IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

2024 წლის 100 საუკეთესო სტარტაპი, ნაწილი მესამე

1000

მოტივაცია

25.04.2024

980 დათვალიერება

ამბობენ რომ სტარტაპების უმეტესობა მარცხისთვის არის განწირული, მაგრამ საკმაოდ ხშირია წარმატების შთამბეჭდავი მაგალითებიც, საინტერესო ინოვაციებით, ტექნოლოგიითა და არასტანდარტული ბიზნეს მოდელებით

 

Startup Savant-ს მიზანია, გიგანტებთან შერწყმამდე გაგვიზიაროს წარმატებული, სწრაფად მზარდი სტარტაპების სია, კომპანიები ხელოვნური ინტელექტიდან (AI) ელექტრონულ კომერციამდე (ecommerce) ყველა ვინც ახალი ტექნოლოგიებითა და ინოვაციებით ცვლის სხვადასხვა ინდუსტრიას

 

 

2024 წლის 100 საუკეთესო სტარტაპი:

 

 

Olio

ლოკაცია: London

Funding: Series B, $53.1 მილიონი

ინვესტორები: VNV Global, Rubio Impact Ventures

 

OLIO არის საკვების გაზიარების აპლიკაცია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებების გაერთიანებას საკვების ნარჩენების შესამცირებლად.არასასურველი საჭმელი შეგიძლიათ გაუზაიროთ ადამიანებს თქვენს საცხოვრებელთან ახლოს. აპლიკაციის გამოყენება უფასოა და გლობალურადაა ხელმისაწვდომი. 

 

Bizzy Coffee

ლოკაცია: Minneapolis, Minnesota

Funding: Venture - Series Unknown, $7.2 მილიონი

ინვესტორები: SOSV, M25

 

Bizzy Coffee მსოფლიოში ყველაზე დიდი ცივი ყავის სტარტაპია, რომელიც მოხარშვისა და პროდუქტების მრავალფეროვნობას გთავაზობთ, მათ შორის კონცენტრატებს, ლუდის კომპლეტსა და ა.შ. სტარტაპის პოპულარობა საკმაოდ გაიზარდა და გაყიდვებით ნომერ პირველი ცივი პროდუქცია გახდა Amazon-ზე. 

 

Pepper

ლოკაცია: New York, New York

Funding: უცნობი

ინვესტორები: უცნობი

 

Pepper არის საჭმელზე ორიენტირებული სოციალური ქსელი ყველასთვის, შეფ-მზარეულებიდან დაწყებული გურმანებით დამთავრებული. აპლიკაციის მომხმარებლებს შეუძლიათ გააზიარონ რეცეპტები და საჭმელები, რომელიც გასინჯეს და მოეწონათ. მათ შეუძლიათ ერთმანეთს დაუკავშირდნენ ერთ ადგილას. 

 

GoPuff

ლოკაცია: Philadelphia, Pennsylvania

Funding: უცნობი, $3.4 მილიარდი

ინვესტორები: Accel, Headline

 

GoPuff სახლში მიტანის სერვისს წარმოადგენს, სადაც შეგიძლიათ თქვენთვის საჭირო ნივთები უმოკლეს დროში მიიღოთ. კომპანია შეისწავლის თითოეულ მომხმარებელს, შემდეგ ბაზიდან გთავაზობთ უამრავ პროდუქტს, რომელსაც წუთებში მოგაწვდით

 

ჯანრმთელობაზე ზრუნვის სტარტაპ კომპანიები

 

Headspace

ლოკაცია: Santa Monica

Funding:Series C, $215.9 მილიონი

ინვესტორები: SV Angel, Allen & Company

 

Headspace წარმოადგენს ხელმისაწვდომ ვირტუალურ ჯანმრთელობის კომპანიას, რომელიც ცნობილია მედიტაციისა და კონცენტრაციის სავარჯიშოებით. ამ ფსიქიკური ჯანმრთელობის აპლიკაციაში მოცემულია ასობით საათის ხანგრძლივობის კონტენტი მომხარებლებისთვის და უფასო შესავალი მედიტაციაში. 

 

შეისწავლე პროგრამირება 0-დან, მიიღე რეალური გამოცდილება და აქციე შენს მთავარ უპირატესობად!

→დარეგისტრირდი მარტივად

 

Parsley Health

ლოკაცია: New York, New York

Funding:Series B, $36 მილიონი

ინვესტორები: Sand Hill Angels, FJ Labs

 

Parsley Health წარმოადგენს ინოვაციურ მიდგომას ჯანდაცვის სფეროში. იგი გვთავაზობს პლატფორმას, რომელიც აერთიანებს უახლეს სამედიცინო კვლევებსა და ტექნოლოგიებს, ასევე სანდო კვლევებს კვების, ჯანმრთელობისა და პრევენციის სფეროში. Parsley Health მომხმარებლებს ჰოლისტიკური ჯანდაცვის გამოცდილებას სთავაზობს. 

 

Circles

ლოკაცია: Bay Area

Funding:Seed, $8 მილიონი

ინვესტორები: NFX, Zeev Ventures

 

Circles მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს წარმოადგენს, რომელიც მომხმარებლების დამხმარე გუნდთან დაკავშირების გზების რევოლუციას ახდენს. კომპანიის პროფესიონალურად ორიენტირებული გუნდებისა და ხელმისაწვდომი ფასების წყალობით, მომხმარებლებს შეუძლიათ უფრო მარტივად მიიღონ ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები, რომლებიც მათ სჭირდებათ.

 

NervGen Pharma

ლოკაცია: Vancouver, British Columbia

Funding:Post-IPO Equity, $34.1 მილიონი

ინვესტორები: CSBio

 

ნერვის დაზიანებისა და ნეირონულ დაავადებებს შესაძლოა გრძელვადიანი, სიცოცხლის შემცვლელი შედეგები ჰქონდეთ. NervGen Pharma ამ პრობლემების გადაჭრას გადაწყვეტილებებისა და სამკურნალო საშუალებების მიწოდებით ცდილობს, რომელიც ხელს შეუწყობს სიმპტომების შემსუბუქებასა და განკურნებას. 

 

 Kinetik

ლოკაცია: New York City

Funding: Seed, $20 მილიონი

ინვესტორები: უცნობი

 

Kinetic არღვევს არა-სასწრაფო მედიცის ტრანსპორტაციის არეალს ციფრული პლატფორმისა და API გადაწყვეტილების შეთავაზებით. Kinetik-ის საშუალებით შესაძლებელია სტრანსპორტო სერვისების დაჩაქრება და ოპტიმიზაცია, მართვა და შესრულება. 

 

 Charlie Health

ლოკაცია: Bozeman, Montana

Funding: $850,000

ინვესტორები: N/A

 

ეს სტარტაპი უზრუნველყოფს ვირტუალურ მენტალური ჯანმრთელობის სერვისს თინეიჯერებისა და ზრდასრულებისათვის, რომელთაც ამის რეალური საჭიროება აქვთ. მათი ინტენსიური ამბულატორიული პროგრამები აერთიანებს ინდივიდუალურ, ჯგუფურ და ოჯახურ თერაპიის სესიებს (კვირაში რამდენჯერმე), რათა შეიმუშაონ ყოვლისმომცველი მკურნალობის გეგმები.

 

 Pivot

ლოკაცია: California, United States

Funding: Series Unknown, $70 მილიონი

ინვესტორები: R7 Partners, Marc Benioff

 

Pivot ადრე ცნობილი როგორც Carrot, წარმოადგენს ციფრული ჯანდაცვის სტარტაპს, რომელიც მომხმარებლებს მოწევისაგან განთავისუფლებაში ეხმარება, ქცევითი და სხვა მონაცემების გამოყენებით. 

 

IoT (Internet Of Things) სტარტაპები

 

 Datanomix

ლოკაცია: Nashua, New Hampshire

Funding: Series A, $9 მილიონი

ინვესტორები: Alumni Ventures, Wasabi Ventures

 

Datanomix არის ანალიტიკური პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტურ იფნრომაციას წარმოების პროცესში შეგროვებული მონაცემებიდან ოპერაციის ოპტიმიზაციისა და მთლიანი ბიზნესის გასაუმჯობესებლად. მომხმარებლებისთვის პრაქტიკულად გამოყენებადი მონაცემების მიწოდებით, ბიზნესის მეპატრონეებს უკეთ შეუძლიათ შექმნან გაყიდვადი პროდუქტი, შეამცირონ დანახარჯი და წინასწარ განსაზღვრონ მოთხოვნა. 

 

 Seeq

ლოკაცია: Seattle, Washington

Funding: Series C, $115.2 მილიონი

ინვესტორები: Madrona Venture Group

 

Seeq სწრაფად და მარტივად გვაწვდის ბიზნეს მონაცემებს ანატილიკის გამოყენებით. ინდუსტრიული პროცესებიდან შეგროვებული მონაცემების ტრანსფორმირებით, ბიზნესს შეუძლია მიიღოს ინფორმირებული ბიზნეს გადაწყვეტილებები, გაზარდოს შემოსავალი და შექმნას უკეთესი პროდუქტები.

 

 xFarm

ლოკაცია: Milan, Italy

Funding: Series B, $20.7 მილიონი

ინვესტორები: TiVenture, United Ventures

 

xFarm სოფლის მეურნეობის IoT სტარტაპს წარმოადგენს, რომელიც მიზნად ისახავს აგრო სფეროს გაციფრულებას, რაც აგო ბიზნესს მარეგულირებელი მოთხოვნებისა და სერთიფიკატების დაკმაყოფილებაში დაეხმარება. გარდა ამისა, ფერმერებს და დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ გამოიყენონ პლატფორმის მიერ მოწოდებული ანალიტიკა, რათა მიიღონ ეფექტური და ინფორმირებული გადაწყვეტილებები კულტურებთან, სერტიფიცირებასთან და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. 

 

 Infraspeak

ლოკაცია: Lisbon, Portugal

Funding: Series A, $16.7 მილიონი

ინვესტორები: 500 Startups, Firstminute Capital

 

Infraspeak არის IoT სტარტაპი, რომელიც მუშაობს ობიექტების მართვის ინდუსტრიის გამარტივებასა და ოპტიმიზაციაზე, ჭკვიანი მართვის პლატფორმის მიწოდების საშუალებით. პლატფორმის გამოყენებით მომხმარებლებს შეუძლიათ შეიმუშაონ გადაწყვეტილებები თავიანთი გუნდებისთვის, რაც გამოიწვევს სერვისების გაუმჯობესებას და ბიზნეს ოპერაციებისადმი შედარებით გამარტივებულ მიდგომას.

 

Zypp

ლოკაცია: ინდოეთი

Funding: $37.5 მილიონი

ინვესტორები: Wells Fargo

 

Zypp Electric პოზიციონირებს როგორც electric vehicle-as-a-service (ელექტრონული ტრანსპორტი როგორც სერვისი), რომლის მიზანსაც 0 გამონაბოლქვის წარმოქმნა წარმოადგენს და მესახურება ინდოეთში მის პოპულარიზაციას. IoT და ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერით ელექტრო სკუტერები უზრუნველყოფენ მდგრადი 0 გამონაბოლქვის გარეშე გადაადგილებას, რომელიც ასევე ხარჯების შემცირებასთანაა დაკავშირებული. ბატარეის ავტომატური გამოცვლის საშუალებით ასევე მცრიდება დაბინძურების კოეფიციენტიც. 

 

 

ასე გამოიყურება 2024 წლის 100 საუკეთესო სტარტაპის სერიიდან მესამე ნაწილი

2024 წლის 100 საუკეთესო სტარტაპი:

 

ახლა საუკეთესო დროა ახალი უნარების შესაძენად და სტარტაპის დასაწყებად. შემოგვიერთდი ახლავე, დაიწყე ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების შესწავლა! იფიქრე ფართოდ. იმ პლატფორმებსა და სერვისებზე, რომლებიც ყველაზე მეტ სიამოვნებას განიჭებს. რა მახასიათებლების გამო იყენებ მათ? გაქვს თუ არა საჭირო უნარები იმისათვის, რომ მსგავსი რამ შეიმუშავო?

 

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში, ახლა უკვე 100+ ფილიალით!

ქ. თელავი, ი.ჭავჭავაძის მოედ. #4

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ყაზბეგის34/34ბ

 

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge

 

 



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა