IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

გამდიდრების 10 ოქროს წესი

23.04.2021

276 დათვალიერება

მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, მოსახლეობის ერთ-ერთი ყველაზე მაცდური სურვილია გახდეს მდიდარი - მათი კულტურის ან წარმოშობის მიუხედავად, თუმცა, ამ მიზნის მიღწევას ბევრად მეტი სჭირდება, ვიდრე ადამიანების უმეტესობას სურს გააკეთოს, შეუძლია გაუძლოს ან სურს გასცეს

 

წარმატება მოიცავს არაადამიანურ დისციპლინას, გრძელვადიან ხედვას, კრიტიკულ აზროვნებას და საღი აზრის მიღების უნარს!

 

არანაირი გარემოება ამ სამყაროში არ გადაგაქცევთ მდიდარ ადამიანად, თუ არ იმუშავებთ ამ მიზნის მისაღწევად. ეს პროცესი მოიცავს წარმატების ზოგიერთი ძირითადი "წესის" პატივისცემას, როცა საქმე სიმდიდრის დაგროვებას ეხება, თუმცა არ არსებობს ისეთი პირდაპირი გზა, რომელიც უმოკლეს დროში გაგამდიდრებთ. არსებობს გარკვეული ჩვევები და წესები, რომლებიც მრავალჯერ გამოჩნდა იმ ადამიანების საქციელში, რომლებიც უკვე გამდიდრდნენ. ამიტომ, გთავაზობთ 10 ოქროს წესს, რომ გამდიდრდეთ და გაზარდოთ თქვენი სიმდიდრე.

 

1. დისციპლინის შექმნა - მოტივაცია გამოძრავებთ, მაგრამ დისციპლინა გზრდით.

დისციპლინა სიმდიდრის დაგროვების პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ამის გარეშე, რამდენი ფულიც არ უნდა გამოიმუშაოთ, სიმდიდრე არ დაგიგროვდებათ. გსურთ ფული? გამოიმუშავეთ ის! მიეჩვიეთ დისციპლინას და თავად გაიკვლიეთ გზა წინ. არავინ არ მოვა და არ შეგეხვეწებათ, რომ საკუთარი ფული დაზოგოთ, დააბანდოთ და ა.ს.შ..

 

მდიდარი ადამიანები უსაზღვროდ დისციპლინირებული პიროვნებები არიან, რომლებიც შემოსავლის ზრდასთან ერთად ახერხებენ დაბალი ხარჯების შენარჩუნებას. თქვენ ვერ ნახავთ, რომ ისინი ვინც შრომით და მიზანდასახულად მდიდრდებიან სპორტული ავტომობილებით მოძრაობდნენ, დროს ფლანგავდნენ ტელევიზორთან ან საყიდლებზე. თქვენ მათ ვერ დაინახავთ, რადგან ისინი საკმარისად დისციპლინირებულები არიან, რომ ამ სტერეოტიპის მსხვერპლი არ გახდნენ. ისინი უბრალოდ განაგრძობენ ინვესტირებით, მუშაობითა და სწავლით სვლას მწვერვალისკენ. ასე რომ, გახსოვდეთ ეს და შექმენით დისციპლინა! ერთადერთი, რაც ხელს გიშლით გამდიდრებაში, საკუთარი თავია - შეწყვიტეთ საბაბის ძებნა და დაიწყეთ ფულის გამომუშავება.

 

2. შეინახეთ! შეინახეთ! შეინახეთ! - წარმატება ნიშნავს დიდ დანაზოგსა და სწავლას 24/7-ზე

დაიჭირე წამი. იცხოვრე მომენტით - უმეტესობა ამ ფრაზას არასწორად იგებს. ისინი წყვეტენ ზრუნვას ხვალინდელ დღეზე და ცხოვრობენ მხოლოდ დღევანდელი დღით. თუ ოდესმე მოისურვებთ გამდიდრებას, ფულის დაზოგვა უნდა დაიწყოთ. ჯერ გადაუხადეთ საკუთარ თავს, დარწმუნდით, რომ ყოველთვიურად ინახავთ გარკვეულ თანხას. და ეს მანამდე მოხდება, სანამ რამისთვის ან ვინმესთვის გადახდას დაიწყებთ. არავინ მოგცემთ ფულს ასე უბრალოდ, მაგრამ უაზროდ თუ გასცემთ ყველა მოგთხოვთ 

 

გირჩევთ, ყოველთვიური შემოსავლის ან ხელფასის მინიმუმ 30% გადაიტანოთ შემნახველ ანგარიშზე, რომელსაც არ შეეხებით. თუ შეძლებთ, დაზოგეთ კიდევ უფრო მეტი, მაგრამ დაზოგვა არასდროს შეწყვიტოთ. მსოფლიოში უამრავი მაგალითი არსებობს ცნობილი ადამიანების შესახებ, რომლებმაც დაიწყეს უამრავი ფულის გამომუშავება, მაგრამ, მალე გაკოტრდნენ - შეეცადეთ არ გახდეთ ერთერთი მათგანი!

 

3. ყოველთვის, ყოველთვის იმაზე ნაკლები დახარჯეთ, ვიდრე გამოიმუშავებთ

ეს წესი პირველ ორთან არის დაკავშირებული. თქვენ გჭირდებათ დისციპლინა, ასევე გჭირდებათ ფულის დაზოგვაც. მაგრამ ამავე დროს უნდა გადახედოთ თქვენს ხარჯებს. არასოდეს დახარჯოთ იმაზე მეტი, ვიდრე იშოვით, ეს აუცილებლად დასაცავი წესია.

 

თუ თქვენ იმ ადამიანთა რიცხვში ხართ, ვინც ხელფასიდან ხელფასამდე ცხოვრობს, აუცილებლად უნდა გადახედოთ და გააკონტროლოთ თქვენი ხარჯები. კარგია დიდი ტელევიზორის ან ახალი ჯიპის შეძენა, მაგრამ, პირველ რიგში დარწმუნდით, რომ ეს ნამდვილად გჭირდებათ

 

4. ისწავლეთ როგორ არ დაკარგოთ ფული

ისწავლეთ და უპირატესობა მიანიჭეთ გადასახადების და მოსაკრებლების შემცირებას, უარი თქვით სწრაფ კვებაზე, სიგარეტზე, ტკბილეულზე... მაქსიმალურად მოერიდეთ ფულის დაკარგვას, ადამიანის საუკეთესო თვისება დაგროვება და ინვესტირებაა!

 

შეისწავლე SEO და SMM მენეჯმენტი და მართე შენი წარმატება

 დარეგისტრირდი ახლავე!

 

 

5. გამოიმუშავეთ ფული თქვენთვის

მაშ ასე, თქვენ გაქვთ დისციპლინა და დაიწყეთ ფულის დაზოგვა, თითქმის არასდროს ხარჯავთ თქვენს შემოსავალზე მეტს და მიღებული გაქვთ რჩევები, თუ როგორ გადაიხადოთ ნაკლები თანხა გადასახადებში. შემდეგი ნაბიჯი არის ფულის გამომუშავება თქვენთვის და ეს ნიშნავს ინვესტიციის ჩადებას. დაიწყეთ ფულის გამოყენება ისე, როგორც ინსტრუმენტის, რადგან ფული სწორედ რომ მძლავრი ინსტრუმენტია. ისარგებლეთ შედგენილი ინტერესის ძალით. ეს ნიშნავს ინტერესების სიის შედგენას, სწავლას, განვითარებას, ინვესტირებას... 

 

6. გარს შემოიკრიბეთ თქვენზე უკეთესი, ჭკვიანი ადამიანები.

ეს ინვესტიციის მსგავსია, მაგრამ ფულის ნაცვლად, თქვენ დროის და ენერგიის ინვესტიციას დებთ. ყოველთვის გარს შემოიკრიბეთ ადამიანები, რომლებიც ცხოვრების ყველა ასპექტში თქვენზე ჭკვიანები ან უკეთესები არიან.

 

მოდით გავარჩიოთ ეს შემთხვევა. ყველაფერი ვერ გეცოდინებათ და ამ ქვეყნიდან დიდი ხნის წასული იქნებით, სანამ ყველაფრის სწავლას მოახერხებთ. ასე რომ, დარწმუნდით აღმოჩნდეთ იმ ადამიანების წრეში, ვინც გასწავლით ან დაგეხმარებათ იმაში, რისი გაკეთების დრო და საშუალება არ გაქვთ. "დაქრაშეთ" ჭკვიანი, კარგად ინფორმირებული ადამიანები. მენტორიც აიყვანეთ. ყველას შეუძლია გარკვეულწილად დაგეხმაროთ. თუ ამას ვერ გააკეთებენ, ცუდ მდგომარეობაში ჩაგაგდებენ, უნდა წავიდნენ. დისტანცია უნდა დაიჭიროთ.

 

7, გახსოვდეთ, ყველაზე დიდი რისკი, რომელიც ადამიანმა შეიძლება გასწიოს, არის არაფრის კეთება

ვერ მოიგებ, თუ არ ითამაშებ - ეს ცხოვრების ზოგადი წესია. ასე რომ, მიდით და გარისკეთ გარკვეულ დონემდე, რადგან მათ გარეშე ჯილდოები არ გექნებათ. თუ ვერ გამოგივათ, სასწავლო გაკვეთილად გამოგადგებათ, მაგრამ გააგრძელეთ, არასოდეს შეგეშინდეთ გარისკვის.

 

იცოდეთ, რომ როცა რისკებზე ვსაუბრობთ, გათვლილ რისკებს ვგულისხმობთ. საკმარისად ჭკვიანურად უნდა გათვალოთ, რომ თვითმფრინავიდან ზურგზე მოკიდებული პარაშუტის გარეშე არ გადახტეთ. ყველა რისკი კარგი არ არის, არც ჯილდოების დაბრუნების პოტენციალი აქვს, ასე რომ გააკეთეთ არჩევანი, მხოლოდ შეგნებულად და მიზანმიმართულად.

 

8. იზრუნეთ საკუთარ თავზე და ჯანმრთელობაზე - ყოველთვის გჯეროდეთ, რომ წარმატებული იქნებით ყველაფერში, რასაც ნამდვილად მოისურვებთ.

კიდევ ერთი ინვესტიცია, რომელიც უნდა გააკეთოთ, თქვენი ფიზიკური კეთილდღეობაა. არასდროს გქონდეთ იმის იმედი, რომ თქვენზე ვიღაც სხვა იზრუნებს. ეს თქვენ თვითონ უნდა გააკეთოთ

 

9. მთავარია ცოდნა

გახსოვდეთ, ცოდნას არანაირი აზრი არ აქვს, თუ პრაქტიკაში არ გამოიყენებთ. სწორად დაგროვებული ცოდნა დიდი ძალაა, ამის ნათელი მაგალითი იყვნენ ადამიანები ვინც პანდემიის დროს შეძლო ფინანსურად წინსვლა და განვითარება, დისტანციურად დასაქმებული ადამიანები - საჭირო უნარებით შეიარაღებული პროფესიონალები!

დაეუფლე პროფესიებს, როგორიცაა: Front-End ვებ-პროგრამირებაციფრული მარკეტინგი და დიზაინი3D გრაფიკა და დიზაინი2D გრაფიკა და UI/UX დიზაინიინტერიერის დიზაინიIT Support

 

 

 

10, ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ გააკეთეთ

დასაკარგი დრო აღარ არის, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაფერი დაჩქარდა. როდესაც შრომობ დრო მიფრინავს, ამიტომ, დაიწყე სწავლა დღეს, დასაქმდი დღეს, დააფუძნე ახალი კომპანია დღეს!

 

მომავალი თქვენს ხელშია. რა უნარებს ვფლობთ უკვე? საფრთხის წინაშე ხომ არ დგება ეს კომპეტენციები? რა არის საუკეთესო გზა ჩემი უნარების განახლებისთვის? ეს არის კითხვები, რომლებიც 2021 წელს უნდა დასვათ.

 

 

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 .თელავინადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 .თბილისი.ყაზბეგის 34/34 

https://www.facebook.com/itstep.ge

 



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

STEP კომპიუტერული აკადემიის რედაქცია

AI

ChatGPT სრული სახელმძღვანელო

დაიწყეთ ChatGPT გამოყენება უფრო სწრაფად და ეფექტურად, გაიგეთ ყველაფერი, დაწყებული უფასო რეგისტრაციიდან, დამთავრებული სამეწარმეო საქმეში ChatGPT-ის ფასიანი ვერსიის გამოყენებამდე

დაიწყეთ ChatGPT გამოყენება უფრო სწრაფად და ეფექტურად, გაიგეთ ყველაფერი, დაწყებული უფასო რეგისტრაციიდან, დამთავრებული სამეწარმეო საქმეში ChatGPT-ის ფასიანი ვერსიის გამოყენებამდე   UBS-ის ანგარიშის თანახმად, ChatGPT-ის ყოველდღიურ ვიზიტორთა რაოდენობამ  100 მილიონს მიაღწია, რაც მას ისტორიაში ყველაზე სწრაფად მზარდ აპლიკაციად აქცევს. ბიზნეს სამყარო ასევეა დაინტერესებული ChatGPT-ით და ცდილობს ხე�

ШАГ логотип

პროგრამირება

რომელ ქვეყანას ჰყავს მსოფლიოს საუკეთესო პროგრამისტები?

პროგრამირება თანამედროვე დროში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა, პარალელურად პროგრამირების დროს შემოქმედებითი პროცესი შეუზღუდავია, წარმოიდგინე, წერ კოდს, რომელიც უამრავი სიმბოლოსგან შედგება, თუმცა საბოლოოდ ის სხვანაირად გამოიყურება ის საშუალებას გაძლევთ არაფრისგან შექმნათ რაღაც ახალი, უჩვეულო, ორიგინალური და კრეატიული. 

პროგრამირება თანამედროვობის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა, პარალელურად პროგრამირების დროს შემოქმედებითი პროცესი შეუზღუდავია, წარმოიდგინე, წერ კოდს, რომელიც უამრავი სიმბოლოსგან შედგება, თუმცა საბოლოოდ ის სხვანაირად გამოიყურება ის საშუალებას გაძლევთ არაფრისგან შექმნათ რაღაც ახალი, უჩვეულო, ორიგინალური და კრეატიული იმის გასარკვევად, თუ რომელი ქვეყნიდან არიან

ШАГ логотип

პროგრამირება

JavaScript: განაახლეთ ყველა პაკეტი package.json-ში NCU-ით

JavaScript: განაახლეთ ყველა პაკეტი package.json-ში NCU-ით

JavaScript-ის დეველოპმენტის სამყაროში პაკეტებისა და დამოკიდებულებების მართვა ნებისმიერი პროექტის გადამწყვეტი ასპექცია. პაკეტების განახლება არა მხოლოდ უზრუნველყოფს უახლეს ფუნქციებთან წვდომასა და ხარვეზების აღმოფხვრას, არამედ აუმჯობესებს აპლიკაციის საერთო სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. თუმცა package.json ფაილში თითოეული პაკეტის ხელით განახლება შესაძლოა იყოს ძალიან შრომატევადი �

ШАГ логотип

Techfacts

News

Starlink უკვე საქართველოშია | ფასი, ინსტალაცია, სისწრაფე

საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, სადაც Starlink-ის უსადენო სწრაფი ინტერნეტი ხელმისაწვდომია!

Starlink მსოფლიოში მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელს მსოფლიოში, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტ კავშირი დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია - ახლა ის უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია! კომპანიის გადაწყვეტილებით, თბილისის ტექნოლოგიური პ�

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა