IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

phone_validation_text
Х ХХХ ХХХ-ХХ-ХХ

Microsoft-ი ამბობს, რომ დასაქმების ბაზარზე COVID-19 პანდემიის შემდეგ კონკრეტული უნარები დაგვჭირდება

კომპანია Microsoft აფიქსირებს მზაობას, რომ პანდემიის შემდეგ, 25 მილიონ ადამიანს დაეხმაროს მთელი მსოფლიოს მაშტაბით, სამუშაო ადგილის მოპოვებაში

 

ეს ალბათ მუსიკასავით ჩაესმით მათ, ვინც ამჟამად უმუშევარია COVID-19–ის გამო. მაგრამ მათაც კი, ვისაც ჯერ კიდევ აქვს სამუშაო ადგილი, შეუძლია გააგრძელოს კარიერა, პარარელურად კი დაეუფლოს ახალ პროფესიებს მაიკროსოფტის ფუტურისტული რჩევებით

 

პირველ რიგში, აუცილებელია საკუთარი სურვილებისა და შესაძლებლობების იდენტიფიცირება. შემდეგ კი ამ ყველაფრის მორგება პოსტ-პანდემიურ რეალობაზე

 

Microsoft–ი ამბობს, რომ ახალ რეალობაში სახელმწიფოებს აქვთ ტექნიკური მიმართულების სპეციალისტების კიდევ უფრო მზარდი საჭიროება და იხრება LinkedIn– ის ეკონომიკური გრაფიკისკენ, სადაც რეგულარულად აკეთებს მონაცემის ანალიზს, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია,  LinkedIn-ის ანალიზმა გამოაჩინა ყველაზე მოთხოვნადი სამუშაო ადგილების ათეული, რომლის თანახმადაც, ისინი კვლავ აქტუალური იქნება მომდევნო ათწლეულში. Მათ შორის:

  1. მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტი
  2. ციფრული გაყიდვების სპეციალისტი
  3. ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერა/დამხმარე სამუშაოების ტექნიკოსი
  4. კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი
  5. ციფრული პროექტის მენეჯერი
  6. გრაფიკული დიზაინერი
  7. ფინანსური ანალიტიკოსი
  8. მონაცემთა ანალიტიკოსი
  9. ქსელის ადმინისტრატორი
  10. პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი

 

Microsoft–ი ამბობს, რომ მზად არის გადაამზადოს და სხვადასხვა სახელმწიფოსს უწყებებს დაუკმაყოფილოს ვაკანსიები 2020 წლის ბოლოსთვის

 

მათი სტრატეგიის მეორე ნაწილი ახალი პროფესიების ირგვლივ ცნობიერების გაზრდაა, ადამიანების აჩქარება იმ უნარ-ჩვევების ასათვისებლად, რომლებიც ციფრული პროფესიების  მიმართულებით სამუშაოების მოპოვებისთვის იქნება საჭირო. ამგვარად, ამ წლის ბოლოს, ისინი შემოგთავაზებენ LinkedIn Learning ვიდეო კურსებს, რომლებიც ამ პოზიციებისთვის საჭირო ძირითადი უნარ-ჩვევებთან შესაბამისობაში იქნება. კურსები ხელმისაწვდომი იქნება ინგლისურ, ფრანგულ, ესპანურ და გერმანულ ენებზე.

 

და ბოლოს

მაიკროსოფტს სურს დარწმუნებული იყოს, რომ ის ადამიანები, ვინც ამ კურსებს გაივლიან, სწავლის პროცესს ბოლომდე მიიყვანე და დამთავრების შემდეგ სერთიფიკატსაც მიიღებენ "ინდუსტრიის აღიარებული, Microsoft სერთიფიკატები, რომელიც დაფუძნებულია გამოცდებზე, რაც Microsoft-ის ტექნოლოგიების ცოდნაზე მეტყველებს" ამიტომ, საწყის ეტაპზე მოგვიწევს ტალონის შეძენა.

 

 

IT Academy STEP – მსოფლიო ბრენდი 82 ფილიალით!


გახდი კვალიფიციური სპეციალისტი და საკუთარი საქმის პროფესიონალი, შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში 

 

თბილისი,

საბურთალო, ალ.ყაზბეგის 34/34

 

რეგისტრაცია

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

კონფიდენციალობის პოლიტიკა და იურიდიული ინფორმაცია