IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

2024 წლის 100 საუკეთესო სტარტაპი, ნაწილი პირველი

1000

მოტივაცია

14.04.2024

1249 დათვალიერება

ინდუსტრიის რადიკალური გარდაქმნა, სამყაროს შეცვლა და ცხოვრების გამარტივება ყველა ნამდვილი სტარტაპის მიზანია. საამისოდ კი მეტი მოქნილობა და კარგი ადაპტაციის უნარია საჭირო. სტარტაპ კომპანიები ცფილობენ საზოგადოებას რამე ისეთი შესთავაზონ, რაც აქამდე არავის შეუქმნია!

 

სტრტაპ სამყაროს შესახებ მსოფლიოში ყველაზე დეტალურ სტატისტიკას კომპანია Startup Savant აწარმოებს, დამფუძნებლებისა და ინვესტორების ყოველთვიური გამოკითხვით, მათი დამფუძნებელის თქმით “ძალიან გვიყვარს სტარტაპ კულტურა. სწორედ ამიტომ, ჩვენ 2024 წელსაც გამოვავლინეთ სხვადასხვა კომპანია ყველა ეტაპზე, ნულოვანი საწყისებიდან B კატერგორიის დაფინანსებამდე და მის ფარგლებს გარეთაც. მოცემული კომპანიები მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო სტარტაპებს წარმოადგენენ ენთუზიასტებისათვის, ინვესტორებისათვის და მომავალი მეწარმეებისათვის”

 

ახალი და პერსპექტიული კომპანიები ყოველწლიურად ჩნდება ინდუსტრიის წინა პლანზე, საინტერესო ინოვაციებით, ტექნოლოგიითა და არასტანდარტული ბიზნეს მოდელებით. Შემდეგ გარკვეულ ეტაპზე ისინი ქრებიან, ზოგს მეტა შეისყიდის, უდიდესი ნაწილი კი გუგლს ან ეფლს შეუერთდება

Startup Savant-ს მიზანია, გიგანტებთან შერწყმამდე გაგვიზიაროს წარმატებული, სწრაფად მზარდი სტარტაპების სია, კომპანიები ხელოვნური ინტელექტიდან (AI) ელექტრონულ კომერციამდე (ecommerce) ყველა ვინც ახალი ტექნოლოგიებითა და ინოვაციებით ცვლის სხვადასხვა ინდუსტრიას

 

2024 წლის  წარმატებული, სწრაფად მზარდი სტარტაპების სია Artificial Intelligence (AI) კომპანიებით უნდა გავხსნათ

 

SoundHound

ლოკაცია: Silicon Valley

Funding: Post-IPO Equity, $351 მილიონი

ინვესტორები: Bracket Capital

 

SoundHound ინოვაციურ AI ტექნოლოგიებს იყენებს იმისათვის, რომ დეველოპერებსა და ბიზნესის მფლობელებს საშუალება ჰქონდეთ აკონტროლონ თავიანთი ბრენდის იმიჯი მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან voice-enabled AI-ის გამოყენებით. სტარტაპი გვთავაზობს რამდენიმე სერვისს, მათ შორის Houndify-ს, რომელიც წარმოადგენს AI პლატფორმას, იგი გვთავაზობს მსოფლიოში ყველაზე სწრაფ მეტყველების ამოცნობის შესაძლებლობას, ხმით ძიებისა და ასისტენტ აპლიკაციას, ასევე გვაქვს Hound, რომელიც იყენებს “Speech-to-Meaning” და “Deep Meaning Understanding” მოწინავე ტექნოლოგიებს. 

 

People.ai

ლოკაცია: სან ფრანცისკო, კალიფორნია

Funding: Series D, $200 მილიონი

ინვესტორები: Andreessen Horowitz (a16z), Lightspeed Ventures, Y Combinator

 

People.ai იყენებს ხელოვნური ინტელექტის ძალას, რათა შექმნას შემოსავლების პლატფორმა, რომელიც დაეხმარება გაყიდვების, მარკეტინგისა და მომხმარებელთა მომსახურების გუნდებისათვის, რათა უზრუნველყონ საუკეთესო გამოცდილება მომხმარებლებისათვის და მოახდინონ შემოსავლების ანალიზი. მომხმარებელთა კონტაქტების, აქტივობებისა და ურთიერთქმედებების დოკუმენტირებით, People.ai კომპანიებს აწვდის გამოსადეგ, ეფექტურ ინფორმაციას.

 

Flyin

ლოკაცია: სან ხოსე, კალიფორნია

Funding: Pre-Series A and Seed, $8 მილიონი

ინვესტორები: Accel and Alpha Wave Global

 

Flyin წარმოადგენს AI-ზე დაფუძნებულ საგადასახადო (tax) მომზადებისა და შეტანის სერვისს. Fintech (ფინანსური ტექნოლოგია) აერთიანებს რეალურ CPA-ს და ხელოვნურ ინტელექტს, იმისათივს, რომ სწრაფი და ავტომატიზირებული საგადასახადო გადაწყვეტა. 

 

Arrow

ლოკაცია: სან ფრანცისკო, კალიფორნია

Funding: Seed, $500,000

ინვესტორები: ARCADIAN Fund, Cosmos Global Holdings

 

Arrow AI-ზე დაფუძნებულ B2B (Business-to-business) SaaS (Software as a Service) პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც სოციალური მედია კონტენტისა შექმნისა და ბიზნესის მენეჯმენტის ავტომატიზაციას უზრუნველყოფს. ისეთი ფუნქციებით, როგორიცაა მზა პოსტები, კონტენტის კონფიგურირებადი არხები და მომხმარებლის წარმატების მენეჯერები, Arrow პროფესიონალებს მიმზიდველი კონტენტის გამოქვეყნებაში, ნახვებისა და ჩართულობის გაზრდასა და ნდობის ჩამოყალიბებაში ეხმარება. 

 

Linguix

ლოკაცია: მაიამი, ფლორიდა

Funding: Pre-Seed, $1 მილიონი

ინვესტორები: Flyer One Ventures

 

ჩვენი საუკეთესო სტარტაპების სიაში შემეგი Linguix-ია. ეს edtech (education technology) სტარტაპი ახალ წერის ასისტენტს გვთავაზობს, რომელიც შექმნილია ინგისურისთვის (არა მშობლიური). მოცემული პლატფორმის საშულაებით შესაძლებელია წერის უნარების შესწავლა და გაუმჯობესება, ასევე დაშვებული შეცდომების რეალურ დროში ამოცნობა. 

 

Overjet

ლოკაცია: ბოსტონი, მასაჩუსეტი

Funding: $77.4 მილიონი

ინვესტორები: Crosslink Capital

 

Overjet იყენებს FDA-cleared ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიას, იმისათვის, რომ სტომატოლოგიურ პროვაიდერებს კლინიკური უზრუნველყოფისა და ადმინისტრაციული საკითხების ეფექტურობის გაუმჯობესებაში დაეხმაროს. მათი პაციენტზე ორიენტირებული პლატფორმა მანქანურ სწავლებას, კომპიუტერულ ხედვასა და ბუნებრივი ენის დამუშავებას (NLP) იყენებს, რაც დიაგნოსტიკის სიზუსტეს, მკურნალობის ხარისხსა და პრაქტიკის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. 

 

შეისწავლე პროგრამირება 0-დან, მიიღე რეალური გამოცდილება და აქციე შენს მთავარ უპირატესობად!

→დარეგისტრირდი მარტივად

 

Blinkist

ლოკაცია: ბერლინი, გერმანია

Funding: Series C, $34.8 მილიონი

ინვესტორები: Insight Partners, Greycroft

 

SparkNotes შორეული წარსულია Blinkist-ის შესაძლებლობებთან შედარებით. ამ აპლიკაციაში საკვანძო ნაწილებია 2500-ზე მეტი არამხატვრული წიგნიდან, რომელიც 15 წუთიან საკითავ ან აუდიო მასალად არის მოცემული - ყველაფერი თქვენი მობილური მოწყობილობებისთვის. 

 

Babbel

ლოკაცია: ბერლინი, გერმანია

Funding: Series C, $33.3 მილიონი

ინვესტორები: IBB Ventures, NGP Capital

 

Babbel მარკეტის ლიდერ ენის შემსწავლელ აპლიკაციას წარმოადგენს, რომელსაც მილიონობით გამომწერი ჰყავს გლობალურად. Babbel მსოფლიოში პირველი ენის შემსწავლელი აპლიკაციაა, რომელიც ადვილი ნავიგაციის მქონე და ამავდროულად მცირე ზომის გაკვეთილებს გთავაზობთ. ეს ყოველივე ახალი ენის შესწავლას ძალიან მარტივს ხდის. 

 

Realworld

ლოკაცია: ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი

Funding: Seed, $7.7 მილიონი

ინვესტორები: Techstars, Bezos Expeditions

 

Realworld app რევოლუციურ ინოვაციას წარმოადგენს. დვილად გამოსაყენებელი აპლიკაციით, Realworld ახალგაზრდებს აძლევს რესურსებს და ხელსაწყოებს ზრდასრულობის თითქმის ყველა ასპექტში ნავიგაციისთვის. გადასახადებიდან დაწყებული პირველი შინაური ცხოველის შესახებ რჩევებით დამთავრებული - Realworld გვთავაზობს ორგანიზებულობისა და წარმატების საფუძველს.

 

So Syncd

ლოკაცია: ლონდონი, დიდი ბრიტანეთი

Funding: Pre-Seed, $1 მილიონი

ინვესტორები: KM Capital, Upscalers

 

So Synd ცვლის მომხმარებლების გაცნობის აპლიკაციების მუშაობის პრინციპს. Myers-Briggs-ის პიროვნების ტიპების გამოყენებით, So Syncd-ის მომხმარებლები დაწყვილდებიან იმის მიხედვით, თუ რამდენად თავსებადია მათი პიროვნებები  (ალგორითმის გამოყენებით), მარცხნივ და მარჯვნივ “გადაფურცვლისა” და მხოლოდ გარეგნობის მიხედვით დაწყვილების ნაცვლად.

 

Heetch

ლოკაცია: პარიზი, საფრანგეთი

Funding: Series B, $75.3 მილიონი

ინვესტორები: Kima Ventures, Idinvest Partners

 

Heetch არის მგზავრობის გაზიარების აპლიკაცია, რომელიც შექმნილია ღამის ტრანსპორტირებისთვის და იგი ტაქსის ალტერნატივას წარმოადგენს. დაბალი საკომოსიოს, გამჭვირვალე ფსაებითა და დანიშნულების ადგილითა და დაბალი მომსახურების საფასურით Heetch ეფექტურ კონკურენტს წარმოადგენს გლობალურად არსებული კომპანიებისათვის. 

 

Snappr

ლოკაცია: სან ფრანცისკო

Funding: Series A, $13 მილიონი

ინვესტორები: Alumni Ventures

 

Snappr წარმოადგენს საუკეთესო აპლიკაციას ბიზნესისათვის, რომელიც კონტენტის შექმნას ცდილობს. ისინი უზრუნველყოფენ მრავლისმომცველ პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც აორგანიზებს ფოტო გადაღებებს, stock ფოტოებს, დარედაქტირების შესაძლებლობებსა და კიდევ ბევრ სერვისს. მომხმარებლებს უფლება აქვთ შექმნან სამუშაო ნაკადები მათი ვიზუალური შინაარსისთვის, ხოლო სერვისი ინტეგრირდება თითქმის ნებისმიერ არსებულ პლატფორმასთან.

 

Wonolo

ლოკაცია: Bay Area

Funding: Series D, $190.9 მილიონი

ინვესტორები: Sequoia Capital, Bain Capital Ventures

 

Wonolo გარდაქმნის კომპანიების რეკრუტირების პროცესს ბიზნესისა და პოტენციური თანამშრომლებისთვის ცენტრალიზებული მიწოდებით. Wonolo-ს საშუალებით კომპანიებს არ უწევთ გასაუბრებებისა და რეზიუმეების გამო დროის ხარჯვა. ამის ნაცვლად, ყველა თანამშრომელი გაფილტრულია Wonolo-ს მიერ და ხელმისაწვდომია აპლიკაციაში. 

 

განვიხილოთ სტარტაპები სილამაზისა და ჯანმრთელობის სფეროში

 

Saie

ლოკაცია: New York City

Funding: Seed, უცნობი

ინვესტორები: Unilever Ventures, G9 Ventures

 

Saei წარმოადგენს clean beauty სტარტაპს, სადაც სილამაზისა და თავის მოვლის საშალებებეის ხელმისაწვდომობასა და ხარისზეა აქცენტი გაკეთებული. იგი ცნობილია მძლავრი ბრენდინგით, ხარისხიანი პროდუქტითა და ცნობილი ხალხის უკუკავშირით (გვინეტ პელტროუ მისი ერთ-ერთი ინვესტორია), Saei შესაძლოა სულ მალე სილამაზის უნდუსტრიის სიმბოლოდ იქცეს. 

 

Kinship

ლოკაცია: Corte Madera, California

Funding: Early Stage VC, $2.85 მილიონი

ინვესტორები: Sugar Capital, True Beauty Ventures

 

Kinship შემდეგ სტარტაპს წარმოადგენს ჩვენს სიაში. Kinship არის სუფთა და ეკოლოგიურად სუფთა კანის მოვლის ხაზი, რომელიც მიზნად ისახავს კანის მოვლის ეფექტური და ეკოლოგიური პროდუქტების უზრუნველყოფას. ეს საშუალებები სერთიფიცირებულია Forest Stewardship Council (FSC) და Ocean Waste Plastic (OWP)-ის მიერ. დამატებით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ყველა პროდუქტი ნატურალური, GMO-free და reef-safe არის. ისინი შეფუთულია გადამუშავებული მატერიალების საშუალებით. 

 

Makeup By Mario

ლოკაცია: NYC

Funding: $40 მილიონი

ინვესტორები: N/A

 

ვიზაჟისტი (makeup artist) მარიო დედივანოვიჩი ცნობილია უნაკლო, ბუნებრივი სილამაზის და პიონერული მაკიაჟის ტენდენციების შექმნით განათლებისა და სოციალური მედიის საშუალებით. ისი სახელობის მაკიაჟის ხაზი, Makeup By Mario, შეიცავს უმაღლესი ხარისხის პროდუქტებს, რომლებიც შთაგონებულია მისი მუშაობით ბოლო 20 წლის განმავლობაში.

 

Golde

ლოკაცია: New York City

Funding: Seed, უცნობი

ინვესტორები: Newtype Ventures, Rose Street Capital

 

Golde რის კანის მოვლისა და ველნეს კომპანია, რომელიც პრიორიტეტს ანიჭებს ხელმისაწვდომობასა და ხარისხს ერთი წარმოშობის ოქროს კურკუმას გამოყენებით. სტარტაპი გაფართოვდა სახის ნიღბებიდან მკვებავი პროდუქტების შთამბეჭდავ ხაზამდე, როგორიცაა ქოქოსის კრემი, მაჩა მწვანე ჩაი და სხვა. 

 

Tonal

ლოკაცია: Bay Area

Funding: Series E, $450 მილიონი

ინვესტორები: Mayfield Fund, Shasta Ventures

 

სმარტ სახლის სავარჯიშო ოთახი AI-სთან Tonal-ის საშუალებით იკვეთება. იგი ფიტნეს სავარჯიშო აღჭურვილობის სტარტაპს წარმოადგენს. მოწყობილობა კედელზეა დამონტაჟებული და მომხმარებლებს სთავაზობს ვარჯიშებს, რომლებიც მორგებულია თითოეული ინდივიდის ფიტნეს მიზნებსა და საჭიროებებზე.

 

by Humankind

ლოკაცია: New York City

Funding: Seed, $4 მილიონი

ინვესტორები: SV Angel, BoxGroup

 

ეკოლოგიურად სუფთა პერსონალური პროდუქტების სტარტაპი by Humankind მიზნად ისახავს შეამციროს ერთჯერადი პლასტმასის გამოყენება მომხმარებელთა ყოველდღიურ ცხოვრებაში. მათი თავის მოვლის საშუალებები პირის ღრუს ტაბლეტებიდან დაწყებული შამპუნით დამთავრებული, ყველა პროდუქტია სუფთა ინგრედიენტებისა და ეფექტური შევსების მოდელითაა წარმოადგენილი, რათა ნარჩენების შემცირება. 

 

Clear For Me

ლოკაცია: New York

Funding: Seed, $150 ათასი

ინვესტორები: Founder Institute

 

ClearForMe ჩვენი სტარტაპების სიიდან ერთ-ერთს წარმოადგენს. ClearForMe არის სილამაზის ტექ სტარტაპი და იგი შექმნილი მათთვის, ვინც ებრძვის კანის ალერგიას. იგი თანამშრომლობს სილამაზის ინდუსტრიის გიგანტებთან, როგორიცაა Ulta და Credo, რათა სილამაზისა და კანის მოვლის შოპინგი უფრო უსაფრთხო და ხარისხიანი გახადოს ალერგიის მქონე მომხმარებლებისთვის.

 

ასე გამოიყურება 2024 წლის 100 საუკეთესო სტარტაპის სერიიდან პირველი ნაწილი

100 საუკეთესო სტარტაპი:

 

ახლა საუკეთესო დროა ახალი უნარების შესაძენად და სტარტაპის დასაწყებად. შემოგვიერთდი ახლავე, დაიწყე ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების შესწავლა! იფიქრე ფართოდ. იმ პლატფორმებსა და სერვისებზე, რომლებიც ყველაზე მეტ სიამოვნებას განიჭებს. რა მახასიათებლების გამო იყენებ მათ? გაქვს თუ არა საჭირო უნარები იმისათვის, რომ მსგავსი რამ შეიმუშავო?

 

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში, ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ყაზბეგის34/34ბ

 

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge

 



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა