IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

phone_validation_text
Х ХХХ ХХХ-ХХ-ХХ

Sturtup იდეიდან წარმატებულ ბიზნესამდე

ჩვენ გვჯერა, რომ საკუთარი საქმის წამოწყება ყოველი ჩვენგანის (გაჟღერებული ან ფარული) სურვილია, ჩვენ ვსწავლობთ და ვემზადებით წარმატებისთვის მთელი ცხოვრების მანძილზე, სწრაფად გასანვითარებლად კი საკუთარი კომპანიის დაარსება საუკეთესო გზა გახლავთ

როგორ შევქმნათ საკუთარი საქმე? იფიქრეთ - რა საჭიროებები აქვთ ადამიანებს? რისი მოთხოვნაა ბაზარზე? წარმატებული სტარტაპის გასაღები დროზე მორგებულ, ინოვაციურ იდეაშია, ჩვენს დროზე მორგებულ იდეას კი უნდა ჰყავდეს ძლიერი გუნდი რომელიც ამ საქმე შეასრულებს და მოიიყვანს სისრულეში

 

როგორი თანამშრომლები უნდა ჰყავდეთ დროზე მორგებულ-ინოვაციურ კომპანიებს?

მომხმარებელი გაზარდა, ტექნოლოგიების მეშვეობით გამუდმებით ტრანსფორმაციულ ფაზაში ვართ, ამასთანავე, ახალი შესაძლებლობებიც გვეძლევა. ზემოხსენებული პროცესები ზედმეტად რთული ასახსნელია, თუმცა, ამგვარ რუტინაში ერთი რამ არის ყველაზე მნიშვნელოვანი: ინოვაცია!

 

ინოვაცია არის სწორედ ის, რაც კომპანიებს სტაბილურად ძლიერს ხდის. თუმცა, ინოვაციას, თავისზე ადაპტირებული გარემო სჭირდება.

ადაპტირებული გარემო ეხმარება ორგანიზაციებს, უფრო პასუხისმგებლიანები და აქტიურები იყვნენ. მისი მეშვეობით თანამშრომლები სულ უფრო დაკავშირებულები ხდებიან და ერთმანეთში ინფორმაციის მუდმივი გაცვლა-გამოცვლა აქვთ. თუმცა, რასაკვირველია, ადაპტირებულ გარემოსაც სჭირდება კონკრეტული ტიპის თანამშრომლები:

  1. ბროკერები: მათ აქვთ ურთიერთობა უამრავ ადამიანსა თუ ჯგუფთან, შესაბამისად, მუდმივად აზრთა გაცვლაში არიან. ხშირად, ასეთი ადამიანები ახალი იდეების გენერატორები არიან.
  2. დამაკავშირებლები: მათ აქვთ ურთიერთობა მთავარ, სამიზნე ჯგუფთან ე.წ ბირთვთან და ჯგუფის წევრებისგან ახალ იდეებს ისმენენ, თანაც მათ ხშირად ენდობიან და აფასებენ.
  3. „ენერჯაიზერები“ ე.წ ხალხი, რომელიც გუნდის აქტივობას ზრდის. გარდა იმისა, რომ ეს ადამიანები ქმნიან კომპანიის რეპუტაციას და მას უსწრაფესად ავრცელებენ, ასევე, მალევე ამჩნევენ გამოსადეგ იდეებს.
  4. „ჩელენჯერები“ – ადამიანები, რომლებიც ახალ გამოწვევებსა და ცვლილებებზე არიან ორიენტირებულნი.
  5. პროგრამისტები: წარმოუდგენელია ინოვაციური საქმე პროგრამისტების გარეშე
  6. AI ექსპერტები: მონაცემთა მოცულობა, რომელსაც ვაგროვებთ საჭიროებს სწრაფ გადამუშავებას, მანქანათმცოდნეობის ალგორითმები უკეთ ინფორმირებულსა და მოქნილს გახდის თქვენს გუნდს

ამგვარი ხალხი ხელს უწყობს კომპანიებს, უფრო პროდუქტიულები და ძლიერები გახდნენ და არ გადაუხვიონ ინოვაციური ფირმის გზიდან.

 

             დარეგისტრირდი ეხლავე!

 

გადავხედოთ 2015-2020 წლების ყველაზე წარმატებული კომპანიების სიას, რომლებმაც თავიდანვე მიმართეს ინოვაციურ მიდგომებს

სიაში არ შედიან ბანკები, საფინანსო და ენერგეტიკული ორგანიზაციები. 

 

  1. ყველაზე ინოვაციური კომპანია მაინც ამერიკული SalesForce-ია. კომპანია 1999 წელს Oracle-ის ყოფილმა თანამშრომელმა შექმნა. პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში დღეს კომპანია ერთ-ერთი ლიდერია, ის მსოფლიოს 150,000-მდე კომპანიას ემსახურება. პანდემიის ფონზე კომპანიის გაყიდვები 25%-ზე მეტად გაიზარდა. 
  2. მეორე ადგილი კომპანიამ Tesla დაიკავა. 2017 წლიდან ილონ მასკის კომპანიის კაპიტალიზაცია 42.1%-ით გაიზარდა. ბოლო 12 თვეში კომპანიის გაყიდვები 73%-ით გაიზარდა. გამოცემას კომპანიის ინოვაციურობის მაჩვენებელი 88%-ით აქვს შეფასებული.  
  3. მესამე ადგილზე კომპანია Amazon-ია. ამერიკული ონლაინ გაიდვების კომპანიის ინოვაციური ინდექსი 72,7%-ია. ბოლო 12 თვის განმავლობაში კომპანიის გაყიდვები 27%-ით გაიზარდა. კომპანიის დამფუძნებლის ქონებამ კი ბილ გეითსისას გაუსწრო.
  4. რეიტინგის მეოთხე ადგილი Shanghai RAAS Blood Products-მა დაიკავა. ჩინური ფარმაცეტული კომპანიის გაყიდვები ბოლო 1 წელში 15%-ზე მეტად გაიზარდა. Forbes-ს კომპანიის ინოვაციურობა 100-დან 71%-ით აქვს შეფასებული.  
  5. მსოფლიოს ყველაზე ინოვაციური კომპანიების ხუთეულს ასრულებს Netflix. ამერიკული კომპანია 1997 წელს დაარსდა, დღეს მას 4700 თანამშრომელი ჰყავს. მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ბრენდებს შორის კომპანია გასულ წელს 71-ე ადგილს იკავებდა, კომპანიის ინოვაციურობა 71,5%-ითაა შეფასებული. 
  6. მეექვსე ადგილი რეიტინგში კიდევ ერთმა ამერიკულმა კომპანიამ Incyte დაიკავა. ფარმა და ბიოტექნოლოგიების სფეროში მომუშავე კომპანიის გაყიდვები ბოლო 12 თვეში 46%-ით გაიზარდა.  
  7. რეიტინგის მეშვიდე ადგილზე მოხვდა ინდური Hindustan Unilever. კომპანია 7 ბიზნეს სექტორში მოღვაწეობს და აწარმოებს როგორც თავის მოვლის, ასევე საკვებ პროდუქციას. ბოლო 12 თვეში კომპანიის გაყიდვები 3%-ზე მეტად გაიზარდა.  
  8. კიდევ ერთმა ინდურმა კომპანიამ Asian Paints რეიტინგში მერვე ადგილი დაიკავა. 1942 წლიდან მოღვაწე კომპანია დღეს 5800-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს და სახლებისთვის სხვადასხვა დეკორატიულ პროდუქტს ქმნის. 
  9. რეიტინგის მეცხრე ადგილი დაიკავა სამხრეთ კორეულმა Naver-მა. კომპანია ინტერნეტ გართობისა და საძიებო სისტემის ბაზარზე მუშაობს. Naver-ის გაყდვები ბოლო ერთ წელში 65%-ზე მეტად გაიზარდა.  

 

 

IT Academy STEP – მსოფლიო ბრენდი 98 ფილიალით!


გახდი კვალიფიციური სპეციალისტი და საკუთარი საქმის პროფესიონალი, შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში 

 

თბილისი,

საბურთალო, ალ.ყაზბეგის 34/34

რეგისტრაცია

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

კონფიდენციალობის პოლიტიკა და იურიდიული ინფორმაცია