IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

წარმატება და მისი კანონზომიერებანი

11.04.2021

948 დათვალიერება

ლოგიკურად ჟღერს, რომ კარგი განათლება, დიდი შრომა და პოზიტიური განწყობა განაპირობებს წარმატებას.თუმცა, მეორე მხრივ, ცხოვრებისეული ჭეშმარიტებაა, რომ სწორედ ცხოვრება რთულია, იმაზე რთული, ვიდრე წარმატების ნებისმიერი ლოგიკური ახსნა შეიძლება იყოს

 

ამდენად, ნებისმიერი ნაცადი ფორმულის გამოყენება არ არის წარმატების გარანტია. თუმცა, მიუხედავად ამისა, წარმატების ფორმულის ცოდნა ყოველთვის უპირატეს პოზიციაში გვაყენებს იმათთან შედარებით, ვინც ბრმად მოქმედებს.

 

წარმოგიდგენთ ჩვენს მოსაზრებებს წარმატების შესახებ:

 

1) სამყაროს არ აინტერესბს თქვენ წარმატებას მიაღწევთ თუ არა

როცა ყველაფერი კარგადაა, გგონია რომ სამყარო შენსკენ არის, ხოლო როცა წარუმატებელი ხარ, თითქოს ყველაფერი შენ წინააღმდეგ მოქმედებს. სიმართლე გახლავთ ის, რომ ყველა ადამიანი თავის თავზე არის პასუხისმგებელი, სამყარო კი ნეიტრალურია იმ მოვლენების მიმართ, რაც გარშემო ხდება.

 

2) ყველაზე დიდი წინაღობა წარმატების მიღწევისკენ ხართ თქვენ

ყოველთვის იპოვით მიზეზს, თუ რატომ არ გაამართლა თქვენმა იდეამ, რატომ გამოგიშვეს სამსახურიდან და ა.შ., მაგრამ ამ მიზეზად არავინ არ აღიქვამს საკუთარ თავს - იცოდეთ, რომ ყველაზე დიდი წინაღობა თქვენსა და წარმატებას შორის ხართ თქვენ.

 

3) არავისი არ გმართებთ

კარიერის განმავლობაში შეიძლება ბევრ ადამიანს დაეხმაროთ, მათი კარიერული წინსვლა უზრუნველყოთ. ამან შეიძლება შეგიქმნათ კარგი რეპუტაცია და პროფესიული კავშირები, თუმცა ეს არ იძლევა გარანტიას, რომ თქვენ მიერ განხორციელებული კარგი საქციელი ყოველთვის უკან დაგიბრუნდებათ. პირიქით, შესაძლოა ადამიანი, რომელსაც დადებითად მოეპყარით, ბრუტუსივით მოგექცეთ და ზურგში დანა დაგარტყათ - უპირველეს ყოვლისა იზრუნეთ თვითგანათლებაზე

 

4) წარმატება და გამართლება ახლოს დგას ერთმანეთთან

კარგი სამსახურის შოვნა, დიდი ფინანსების მოპოვება, ხშირად განპირობებულია კარგ პოზიციაზე და კარგ დროს ყოფნაში. გამართლებას ვერ მოიპოვებ და ვერც იპოვი, თუმცა დროსთან შესაბამისი პროფესიული უნარებისა და თვისებების გამომუშავება დაგეხმარებათ იმ ადგილისა და დროის პოვნაში, სადაც ის შეიძლება შეგხვდეთ.

 

5) არასოდეს არ შეწყვიტო სწავლა - დაეუფლე მომავლის პროფესიებს

2020 -2021 წლებში პანდემიის შედეგად სამჯერ ჩაგვკეტეს და შეგვზღუდეს, ერთადერთი ვინც პანდემიის დროს შეძლო ფინანსურად წინსვლა და განვითარება, იყვნენ დისტანციურად დასაქმებული ადამიანები - საჭირო უნარებით შეიარაღებული პროფესიონალები!

დაეუფლე პროფესიებსროგორიცააFront-End ვებ-პროგრამირებაციფრული მარკეტინგი და დიზაინი3D გრაფიკა და დიზაინი2D გრაფიკა და UI/UX დიზაინიინტერიერის დიზაინიIT Support

 

6) ზოგჯერ შეიძლება ლაპარაკობდე, ფიქრობდე და აკეთებდე სწორ რაღაცეებს, თუმცა მაინც ვერ მიაღწიო წარმატებას

ელიტური უნივერსიტეტიდან დიპლომი, დაუღალავი შრომა და ა.შ. ამ ყველაფერმა შეიძლება არ მოგიტანოთ წარმატება. ასეთი რაღაცეების ხდება ცხოვრება მოულოდნელობებით არის აღსავსე. არავინ არ იცის წინასწარ რას უნდა ელოდოს, ამიტომ, არასოდეს შეწყვიტო განვითარება, შენ არ უნდა ჩამორჩე დროს

 

7) შენ განსაზღვრავ თუ რას ნიშნავს წარმატება

წარმატება და ბედნიერება არა მატერიალური სუბსტანცია, არამედ გონებრივი მდგომარეობაა - შეიძლება გქონდეს მილიონი, მაგრამ არ იყო ბედნიერი და ამავდროულად შეიძლება გქონდეს ერთი პატარა ქოხი, მაგრამ იყო ბედნიერი!

 

დღეს, საუკეთესო რჩევაა მუდმივად განვითარებაზე იყო ორიენტირებული, მეტი რესურსი უნდა ჩადო საკუთარი თავის განვითარებაში, უნდა გქონდეს მუდმივად შეცვლისა და სწავლის უნარი.

 

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100 ფილიალით!

+995 577 538 549 .თელავინადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 .თბილისი.ყაზბეგის 34/34 

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

რომელი უნარები გახდება ყველაზე მოთხოვნადი

მომავლის კარიერაში ყველაზე მოთხოვნადი გახდება მოქნილი უნარები - კომუნიკაცია, კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითობა და ემოციური ინტელექტი. ისინი ქმნიან უნიკალურ ღირებულებას, რომელსაც ტექნოლოგია ვერ შეცვლის.

ციფრულ ეპოქაში ტექნიკური ცოდნა მარტო წარმატების გარანტია აღარ არის. კომპანიები სულ უფრო მეტად აფასებენ იმ უნარებს, რომლებიც ადამიანს სხვა ადამიანებთან მუშაობაში, ახალი იდეების შექმნაში და სწრაფად ცვალებად გარემოში ადაპტაციაში ეხმარება. სწორედ ამიტომ, მოქნილი უნარები (soft skills) იქცა მომავლის პროფესიის მთავარი საფუძვლი. გლობალური კვლევების მიხედვით, 2030 წლისთვის 80%-ზე მეტი ახ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

როგორ ვისწავლოთ სწრაფად და ეფექტურად IT მიმართულებები

IT სწავლება, პროგრამირება, სწრაფი სწავლა, IT კარიერა, ტექნოლოგიები, IT აკადემია STEP, განათლება, კოდირება, ვებ დეველოპმენტი, ციფრული უნარები, პრაქტიკული სწავლება, სწავლის მეთოდები, მომავლის პროფესია, IT კურსები, AI სწავლებაში.

IT სფერო დღეს ყველაზე დინამიკური და სწრაფად მზარდია, რაც სწავლისადმი განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს. იმისათვის, რომ დროის მცირე მონაკვეთში მაქსიმალური ცოდნა დააგროვო, აუცილებელია ფოკუსირება პრაქტიკულ დავალებებზე და თანამედროვე სტანდარტებზე. თუ გსურს, საფუძვლიანად დაეუფლო ტექნოლოგიებს, IT აკადემია Step- ის პროგრამირების კურსი საუკეთესო გზაა პროფესიული სტარტისთვის. სწრაფი

ШАГ логотип

მშობლებისთვის

ზრდასრულთათვის

რატომ აღარ არის მხოლოდ სკოლა საკმარისი - და რა უნარები სჭირდება ბავშვს რეალურად

რატომ აღარ არის მხოლოდ სკოლა საკმარისი? გაიგე, რა უნარები სჭირდება ბავშვს თანამედროვე სამყაროში და როგორ შეგიძლია დაეხმარო მას წარმატების მიღწევაში.

თანამედროვე სამყაროში განათლება რადიკალურად იცვლება. თუ ადრე სკოლა იყო მთავარი და ხშირად ერთადერთი ცოდნის წყარო, დღეს ეს უკვე აღარ არის საკმარისი. ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი და სწრაფად ცვალებადი პროფესიული გარემო ბავშვებს სრულიად ახალ გამოწვევებს უქმნის ისეთებს, რომელთათვისაც მხოლოდ თეორიული ცოდნა აღარ მუშაობს. დღეს უკვე ნათელია, რომ ცოდნის მიღება აღარ არის სა

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

როგორ ავირჩიოთ პროფესია, რომელიც მომავალშიც მოთხოვნადი იქნება

გაიგე, როგორ შეარჩიო მომავლის პროფესია, რომელიც ტექნოლოგიური ცვლილებების მიუხედავად მოთხოვნადი დარჩება. სტატიაში განვიხილავთ სტრატეგიულ ნაბიჯებს, განათლების როლს და იმ უნარებს, რომლებიც აუცილებელია 21-ე საუკუნის შრომის ბაზარზე წარმატების მისაღწევად.

დღევანდელ სწრაფად განვითარებად სამყაროში პროფესიის არჩევა აღარ არის მხოლოდ ინტერესების განსაზღვრა, ეს არის სტრატეგიული გადაწყვეტილება შენი მომავლისთვის. ტექნოლოგიური პროგრესი და ავტომატიზაცია მუდმივად ცვლის შრომის ბაზარს, ამიტომ მნიშვნელოვანია ფოკუსირება ისეთ სფეროებზე, რომლებიც დროს უძლებს. კარიერული სტაბილურობის ერთ-ერთი საუკეთესო გზა ახალი ტექნოლოგიების ათვი

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა