IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

2024 წლის 100 საუკეთესო სტარტაპი, ნაწილი მეორე

1000

მოტივაცია

25.04.2024

896 დათვალიერება

2024 წლის  წარმატებული, სწრაფად მზარდი სტარტაპების სია გრძელდება, ინოვაციური იდეები ხომ უეცრად იბადება, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამისათვის მომზადება საჭირო არაა. სინამდვილეში, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხურია, ასე ამბობენ კომპანია Startup Savant-ში, მათ მსოფლიოს მასშტაბით 100 საუკეთესო სტარტაპ კომპანია გამოავლინეს


 

Chainalysis NY

ლოკაცია: New York City

Funding: Series F, $536.6 მილიონი

ინვესტორები: Techstars, Accel

 

ძლიერი პლატფორმაა, რომელიც ამარაგებს ბანკებს, სამთავრობო უწყებებსა და ბლოკჩეინის ეკოსისტემის სხვა წევრებს სხვადასხვა რესურსებით, რათა დაეხმაროს გატეხილი ან მოპარული თახნების (გადარიცხვების) იდენტიფიცირებასა და დაბრუნებაში. მისი ფულის გათეთრების საწინააღმდეგო პროგრამა მიზნად ისახავს ყველასთვის უსაფრთხო გამოცდილების შექმნას ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენებით. 

 

Chain BA

ლოკაცია:  Bay Area

Funding: Secondary Market, $43.7 მილიონი

ინვესტორები: 500 Startups, SV Angel

 

Chain უზრნველყოფს ხელსაწყოებს fintech სტარტაპებისათვისა და ინდუსტრიის ისეთი ლიდერებისათვის როგორიცაა Visa და Citigroup, რათა უზრუნველყონ უფრო ჭკვიანი, უფრო უსაფრთხო და დაანგარიშებული ფინანსური ტრანზაქციები კრიპტოგრაფიული სისტემების გამოყენებით.

 

Paxful

ლოკაცია: Wilmington, Delaware

Funding: უცნობი

ინვესტორები: N/A

 

მისი კონკურენტებისგან განსხვავებით, Paxful წარმოადგენს P2P (Peer-to-peer) კრიტო ვალუტის მარკეტს, რომელიც ასევე ემსახურება უნივერსალური ფულის გადარიცხვას. 300-ზე მეტი ფინანსური ქსელის პლატფორმით, Paxful სთავაზობს შესაძლებლობებს როგორც მყიდველებს, ასევე გამყიდველებს, რომლებსაც შესაძლოა არ ჰქონდეთ წვდომა სხვა საბანკო სერვისებზე.

 

Spring Labs

ლოკაცია: Marina Del Rey, California

Funding: Series B, $68.8 მილიონი

ინვესტორები: 500 Startups, RRE Ventures

 

სტარტაპის მიერ ბლოკჩეინის გამჭვირვალობისა და მონაცემთა უსაფრთხო შეგროვების გამო Spring Labs-ის პლატფორმის საშუალებით მომხარებლებს შეუძლიათ უფრო სწრაფი და უსაფრთხო ინფორმაციის გაცვლა შეძლონ. მოცემული სერვისის საშუალებით თაღლითობა მცირდება, რასაც გადამოწმებული იდენტობა და მომხარებელთა მონაცემების დაცვა განაპირობებს. 

 

SALT

ლოკაცია: Denver, Colorado

Funding: Later Stage VC, $9.7 მილიონი

ინვესტორები: David Namdar

 

Salt პლატფორმის გამოყენების მომხარებლებს შეუძლიათ მიიღონ კროპტოვალუტა (ისესხონ) $5,000-დან ზემოთ 1-დან 36 თვემდე ვადით. პლატოფრმაზე შეხვდებით ისეთ კრიპტოვალუტას, როგორიცაა ბიტკოინი, ეთერიუმი, დოჯქოინი და ა.შ. იგი ხელმისაწვდომია აშშ-შის უმეტეს შტატსა და მსოფილიოს სხვადასხვა ქვეყნაში. 

 

შეისწავლე პროგრამირება 0-დან, მიიღე რეალური გამოცდილება და აქციე შენს მთავარ უპირატესობად!

→დარეგისტრირდი მარტივად

 

Dragonchain

ლოკაცია: Bellevue, Washington

Funding: Corporate Round, $15.1 მილიონი

ინვესტორები: Julian Sarokin, Alex Dahan

 

Dragonchain შემდეგ სტარტაპს წარმოადგენს ჩვენს სიაში. იგი Disney ში ჩამოყალიბდა. Dragonchain წარმოადგენს ბლოკჩაინ სტარტაპს, რომელიც ინოვაციურ გზებს გვთავაზობს ბლოკჩეინზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებზე სხვადსხვა ინდუსტრიაში ჯანდაცვიდან დაწყებული ტექით დამთავრებული. 

 

გადავიდეთ კიბერუსაფრთოხების სფეროს სტარტაპებზე, ეს ხომ ის მცირე კომპანიებია, რომელიც მუშაობენ პრობლემის გადაწყვეტაზე მაშინ, როდესაც არც პრობლემაა ცხადი და არც მისი გადაჭრის გზები

 

Abnormal Security

ლოკაცია: სან ფრანცისკო

Funding: B, $74 მილიონი

ინვესტორები: Greylock

 

მოცემული ელექტორონული ფოსტის უსაფრთხოების კომპანია იყენებს AI-ს იმისათვის, რომ კომპანიები ელექტორნულ ფოსტაზე შეტევებისგან დაიცვალს. ქცევითი პროფილის გამოყენებით, პროგრამას შეუძლია ეფექტურად იწინასწარმეტყველოს და აღმოაჩინოს არაავტორიზებული და საფრთხის შემცველი ელ.წერილი.

 

Axis Security

ლოკაცია: San Mateo, California

Funding: Series C, $99.5 მილიონი

ინვესტორები: Canaan Partners, Spark Capital

 

Axis Security გთავაზობთ მართვისა და უსაფრთხოების გადაწყვეტილებებს ბიზნეს აპლიკაციებისთვის გლობალური მასშტაბით. მომხმარებლებს შეუძლიათ თანამშრომლებს, პარტნიორებსა და დაინტერესებულ პირებს შორის ნავიგაცია არა სტრესულ გარემოში, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს უსაფრთხოებას. 

 

Confluera

ლოკაცია: Palo Alto, California

Funding: Series A, $29 მილიონი

ინვესტორები: Lightspeed Ventures, Icon Ventures

 

Confluera წარმაოდგენს კიბერუსაფრთხოების კომპანიას, რომელიც ბიზნესსა და ორგანიზაციებს საფრთხეებისა და თავდასხმების იდენტიფიცირებაში, თვალყურის დევნებასა და მართვაში ეხმარება. 

 

Enso

ლოკაცია: Tel Aviv, Israel

Funding: Seed, $6 მილიონი

ინვესტორები: Jump Capital, YL Ventures

 

Enso ინფორმაციული უსაფრთხოების სტარტაპს წარმოადგენს, რომელიც ASPM (Application security posture management) პლატფორმაა გუნდების იდენტობის დაცვისთვის, თვალყურის დევნებისა და აპლიკაციის უსაფრთხოების დაგეგმვისათვის ყველა ხელსაწყოსა და აქტივის გამოყენებისთვის. 

 

Drata

ლოკაცია: San Diego

Funding: Series C, $328.2 მილიონი

ინვესტორები: GGV Capital, ICONIQ Growth

 

Drata კომპანიებს უსაფრთხოების მიღწევასა და შენარჩუნებაში ეხმარება, user-friendly პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით. უსაფრთხოების ავტომატიზაციის პლატფორმა ხელს უწყობს აუდიტსა და სერტიფიცირებას როგორციაა SOC 2, ISO 27001 და ა.შ. თავისი მძლავრი ღრუბლოვანი პლატფორმის მეშვეობით. 

 

Ecommerce (ელექტორნული კომერცია) სტარტაპები

 

Verishop

ლოკაცია: Santa Monica, California

Funding: Series B, $70 მილიონი

ინვესტორები: Lightspeed Venture Partners, Alumni Ventures

 

Verishop ონლაინ მარკეტს წარმოადგენს რომელიც თითქმის ყველა მდიდრულ ბრენდს გვთავაზობს მოდის, სილამაზის, სახლისა და სხვა კატეგორიებიდან. ხარისხიანი პროდუქტი ამ სტარტაპის მთავარ “ბირთვს” წარმაოდგენს. იგი მიზნად ისახავს, რომ გახდეს ონლაინ ბაზარი, რომელიც პროდუქტების შეძენის ცხოვრების სტილად იქცევა. 

 

Whatnot

ლოკაცია: Los Angeles

Funding: $260 მილიონი

ინვესტორები: YC Continuity

 

Whatnot წარმოადგენს ონლაინ სავაჭრო პლატფორმას, რომელიც ცდილობს შეცვალოს ელექტორნული კომერციის ბაზარი ინტერაქციის საშუალებით. მოცემული სტარტაპი საზოგადოებაზეა ორიენტირებული და იგი საშუალებას აძლევს მომხარებელს რეალურ დროში აღმოაჩინოს და შეიძინოს საკოლექციო ნივთები. 

 

Bellroy

ლოკაცია: Australia

Funding: Series A, $8 მილიონი

ინვესტორები: Silas Capital, Lyra Growth Partners

 

ჩვენი სტარტაპების სიაში შემდეგს Bellroy წარმოადგენს. Bellroy-ის მთავარი მიზანია კომპაქტური, თხელი საფულეების შექმნა, სტილის და ფუნქცურობის შეიზღუდვის გარეშე. დაარსების დღიდან დღემდე ბრენდი აქტიურად ფართოვდება საფულეების, ჩანთებისა და აქსესუარების განვითარებით. 

 

ასე გამოიყურება 2024 წლის 100 საუკეთესო სტარტაპის სერიიდან მეორე ნაწილი

100 საუკეთესო სტარტაპი:

 

ახლა საუკეთესო დროა ახალი უნარების შესაძენად და სტარტაპის დასაწყებად. შემოგვიერთდი ახლავე, დაიწყე ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების შესწავლა! იფიქრე ფართოდ. იმ პლატფორმებსა და სერვისებზე, რომლებიც ყველაზე მეტ სიამოვნებას განიჭებს. რა მახასიათებლების გამო იყენებ მათ? გაქვს თუ არა საჭირო უნარები იმისათვის, რომ მსგავსი რამ შეიმუშავო?

 

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში, ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ. თელავი, ი.ჭავჭავაძის მოედ. #4

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი,ა.ყაზბეგის34/34ბ

 

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge

 



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა