IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

თუ თქვენი შემოსავლის წყარო მხოლოდ ფიქსირებული ხელფასია, სიღარიბისგან მხოლოდ ერთი ნაბიჯი გაშორებთ

25.08.2020

825 დათვალიერება

წლების წინ, წავაწყდი სტატიას, რომლის სათაურიც ამბობდა "თუ თქვენი შემოსავლის წყარო მხოლოდ ფიქსირებული ხელფასია, სიღარიბისგან მხოლოდ ერთი ნაბიჯი გაშორებთ"-ო. აღნიშნული ფრაზა მეხსიერების ჭაობებიდან ათასჯერ მაინც ამომიტივტივდა, მაგრამ, უმოქმედოდ ვიჯექი იქამდე, სანამ უმუშევრი არ დავრჩი 2019 წლის ბოლოს
 

ახალი სამსახური მალე მოვიძიე, მაგრამ, საკუთარ თავს შევპირდი, რომ კვირის ბოლომდე მოვიფიქრებდი ალტერნატიულ შემოსავლის წყაროებს, ჩამოვწერდი ვარიანტებს და შევუდგებოდი საქმეს, იმავე დღის ბოლოს პირობა შესრულებული მქონდა, 2 რამ მოვიფიქრე:

  1. გავაქირავე ავტოფარეხი საკმაოდ სარფიანად
  2. გავყიდე ჩემი ავტომობილი (პრიუსი) და დავიწყე პროგრამირების შესწავლა

 

თანამედროვე სამყაროში პროგრამირების ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია, მომავალში კი ის წერა-კითხვასავით აუცილებელი უნარი გახდება. კოდირება, ანუ პროგრამის წერა, თითქმის ყველა დარგში უფრო და უფრო მოთხოვნადი უნარი ხდება

 

                

           → დარეგისტრირდი ახლავე!

 

მახსოვს, სამსახურიდან შინ დაღლილი ვბრუნდებოდი, ამ ვითარებაში სასწავლო პროცესი ძალიან არასასიამოვნოა, დავალებებს ძალით ასწულებ და ორიენტირებული ხარ მხოლოდ ფინანსურ შედეგზე. საწყის ეტაპზე ჩემი პროდუქტიულობა ძალიან დაბალი იყო, მაგრამ, ეტაპობრივად ამ სფეროში საკუთარი თავი აღმოვაჩინე, დავიწყე ყველაფერში სიღრმისეულად ჩაძიება და დაიწყო პროცესით სიამოვნებაც, შედეგზე ისე მალე გავედი, რომ ჩემი თავის მეთვითონ გამიკვირდა

 

მალე დაიწყო ავადსაცსენებელი პანდემიაც და სამყარო “დაპაუზდა”, სამსახური ასე მოკლე დროში კიდევ ერთხელ დავკარგე, თუმცა დამრჩა სტაბილური შემოსავალი და რაც მთავარია ახალი, ტრენდული და საკმაოდ მოთხოვნადი უნარები, რომელიც მეხმარება გამოვიმუშაო თითქმის ორჯერ მეტი შინიდან გაუსვლელად, ჯერ კიდევ დამწყები პროგრამისტი ვარ და ვიცი, რომ წინ კიდევ უფრო ბევრი შრომა და ამავდროულად ბევრი წარმატებაც მელის

 

ეს სფერო კომპიუტერულ თამაშებს გავს, თითოეულ Level ზე კონკრეტული სირთულეების და puzzle ების გადალახვა მიწევს, თუმცა ამ გადალახვებით მივედი ახალ, უკეთეს ავტომობილამდე და იმ ცვლილებებამდე რომელსაც გუმჯობესებული ცხოვრების ხარისხი ეწოდება


ახლა კი, ამ პოსტს 2 მიზეზით ვწერ:

  1. მაქვს სურვილი მეც ვუბიძგო ვინმეს, დაიწყოს პასიურ შემოსავალზე ფიქრი და რაც მთავარია, დაიწყოს ახალი უნარების დაუფლება, თუ ერთი ადამიანი მაინც გააკეთებს ამას, ფუჭად არ გავრჯილვარ.
  2. მინდა თქვენც და საკუთარ თავსაც ვუსურვო ყველა გეგმის ისე შესრულება, როგორც მე საკუთარ თავთან დადებული პირობა შევასრულე!

 

ჩვენი ოცნებები სურვილებად და მიზნებად უნდა იქცნენ, ხოლო მიზნების მისაღწევად გზები თავადვე უნდა დავსახოთ და ამ პრინციპით გავაგრძელოთ ცხოვრება.

 

 

IT Academy STEP – მსოფლიო ბრენდი 98 ფილიალით!


გახდი კვალიფიციური სპეციალისტი და საკუთარი საქმის პროფესიონალი, შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში 

 

თბილისი,

საბურთალო, ალ.ყაზბეგის 34/34



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ იღებს შენზე მეტ ხელფასს ადამიანი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს

ნაკლები გამოცდილება ყოველთვის დაბალ ხელფასს არ ნიშნავს. ანაზღაურებაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს პასუხისმგებლობებს, კონკრეტულ უნარებს, დასაქმების პირობებსა და მოლაპარაკების ისტორიას. გაიგე, როგორ შეაფასო საკუთარი მდგომარეობა, მოემზადო ხელფასზე საუბრისთვის და დაგეგმო შემდეგი პროფესიული ნაბიჯი.

გამოცდილების წლები ხელფასის მხოლოდ ერთი ნაწილია  ხუთი წელია მუშაობ, პასუხისმგებლობებს კეთილსინდისიერად ასრულებ და გუნდშიც ხშირად შენ გეკითხებიან რჩევას. შემდეგ იგებ, რომ თანამშრომელი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს, შენზე მეტ ანაზღაურებას იღებს. პირველი რეაქცია შეიძლება უსამართლობის განცდა იყოს: თუ მეტი დრო გაქვს დახარჯული პროფესიის შესწავლასა და პრაქტიკაში, რატá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა