IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

7 რჩევა დამატებითი შემოსავლების გასაჩენად

02.12.2020

1221 ხედი

დამატებითი საქმეების გაჩენა თქვენს სისხლძარღვებში ადრენალინის აფეთქებას გულისხმობს, მუდამ ფეხის წვერებზე ხართ, მუდამ ქმნით, ალაგებთ, აფორმებთ, აგზავნით...

 

ჩვენს დროში ნახევარ განაკვეთზე დამატებული საქმიანობები ძალიან მოხერხებული და ტრენდულია - თუ ხარ პროფესიონალი, ერთი დამატებითი საქმიანობაც  კი შეიძლება იყოს საკმარისი დიდი მიზნების მისაღწევად - არსებობს რამდენიმე გზა, რომლითაც შეგიძლიათ მართოთ თქვენი მრავალჯერადი შემოსავლის ნაკადები და კვლავ დაგრჩეთ დრო საკუთარი თავისთვის

 

მთავარია, დაგეგმეოთ ისეთი შემოსავლის გაჩენა, რომელიც ცოტა დროს წაგართმევთ და საკმარის ფულს მოგიტანთ, პირველ რიგში დაფიქრდით, რა სახის უნარები და ცოდნა გაქვთ? როგორ შეგიძლიათ ეს უნარები და ცოდნა გამოიყენოთ დამატებითი შემოსავლის გასაჩენად?

შემდეგ:

 

1. შექმენით ცენტრალური ორგანიზაციული ჰაბი

მნიშვნელობა არ აქვს სამოქმედო გეგმას ქაღალდზე შეინახავთ, ლეპტოპში თუ აპლიკაციაში, საათების, ვალდებულებებისა და ვადების თვალყურისდევნების ცენტრალური ადგილი ორგანიზებულობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

  • აპლიკაციებს, როგორიცაა Asana და Basecamp, შეუძლიათ თვალყური ადევნონ პროექტებს და ვადებს,
  • Toggl და aTimeLogger დაგეხმარებათ მუშაობაში გატარებული საათების დასათვლელად
  • შეინახეთ ჩანაწერები საქაღალდეში ან ისეთ აპლიკაციებში, როგორიცაა Evernote, რომელშიც შეგიძლიათ შეინახოთ ფოტოები და ბმულები, ასევე ტექსტური შენიშვნები. თქვენი ყველა თარიღის, დროის და პასუხისმგებლობის ერთ ადგილზე შენახვა დაგეხმარებათ უფრო მეტად გააკონტროლოთ თქვენი გრაფიკი

 

კომპანიებს პანდემიის შემდეგ ხარჯები გაუორმაგდათ, შესაბამისად, მათ დაიწყეს კადრების მოზიდვა განვითარებადი ქვეყნებიდან - ეს თქვენი შანსია დასაქმდეთ სხვადასხვა ზომისა და მოცულობის კომპანიაში შინიდან გაუსვლელად!

             → დარეგისტრირდი ახლავე!

 

2. გამოყავით სამუშაო ადგილები

მაშინაც კი, თუ ძირითადი საქმიანობების გამო უმეტესწილად სახლიდან გასული ხართ, ქალაქში ისეთი ადგილების ქონა, სადაც 30 წუთით დაჯდებით და კალენდარს თვალყურს მიადევნებთ, დაგეხამრებათ ყველა მიზნის მიღწევაში,

სახლშიც დაუთმეთ ერთი ადგილი სამუშაოს და შემდეგ სთხოვეთ თქვენს ოჯახის სხვა წევრებს პატივი სცენ თქვენს მიერ გამოყოფილ ტერიტორიას. შეინახეთ ყველა თქვენი საჭირო ნაშრომი, ფაილი ან ჩანაწერი თქვენს სამუშაო სივრცეში, რათა ორგანიზებული იყოთ.

 

3. დაბლოკეთ დრო

დრო ხშირად გაგეპარებათ, მაგრამ, ნუ დაისტრესებით იმის გამო, რომ თქვენ ხართ პასუხისმგებელი ბევრ სამუშაოზე, თუ დრო ხშირად გაგეპარებათ ეს გადაღლის ნიშანია და ეცადეთ გაითავისუფლოთ 1 დღე, ეს დრო უნდა იყოს თქვენი საღი აზრისა და თქვენი ურთიერთობების გაჯანსაღებისთვის.

 

4. დაიცავით პრიორიტეტები

შეატყობინეთ ოჯახის წევრებს თქვენი სამუშაო საათები და რეალურად ორიენტაცია მოახდინეთ სამუშაოზე. თქვენი დამატებითი სამუშაო შესაძლოა ნაკლებად მნიშვნელოვნად მიიჩნიონ რაც გამოიწვევს შეფერხებებს. მაგალითის მიხედვით აჩვენეთ, რომ სერიოზულად ეკიდებით მას. ისაუბრეთ თქვენს ახალ პროფესიაზე, აიყოლეთ ოჯახის წევრები, სამუშაო ადგილის კარი არ დახუროთ

 

5. სწორად შეარჩიეთ დამატებით შემოსავლის წყარო

თქვენი შემოსავლის მაქსიმალურად გასაზრდელად, უპირველესად დრო დააბანდეთ საქმიანობების შესარჩევად ახალი შემოსავლისთვის, შეისწავლეთ: Front-End ვებ-პროგრამირება, ციფრული მარკეტინგი და დიზაინი, 3D გრაფიკა და დიზაინი, 2D გრაფიკა და UI/UX დიზაინი, ინტერიერის დიზაინი, IT Support

 

6. სწავლის პროცესი არ არის მარტივი

როცა დასაქმებული ხარ, გაქვს პროფესია და აწყობილი ხარ ერთი მიმართულებით, ახალი პროფესიების შესწავლა არ არის პარტივი, დღევანდელ სამყაროში წვდომა ინოვაციებზე ძალიან გამარტივებულია, ბარიერების დასამსხვრევად, ეცადეთ დაუკავშირდეთ ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სამყაროს და მაქსიმალურად გამოიყენეთ ის შესაძლებლობები, რასაც დღევანდელობა გთავაზობთ.

 

7. მხნედ იყავით

საკუთარი თავი არასოდეს არ დაადანაშაულოთ არასაკმარისი საქმის გაკეთების გამო, ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, თუ როგორ შეგიძლიათ მიიღოთ დახმარება მცოდნე პირებისგან, იყავით ორგანიზებული და კონცენტრირებული. ამ საქმეების შესასრულებლად, ისარგებლეთ გარკვეული წამახალისებელი საუბრით საკუთარ თავთან

 

თუ ამ ეტაპზე მხოლოდ დამატებით საქმიანობას განიხილავთ, ამ ყველაფრის მართვა შეიძლება ბევრი მოგეჩვენოთ. მაგრამ იფიქრეთ იმ ყველაფერზე რაც წინ გელით როდესაც თქვენი შემოსავლები გასამმაგდება

 

 

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100 ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

რომელი უნარები გახდება ყველაზე მოთხოვნადი

მომავლის კარიერაში ყველაზე მოთხოვნადი გახდება მოქნილი უნარები - კომუნიკაცია, კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითობა და ემოციური ინტელექტი. ისინი ქმნიან უნიკალურ ღირებულებას, რომელსაც ტექნოლოგია ვერ შეცვლის.

ციფრულ ეპოქაში ტექნიკური ცოდნა მარტო წარმატების გარანტია აღარ არის. კომპანიები სულ უფრო მეტად აფასებენ იმ უნარებს, რომლებიც ადამიანს სხვა ადამიანებთან მუშაობაში, ახალი იდეების შექმნაში და სწრაფად ცვალებად გარემოში ადაპტაციაში ეხმარება. სწორედ ამიტომ, მოქნილი უნარები (soft skills) იქცა მომავლის პროფესიის მთავარი საფუძვლი. გლობალური კვლევების მიხედვით, 2030 წლისთვის 80%-ზე მეტი ახ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

როგორ ვისწავლოთ სწრაფად და ეფექტურად IT მიმართულებები

IT სწავლება, პროგრამირება, სწრაფი სწავლა, IT კარიერა, ტექნოლოგიები, IT აკადემია STEP, განათლება, კოდირება, ვებ დეველოპმენტი, ციფრული უნარები, პრაქტიკული სწავლება, სწავლის მეთოდები, მომავლის პროფესია, IT კურსები, AI სწავლებაში.

IT სფერო დღეს ყველაზე დინამიკური და სწრაფად მზარდია, რაც სწავლისადმი განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს. იმისათვის, რომ დროის მცირე მონაკვეთში მაქსიმალური ცოდნა დააგროვო, აუცილებელია ფოკუსირება პრაქტიკულ დავალებებზე და თანამედროვე სტანდარტებზე. თუ გსურს, საფუძვლიანად დაეუფლო ტექნოლოგიებს, IT აკადემია Step- ის პროგრამირების კურსი საუკეთესო გზაა პროფესიული სტარტისთვის. სწრაფი

ШАГ логотип

მშობლებისთვის

ზრდასრულთათვის

რატომ აღარ არის მხოლოდ სკოლა საკმარისი - და რა უნარები სჭირდება ბავშვს რეალურად

რატომ აღარ არის მხოლოდ სკოლა საკმარისი? გაიგე, რა უნარები სჭირდება ბავშვს თანამედროვე სამყაროში და როგორ შეგიძლია დაეხმარო მას წარმატების მიღწევაში.

თანამედროვე სამყაროში განათლება რადიკალურად იცვლება. თუ ადრე სკოლა იყო მთავარი და ხშირად ერთადერთი ცოდნის წყარო, დღეს ეს უკვე აღარ არის საკმარისი. ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი და სწრაფად ცვალებადი პროფესიული გარემო ბავშვებს სრულიად ახალ გამოწვევებს უქმნის ისეთებს, რომელთათვისაც მხოლოდ თეორიული ცოდნა აღარ მუშაობს. დღეს უკვე ნათელია, რომ ცოდნის მიღება აღარ არის სა

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

როგორ ავირჩიოთ პროფესია, რომელიც მომავალშიც მოთხოვნადი იქნება

გაიგე, როგორ შეარჩიო მომავლის პროფესია, რომელიც ტექნოლოგიური ცვლილებების მიუხედავად მოთხოვნადი დარჩება. სტატიაში განვიხილავთ სტრატეგიულ ნაბიჯებს, განათლების როლს და იმ უნარებს, რომლებიც აუცილებელია 21-ე საუკუნის შრომის ბაზარზე წარმატების მისაღწევად.

დღევანდელ სწრაფად განვითარებად სამყაროში პროფესიის არჩევა აღარ არის მხოლოდ ინტერესების განსაზღვრა, ეს არის სტრატეგიული გადაწყვეტილება შენი მომავლისთვის. ტექნოლოგიური პროგრესი და ავტომატიზაცია მუდმივად ცვლის შრომის ბაზარს, ამიტომ მნიშვნელოვანია ფოკუსირება ისეთ სფეროებზე, რომლებიც დროს უძლებს. კარიერული სტაბილურობის ერთ-ერთი საუკეთესო გზა ახალი ტექნოლოგიების ათვი

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა