იგებ, რომ თანამშრომელი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს, შენზე მეტ ანაზღაურებას იღებს. პირველი რეაქცია შეიძლება უსამართლობის განცდა იყოს: თუ მეტი დრო გაქვს დახარჯული პროფესიის შესწავლასა და პრაქტიკაში, რატá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

სამსახური გაქვს, მაგრამ ვეღარ ვითარდები - როდის არის პროფესიის შეცვლის დრო

სამსახური გაქვს, მაგრამ გრძნობ, რომ ერთ ადგილზე გაჩერდი? გაეცანი, როგორ განასხვავო სამუშაო გარემოთი უკმაყოფილება პროფესიის შეცვლის სურვილისგან, როგორ შეამოწმო ახალი მიმართულების მიმართ ინტერესი და როგორ დაგეგმო სწავლა არსებული სამსახურის პარალელურად.

როცა სამსახურში ყველაფერი ნაცნობია და ახალი აღარაფერი გხვდება დილით სამსახურში მიდიხარ, დავალებებს ასრულებ, დღის ბოლოს კი გრჩება განცდა, რომ კიდევ ერთი დღე გავიდა და ახალი არაფერი გისწავლია. იცი, როგორ მოაგვარო ყოველდღიური საკითხები, კოლეგებიც შენს გამოცდილებას ენდობიან, მაგრამ ის, რაც ადრე გამოწვევა იყო, ახლა ავტომატურ მოქმედებად იქცა. სტაბილურობა სასიამოვნოა, თუმცა შáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა