IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

სურვილები და მიზნები წარმატებისთვის 2021 წელს

23.03.2021

1860 დათვალიერება

დაფიქრებულხართ, რა არის სურვილი?

სურვილი ჩვენი ოცნება და მოლოდინია; „იმედი“, რომ რაღაც, რაც ჩვენ გვინდა, ოდესმე მოხდება. სურვილი არის ის, რისი შესრულებაც შესაძლებელია შემთხვევით, თავდაუზოგავი შრომის და მოპოვების გარეშე.

 

რა არის მიზანი?

ეს არის ოცნება, რომლის მისაღწევადაც ჩვენ გვაქვს შემუშავებული სამოქმედო გეგმა და ნაბიჯ-ნაბიჯ, მიზანმიმართულად ვასრულებთ მას. მიზანი პიროვნების ამბიციის გამოხატულებაა. მიზანი არის ის, რისი მიღწევაც შესაძლებელია მხოლოდ თავდაუზოგავი შრომით.

 

მიზნის მისაღწევად ჩვენ ვმოქმედებთ, სურვილზე კი უბრალოდ ვოცნებობთ. მიზანი მოითხოვს ქმედებას, სურვილის შესრულება კი შესაძლებელია თითის გაუნძრევლად, მაშინაც კი როცა გძინავთ. ბავშვობაში ხშირად მიოცნებია, რომ ჩიტივით ცაში მეფრინა. ფანჯრის რაფაზე ჩამომჯდარი სულ მაღლა ვიყურებოდი და ვოცნებობდი, მაგრამ არასოდეს მიცდია გავფრენილიყავი. იმიტომ, რომ ვიცოდი, ოცნება სიზმარია, ქმედება კი მიზნის შესრულების საშუალება და ის აუცილებლად მიღწევადი უნდა იყოს.

 

მიზნის მიღწევა კონკრეტულ ვადაშია გაწერილი, სურვილი კი უბრალოდ სურვილია, ყოველგვარი დროითი ჩარჩოს გარეშე. ხშირად ადამიანები ერთი სურვილით სულდგმულობენ, ისე რომ ვერასოდეს ისრულებენ მას. გიოცნებიათ ლატარეაში ფულის მოგებასა და გამდიდრებაზე? რა თქმა უნდა კი. თუმცა ეს ვერასოდეს იქცევა თქვენს მიზნად. ამ სურვილს დროში ვერ გაწერთ და შესაბამისად, ვერც თქვენს ცხოვრებას დაგეგმავთ იმის იმედად, რომ ხვალიდან ან ზეგიდან მონაგები თანხით უზრუნველად იცხოვრებთ.

 

მიზნები პირდაპირ განაპირობებენ ჩვენი ცხოვრების ხარისხსა და მომავალს, სწორი მიზნების დასახვით ჩვენ ვქმნით „ბედნიერ“ მომავალს, არასწორი მიზნების დასახვით კი მხოლოდ დროს და რესურსებს ვფლანგავთ

 

რას გულისხმობს სწორი მიზანი:

სწორ მიზანს რამდენიმე განმარტება აქვს, ეს შეიძლება იყოს ოჯახზე ზრუნვა, სხვების დახმარება, კეთილი საქმეების კეთება და ა.შ. თუმცა, საკუთარ თავს ალბათ განათლებასა და განვითარებაზე მეტად კეთილ საქმეს ვერ გაუკეთებთ, ყველაზე სწორი მიზანი ყოველთვის სწავლა და განვითარებაა.

 

21- საუკუნე, კო­ლო­სა­ლუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბი­თა და ცხოვ­რე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბით სწრა­ფი ტემ­პე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა, ახა­ლი, მა­ნამ­დე არას­ტან­დარ­ტუ­ლი პრო­ფე­სი­ე­ბის გა­ჩე­ნამ გა­ნა­პი­რო­ბა, ცხოვრებისა და კარიერის შესაქმნელად მიდგომების შეცვლა, ახლა წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა ძი­რი­თა­დად ხომ მონ­დო­მე­ბა­ზე, პრაქ­ტი­კა­სა და სწორად შერჩეულ თანამედროვე პროფესიებზეა დამ­ყა­რე­ბუ­ლი.

 

ეცადეთ აირჩიოთ მოთხოვნადი და საუკეთესოდ ანაზღაურებადი მიმართულებები, დრო დააბანდეთ ისეთი უნარების განვითარებაში, როგორიცაა: Front-End ვებ-პროგრამირება, ციფრული მარკეტინგი და დიზაინი, 3D გრაფიკა და დიზაინი, 2D გრაფიკა და UI/UX დიზაინი, ინტერიერის დიზაინი, IT Support

 

სწორად შერჩეული სამიზნით, შეძლებთ გაიუმჯობესოთ ცხოვრებას იმაზე სწრაფად, ვიდრე ეს ახლა წარმოგიდგენიათ

 

სურვილი უფასოა, მიზანს კი ფასი აქვს. ჩვენ შეგვიძლია ვიოცნებოთ უფასოდ, მიზნები კი კონკრეტული საფასურის გარეშე არ სრულდება. თუ ჩვენ ვოცნებობთ, ვიყოთ „უფრო მდიდარი, უფრო წარმატებული, უფრო ჭკვიანი“, ამისათვის ოცნება უნდა ვაქციოთ მიზნად და შესაბამისი საფასური გავიღოთ. ეს შესაძლოა იყოს ფული, რომელსაც დავხარჯავთ სწავლისა და განვითარებისთვის; დრო, რომელსაც მოვაკლებთ სხვა საქმეს და ჩვენს თავს და მივუძღვნით წარმატების მიღწევას; ენერგია, რომელსაც დავხარჯავთ დასახული მიზნების მისაღწევად. დრო, ძალისხმევა და ფული – ეს არის საფასური, რომელსაც ჩვენ ვიღებთ მიზნის მიღწევის სანაცვლოდ.

 

მიზანს მოაქვს რეალური რაოდენობრივი და ხარისხობრივი შედეგი. სურვილს კი მხოლოდ ემოციური კმაყოფილება. გინდა ცხოვრების ხარისხის, სამუშაო გარემოს, ფინანსური მდგომარეობის შეცვლა? ეს შესაძლებელია მხოლოდ მიზნის დასახვით და მიღწევით. ოღონდ ერთი პირობით. მიზანი ყოველთვის ციფრებში უნდა იყოს გამოსახული. ვიყოთ „უფრო მდიდარი, უფრო წარმატებული, უფრო ჭკვიანი“ – ეს ოცნებაა, რომლის მიღწევის წარმოდგენით ჩვენ მივიღებთ მხოლოდ ზემოთხსენებულ ემოციურ კმაყოფილებას, რადგანაც არ ვიცით რამდენია ეს „უფრო“. ვიყოთ „1 მილიარდი დოლარის მფლობელი“, „დავწინაურდეთ კომპანიის პრეზიდენტის თანამდებობაზე“, „წავიკითხოთ 100 ახალი წიგნი“ – აი ეს არის მიზანი, რადგანაც მას მერე რაც ჩვენს მიზანს მივაღწევთ, ზუსტად გვეცოდინება რა მივიღეთ და რის ფასად.

 

შეისწავლე ჩვენს დროსთან და არსებულ რეალობასთან თანხვედრაში მყოფი პროფესიები, რომ დააფუძნო დიდებული სტარტაპ კომპანია და დაამტკიცო რომ შეუძლებელი არაფერია!

  → დარეგისტრირდი ახლავე!

 

სურვილი ავარჯიშებს ჩვენს წარმოსახვას, მიზანი კი გვავარჯიშებს ჩვენ. მიზნის მისაღწევად გაწეული შრომა ხვეწავს ჩვენს შესაძლებლობებს და უნარებს. სურვილი შთაგვაგონებს, მიზანი კი სამუდამოდ ცვლის ჩვენს ცხოვრებას. ხანდახან მხოლოდ ერთი ნაბიჯია ჩვენი ოცნების მიზნად ქცევამდე. შეიძლება ამ ერთი ნაბიჯის გადადგმას წლები მოვანდომოთ, მაგრამ როგორც იტყვიან „ჩიტი ბდღვნად ღირს“ – ამან შესაძლოა ჩვენი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალოს.

 

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ იღებს შენზე მეტ ხელფასს ადამიანი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს

ნაკლები გამოცდილება ყოველთვის დაბალ ხელფასს არ ნიშნავს. ანაზღაურებაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს პასუხისმგებლობებს, კონკრეტულ უნარებს, დასაქმების პირობებსა და მოლაპარაკების ისტორიას. გაიგე, როგორ შეაფასო საკუთარი მდგომარეობა, მოემზადო ხელფასზე საუბრისთვის და დაგეგმო შემდეგი პროფესიული ნაბიჯი.

გამოცდილების წლები ხელფასის მხოლოდ ერთი ნაწილია  ხუთი წელია მუშაობ, პასუხისმგებლობებს კეთილსინდისიერად ასრულებ და გუნდშიც ხშირად შენ გეკითხებიან რჩევას. შემდეგ იგებ, რომ თანამშრომელი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს, შენზე მეტ ანაზღაურებას იღებს. პირველი რეაქცია შეიძლება უსამართლობის განცდა იყოს: თუ მეტი დრო გაქვს დახარჯული პროფესიის შესწავლასა და პრაქტიკაში, რატá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა