IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

10 რჩევა წარმატების მისაღწევად 2021 წელს!

05.01.2021

1033 დათვალიერება

ნებისმიერ საქმეში წარმატებას რომ მიაღწო, განთავისუფლდი ნეგატიური ჩვევებისგან და სტერეოტიპებისგან. სამყაროსადმი სწორი და ჯანსაღი დამოკიდებულება გამოიმუშავე

 

ავადსახსენებელი პანდემია მალე დასრულდება, 2021 წელი შეუჩერებელი მოქმედების, თქვენი ოცნებების მკაფიო მიზნებად ქცევის და მათი ასრულების წლად გამოაცხადეთ. ამისათვის ყოველდღიურად, მიზანმიმართულად და ენერგიულად იმუშავე

 

გაეცანით 10 რჩევას წარმატების მისაღწევად, ტოპ ექსპერტებისგან:

 

1. აირჩიე 2-3 მიზანი და სამოქმედო გეგმა დაწერე!

ინტერნეტისა და ციფრების ტურბულენტურ ეპოქაში დრო საოცარი სისწრაფით მიექანება, როდესაც დროის მენეჯმენტისა და ჩანაწერების შენახვის უამრავი ელექტრონული პლატფორმა არსებობს, მათი არ გამოყენება დიდი სიბრიყვეა! დაწერეთ ყველაფერი, რასაც გეგმავთ და ისიამოვნეთ შესრულებული პუნქტების გადახაზვით. ვისაც ეს სიამოვნება არ განგიცდიათ, ყველაფერი ჯერ კიდევ წინ გაქვთ...

 

2. დაიწყე საკუთარი ბიზნესი! 

ჩვენ გვესმის, რომ ყველაზე მომხიბვლელი საარჩევნო დაპირება იდეალურადაც რომ შესრულდეს, მაინც ზღვაში წვეთი იქნება იმ პრობლემებთან შედარებით, რაც გვაქვს ყველა სფეროში და ეს ვერ მოიტანს რეალურ ცვლილებებს, თუ თავად არ ავიღეთ ხელში ინიციატივა! დროა ჩაკეტილ წრეზე სიარულს თავი დავაღწიოთ და რეალურად შევცვალოთ ჩვენი ცხოვრების სტილი, უნდა შევეშვათ ოცნებას ბევრი ფულის ციდან ჩამოცვენაზე და ვიოცნებოთ საკუთარ საქმეზე / ბიზნესზე, რომელიც შვებას მოგვგვრის ჩვენც, ჩვენს ოჯახებსაც და ჩვენს ქვეყანასაც. მეტიც – საერთოდ უნდა შევეშვათ ოცნებას და ჩვენი ოცნებები ჩვენს მიზნებად ვაქციოთ! მიზნებად, რომელთა სრულყოფისთვის ყველაფერს გავაკეთებთ! ბევრს ვიშრომებთ, ბევრ შეცდომას დავუშვებთ, მაგრამ ვისწავლით და დასახულ მიზანს მაინც მივაღწევთ. 2021 წელი შენი ოჯახური ბიზნესის დაწყების წლად გამოაცხადე!

 

3. დაეუფლე ახალ, თანამედროვე პროფესიას!

კორონავირუსის საფრთხე და მოყოლებული აკრძალვები თანაბრად შეეხო ყველას, დაზარალდა მდიდარიც და ღარიბიც, ცნობილიც და უცნობიც, სასტუმროს მფლობელიც და რესტორნის შეფიც, გოლფის მოთამაშეც და ფეხბურთელიც, ყველა თანაბრად უძლური აღმოჩნდა ვერაგი ვირუსის წინაშე, ერთადერთი ვინც პანდემიის დროს შეძლო წინსვლა და ფინანსურად განვითარება, იყვნენ დისტანციურად დასაქმებული ადამიანები - საჭირო უნარებით შეიარაღებული პროფესიონალები!

დაეუფლე 2021 წელს მოთხოვნად და საუკეთესოდ ანაზღაურებად პროფესიებს, როგორიცაა: Front-End ვებ-პროგრამირებაციფრული მარკეტინგი და დიზაინი3D გრაფიკა და დიზაინი2D გრაფიკა და UI/UX დიზაინიინტერიერის დიზაინიIT Support

 

             → დარეგისტრირდი ახლავე!

 

 

4. სხვას ნუ დაელოდები. თავად შეცვალე და შექმენი!

ხშირად გვესმის, რომ კრიზისი ბადებს ახალ შესაძლებლობებს, მაგრამ ქვეცნობიერად, ადამიანთა უმრავლესობა ამ შესაძლებლობების აღმოჩენასა და საქმედ ქცევას სხვისგან ელის. არადა, დღეს, როგორც არასდროს, საჭიროა მეტი ფიქრი, მეტი მოძრაობა, გონების მეტი ვარჯიში, რათა უმოქმედოდ კი არ ველოდოთ იმ დროს, როდის გავხდებით შეცვლილი რეალობის პასიური მოწმენი, არამედ პროაქტიურად ვიმოქმედოთ და თავად გავხდეთ ახლისა და ინოვაციურის შემოქმედი, თავად ავიღოთ ხელში ინიციატივა და თავად შევცვალოთ! ცვლილება, ახლის შექმნა და ინოვაცია კი ანტრეპრენერთათვის დამახასიათებელი მთავარი თვისებაა. კორონავირუსი ანტრეპრენერული მენტალობის და ზოგადად, ანტრეპრენერშიპის განვითარების ძლიერ კატალიზატორად მოგვევლინა, როცა ყველა მიხვდა, რომ სხვას კი არ უნდა ელოდოს, არამედ თავად უნდა შეცვალოს, თავად უნდა დანერგოს, თავად უნდა შექმნას! 2021 წელს შენი ჯერია. შენ უნდა შეცვალო. შენ უნდა შექმნა!

 

5. შეუძლებელი არაფერია!

ადამიანები სხვადასხვა კრიტერიუმით და კატეგორიად იყოფიან, მაგრამ არსებობს რამდენიმე ფუნდამენტური განსხვავება. სწორედ ეს განსხვავებები განსაზღვრავს ადამიანის წარმატების მასშტაბებს, და ადამიანებს უმრავლესობად და უმცირესობად ყოფენ. ეს შეუძლებელია! – გეტყვით საშუალოსტატისტიკური ადამიანი პლანეტა დედამიწის ნებისმიერ წერტილში. ეს შესაძლებელია! – მოგიგებთ ილონ მასკი! არჩევანი ჩვენზეა. არჩევანი ტკბილ, კომფორტულ, დოგმატურ, ჩარჩოებში მოქცეულ, კონფორმისტულ უმრავლესობასა და მწარე, ტკივილიან, დისკომფორტულ, მაგრამ უსაზღვრო შესაძლებლობებისა და გმირული თავდადების მქონე უმცირესობას შორის. ის, რაც უმრავლესობისთვის შეუძლებელია, უმცირესობაში მყოფი მასკისთვის შესაძლებელია. ის ხომ თანამედროვე ანტრეპრენერთა როლური მოდელია, რომელიც ცოცხალი მაგალითია იმისა, თუ რა შეუძლია ადამიანს, რა შეუძლია ადამიანის გონებას, რომლისთვისაც, შეუძლებელი, მართლაც რომ არაფერია! 2021 წელს შენც დაამტკიცე, რომ შეუძლებელი არაფერია!

 

6. არასოდეს დანებდე!

გეცოდინება, რომ ილონ მასკის SpaceX-ის ისტორია 2002 წელს იწყება. მან მხოლოდ თვრამეტი წლის შემდეგ შეძლო საკუთარი ჩანაფიქრის ბოლომდე მიყვანა. თვრამეტი წლის შემდეგ... უმრავლესობას კი, არათუ თვრამეტი წელი, თვრამეტი თვეც არ შეგვიძლია მოვითმინოთ. მოვითმინოთ არაერთი წარუმატებელი ექსპერიმენტი, კრიტიკა, მარცხი, გაკოტრების საფრთხის წინაშე დგომა, დაცინვა, იმედგაცრუება... ჩვენ ხომ პირველსავე მარცხის შემდეგ ვნებდებით და არ ვაგრძელებთ სვლას დასახული მიზნისკენ.
გასაგებია, რომ ყველა მასკი ვერ გახდება. ყველა ვერ შექმნის ახალი თაობის კოსმოსურ ხომალდს, ყველა ვერ დაისახავს ისეთ მიზანს, როგორიც, მაგალითად, არც მეტი არც ნაკლები, მარსის კოლონიზაცია შეიძლება იყოს. მაგრამ ჩვენც, ხომ შეგვიძლია გვქონდეს საკუთარი იდეა, მიზანი, მარსი, საკუთარი SpaceX, რომელსაც მთელ ჩვენს ცხოვრებას, მთელ ჩვენს ენერგიას და შესაძლებლობებს მივუძღვნით და წინააღმდეგობების მიუხედავად, დასახულ მიზანს ბოლომდე ერთგულად და თავდადებით ვემსახურებით?!

 

7. გამოსავალი ყოველთვის არსებობს

„რა უფერულადაც უნდა გეჩვენოთ ცხოვრება, გამოსავალი ყოველთვის არსებობს“, – წერს 72 წლის მეი მასკი საკუთარ ავტობიოგრაფიულ წიგნში „ქალი ისახავს მიზანს“. 2021 წელს აუცილებლად წაიკითხეთ ეს საოცრად შთამბეჭდავი წიგნი, რომელიც შეგახსენებთ, რომ არ არსებობს წინააღმდეგობა, რომლის გადალახვასაც ადამიანი ვერ შეძლებს, თუ სათანადო თავდაჯერებულობა, საკუთარი თავის რწმენა, სიტუაციიდან გამოსვლისა და ცვლილების მკაფიო გეგმა და მიზანი ექნება, რომლის მისაღწევადაც დაუღალავად იშრომებს და არასოდეს დანებდება. „სწორი მიდგომით, მკაფიო გეგმებითა და გამბედაობით, მარსის დალაშქვრაც კი შესაძლებელია“ – დაეთანხმეთ მას. ის ილონ მასკის დედაა...  

 

8. შეიყვარე შენი შეცდომები

ჩვენ დღესაც ვუშვებთ და მომავალშიც დავუშვებთ შეცდომებს, თუმცა, უნდა გვესმოდეს, რომ თუ აქამდე დაშვებული შეცდომები ჩვენი ყველაზე დიდი პასივი გვეგონა, სინამდვილეში, ჩვენი ყველაზე დიდი აქტივი ყოფილა! რადგან არაფერი ისე არ გვაძლიერებს, როგორც ჩვენი შეცდომები. შეიყვარეთ ისინი. ისწავლეთ მათგან და თქვენ მიერ დაშვებული შეცდომები ყველაზე რთული დაბრკოლებების გადალახვაში დაგეხმარებიან, მოგცემენ ძალას, რომ უფრო დაბრძენებულებმა და უფრო გამოწრთობილებმა, აკეთოთ მეტი, აკეთოთ უკეთ!

 

9. ნუ იწუწუნებ! საქმეს მიხედე!

წარმატება სულაც არ არის გამართლების, ბედისა და იღბლის ამბავი, ის რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორს აერთიანებს. ეს არის შესაძლებლობა, მისი სწორად დანახვისა და გამოყენების უნარი და წარმოუდგენლად დიდი შრომა. ისეთ შემთხვევით ფაქტორებს კი, როგორიცაა როდის და სად დავიბადეთ, რა თქმა უნდა, შეუძლია ზეგავლენა იქონიოს ჩვენ ხელთ არსებულ შესაძლებლობებზე, მაგრამ ეს არ არის მთავარი და ერთადერთი. ამ ფაქტორებს ჩვენ მაინც ვერ შევცვლით! ამიტომაც, უნდა მოვრჩეთ წუწუნს, რომ დავიბადეთ საქართველოში, დავიბადეთ ომისა და ნგრევის ეპოქაში, როცა ჩვენზე არაფრით აღმატებული ადამიანები სხვაგან გაცილებით დიდ წარმატებას აღწევენ, და მივხედოთ საქმეს, მივხედოთ იმ შესაძლებლობებს, რომლებიც მართალია შედარებით მწირია, ვიდრე სხვაგან, მაგრამ მაინც არსებობს. და თუ შრომა არ დაგვეზარება, წუწუნში და იმედგაცრუებაში არ გავატარებთ წლებს და გავიაზრებთ, რომ ჩვენი მომავალი ჩვენსავე ხელშია, მაშინ თვალწინ გადაგვეშლება ახალი შესაძლებლობები და მაშინ, როცა ეს მოხდება, შრომაში დახარჯული ათიათასობით საათის შედეგად დაგროვილი ცოდნით და ექსპერტიზით აღჭურვილები, მზად ვიქნებით, მივიღოთ და გამოვიყენოთ ახალი შესაძლებლობები! 2021 წელს აღარ იწუწუნო...

 

10. დაიწყე იმით, რაც გაქვს

„გადადებული საქმე ეშმაკისაა“, – ეს გამოთქმა ყველას გაგვიგია, მაგრამ მაინც არ გველევა მიზეზი, გადავდოთ ის, რაც დღესვე შეგვიძლია გავაკეთოთ. მიზეზებს რა დალევს? საქმის დაწყებაა რთული, თორემ გადადების მიზეზი იცოცხლე, რამდენიც გინდა. უქმად მყოფი ადამიანებისგან მათივე უქმად ყოფნის გამამართლებელ რა მიზეზს აღარ გაიგონებ, მაგრამ ჩემი ფავორიტი მაინც ეს ფრაზაა: „რაღაცას ველოდები...“ „რაღაცას ელოდება“ ადამიანი და რას ერჩი? ეს ადამიანი შეგხვდებათ რამდენიმე თვეში და ისევ გეტყვით: „რაღაცას ველოდები...“ შეიძლება გავიდეს კიდევ რამდენიმე თვე და კვლავაც თავდაჯერებულად მოგიგებთ: „რაღაცას ველოდები...“ არადა, ამ „რაღაცის მოლოდინში“ გადის დღეები, თვეები, წლები და მთელი ცხოვრება. ადამიანები კი მაინც ელიან. ელიან რაღაც დიდს და გრანდიოზულს, პატარა საქმის კეთება ეთაკილებათ...

 

2021 წელს განთავისუფლდი უარყოფითი აზრებისგან  და იფიქრე იმაზე,რაც ნამდვილად მთელი გულით გსურს.   ის რაც მოგიტანს ბედნიერებას ან გაგხდის წარმატებულს, რაც გონებაში ილექება და ის რასაც შენ თვითონ იჯერებ რეალურ ცხოვრებაში აუცილებლად აისახება - ეს წარმატებული ცხოვრების საიდუმლოა.  აქედან გამომდინარე, რაც უფრო მეტი პოზიტივია შენ გონებაში, მით უფრო ბედნიერი ხარ. თავიდან თითქოს რთულია განეწყო ყოველთვის პოზიტიურად, ერთი შეხედვით ხელოვნურიც შეიძლება ჩანდე,თუმცა ამას ჩვევაში თუ გადაზრდი არა მხოლოდ დაიჯერებ არამედ ირწმუნებ, რომ სხვაგავარად უბრალოდ არც შეგეძლია.

 

დაიმახსოვრე! პოზიტიური ცხოვრება  ნეგატიური ფიქრებით შეუძლებელია! დაიწყე დღესვე!  გამოსცადე საკუთარ თავზე პოზიტივის ძალა, კონცენტრირებული იყავი კონკრეტულად იმაზე რისი მიღწევაც ყველაზე მეტად გინდა. 

 

შესაძლოა თქვენ გარშემომყოფებს ეჭვი ეპარებოდეთ, სკეპტიკურად უყურებდნენ თქვენ მხიარულ დამოკიდებულებას,მაგრამ „მნიშვნელობა არ აქვს რას ფიქრობენ სხვები“  მთავარია რა გსურთ თქვენ და რისი გჯერათ, თუ ადამიანი მოინდომებს აუცილებლად ყველაფერი გამოუვა! შენ შეგიძლია იყო შემდეგი, ყოველი დილა არის შანსი გახდე უკეთესი და წარმატებული!  

 

 

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge

 



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

შენ ქმნი სისტემას - კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი

დღეს კიბერუსაფრთხოება აღარ არის მხოლოდ დამხმარე ინსტრუმენტი, ის ნებისმიერი ციფრული სისტემის ფუნდამენტური საყრდენია. სტატია დეტალურად აღწერს, თუ როგორ იქმნება მრავალშრიანი თავდაცვის მექანიზმები ნულოვანი ნდობის (Zero Trust) პრინციპითა და მონაცემთა კრიპტოგრაფიული იზოლაციით. გაიგე, როგორ უზრუნველყოფს თანამედროვე ტექნოლოგიები და პროაქტიული მონიტორინგი მომხმარებლებისა და ინფორმაციის მაქსიმალურ დაცვას გარე შეტევებისგან.

თანამედროვე ტექნოლოგიურ ეპოქაში კიბერუსაფრთხოება აღარ განიხილება, როგორც პროგრამული უზრუნველყოფის დამატებითი კომპონენტი. ის წარმოადგენს სისტემის ფუნდამენტურ „დნმ“-ს, რომელიც არქიტექტურის დაგეგმვის საწყის ეტაპზევე უნდა განისაზღვროს. სისტემური დაცვის ძირითადი პრინციპი Defense in Depth (სიღრმისეული დაცვაა), რაც გულისხმობს მრავალშრიანი უსაფრთხოების მექანიზმების შექმნას. ამ სტ

ШАГ логотип

შენ ქმნი სისტემას - Product Owner

იყო Product Owner არ ნიშნავს მხოლოდ დავალებების მართვას, ეს არის სისტემის შექმნის ხელოვნება, სადაც მთავარი ამოცანა მინიმალური ძალისხმევით მაქსიმალური ბიზნეს-ღირებულების გენერირებაა. სტატიაში განვიხილავთ, როგორ უნდა განსაზღვრო პროდუქტის ხედვა, ჩამოაყალიბო პრიორიტეტების ეფექტური სტრატეგია და გაუძღვე გუნდს საერთო მიზნისკენ. გაიგეთ, როგორ აქციო ქაოსი მოწესრიგებულ და მომგებიან სისტემად.

იყო Product Owner (PO), არ ნიშნავს მხოლოდ Backlog-ის მართვას ან დეველოპერებისთვის დავალებების ჩამოწერას. ეს არის როლი, სადაც შენ ხდები პროდუქტის ხედვის მცველი და მთავარი ხიდი ბიზნესის ინტერესებსა და ტექნიკურ რეალობას შორის. შენ ქმნი სისტემას, რომელიც მომხმარებლის კონკრეტულ პრობლემას ჭრის და ბიზნესს რეალურ შედეგს აძლევს. მიზნის განსაზღვრა: "რატომ?" ყოველი წარმატებული პროდუქტი იწყება ფუ

ШАГ логотип

Society 5.0 – როცა პროფესია აღარ არის სტატუსი, არამედ წვლილი საზოგადოების განვითარებაში

საუკუნეების განმავლობაში პროფესიული იდენტობა წარმოადგენდა სოციალური სტატუსის ძირითად განმსაზღვრელს – "ვინ ხარ?" – ექიმი, იურისტი, ინჟინერი, მასწავლებელი. თუმცა, თანამედროვე 2025 წლის რეალობაში, Society 5.0-ის კონცეფცია გვთავაზობს პრინციპულად განსხვავებულ პერსპექტივას: პროფესია აღარ წარმოადგენს მხოლოდ ფორმალურ ტიტულს. ის გარდაიქმნება ინსტრუმენტად, რომლის მეშვეობითაც ინდივიდს შეუძლია მოახდინოს რეალური გავლენა გარემომცველ საზოგადოებაზე.

საუკუნეების განმავლობაში პროფესიული იდენტობა წარმოადგენდა სოციალური სტატუსის ძირითად განმსაზღვრელს – "ვინ ხარ?" – ექიმი, იურისტი, ინჟინერი, მასწავლებელი. თუმცა, თანამედროვე 2025 წლის რეალობაში, Society 5.0-ის კონცეფცია გვთავაზობს პრინციპულად განსხვავებულ პერსპექტივას: პროფესია აღარ წარმოადგენს მხოლოდ ფორმალურ ტიტულს. ის გარდაიქმნება ინსტრუმენტად, რომლის მეშვეობითაც ინდივიდს შ

ШАГ логотип

Cloud ინჟინერი - ვინც აშენებს ციფრულ ქალაქებს ცაში

გაინტერესებთ, როგორ ახერხებენ ისეთი გიგანტები, როგორიცაა YouTube ან ონლაინ ბანკები, მილიონობით ადამიანის შეუფერხებელ მომსახურებას? Cloud ინჟინერია სწორედ ის პროფესიაა, რომელიც ციფრულ სამყაროს "ცაში" აშენებს. გაიგეთ, როგორ იქმნება მასშტაბური ინფრასტრუქტურა AWS-ისა და Kubernetes-ის დახმარებით და რატომ არის Cloud ინჟინერი თანამედროვე ტექნოლოგიური სამყაროს მთავარი არქიტექტორი, რომელიც სისტემების სტაბილურობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

როცა YouTube-ს რთავთ, ფულს რიცხავთ ან ფოტოებს ინახავთ, ეს ყველაფერი ფიზიკურად თქვენს მოწყობილობაში არ არის. ის "ციფრულ ღრუბელშია" - კომპიუტერული ინფრასტრუქტურების უზარმაზარ ქსელში, რომელიც მიწაზე დგას, მაგრამ ვირტუალურ სივრცეში მუშაობს. ამ რთული სისტემის დაგეგმვა, აშენება და მართვა კი Cloud ინჟინერის საქმეა. რა არის Cloud და რატომ შეიცვალა სამყარო? წარსულში ყველა აპლიკაცია ერთ კონკრ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა