მომხმარებლის გამოცდილება არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ პროდუქტის წარმატებისა თუ მარცხისთვის. მაგრამ რას ვგულისხმობთ ჩვენ მომხმარებლის გამოცდილებაში? ხშირად UX (მომხმარებლის გამოცდილება) ერევათ გამოყენებადობაში, რომელიც აღწერს რამდენად მარტივად შეუძლია ადამიანს პროდუქტის გამოყენება. მომხმარებლის გამოცდილება ყურადღებას აქცევს არამარტო გამოყენებადობას არამედ ყველა ფაქტორს რომ მიაწოდოს წარმატებული პროდუქტი ბაზარზე.
იმისთვის რომ იყოთ კარგი დიზაინერი, უნდა ჩაუღრმავდეთ იმას თუ რას ფიქრობს და როგორ მოქმედებს ადამიანი - პოლ ბოაგი, Headscape Limited-ის თანადამფუძნებელი.
პიტერ მორველის მიხედვით, არის 7 ფაქტორი, რომელიც აღწერს მომხმარებლის გამოცდილებას.
1. საჭიროება
2. გამოყენებადობა
3. ადვილად პოვნადი
4. სანდო
5. მოთხოვნადი
6. წვდომადი
7. ღირებული
მოდით გადავხედოთ თითოეულ მათგანს და განვიხილოთ ისინი.
1. საჭირო
თუ პროდუქტი არ არის საჭირო ვინმესთვის, რატომ უნდა იყოს იგი ბაზარზე? თუ მას არ აქვს მიზანი, მას არ ექნქბა დიდი ყურადღება დათმობილი ბაზარზე. ამრიგად, კომპიუტერული თამაში ან ქანდაკება შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს, მაშინაც კი, თუ ის მომხმარებელს საშუალებას არ აძლევს შეასრულოს მიზანი, რომელიც სხვებისთვის მნიშვნელოვანია. პირველ შემთხვევაში, თინეიჯერი შეიძლება თამაშს იყენებდეს კოლეჯში მძიმე გამოცდის შემდეგ აღშფოთების საწინააღმდეგოდ; ამ უკანასკნელში, სამხატვრო გალერეის სტუმარმა შეიძლება "გამოიყენოს" ქანდაკება, რომ განათლდეს მხატვრის ტექნიკაზე ან ტრადიციაზე, ამავე დროს სულიერი სიამოვნება მიიღოს მისი ნახვისგან.
2. გამოყენებადობა
გამოყენებადობა გულისხმობს მომხმარებლების შესაძლებლობას, მიაღწიონ საბოლოო მიზანს პროდუქტით ეფექტურად. პროდუქტი შესაძლოა იყოს წარმატებული თუ იგი არ არის გამოყენებადი, მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა. სუსტი გამოყენებადობა ხშირად დაკავშირებულია პროდქუტის პირველ თაობასთან, მაგალითად პირველი თაობა MP3 ფლეიერის, რომელიც ნაკლებად მოთხოვნადი გახდა iPod-თან შედარებით.
3. ადვილად პოვნადი
პროდუქტი უნდა იყოს ადვილად პოვნადი, ციფრული და ინფორმაციული პროდუქტის შემთხვევაში კონტენტი უნდა იყოს ადვილად მოსაძიებელი. მიზეზი მარტივია: თუ ვერ იპოვით კონტენტს, რომელიც გჭირდებათ კონკრეტულ საიტზე, თქვენ აღარ შეხვალთ ამ საიტზე.
თუ გაზეთი აიღე და მასში ყველა სიუჟეტს გვერდს დაუთმობდნენ შემთხვევითი გზით და არა - სექციების მიხედვით, როგორიცაა სპორტი, გართობა, ბიზნესი და ა.შ., ალბათ თქვენ ასეთი გაზეთი გაგაღიზიანებდათ. დრო ადამიანისთვის ძვირფასია, ადვილად პოვნადობა არის ვიტალური რამ მომხმარებლის გამოცდილებისთვის.
4. სანდოობა
21-ე საუკუნის მომხმარებელი აღარ მოგცემთ მეორე შანსს, რომ მოატყუოთ. ყველა სფეროში არის ბევრი ალტერნავიტა რომ აირჩიოთ სანდო პროდუქტი. სანდოობა ნიშნავს, რომ მომხმარებელი ენდობა თქვენს მიერ მიწოდებულ პროდუქტს. შეუძლებელია მიაწოდოთ წარმატებული მომხმარებლის გამოცდილება თუ მომხმარებელი ფიქრობს, რომ თქვენ ატყუებთ მას.
5. მოთხოვნადობა
Skoda და Porsche ორივე არის მანქანის ფირმა. ორივე ბრენდი არის საჭირო, გამოყენებადი, პოვნადი, წვდომადი, სანდო და ღირებული - მაგრამ Porsche არის უფრო მოთხოვნადი.
მოთხოვნადობის გადმოცემა ხდება ბრენდინგის, გამოსახულების, იდენტურობის, ესთეტიკური და ემოციური დიზაინის საშუალებით. რაც უფრო სასურველია პროდუქტი, მით უფრო მეტი ალბათობაა, რომ მომხმარებელი, ვისაც აქვს ეს, იამაყებს ამით და გაუჩენს სურვილს სხვა მომხმარებლებს.
6. წვდომადი
წვდომადობა ნიშნავს გამოცდილების მიწოდებას რომელზეც წვდომა შეუძლიათ მომხმარებლებს შესაძლებლობების სრული სპექტრით - ეს მოიცავს მათ, ვინც გარკვეული თვალსაზრისით შეზღუდულია, როგორიცაა სმენა, ხედვა, მოძრაობა ან სწავლის პრობლემა.
წვდომადი პროდუქტის შექმნა ხშირად კომპანიებისთვის ფულის კარგვაა, მიზეზია არასწორი მოსაზრება იმის შესახებ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მოსახლეობის მცირე ნაწილს წარმოადგენენ. სინამდვილეში, შეერთებულ შტატებში აღწერის მონაცემების თანახმად, 2010 წელს ადამიანთა სულ მცირე 19% -ს ჰქონდა შეზღუდული შესაძლებლობი და სავარაუდოდ, ეს რიცხვი უფრო მეტია განვითარებად ქვეყნებში.
როდესაც პროდუქტს გახდით წვდომადს, თქვენ შექმნით პროდუქტს რომელიც მარტივად გამოყენებადია ყველასთვის. წვდომადობა არის იურიდიული მოთხოვნა ბევრი კანონით, მაგალითად ევროკავშირის მიხედვით.
7. ღირებული
პროდუქტმა უნდა მიაწოდოს მომხმარებელს თავისი ღირებულება. მან უნდა მიაწოდოს ღირებულება ბიზნესს, რომელიც ქმნის მას და მომხმარებელს, რომელიც ყიდულობს მას. ამის გარეშე პროდუქტი წარმატებას ვერ მიაღწევს. ღირებულება არის შეძენის მთავარი მიზეზი.
ადგილიდან გატანა/” The Take Away”
პროდუქტის წარმატება დამოკიდებულია არა მხოლოდ გამოყენებადობაზე. პროდუქტები, რომლებიც გამოსადეგი, სასარგებლო, ადვილად ძებნადი, ხელმისაწვდომი, სანდო, ღირებული და სასურველია, ბევრად უფრო წარმატებულია ბაზარზე.
შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!
IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100 ფილიალით!
+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23
+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ
https://www.facebook.com/itstep.ge