IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

საჭირო უნარები იდეალური რეზიუმესთვის

15.03.2021

3587 დათვალიერება

ჩვენი უნარების რეზიუმეში ჩამოთვლა მარტივ ამოცანად ჟღერს, მაგრამ სინამდვილეში, საკმაოდ რთულია კონკრეტული სამუშაოსთვის სწორი უნარების შერჩევა, მთავარია არ გავაბრაზოთ HR მენეჯერი ცრუ ან შეუსაბამო ინფორმაციის მიწოდებით.

 

უნარ-ჩვევები, რომლებსაც ფლობთ, სასურველია გაფილტროთ და კონკრეტულ ვაკანსიას მოარგოთ, დიდი გამოცდილება კარგია, მაგრამ აუცილებელია ინფორმაციის შემცირება და მხოლოდ იმ ნაწილის შეტანა რომელიც ეფექტური იქნება კონკრეტული სამუშაოს მისაღებად.

 

დღეს დამსაქმებლები ეძებენ ჰარდ და სოფტ უნარ-ჩვევების ბალანსს, ამიტომ აუცილებელია ორივე კატეგორიის რამდენიმე უნარ-ჩვევის მითითება მათი ყურადღების მისაქცევად. გთავაზობთ 20 აუცილებელი უნარ-ჩვევის ჩამონათვალს, რომლებიც შეგიძლიათ განათავსოთ თქვენს რეზიუმეში.

 

 

ჰარდ უნარ-ჩვევები

 

 

1. Პროექტის მართვის უნარი

სასურველია კარგად იცნობდეთ თეორიულ პრაქტიკასა და იმ პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც საჭიროა პროექტის ზედამხედველობისთვის. სამუშაოების უმეტესობა ჩვენს დროში მოითხოვს პროექტის მენეჯმენტის უნარებს, მაშინაც კი, თუ თვითონ სამუშაო არ გულისხმობს მართვას. თქვენი დავალების ნაკადის მართვის უნარი პროდუქტიულობის გასაზრდელად და შესასრულებელი დავალებების დროულად დასამთავრებლად, პროექტის მენეჯერის ღირსეული უნარ-ჩვევაა.

 

2. მოლაპარაკების უნარი

სამუშაოებისთვის, რომლებიც გულისხმობს მომსახურების ან პროდუქტის გაყიდვას, მოლაპარაკებების უნარები უპირველესია. მაგალითისთვის ჩამოთვალეთ ეს უნარები, თუ თქვენ შეგიძლიათ პარტნიორობის დამყარება და საბროკერო გარიგებების დადება მომწოდებლებთან.

 

3. უცხო ენების ცოდნა

3-4 ენის სრულყოფილად ცოდნა ადვილად გამოგარჩევთ კონკურენციის დროს. რაც უფრო მეტი მომხმარებლის მომსახურებას შეძლებთ, მით უფრო ღირებული იქნებით კომპანიისთვის, განსაკუთრებით მაშინ, თუ ინგლისურის და რუსულის გარდა იცით ისეთი საჭირო ენები, როგორიცაა ესპანური, გერმანული, არაბული ან ჩინური.

 

4. გამართულად წერისა და რედაქტირების უნარი

ლაკონურად წერის უნარები ძალიან ფასდება ნებისმიერ სფეროში. არცერთ ორგანიზაციას არ სურს გრამატიკული შეცდომები თავის პრესრელიზებში, სოც-ქსელში ან ვებ-საიტის ტექსტში, ასე რომ, თუ შეგიძლიათ წეროთ მკაფიოდ და გაასწოროთ თქვენი ნამუშევრები, ეს უნდა მიუთითოთ თქვენს რეზიუმეში.

 

5. პროდუქტის დიზაინი

მრავალ ინდუსტრიაში აუცილებელია ვიზუალური მხარის ხშირი ცვლა მომხმარებელზე მორგებული ოპტიმიზაციისთვის. თუ თქვენ გაქვთ პროდუქტის დიზაინის გამოცდილება ან განათლება გაქვთ პროდუქტის დიზაინში, აუცილებლად ჩამოთვალეთ სპეციფიკა თქვენს CV- ში.

 

6. კვლევის წარმოების უნარები

ორგანიზაციები ეძებენ კანდიდატებს, რომლებმაც იციან როგორ გამოიყენონ სწორი მეთოდოლოგია და კვლევის საშუალებები, იქნება ეს მონაცემთა შიდა შეგროვებისთვის თუ კონკურენტული დაზვერვისთვის. ნებისმიერი ცოდნა შესაბამისი ტექნოლოგიებით და გამოცდილების ანალიზისა და მონაცემთა შეგროვების გამოცდილება უნდა იყოს მითითებული თქვენს რეზიუმეში.

 

7. პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა

დღეს ტექნიკური დონის ცოდნა უმეტეს სფეროებში ფასდება და ის რა თქმა უნდა აუცილებელია აღემატებოდეს G Suite აპებისა და Microsoft Word– ის საბაზისო ცოდნას.

 

8. მონაცემთა კონფიდენციალურობა

ორგანიზაციები, რომლებიც კლიენტების საკუთრების ან სენსიტიური ინფორმაციის შემცველნი არიან, ხშირად პრიორიტეტს ანიჭებენ კიბერ უსაფრთხოებას. სპეციფიკური უნარები დამოკიდებულია სფეროზე და თანამდებობაზე.

 

9. მონაცემთა ანალიზის უნარი

ბიზნესი მუდმივად ეძებს პროფესიონალებს, რომლებსაც შეუძლიათ მონაცემთა შეგროვება და ინტერპრეტაცია, ხოლო მოთხოვნილ მონაცემთა ანალიზის უნარი მოიცავს მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილებას, დაწერის და გამოთვლის ძლიერ უნარებს.

 

10. ადმინისტრაციული და ოფისის მართვის უნარი

ადმინისტრაციული დავალებები უმეტეს როლს ასრულებს და დამსაქმებლებს სურთ იცოდნენ, რომ თქვენ გაქვთ საკმარისი ეთიკა თქვენი სამუშაო პროცესის ორგანიზების, ფაილების მართვის, დაგეგმვისა და სხვა საკითხების შესახებ.

 

პანდემიის პირობებში, კომპანიებს მოგება გაუნახევრდათ, შესაბამისად, დაიწყეს თანამშრომლების მოზიდვა განვითარებადი ქვეყნებიდან - ეს თქვენი შანსია დასაქმდეთ სხვადასხვა ზომისა და მოცულობის კომპანიაში შინიდან გაუსვლელად!

             → დარეგისტრირდი ახლავე!

 

სოფტ უნარები

1. სწაფი ადაპტაციის უნარი

სასურველია გახსნილნი იყოთ ახალი პროცესებისა და ტექნოლოგიების მიმართ და შეგეძლოთ სწრაფად მოახდინოთ ადაპტაცია სხვადასხვა გარემოში. კარიერის დასაწყისში იქნებით თუ მენეჯერის თანამდებობაზე, რომელსაც მეთოდურად სიახლეები შემოაქვს, თქვენს კარიერაში აუცილებლად მოგიწევთ გადახვევა, ამიტომ ადაპტაცია მეტად საჭირო უნარია.

 

2. ეფექტური კოლაბორაციის უნარი

რამდენად კარგად მუშაობთ თქვენი გუნდის წევრებთან და ორგანიზაციის სხვადასხვა განყოფილებებთან ერთად, ეს დიდი წარმატებისთვის აუცილებელი ფაქტორია. ჩამოთვალეთ რამდენიმე მაგალითი თქვენი სამუშაო ისტორიიდან ან სასწავლო კურსიდან, თუ კოლეჯის ახალი კურსდამთავრებული ხართ და აჩვენეთ, რომ სხვებთან ერთად შეგიძლიათ წარმატებით მუშაობა.

 

3. დეტალებიზე ფოკუსირების უნარი

ლაკონურად გაამახვილეთ ყურადღება დეტალებზე, რომლებიც ასახავს თქვენს ცნობიერებას და გაასწორეთ მართლწერის შეცდომები რეზიუმეში (თუ გაქვთ), რათა აჩვენოთ მომავალ დამსაქმებლებს, რომ ფრთხილად და მიზანმიმართულად აკეთებთ ყველაფერს, რასაც აკეთებთ.

 

4. სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი

მენეჯერებს ზოგჯერ ფართო სურათის დანახვა სურთ,  შედეგად ისინი თანამშრომლებს სრულ ავტონომიას აძლევენ და აფასებენ მათ ქმედებებს, გადაწყვეტილებებს, აქტიურობას და შედეგებს, რომლებიც სტრესულ სიტუაციაში მიიღეს.

 

5. კომუნიკაციის უნარი

ვერბალური და პრეზენტაციული უნარები მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილზე, არ აქვს მნიშვნელობა ინდუსტრიას. დამსაქმებელთა უმეტესობა ეძებს კანდიდატებს, რომლებსაც შეუძლიათ წარდგნენ აუდიტორიის წინაშე ნდობით.

 

6. პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი

ნებისმიერი სამუშაო მოიცავს გამოწვევებს და პრობლემებს, ხოლო დამსაქმებლებს სურთ პერსონალი, რომელსაც შეეძლება შემოქმედებითი გადაწყვეტილებების მიღება მცირე გამოწვევებზე და კონფლიქტების მოგვარება მათი წარმოშობის შედეგად.

 

7. დროის მართვის უნარი

XXl საუკუნეში დროის მართვა თქვენს რეზიუმეში მთავარი უნარ-ჩვევაა, არ აქვს მნიშვნელობა ინდუსტრიას, რადგან დამსაქმებლებს სურთ იცოდნენ, რომ შეგიძლიათ დავალებების ვადებში შესრულება და გაგაჩნიათ რკინის დისციპლინა.

 

8. თანაგრძნობის უნარი

სხვის ადგილზე საკუთარი თავის წარმოდგენის უნარი ძალიან კარგი თვისებაა, რომელიც დაგეხმარებათ ეფექტურად ურთიერთობაში თანამშრომლებთან, მომხმარებლებთან და კლიენტებთან.

 

9. კრიტიკული აზროვნება

განვითარებაზე ორიენტირებული დამსაქმებლები დაინტერესებულნი არიან იმ თანამშრომლებით, რომლებსაც შეუძლიათ  პროგრესრება და პრობლემების გადასაჭრელად ახალი გზების მოძიება. შეეცადეთ რეზიუმეში ჩაწეროთ მაგალითი,  რომელშიც კრიტიკული აზროვნება პროგრესის მიღწევის და პროდუქტიულობის გაზრდის საშუალებას გაძლევთ.

 

10. მრავალმხრივი სამუშაოს შესრულების უნარი

ნებისმიერი სამუშაო ადგილი დღეს უფრო დატვირთულია და უფრო რთული, ვიდრე ეს ათწლეულების წინ იყო. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ კანდიდატს უნდა ჰქონდეს პრიორიტეტების განსაზღვრის და პროექტების მართვისას ფოკუსირების უნარი. ძლიერი რეზიუმე აჩვენებს თქვენს შესაძლებლობებს ერთდროულად მრავალი დავალების შესრულების დროს და ამის საფუძველზე იდეალური შედეგის მიღწევას.

 

მაშინ, როდესაც  ცდილობთ საკუთარი თავი საუკეთესოდ წარმოაჩინოთ უნდა გაგაჩნდეთ ძლიერი რეზიუმე. თუ გსურთ ახალი, ჩვენს დროზე მორგებული, მოთხოვნადი უნარების ათვისება, გადახედეთ ჩვენს ონლაინ კურსებს. მას შემდეგ რაც რეზიუმეში შეიტანთ ყველა ამ აუცილებელ უნარს, თქვენ იქნებით საუკეთესო კანდიდატი დისტანციური დასაქმებისთვის.

დაეუფლე 2021 წელს მოთხოვნად და საუკეთესოდ ანაზღაურებად პროფესიებს, როგორიცააFront-End ვებ-პროგრამირებაციფრული მარკეტინგი და დიზაინი3D გრაფიკა და დიზაინი2D გრაფიკა და UI/UX დიზაინიინტერიერის დიზაინიIT Support

 

და ბოლოს

კომპანიებისთვის პროფესიონალები სხვადასხვა კრიტერიუმით და კატეგორიად იყოფიან, მაგრამ არსებობს რამდენიმე ფუნდამენტური განსხვავება დასაქმების მსურველთა შორის. სწორედ ეს განსხვავებები განსაზღვრავს ადამიანის შესაძლებლობების მასშტაბებს – არჩევანი ჩვენზეა. არჩევანი ტკბილ, კომფორტულ, დოგმატურ, ჩარჩოებში მოქცეულ, კონფორმისტულ უმრავლესობასა და მწარე, ტკივილიან, დისკომფორტულ, მაგრამ უსაზღვრო შესაძლებლობებისა და გმირული თავდადების მქონე უმცირესობას შორის. ის, რაც უმრავლესობისთვის შეუძლებელია, უმცირესობაში მყოფთათვის შესაძლებელია. 

გახსოვდეთ, რომ შეუძლებელი არაფერია! 2021 წელს შენც დაამტკიცებ რომ შეუძლებელი არაფერია!

 

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 .თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 .თბილისი, .ყაზბეგის 34/34

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

სამუშაოების ახალი ევოლუცია

როგორ იცვლება პროფესიები ტექნოლოგიური ბუმის ფონზე? გაიგე, რატომ სჭირდებათ ახალ თაობებს ჰიბრიდული უნარები და როგორ ამზადებს IT აკადემია Step აკადემია მომავალ პროფესიონალებს ცვალებადი სამუშაოსთვის.

21-ე საუკუნის დასაწყისში „პროფესია“ აღიქმებოდა როგორც სტაბილური რუტინა: კაბინეტი, ფიქსირებული გრაფიკი და ვიწრო სპეციალიზაცია. თუმცა ტექნოლოგიურმა ბუმმა ეს სტრუქტურა თავდაყირა დააყენა. დღეს, როცა ხელოვნური ინტელექტი ქმნის დიზაინს, წერილებს და კოდსაც კი, სამუშაოს ახალი ევოლუცია იწყება იქ, სადაც ადამიანური უნარები ციფრულ შესაძლებლობებთან იკვეთება. სწორედ ამიტომ ჩნდება ახ

ШАГ логотип

დიზაინერი AI-ის ეპოქაში - ახალი კომპეტენციების საჭიროება

AI-ის ეპოქაში დიზაინერის როლი რადიკალურად ტრანსფორმირდება — ხელოვნური ინტელექტი ხდება მისი ასისტენტი და პარტნიორი, რაც მოითხოვს ახალ კომპეტენციებს: prompt engineering, AI ინსტრუმენტების ეფექტური გამოყენება, მონაცემთა ანალიზი, ეთიკური პასუხისმგებლობა და უწყვეტი განვითარება. თანამედროვე დიზაინერი უკვე აღარ არის მხოლოდ შემსრულებელი, ის სტრატეგიულად მართავს AI-ს, აძლევს მას ადამიანურ ღირებულებებს და ქმნის ინოვაციურ, მომხმარებელზე ორიენტირებულ გამოცდილებებს.

ყველა ვხედავთ, ყველა ვამჩნევთ გარდამტეხ, რევოლუციურ ფაზას, რასაც ხელოვნური ინტელექტი ქმნის დიზაინის სფეროში. კრეატიული პროცესების ავტომატიზაცია, უკვე უპრეცედენტო შესაძლებლობებს იძლევა. ეს ტრანსფორმაცია არამხოლოდ ცვლის დიზაინერის ყოველდღიურ საქმიანობას, არამედ მოითხოვს მისგან ახალ კომპეტენციებსა და უნარებს, რომ წარმატებული იყოს, ამ მუდმივად ცვალებად გარემოში.  AI როგ

ШАГ логотип

მოტივაცია

სამაირა მეჰტა - წარმატებული ისტორიები 20 წლამდე ასაკში

სამაირა მეჰტას ისტორია - 8 წლის ასაკში შექმნილი "CoderBunnyz" თამაშიდან ბიზნესამდე. ახალგაზრდა მეწარმის წარმატების ისტორია და გაკვეთილები IT სფეროში.

2016 წელს, მხოლოდ 8 წლის ასაკში, სამაირა მეჰტამ შექმნა "CoderBunnyz" - პროგრამირების სასწავლო თამაში ბავშვებისთვის. ეს იყო მომენტი, როდესაც ახალგაზრდა გოგომ პირველად აჩვენა, რომ ასაკი არ არის ბარიერი ინოვაციისა და წარმატებისთვის. მისმა იდეამ დაუყოვნებლივ მოიპოვა აღიარება და 9 წლის ასაკში სამაირა უკვე გამოდიოდა სპიკერად Microsoft-ისა და Google-ის ღონისძიებებზე. მისი იდეა მარტივი, მაგრამ გენიალურ

ШАГ логотип

AI თავდასხმა თუ AI თავდაცვა - კიბერუსაფრთხოების ახალი გამოწვევები ციფრულ ეპოქაში

AI თავდასხმებს AI თავდაცვა უპირისპირდება - გაიგე, როგორ იცვლება კიბერუსაფრთხოების სფერო ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და რატომ არის კიბერუსაფრთხოება მომავალის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნადი პროფესია.

წარმოიდგინე, ყველაზე ცუდი სცენარი: კიბერკრიმინალები – ის ადამიანები, ვინც თქვენი ციფრული ცხოვრების მოპარვას ცდილობენ – ახლა ისინი იყენებენ  AI-ის,  რათა თავდასხმები რეალური გახადონ. ხელოვნური ინტელექტი ქმნის მიზნობრივ ფიშინგს – ყალბ ელექტრონულ წერილებს, რომლებიც ისე ზუსტად ჰგავს რეალურს, რომ შესაძლოა ეჭვიც არ გაგიჩნდეს და გაებათ მათ მახეში. კიდევ უფრო საშიშია Deepfake  – AI-ის მიე

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა